ძებნა
'აშშ-ში' ძებნის შედეგები.
-
აშშ-ს ძვირადღირებული სასტუმროს ბრენდი ბიტკოინით გადახდების მიღებას დაიწყებს. Kessler collection-ის სასტუმროების ქსელმა, რომელიც შტატებშია დაფუძნებული დაიწყო თანამშრომლობა საგადახდო კომპანია BitPay-თან, რათა მიიღოს ბიტკოინი როგორც ერთ-ერთი გადახდის მეთოდი. ეს კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია საზოგადოებისათვის, რომ ციფრული ვალუტა ფართოდ იკიდებს ფეხს დღევანდელ ფინანსურ სამყაროში. BitPay უზრუნველყოფს, რომ სასტუმროსთვის მისაღებ გადახდის ვალუტებში შედიოდეს ეთერიუმი, Dogecoin-ი და USD Coin-ი, Paxos Standard-ი Binance USD-ი და GUSD-ი. BitPay კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცრის, ფრავი კოლაცოს თქმით, კრიპტოვალუტის გადახდების მიღება ხელს შეუწყობს უცხოელ სტუმრებს მოსახერხებელ მომსახურებაში, რათა არ განიცადონ დანაკარგები ვალუტების გადაცვლის დროს. ”ამჟამად ეს არის ერთ-ერთი ინოვაციური კონცეფცია სასტუმროების ინდუსტრიაში. მე მჯერა, რომ კრიპტოვალუტა მხოლოდ მოწონებას დაიმსახურებს და BitPay–სთან პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს მომხმარებლებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი გადახდის საშუალება”,- განაცხადა სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ კესლერმა. The post აშშ-ში სასტუმროს ქსელი კრიპტოვალუტით გადახდას დანერგავს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
-
გასული წლის განმავლობაში აშშ–ში ბიტკოინის ბანკომატების რაოდენობა 177%–ით გაიზარდა. 2020 წლის პირველი მარტიდან მსოფლიოში დამონტაჟებული ახალი ბიტკოინის ბანკომატების რიცხვი 10.000-ს უახლოვდება. Coin ATM Radar–ის უახლესი მონაცემების თანახმად, ამჟამინდელი რაოდენობა 16.835–ს შეადგენს, რაც 57,5%–იანი ზრდაა, ანუ დამატემულია 9.683 ახალი აპარატი. ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში, მედია წერდა, რომ წლის ზრდის სტატისტკამ გასაოცარი მაჩვენებლი დადო, რაც 80%-ს შეადგენდა. წინა წლების მსგავსად აპარატების დამონტაჟების ყველაზე აქტიური ზონა წელსაც ამერიკაა. 2020 წლის პირველი მარტიდან დღემდე აშშ-ში ბიტკოინების ბანკომატების მონტაჟის სტატისტიკა 177%-ით გაიზარდა, რადგან გასული წლის პირველ მარტს იქ სულ, რაღაც 4945 ბანკომატი ფიქსირდებოდა. დღეს კი 13,699 ბიტკოინ ბანკომატია შტატების ტერიტორიაზე განთავსებული. აშშ-ს შემდეგ ყველაზე მზარდი კოეფიციენტი კანადას აქვს. მსოფლიოში დამონტაჟებული ბანკომატების 7,5% მხოლოდ კანადაზე მოდის. Coin ATM Radar–ი თვალყურს ადევნებს ასევე ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის სტატისტიკას, სადაც არათანაბარი დინამიკის, მაგრამ მაინც აქტიური ზრდა შეინიშნებოდა. ავსტრია ბიტკოინის აპარატის მოულოდნელ მატებასა და კლებას განიცდის. ბრიტანეთში კი მცირე განსხვავებებით მიმდინარეობს ბიტკოინის აპარატების დამონტაჟების სტატისტიკის ცვლა. The post აშშ-ში ბიტკოინის აპარატების რიცხვი გაზრდილია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
-
ბრიტანელმა მოსამართლემ უარყო აშშ-ის მოთხოვნა ვიკილიკსის დამფუძნებლის, ჟულიან ასანჟის ექსტრადაციის თაობაზე, რათა მას წარდგენოდა ბრალდებები აშშ-ის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გასაჯაროებისთვის. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ასანჟის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეშფოთების საფუძველზე მიიღო. ლონდონელმა მოსამართლემ, ვანესა ბარაისტერმა 4 იანვარს წარმოადგინა ინფორმაცია თვითმკვლელობის შესახებ ასანჟის ფიქრების შესახებ და განაცხადა: "საერთო ჯამში, იქმნება დეპრესიაში, და ზოგჯერ სასოწარკვეთაში მყოფი კაცის შთაბეჭდილება, რომელსაც მომავალი აშინებს". აშშ-ს მთავრობა აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რაც სავარაუდოდ კიდევ მეტ იურიდიულ პროცედურას მოიტანს 49 წლის ასანჟის ათწლიან საგაში, რომელსაც ასანჟის მომხრეები მედიის თავისუფლების საკითხად აღიქვამენ. აშშ-ში ასანჟს ემუქრება ჯაშუშობის 17 ბრალდება და ერთი ბრალდება კომპიუტერის არამართებულად გამოყენების გამო, ვიკილიკსით ათასობით სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტის გამოქვეყნებისთვის 2010 და 2011 წლებში. მისი ადვოკატების თქმით, ის შესაძლოა 30-დან 40 წლამდე ვადით მოხვდეს ციხეში, თუმცა პროკურორები აცხადებენ, რომ მას მხოლოდ ხუთ წლამდე პერიოდით თუ ემუქრება პატიმრობა. ასანჟი ლონდონში დააპატიმრეს, აშშ-ის თხოვნით, მას შემდეგ, რაც ის 2019 წლის აპრილში გამოაძევეს ეკვადორის საელჩოდან, რომელსაც 2012 წლის შემდეგ აფარებდა თავს - ანუ მას მერე, რაც მას ეკვადორმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
-
- ბრიტანელმა
- მოსამართლემ
-
(and 5 more)
Tagged with:
-
პეიპალმა გამოაცხადა პარტნიორობა სამ უდიდეს ბიტკოინის დამუშავების საიტთან: Coinbase-სთან, BitPay-სთან და GoCoin-სთან. მათი მეშვეობით სავაჭრო ორგანიზაციებს შეეძლებათ შეასრულონ გადახდები ბიტკოინებით, რომლებიც ჩაირიცხება მათ პეიპალის ანგარიშებზე. შეუძლებელია ბიტკოინების შენახვა პირდაპირ პეიპალის საფულეში (ამ დროისთვის), მაგრამ მათი საშუალებით გადახდა შესაძლებელი იქნება ყველა საიტსა და სერვისზე, რომლებსაც პეიპალი იღებს გადახდისთვის. ჯერჯერობით, ამ მოდელის მუშაობა მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და კანადაში იქნება შესაძლებელი, თუმცა კომპანიამ უკვე თქვა: ”ჩვენ განვიხილავთ სხვა ბაზრებზე გაფართოებას, დაელოდეთ სიახლეებს”. ამ ინფორმაციამ ბიტკოინის მკვეთრი კურსი გამოიწვია: BTC-E-ს ბირჟაზე ის დაახლოებით 385 დოლარიდან 440 დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ შემდეგ ოდნავ გამოსწორდა. http://cryptonews.ge/wp-content/uploads/2020/10/btc.jpg პეიპალი გეგმავს ბიტკოინის ფუნქციონირების პირდაპირ PayPal Payments Hub– ში ინტეგრირებას, რადგან ამ სისტემებს უკვე აქვთ საკუთარი უსაფრთხოების სისტემები. არ არის გამორიცხული, რომ პეიპალმა დროთა განმავლობაში უფრო მჭიდროდ იმუშაოს ბიტკოინთან. ”პეიპალი ყოველთვის ინოვაციებს ნერგავდა, ამასთან, არ ავიწყდებოდა, რომ ყველა გადახდა უსაფრთხო და საიმედო უნდა ყოფილიყო”, – განმარტეს კომპანიაში. – ჩვენი მიდგომა ბიტკოინის მიმართ არ არის გამონაკლისი. ამიტომ ჩვენ თანდათან ვითარდებით. ჩვენ მხარს დავუჭერთ ბიტკოინის ზოგიერთ ასპექტს, მაგრამ დაველოდებით და ვნახავთ სხვებსაც.” წყარო thenextweb.com The post PayPal შემოიღო ბიტკოინით გადახდა აშშ-ში და კანადში appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.