Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'აშშ-ს' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 5 results

  1. “აშშ-ს, სტაბილკოინის შექმნით, არ სურს ტრადიციულ ფულად სახსრებზე უარის თქმა”,- განაცხადა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ. ბევრი ფიქრობს, რომ შეიძლება მალე დადგეს დრო, როდესაც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ფიზიკურ დოლარს ერთხელ და სამუდამოდ შეცვლის. შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის კომენტარები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ეს ასე არ მოხდეს. Bloomberg–ის სტატიის თანახმად, თავმჯდომარის მიმართვა ჩაწერეს და მოგვიანებით შვეიცარიაში ჩატარებულ ღონისძიებაზე წარადგინეს. ღონისძიება ჩაატარა გადასახადებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტმა. თავის მოხსენებაში პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ცენტრალურმა ბანკმა სხვა ქვეყნის ექვს ცენტრალურ და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან ერთად შეადგინეს ანგარიში. ანგარიშში სტაბილკოინის სიცოცხლისუნარიანობა სამთავრობო მიზნებიდან გამომდინარე შეაფასეს. ”რაც შეეხება დღევანდელ თემას, მოხსენებაში ხაზგასმული სამი ძირითადი პრინციპიდან ერთ–ერთია ის, რომ სტაბილკოინს მოქნილ და ინოვაციურ გადახდის სისტემაში სჭირდება თანაარსებობა ნაღდ ფულთან ერთად”,- განაცხადა ჯერომ პაულემა. შეგახსენებთ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ჩინეთმა და ბაჰამის კუნძულებმა სტაბილკოინები უკვე შექმნეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აშშ სტაბილკოინის საკითხს უფრო ფრთხილად ეკიდება. The post აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე: სტაბილკოინის შექმნით დოლარს საფრთხე არ დაემუქრება appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. ჯორჯიის შტატის საშუალო სკოლებში შესაძლოა, კრიპტოვალუტის შესახებ გაკვეთილები ჩატარდეს. ჯორჯიის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სასწავლო პროგრამის განხორციელებას შესაძლოა, კრიპტოვალუტა დაემატოს. პროგრამა დაეფუძნება საშუალო სკოლის ბაზას. კანონპროექტი მალევე მიიღო ჯორჯიის შტატის ქვედა პალატამ. კანონპროექტს მხარს უჭერს ექვსი რესპუბლიკელი კანდიდატი. შემდგომი განხილვის მიზნით კი კანონპროექტი სენატს გადაეგზავნა. პროგრამა ასახავს ფინანსური წიგნიერების 16 სფეროს, რომელსაც მეათე ან მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები შეისწავლიან. კანონპროექტის ტექსტში ნათქვამია: ”განათლების სახელმწიფო საბჭო ფინანსური წიგნიერების დონის შესასრულებლად სასწავლო პროგრამას განსაზღვრავს, რომელსაც მოსწავლეები საშუალო სკოლის პერიოდში გადიან.” როგორც ჩანს, პროგრამაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ციფრული ვალუტა მნიშვნელოვანია. კრიპტოვალუტა აღმოჩნდა ამ სიაში ისეთ საგნებთან ერთად, როგორიცაა თანხის დაბალანსება, ინვესტიცია, ფულის მართვა, სესხის განაცხადები და გადასახადების შეფასება. მიუხედავად ამ სიახლისა, მსგავს შემთხვევას საფრანგეთში 2019 წელს ადგილი უკვე ჰქონდა, რა დროსაც მოხდა ფრანგულ საშუალო სკოლებში კრიპტოვალუტის, როგორც სასწავლო მოდულის დამატება. The post აშშ-ს ერთ-ერთი შტატის სკოლებში შესაძლოა, კრიპტოვალუტის მოდული დაამატონ appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. ჩვენი სიძე ჯიგრობებს წერს კურტ ვოლკერი - რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის მოცილების მიზნით, აშშ-ს შეუძლია კავკასიური ვეფხვის გაზრდას შეუწყოს ხელი - პომპეომ უნდა ჩამოაყალიბოს ხედვა საქართველოთი, როგორც რეგიონის ცენტრით „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) ვებ-საიტზე ამერიკელი დიპლომატის, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის და ნატო-ში ყოფილი წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის სტატია გამოქვეყნდა სათაურით: „კავკასიური ვეფხვის გაზრდა“, სადაც საუბარია საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტზე, ამასთანავე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე როგორც რეგიონალური, ისე - შიდა კუთხით. „ინტერპრესნიუსი“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ: 17 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2016 წელს ქვეყანაში ჯონ კერი იმყოფებოდა. ვიზიტი რეგიონისთვისა და თვით საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება. საუკეთესო შემთხვევაში, მან შეიძლება, შექმნას ორპარტიული, სტრატეგიული მიდგომის სტილი, რომელიც შეიძლება, ბაიდენის მომავალმა ადმინისტრაციამ აირჩიოს. რეგიონალულად, საქართველოს მეზობლები სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანი და სომხეთი ახლახან შეთანხმდნენ რუსეთის შუამავლობით დადებული ზავის შესახებ ოქტომბერში განახლებული, სასტიკი ბრძოლების შემდეგ. დაძაბულობა კვლავ მაღალია. ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგებას დათანხმდა. ეს ნიშნავს, რომ პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე: სომხეთში მოწვევით; აზერბაიჯანში, როგორც სამშვიდობოები; ხოლო საქართველოში, როგორც საოკუპაციო ძალები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ეს მცოცავი იმპერიის მშენებლობა განსაკუთრებულ ზეწოლას ახდენს საქართველოზე, რეგიონში ყველაზე წარმატებულ დემოკრატიასა და ყველაზე მეტად დასავლეთისკენ მიდრეკილ საზოგადოებაზე. საქართველოს, რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯების საწინააღმდეგოდ, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან მეტი ჩართულობა სჭირდება. რეგიონალური გეოპოლიტიკური ზეწოლის ზრდა ემატება საქართველოში დაძაბულ საშინაო პოლიტიკურ ვითარებას ბოლო ეროვნული არჩევნების შემდეგ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48% მიიღო, რაც საკმარისია ახალი მთავრობის შესაქმნელად კოალიციური პარტნიორების საჭიროების გარეშე. თუმცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარი თქვა ამ შედეგის მიღებაზე, ხმებთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესახებ იმ მრავალ ბრალდებაზე მითითებით, რომელიც ჯერ კიდევ გამოსაძიებელია. გარდა ამისა, სავარაუდოდ”გაერთიანებული” ოპოზიცია რეალურად, დაყოფილია იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის პოლიტიკურმა პარტიამ, ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კენჭისყრაში მეორე ადგილი დაიკავა. აქ სახელმწიფო მდივნის, პომპეოს სამუშაო განსაკუთრებით რთული იქნება. მან ყველა მხრიდან უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა - იგულისხმება ორივე: თაღლითობის ბრალდებების გამოძიებისა და საჭიროების შემთხვევაში, გამოსწორებისთვის ზომების მიღების დაჟინებული მოთხოვნა. ამავე დროს, მან ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ დემოკრატია მოითხოვს როგორც მთავრობას, ასევე ძლიერ პოლიტიკურ ოპოზიციას. არჩევნების შედეგების გამოკვლევასა და შემოწმებას უნდა მოჰყვეს გამარჯვებულების მიერ მთავრობის ფორმირება, დამარცხებულების მიერ პარლამენტში ოპოზიციად შესვლა და ყველა მხარის მიერ დემოკრატიული პროცესის გაგრძელების მიდევნა. სამართლებრივი დაცვის საშუალებები კი სამართლებრივი დემოკრატიული საშუალებებით უნდა განხორციელდეს. გეოპოლიტიკური ზეწოლისა და საშინაო ძვრების კომბინაცია, რაც საქართველოს აზიანებს, ემატება ასევე კორონავირუსის დიდ აფეთქებას რეგიონში. ისევე, როგორც შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში, შემთხვევებმა საქართველოშიც მოიმატა. ვირუსთან დაკავშირებულმა ჯანდაცვისა და მოგზაურობის შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე და კიდევ გარკვეული ხნის განმავლობაში ასე გაგრძელდება. ეკონომიკური აღდგენისთვის, საქართველოს დასჭირდება ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი დონეების მოზიდვით შეიძლება გაკეთდეს. ამის მისაღწევად, საქართველოს ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კავშირების გაღრმავება დასჭირდება. საქართველოს კარგი გამოცდილება აქვს მსოფლიო ბანკის "ბიზნესის კეთების" ინდექსებში. მიუხედავად ამ ხელსაყრელი რეიტინგებისა, უცხოელი ინვესტორები ყოყმანობენ. ეს ნაწილობრივ განპირობებულია საქართველოს მცირე ბაზრის მასშტაბით, ნაწილობრივ მისი გეოგრაფიით და ნაწილობრივ - სასამართლო სისტემისა და ინვესტორთა კლიმატის შესახებ წარმოდგენებით, რომელიც შეიძლება, პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცეს. მაგალითად, ბოლო მომენტში მიღებული კანონმდებლობა და მთავრობის ადმინისტრატორის დანიშვნა კერძო უცხოური ინვესტიციის გაუქმებისთვის დიდ ინტერნეტ კომპანიაში („კავკასუს ონლაინი“), რომელიც ახლა საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავს, პოტენციურ ინვესტორებს აჩერებს. ანალოგიურად, გასულ წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტის ჩავარდნა (რომელიც ვერ მოხერხდა როგორც კომერციული მიზეზების, ასევე, კონსორციუმის ლიდერებზე მთავრობის მიერ ბიძგმიცემული გამოძიებების გამო), ინვესტორების მიერ გამაფრთხილებელ ნიშნადაა აღქმული. არჩევნების შემდგომი კლიმატის ახალი მიდგომით, ეს პროექტი (და მსგავსი სხვა პროექტები) შეიძლება აღდგეს, როგორც სახელმწიფო-კერძო პარტნიორობები. საქართველომ ეს ნარატივი უნდა შემოატრიალოს. მცირე, შორეულ ბაზრად აღქმიდან, საქართველომ თავი უნდა დაიმკვიდროს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთადერთი ისეთი დერეფნის კარიბჭედ, რომელიც ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს ერთმანეთთან ისე აკავშირებს, რომ არ გადის რუსეთსა ან ირანზე. სხვაგვარად, საქართველო შესაძლოა, არც ისე საინტერესო იყოს ევროპელი და აშშ-ს ინვესტორებისთვის. მაგრამ როგორც რეგიონის მასშტაბით ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე დასავლური, კანონის უზენაესობის ყველაზე მეტად დამცავი და რეგიონში ინვესტიციებისთვის ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილი, საქართველო შეიძლება გახდეს არსებითი ფინანსური, ლოგისტიკური და კიბერ გზაჯვარედინი, ისევე, როგორც რეგიონული შტაბ-ბინებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი. აშშ-ს ჩართულობის დადასტურებისა და საქართველოში საშინაო პოლიტიკურ შერიგებაში წვლილის შეტანის მიღმა, სახელმწიფო მდივან პომპეოს აქვს შესაძლებლობა, შეერთებულმა შტატებმა წამოწიოს ეს ხედვა საქართველოსი, როგორც რეგიონში მთავარი ეკონომიკური მოთამაშის. მას შეუძლია, დაადასტუროს აშშ-ს განზრახვა, თბილისში შეიქმნას აშშ-ს განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისი, გააკეთოს შეთავაზება აშშ-ს დახმარების შესახებ ინვესტორთა დავების მოგვარებაში და ჩამოაყალიბოს სტრატეგიული ხედვა, რომლის აღება და განვითარება შესაძლოა, აშშ-ს მომდევნო ადმინისტრაციის მიერ მოხდეს. რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის თავიდან მოცილების მიზნით, შეერთებულ შტატებს შეუძლია, კავკასიური ვეფხვის გაზრდას შეუწყოს ხელი“.
  4. გენერალ-ლეიტენანტი (გადამდგარი) ბენ ჰოჯესი. თბილისი, 11 სექტემბერი, 2018 წ. ავტორი: ია მეურმიშვილი, ამერიკის ხმა ია მეურმიშვილი: გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ აქტიურად ხართ ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების გარშემო განვითარებულ დისკუსიებში. ამ თემას ცოტა ხნის წინ ნატოს მინისტერიალზეც დიდი ყურადღება დაეთმო, რადგან ალიანსის გადმოსახედიდან შავი ზღვის უსაფრთხოებას ნატოს უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. კონკრეტულად, რას მოიცავს შავი ზღვის უსაფრთხოება? ბენ ჰოჯესი: „ვფიქრობ, იმაზე დაყრდნობით, რაც მინისტერიალიდან გამოვიდა და, ასევე, სტრატეგიული გეგმის ანგარიშის თანახმად, უნდა ვიფიქროთ, რომ მიუხედავად იმისა, ნატო უნაკლო არ არის, ის მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსია. ამ წარმატების მიზეზი კი ისაა, რომ მას ადაპტაციის უნარი აქვს. მე გამოწვევას ვთავაზობ ნებისმიერ მულტინაციონალურ დიდ ორგანიზაციას, დაგვანახვოს ის, რომ ნატოზე სწრაფად შეუძლია ადაპტაცია. ალიანსში 30 ქვეყანაა, რომელთაგან ნებისმიერს შეუძლია გადაწყვეტილების დაბლოკვა. ამიტომ, ძალიან ვამაყობ იმით, რაც ალიანსმა აქამდე გააკეთა. ამ ადაპტაციის დიდი ნაწილია იმის გაცნობიერება, რომ რუსეთთან შავ ზღვაში სტრატეგიული კონკურენცია გვაქვს. შავი ზღვის რეგიონი კრემლისთვის, სავარაუდოდ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მის პერიფერიაში არსებული ნებისმიერი სხვა რეგიონი. მას შავი ზღვა ყირიმში უკანონო ბაზების შესანარჩუნებლად სჭირდება. შავ ზღვას იყენებს ასევე სირიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, აფრიკაში, ბალკანეთსა და კავკასიაში გავლენის გასაზრდელად. ვფიქრობ, ალიანსი ამას ხედავს და შესაბამისადაც იმოქმედებს, რაშიც საქართველოსა და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის მიცემაც უნდა შევიდეს“. ია მეურმიშვილი: როგორ მიესადაგება ეს ყველაფერი საქართველოს - ქვეყანას, რომელიც ალიანსისგან შედარებით შორს მდებარეობს? როგორ შეიძლება ის ჩართული იყოს შავი ზღვის უსაფრთხოების ძალისხმევაში? ბენ ჰოჯესი: „ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ილაპარაკა იმაზე, რომ ნატო რეგიონალური ორგანიზაციაა, რომელსაც გლობალური მიდგომა უნდა ჰქონდეს. როცა რუკაზე საქართველოს და სამხრეთ კავკასიას უყურებ, ხედავ, რომ ის ნამდვილად კარიბჭეა ევროპასა და ევრაზიას შორის. ის ასევე აზიიდან ევროპისკენ ერთადერთი დერეფანია, რომელიც რუსეთსა ან ირანზე არ გადის. ასევე, სავაჭრო მაგისტრალები, ენერგორესურსები, ტელეკომუნიკაციების ქსელები და საერთაშორისო საჰაერო გზები, რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით, პოტენციურად შეიძლება სამხრეთ კავკასიაზე გავიდეს. ჩინეთი, თავის მხრივ, ცდილობს ევროპასა და მის გარშემო ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება დიდი მონაკვეთები აკონტროლოს. ეს ჩვენთვის სუსტ წერტილებს ქმნის. ამის გამო, კონკურენციაში ამ მიმართულებითაც უნდა ჩავებათ. საქართველო, ჩემი აზრით, სწორედ შავი ზღვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე შეიძლება ჩვენი საყრდენი იყოს. ღიად რომ ვისაუბროთ, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის ეკონომიკური განვითარება მეტად დაჩქარდებოდა, საქართველო რეალურად რომ გახდეს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური დერეფანი. ცხადია, რუსეთს ეს ყველაზე ნაკლებად სურს. კრემლს არ უნდა, რომ საქართველოში ევროპული ინვესტიციები შევიდეს, რადგან ამის შემდეგ ევროპა უფრო მეტად დაინტერესდება იმით, თუ რატომ აგრძელებს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებას შორის პირდაპირი კავშირია და, ვფიქრობ, ალიანსი ამას ხედავს. ჩემი აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ალიანსს ბევრი მიმართულებით შეუწყობს ხელს“. ია მეურმიშვილი: 2008 წელს ალიანსმა პირობა დადო, რომ საქართველო და უკრაინა ერთ დღეს ნატოს წევრები გახდებოდნენ. მას შემდეგ 12 წელი გავიდა. დიახ, ნატომ საქართველოსთან პარტნიორობა გააღრმავა, მაგრამ, წევრობის თვალსაზრისით, ხელჩასაკიდი ბევრი არაფერი მომხდარა. ბოლო მინისტერიალის შემდეგ უნდა იყოს თუ არა საქართველო უფრო იმედიანად განწყობილი? თქვენ თუ ხართ უფრო იმედიანად განწყობილი? ბენ ჰოჯესი: „კარგი ამბავი ისაა, რომ იმედის შემამცირელებელი ან დაპირების დამაკნინებელი არაფერი მომხდარა. ეს, რა თქმა უნდა, შთაგონების მომცემი სიახლე არაა, მაგრამ მაინც დადებითი მესიჯია. ამასთან, იმედი მაქვს, ამერიკის მომავალი ადმინისტრაცია ნატოსთან ურთიერთობაში უფრო მრავალმხრივ მიდგომას შეიმუშავებს და ალიანსს მის მიმართ ამერიკის ერთგულებაში დაარწმუნებს. ამასთან, ადმინისტრაციაში იქნებიან ადამიანები, რომლებიც, ჩემი აზრით, შავი ზღვის მნიშვნელობას ხედავენ. ალიანსისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკა იქნება. თუ გერმანელი, ფრანგი, ბრიტანელი ბიზნესები საქართველოში ეკონომიკურ შესაძლებლობებს დაინახავენ… თუ საქართველო დიდ დასავლურ კომპანიებს თავს მიმზიდველ ადგილად დაანახვებს, მაშინ ამ დიდ კომპანიებს საქართველოში საკუთარი ინტერესი გაუჩნდებათ. ისინი საქართველოს უსაფრთხოებაზეც დაიწყებენ ზრუნვას. ეს კი იმის საფუძველი გახდება, რომ ქვეყნები, რომელთა კომპანიებიც საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ, აღარ იტყვიან, “ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რომ რუსეთი გაღიზიანდესო“. პირიქით, მათი შეხედულება იქნება, რომ ისინი მილიარდობით ევროს ინვესტიციას აკეთებენ საქართველოს სატრანსპორტო ან სხვა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამ ინვესტიციების უსაფრთხოებას დაცვა დასჭირდება. საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ ეხება მხოლოდ სამხედრო სფეროს. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რის მოტანა შეუძლია ქვეყანას ალიანსისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეკონომიკური განვითარება და დასავლეთისთვის საკუთარი თავის ეკონომიკურად უფრო მიმზიდველად ჩამოყალიბება ის უნდა იყოს, რაზეც საქართველო აქტიურად იმუშავებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კრემლს ამის დაშვება არ სურს“. ია მეურმიშვილი: თქვენ საქართველოს კარგად იცნობთ, ბევრჯერ ხართ ქვეყანაში ნამყოფი. როცა საქართველოს აფასებთ, ფიქრობთ თუ არა, რომ ის ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა? ბენ ჰოჯესი: „ვფიქრობ, ხალხი მზადაა. ვფიქრობ მოსახლეობამ, საქართველოს ახალგაზრდებმა იციან, რომ მათი კეთილდღეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკური შესაძლებლობები არა მხოლოდ ნატოსთან, არამედ მთლიანად დასავლეთთან, ევროპულ ქვეყნებთან უფრო ახლო ინტეგრაციაა. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ მთავრობასთან დაკავშირებით. ისინი ამ ყველაფერს ამბობენ, მაგრამ… შეიძლება სულ ერთსა და იმავეს ვიმეორებ, მაგრამ ჩემთვის ანაკლიის პორტი წყალგამყოფია. ამ პორტს საქართველოსთვის უდიდესი ეკონომიკური კეთილდღეობისა და პოტენციალის მოტანა შეუძლია. ის ნამდვილად მისცემს საქართველოს შესაძლებლობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დერეფანი გახდეს, მაგრამ ამის მისაღწევად ქვეყანას ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეს და ეს ღრმაწყლოვანი პორტი ამ ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საქართველოში ბევრისგან, მათ შორის ეკონომიკის მინისტრისგანაც, გამიგია, რომ ეს ქვეყნის პრიორიტეტია. პორტი პრიორიტეტი რომ იყოს, იქ სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებული იქნებოდა, რაც არ ხდება. ახლა კი რეგიონში მდგომარეობა შეიცვალა. აზერბაიჯანი საქართველოს კარგი მეზობელია, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანა აზიასა და ევროპას შორის დერეფნად იქცეს, საქართველოს აზერბაიჯანსა და თურქეთთან ახლო თანამშრომლობა დასჭირდება. პრობლემა კი ისაა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მცდელობაში დასავლეთი გვერდზე იდგა და ახლა რუსეთს სამხედრო ძალები კავკასიის სამივე ქვეყანაში ჰყავს განლაგებული - საქართველოში, სომხეთში და ახლა უკვე აზერბაიჯანში, კერძოდ კი, მთიან ყარაბაღში. ეს ყველაფერი უშედეგოდ არ ჩაივლის. ია მეურმიშვილი: თქვენი აზრით, ამას საქართველოს უსაფრთხოებაზე გავლენა ექნება? ბენ ჰოჯესი: პირველ რიგში, ვფიქრობ, საქართველო ზეწოლის ქვეშაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მესმის, რატომ დართო საქართველომ რუსეთს ნება, მშვიდობისმყოფელები საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით სომხეთში გადაეყვანა და ეს მაშინ, როცა 10 ათასი რუსი ჯარისკაცი საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას აგრძელებს. მე, ცხადია, ამ გადაწყვეტილების სრული კონტექსტი არ ვიცი, მაგრამ ადამიანს გიჩნდება კითხვა: საქართველო ნამდვილად ასე დაუცველად გრძნობს თავს, თუ მთავრობა კრემლის გავლენის ქვეშაა ისე, რომ თავს ვალდებულად გრძნობდა, ეს გაეკეთებინა. სხვათა შორის, სწორედ ამის გამო ვისურვებდი, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატები მიიწვიოს ქვეყანაში ლოგისტიკური ცენტრის გასაკეთებლად, რაღაც ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, შეიძლება ამაში როტაციული წესით სამხედრო ძალის განთავსებაც შედიოდეს. არ არის აუცილებელი ამ ძალას მუქარის ხასიათი ჰქონდეს. შეიძლება ის იყოს სამედიცინო, ტელესაკომუნიკაციო ან სხვა სახის ლოგისტიკური ყოფნა. ყველაზე კარგი იქნება სახმელეთო და საჰაერო ძალების ლოგისტიკის სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში, მაგალითად, წვრთნებს ჩაატარებენ. ვფიქრობ, ეს კარგი იქნება, მაგრამ საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს მზადაა თუ არა კრემლისგან წამოსულ ზეწოლას გაუძლოს, რომელიც, ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება“. ია მეურმიშვილი: ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის პირობებში, თქვენი აზრით, ეს შესაძლებელი იქნება? საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია მარტივი ფაქტის გამო, რომ შეერთებულ შტატებში არავინ ლაპარაკობს საქართველოში ამერიკული ძალების განლაგებაზე. თქვენ ფიქრობთ, რომ მომავალი ადმინისტრაციის მმართველობის დროს ამაზე საუბარი დაიწყება? ბენ ჰოჯესი: „ნამდვილად ვიტყოდი, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ამაზე საუბარი პირველივე წელს დაიწყოს. მაგრამ ცუდი იდეა არაა საუბრის დაწყება საკუთარი სურვილის დემონსტრირების მიზნით. მაგალითად, საქართველოს შეუძლია მიმართოს შეერთებული შტატების ტრანსპორტის სარდლობას და უთხრას, რომ თბილისთან ახლოს დიდი საჰაერო ბაზა აქვს და ეს ბაზა შესთავაზოს იმისთვის, რომ ამერიკული თვითმფრინავების საწვავით გამართვა იქ მოხდეს, ან შუალედური ადგილი იყოს შეერთებული შტატებისთვის, როცა თვითმფრინავები ევრაზიის რეგიონში გადაადგილდებიან. საქართველოს შეუძლია ალტერნატივა შესთავაზოს ამერიკას. თუ საქართველოს მიაჩნია, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ მას შეუძლია ამერიკისთვის მიმზიდველი გახდეს. ამაზე საუბრის დაწყება შესაძლებელია. ეს შეიძლება მოხდეს ნატოს საწვრთნელი ცენტრის გაფართოებითაც. საქართველოს ასევე შეუძლია უფრო მიმზიდველი გახდეს ამერიკის საზღვაო ძალებისთვისაც, როცა შავ ზღვაში ამერიკული გემები შედის და მათ პროფილაქტიკა სჭირდება. საქართველოს შეუძლია ეს უზრუნველყოს. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს აფიქრებინოს, რომ საქართველოსთან ასეთი კავშირი მისთვის ხელსაყრელია, რადგან საწვავი ეზოგება, გემებს კარგ პროფილაქტიკურ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ, გასაჩერებლად კარგი ადგილია და ასე შემდეგ. ამერიკის მხრიდან კი ამ ნაბიჯით იმის დემონსტრირება მოხდება, რომ შეერთებული შტატები საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნავს“
  5. საერთაშორისო ორგანიზაციების გაეროს, იუნესკოს, ევროკომისიის, ევროსაბჭოს და ეუთოს რეკომენდაციებით სასურველია რელიგიური განათლება საჯარო განათლების ნაწილი იყოს. ამგვარი რეკომენდაციები, უმთავრესად, საჯარო სფეროში ადამიანის უფლებების, კერძოდ რელიგიის თავისუფლების დაცვასა და ტოლერანტობის პატივისცემას ემყარება. ევროპის უმეტეს ქვეყნებში სასკოლო კურიკულუმის განუყოფელი ნაწილია რელიგიის სწავლება. ქვემოთ მიმოვიხილავთ ამ ქვეყნებში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრაქტიკას. თუმცა მანამდე აუცილებელია შევთანხმდეთ ტერმინოლოგიაზე. რელიგიის სწავლების სფეროში შესაძლებელია ორი ზოგადი მიდგომის გამოყოფა: „რელიგიის სწავლება“ - სწავლების კონფესიური მოდელია, რომლის მიზანია ერთი რელიგიის ან კონფესიის უპირატესობის წარმოჩენა სხვათა წინაშე. ასეთ გაკვეთილებზე ხშირად ისწავლება რელიგიური ცხოვრების წესიც (ლოცვა, მარხვა და სხვა). „რელიგიის შესახებ სწავლება“ - ნეიტრალური მოდელია, რომელიც აგებულია დესკრიპციულ და ისტორიულ მეთოდებზე. ამგვარი კურსის მიზანია ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის გადაცემა მოსწავლეებისთვის. გამოთქმას „რელიგიური განათლება“ კი გამოვიყენებთ იმ შემთხვევებში, როდესაც ზოგადად რელიგიასთან დაკავშირებული განათლების შესახებ ვისაუბრებთ და ზემოთ წარმოდგენილი რომელიმე კონკრეტული მეთოდით სწავლების ხსენების საჭიროება არ გვექნება. ცალკეული ქვეყნები რელიგიური განათლების მოდელი დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის რელიგიური ლანდშაფტზე, მის საზოგადოებაში რელიგიის როლსა და ღირებულებაზე, ასევე ქვეყნის ისტორიაზე, პოლიტიკასა თუ საგანმანათლებლო სისტემის სტრუქტურაზე. დასავლეთის ქვეყნებში რელიგიის თავისუფლება კანონმდებლობის დონეზე დაცულია, მაგრამ რეალობაში ზოგჯერ ჯერ კიდევ შესამჩნევია სხვადასხვა სახისა და ხარისხის დისკრიმანციული მდგომარეობა. მაგ., თუ ქვეყანაში რომელიმე კონფესიას დომინანტური პოზიცია უჭირავს საზოგადოებრივი ცხოვრება, ზოგადად კულტურა და მათ შორის რელიგიური განათლებაც ამ ერთი გაბატონებული კონფესიის გავლენისგან შეიძლება არ იყოს თავისუფალი. მაგ., იტალიაში მცირერიცხოვანი პროტესტანტული ეკლესიები არც ცდილობენ გამოიყენონ ამ ქვეყანაში არსებული ლეგალური შესაძლებლობა და სკოლებში პროტესტანტი მოსწავლეებისთვის საკუთარი რწმენის შესახებ გაკვეთილებს გაუკეთონ ორგანიზება, როგორც ეს სხვა ევროპულ ქვეყნებში ხდება. დომინანტური კათოლიციზმი ირიბად, ყოფით დონეზე სერიოზულ წინაღობას წარმოადგენს ამ იურიდიული შესაძლებლობის პრაქტიკაში რეალიზების თვალსაზრისით. ქვემოთ შევეცდებით მიმოვიხილოთ სხვადასხვა სახელმწიფოების ვითარება რელიგიური განათლების კუთხით. საფრანგეთში სახელმწიფო და ეკლესია მკაცრადაა გამიჯნული. ქვეყნის კონსტიტუცია პირველივე მუხლში აცხადებს: „საფრანგეთი არის ერთიანი, სეკულარული, დემოკრატიული და სოციალური რესპუბლიკა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა თანასწორობას კანონის წინაშე მიუხედავად წარმოშობისა, რასისა და რელიგიისა. საფრანგეთი პატივს სცემს ყველა აღმსარებლობას (croyances)”. ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა კი ეფუძნება 1905 წლის კანონს და ამ დროიდან ეს პრინციპი მტკიცედ არის დაცული ამ ქვეყანაში. საფრანგეთის საჯარო სკოლებში რელიგია, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს კურიკულუმის ნაწილს. 1882 წელს საფრანგეთში კანონით გაუქმდა რელიგიური განათლების მიღება საჯარო სკოლებში. მის ნაცვლად შემოღებულ იქნა საგანი სამოქალაქო განათლების შესახებ, რომელიც ეთიკის სწავლასაც გულისხმობს. სამაგიეროდ, ქვეყანაში კარგად არის განვითარებული კერძო (უფრო ზუსტად კი, კათოლიკური) სკოლების სისტემა. ასეთ სკოლებში კი მოსწავლეების 20% სწავლობს. ამ გარემოების გათვალისწინებით ზოგი ავტორი ფიქრობს, რომ საფრანგეთის საჯარო სკოლებში არ არსებობს რელიგიური განათლების მიღების საჭიროება, რადგან ყველა აღმსარებლობის მოსწავლეს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება აქვს საკუთარ რელიგიას გაეცნოს ამგვარ კერძო სკოლებში. მაგრამ ბოლო ხანს საფრანგეთში მიმდინარე სერიოზული დისკუსიების შედეგად საჯარო სკოლის მასწავლებლებმა აღიარეს, რომ მოსწავლეებს არ შეუძლიათ ადეკვატურად გაიგონ ისტორია ან ხელოვნება, თუნდაც ფრანგული ლიტერატურა, რელიგიის შესახებ ბაზისური ცოდნის გარეშე. ამიტომ გაჩნდა ინიციატივა რელიგიის შესახებ ცოდნის ინტეგრირებისა საფრანგეთის საჯარო სკოლების სხვადასხვა მომიჯნავე საგნებში, რაც მოგვიანებით თავად განათლების სამინისტროს რეკომენდაციებშიც აისახა და პრაქტიკულადაც განხორციელდა. გარდა ამისა, საჯარო სკოლებში ასევე კვირაში ერთი დღეა გამოყოფილი რელიგიური გაკვეთილისთვის სასწავლო საათების მიღმა. რელიგიური ხასიათის სამოსლის ტარება სკოლებში მკაცრად აკრძალულია. ბოლო ხანს სწორედ ამ აკრძალვას დაექვემდებარა მუსლიმი მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ სკოლებში ბურქით სიარულის ჩვეულებაც. ასე და ამრიგად, 1989 წელს ისტორიისა და გეოგრაფიის კურიკულუმი მოდიფიცირდა და მასში მეტი აქცენტი სწორედ რელიგიურ განათლებაზე გაკეთდა. 1996 წელს კი ფრანგული ენისა და ისტორიის პროგრამებში ისლამის პირველადი გაცნობისთვის საჭირო ზოგადი ინფორმაციაც იქნა ინტეგრირებული. 2001 წელს განათლების სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლის თანახმად, რელიგიური განათლება უნდა შემოღებულიყო არა როგორც ცალკე საგანი საჯარო სკოლებში, არამედ სხვა საგნებში (ისტორია, ფილოსოფია, კულტურა) ინტეგრირებულად. რეკომენდაციებში ასევე საუბარი იყო „რელიგიის მეცნიერების“ ინსტიტუტის შექმნაზეც, რომელიც მომავალ მასწავლებლებს მოამზადებდა. 2002 წელს ეს ინსტიტუტი მართლაც შეიქმნა. როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, სახელმწიფო არსობრივად კვლავ სეკულარული (ლაიცისტური) რჩება, მაგრამ ის არ არის ანტი-რელიგიური, არამედ ინდივიდის სინდისის თავისუფლების დაცვის გარანტორად გვევლინება. საფრანგეთის მსგავსად, ნიდერლანდების სკოლების ორი მესამედი ე.წ. ქრისტიანული ანუ კონფესიური სკოლებია, ხოლო ერთ მესამედს ნეიტრალური სკოლების სტატუსი აქვთ, სადაც რელიგია ცალკე საგნად არ ისწავლება. თუმცა ბოლო ხანებში საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლები უფრო ხშირად ითხოვენ რელიგიის ან ეთიკის გაკვეთილებს ცალკე საგნად, რომელსაც რეფორმისტული ეკლესია ან ჰუმანისტური კავშირი უზრუნველყოფს. გერმანიაში რელიგიური განათლება რეგულირდება ფედერაციული მხარეების კანონმდებლობით. თუმცა რელიგიური განათლება ნახსენებია გერმანიის კონსტიტუციაშიც და ის განსაზღვრულია როგორც რეგულარული სასკოლო დისციპლინა. მე-7 მუხლის, მე-3 პარაგრაფში ვკითხულობთ: „განსხვავებით სეკულარული სკოლებისგან, სახელმწიფო (state) და მუნიციპალური (municipal) სკოლების ორდინარული კურიკულუმების ნაწილი მოიცავს რელიგიურ სწავლებასაც. სახელმწიფოს ზედამხედველობით, რელიგიური სწავლება ხორციელდება რელიგიური გაერთიანებების დოქტრინათა შესაბამისად. არცერთ მასწავლებელს არ შეიძლება აეკრძალოს რელიგიის სწავლება“. საინტერესოა, რომ გერმანიაში ყველა სკოლას აქვს ვალდებულება მოსწავლეები უზრუნველყოს რელიგიური განათლებით და ამ საგნის სწავლებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა მკაფიოდაა განაწილებული სახელომწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის. სახელმწიფოს აქვს კონტროლის უფლება. რელიგიური გაერთიანებები კი რელიგიის სწავლების შინაარსზე არიან პასუხისმგებელნი. გერმანიაში „რელიგიური გაერთიანებებში“, ძირითადად, კათოლიკურ ან პროტესტანტულ ეკლესიები მოიაზრება. კონსტიტუციის ძალით ხსენებულ ეკლესიებს საკმაოდ მყარი პოზიციები აქვთ. მაგ., ბრანდენბურგის ფედერალურმა მხარემ ეკლესიების მონაწილეობის გარეშე შექმნა საგანი რელიგიის სწავლების შესახებ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში უფრო სეკულარული მოსახლეობაა, ვიდრე დასავლეთ გერმანიაში. ამ მხარეში ეკლესიებმა ეჭვის ქვეშ დააყენეს ამგვარად შემუშავებული რელიგიური განათლების კონცეპციის შესაბამისობა კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-3 პარაგრაფით გათვალისწინებულ რელიგიის სწავლების პრინციპთან. ისინი ითხოვდნენ მეტ მხარდაჭერას საკუთარი კონფესიური სწავლებისთვის. თუმცა ამ თემაზე სამართლებრივი ხასიათის დისკუსია იმდენად კომპლექსური გამოდგა, რომ უზენაესმა სასამართლომაც კი კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნულ საკითხზე. გერმანიაში რელიგიური განათლების კუთხით არაერთგვაროვან მდგომარეობას ბერლინის მაგალითი განსაკუთრებით ასახავს. ამ ქალაქში რელიგიური განათლება წარსულში თითქმის არ არსებობდა. თანდათან ზოგიერთ რელიგიურ გაერთიანებას მიეცა სკოლაში შემოსვლის შესაძლებლობა, რომლებიც მცირე დაფინანსებასაც კი ღებულობენ მთავრობისგან. მაგრამ ეს გაკვეთილები სასკოლო საგნებისთვის გათვალისწინებული საათების შემდეგ იქნა მოთავსებული. ბერლინის მულტიკულტურული გარემოს გავლენით ამ ქალაქის სკოლებში არსებობს ასევე გაკვეთილები ისლამისა და ბუდიზმის შესახებ. ათეისტთა კავშირმაც გაუკეთა ორგანიზება მკაცრად სეკულარული ეთიკის შესახებ გაკვეთილებს სკოლებში. ამრიგად, ბერლინის ვითარება საკმაოდ განსხვავებულია გერმანიის სხვა მხარეების მდგომარებისგან და ის ნაკლებად მოდის კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაში, მაგრამ ბერლინი საკუთარ თავში პლურალიზმის დინამიკას ასახავს. შვეიცარიაში არავითარი საკონსტიტუციო რეგულაცია არ არსებობს რელიგიურ განათლების შესახებ. განათლების სისტემაზე პასუხისმგებელნი არიან ლოკალური მთავრობები - ფედერალური ერთეულები ანუ კანტონები (შვეიცარიაში სულ 26 კანტონია). ქვეყნის სხვადასხვა მხარეში განსხვავებული რელიგიური ტრადიცია და ისტორია არსებობს. შესაბამისად, თითოეულ კანტონში გვაქვს ან კონფესიური ან არაკონფესიური რელიგიური განათლების მოდელი. მიუხედავად კანტონების განსხვავებული ტრადიციებისა, ბოლო ათი წლის მანძილზე რელიგიური განათლება შვეიცარიის საჯარო სკოლებში საერთო მიმართულებით ვითარდება: სახელმწიფო აქტიურად ჩაერთო რელიგიური განათლების ორგანიზებაში. სახელმწიფო ქმნის კონცეფციას, აწყობს ტრენინგებს მასწავლებლებისთვის, ქმნის სახელმძღვანელოებს. ზოგიერთ კანტონში შეინიშნება სკოლებში რელიგიის უფრო ნეიტრალურად სწავლების ტენდენციის გაძლიერება. მაგ., ციურიხის კანტონის სკოლების მაღალ კლასებში მანამდე არსებული კონფესიური რელიგიური განათლების მოდელი დღეს შეცვლილია „რელიგიისა და კულტურის“ სწავლებით. ამ ცვლილებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში კანტონის განათლებაზე პასუხისმგებელი საბჭო შემდეგს აცხადებდა: „დღეს ჩვენ პლურალისტულ, მულტიკულტურულ და მულტირელიგიურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელშიც შესაძლებელი უნდა იყოს განსხვავებულ მსოფლმხედველობათა თანაარსებობა. ამგვარი ინტეგრაციისთვის დენომინაციური რელიგიური განათლების მოდელი ძალზედ ვიწროა. ამ საგანმა საშუალება უნდა მისცეს მოსწავლეებს სხვადასხვა რელიგიისა და კულტურული ფესვების გაცნობისა“. ბრიტანეთს , როგორც ცნობილია, კონსტიტუცია არ გააჩნია. 1870 წელს დოკუმენტში British Elementary Education Act ლიბერალური პოლიტიკური პარტიის წევრის, ბარონ ქოუფერ თემპლის ძალისხმევით ჩაიწერა შემდეგი ფრაზა: „სკოლები თავისუფალი უნდა იყოს ამა თუ იმ დენომინაციის მიერ განხორციელებული რელიგიური კატეხიზაციისგან“. მისი სურვილი იყო საგანმანათლებლო პოლიტიკა თავისუფალი ყოფილიყო ყოველგვარი კონფესიური გავლენისგან და თუკი სკოლებში მაინც არსებობდა ლოცვის წარმოთქმის წესი, ამას ფორმალური ხასიათი უნდა ჰქონოდა, ყოველგვარი კონფესიური კონოტაციისა და კონტექსტის გარეშე. 1987 წელს მარგარეტ ტეტჩერის მკაცრად კონსერვატული მთავრობის პირობებში ანგლიკანური ეკლესიის პოზიცია გაძლიერდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შემუშავდა რელიგიური განათლების ინტერრელიგიური კონცეპცია, რომლითაც გათვალისწინებული იქნა როგორც ანგლიკანური ეკლესიის პოზიცია, ისე რელიგიური პლურალიზმის მოთხოვნები. ამრიგად, ქვეყანაში ლოკალურ საგანმანათლებლო ადმინისტრაციულ ერთეულებში შედიან ანგლიკანური ეკლესიის, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფისა და მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლები. სწორედ ამ ლოკალურ დონეზე იწერება რელიგიური განათლების კურიკულუმები. რელიგიურ განათლებასთან დაკავშირებით შესაბამის საკანონმდებლო აქტში აღნიშნულია: „დიდ ბრიტანეთში რელიგიური ტრადიციები უმთავრესად ქრისტიანულია. ეს კი ასახული უნდა იყოს სილაბუსშიც. თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრიტანეთში არსებული სხვა რელიგიების სწავლება და პრაქტიკაც. სილაბუსის მიზანი არ უნდა იყოს მოსწავლეებისთვის ამა თუ იმ რელიგიაზე მოქცევა და ინდოქტრინაცია“ (Education Reform Act, 1988). ავსტრიასა და ბელგიაში კონფესიური რელიგიური განათლება არ დაიყვანება მხოლოდ კათოლიციზმის ან პროტესტანტიზმის სწავლებაზე, რადგან ისწავლება ასევე მართლმადიდებლობა, იუდაიზმი, ისლამი, ბუდიზმი და სხვა აღმსარებლობები. მოსწავლეებს შეუძლიათ არ დაესწრონ რელიგიის გაკვეთილს და მათ ნაცვლად აირჩიონ ალტერნატიული საგნები, მაგ, ეთიკა ან ფილოსოფია. ამ მხრივ განსხვავებული ვითარებაა დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში, სადაც მოსწავლეებს არ აქვთ რელიგიის გაკვეთილებზე (რომელსაც არაკონფესიური ხასიათი აქვს) არდასწრების უფლება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს უფლება ეძლევა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეს. ამგვარი მიდგომით ნარჩუნდება სახელმწიფოს ნეიტრალობა და დაცულია რელიგიის თავისუფლების უფლება. საინტერესოა ასევე რუსეთში განვითარებული მოვლენები რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით. 1997 წელს რუსეთის ეკლესია ცდილობდა საჯარო სკოლებში შემოეღო საგანი „რუსეთის მართლმადიდებლური კულტურის ისტორია“. მაგრამ ოპონენტებს მიაჩნდათ, რომ ეს დაარღვევდა სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯნულობის პრინციპს და ამიტომ აღნიშნულმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. 2002-3 წლებში ამ საკითხზე დებატებმა მეტი სიმწვავე შეიძინა, როცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ვ. ფილიპოვის მხარდაჭერით ა.ვ. ბოროდინამ სახელმძღვანელო „მართლმადიდებლური კულტურის საფუძვლები“ წარმოადგინა. ოპონენტებმა მინისტრი ფილიპოვი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და მართლმადიდებელი ეკლესიის ცალმხრივ მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. საეკლესიო ხელისუფლებამ და სახელმძღვანელოს სხვა მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ადგილი აქვს საბჭოთა პერიოდის მსგავს ანტი-რელიგიურ კამპანიას. საბოლოოდ, მიტროპოლიტმა კირილე გუნდიაევმა (ამჟამინდელი პატრიარქი) შეარბილა ბოროდინას სახელმძღვანელოს კატეგორიული მხარდაჭერა და მასში სხვა რელიგიების შესახებ ინფორმაციის შეტანას დათანხმდა. ამჯერად მუსლიმებისა და იუდეველების მხარდაჭერით აღნიშნულმა სახელმძღვანელომ პოზიციები გაიმყარა. 2007 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა ღია წერილი მისწერეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელშიც გამოთქმული იყო შეშფოთება საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით. წერილის ავტორთა აზრით, მართლმადიდებელი ეკლესიის ქმედებები ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის „კლერიკალიზაციის“ მაგალითი იყო, რაც წარმოადგენდა კონსტიტუციის დარღვევას. პროტესტი გამოხატეს რუსეთში მცხოვრები იმ რელიგიის წარმომადგენლებმაც, რომელთა სარწმუნოების შესახებაც არაფერი არ იყო ნათქვამი სახელმძღვანელოში. პროტესტანტული ეკლესიები აცხადებდნენ, რომ ეს სასკოლო საგანი დისკრიმინაციულია და „მართლმადიდებლობის პოზიციებს ამყარებს უმცირესობების ხარჯზე“. მათგან განსხვავებით კათოლიკები და იუდეველები ამ ახალ პროგრამას მხარს უჭერდნენ. 2010 წელს განათლების სამინისტრო ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც გულისხმობდა ახალი საგნის „რელიგიური კულტურებისა და სეკულარული ეთიკის“ შემოღებას სკოლებში. პროგრამის პილოტირება მე-4 და მე-5 კლასელი მოსწავლეებისთვის რუსეთის ფედერაციის 19 რეგიონში დაიწყო. მოსწავლეებსა და მშობლებს საშუალება აქვთ აირჩიონ ექვსი განსხვავებული კურსიდან, რომელიც გულისხმობს რუსეთის ოთხი მთავარი რელიგიის: მართლმადიდებლური ქრისტიანობის, ისლამის, ბუდიზმისა და იუდაიზმის სწავლებას. ასევე კურსებს მსოფლიო რელიგიებსა და სეკულარულ ეთიკაში. მომავალში დაგეგმილია ამ სამწლიანი ექსპერიმენტული პროგრამის გავრცელება მთელს რუსეთის ფედერაციაში. აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების (1791 წ.) თანახმად, „კონგრესს არ შეუძლია მიიღოს, ერთის მხრივ, კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო რელიგიის დადგენას და, მეორეს მხრივ, ასევე კანონი, რომელიც შეზღუდავს აღმსარებლობის თავისუფლებას“. ამ ჩასწორებით ფაქტიურად ეკლესია გამოეყო სახელმწიფოს. ცნობილია, რომ 1962 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საჯარო სკოლებში ლოცვა და ქადაგება აკრძალა (იხ. საქმე Engel v. Vitale), რადგან ის კონსტიტუციის პირველი შესწორების საწინააღმდეგოდ მიიჩნია. ასევე აიკრძალა გაკვეთილის დაწყების წინ ბიბლიიდან ნაწყვეტების კითხვა. თუმცა უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია საჯარო სკოლებში ბიბლიის შესწავლა როგორც ლიტერატურული ძეგლისა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა სკოლამ სასწავლო საგანთა შორის ბიბლიის შემსწავლელი კურსი მაინც შემოიღო, რომელიც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. მოსამართლეთა დასკვნით, ეს არის შენიღბული მცდელობა ბიბლიის ერთი კონკრეტული აღქმის/გაგების სწავლებისა. თუმცა აშშ-ში საჯარო სკოლის მოსწავლეებს აქვთ უფლება რელიგიური (ასევე სხვა სახის) კლუბების შექმნისა და სასწავლო საათების შემდეგ მსგავსი კურსების მოწყობისა, რომელზეც შეუძლიათ თუნდაც სასულიერო პირის მოწვევა გაკვეთილის ჩასატარებლად ან ლოცვისთვის ან რელიგიური შინაარსის ფილმების ჩვენებისთვის. მოსწავლეებს ამისათვის შეუძლიათ გამოიყენონ სკოლის შენობის და სკოლის ტექნიკური აღჭურვილობა. სხვა სიტყვებით, იმისათვის, რომ აშშ-ს კონსტიტუცია არ დაირღვეს, საჯარო სკოლების სასწავლო საათებში რელიგია (მათ შორის ბიბლიაც) უნდა ისწავლებოდეს აკადემიურად, უნდა ხდებოდეს ნებისმიერი რელიგიური იდეის შინაარსისა თუ წეს-ჩვეულების წარმოშობის კრიტიკული კვლევა და განხილვა. სახელმწიფოს ნეიტრალობა დასავლეთის ქვეყნები ნეიტრალობის შენარჩუნებას ცდილობენ საგანმანათლებლო სისტემაში რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით. ისინი მხოლოდ გარკვეულ რეგულაციებს მიმართავენ ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანების სკოლასთან ურთიერთობის დროს. ზოგიერთი ავტორის განსაზღვრებით, რელიგიური განათლებასთან დაკავშირებით არსებობს ორი სახის ნეიტრალობა: პირველი შეიძლება დახასიათდეს, როგორც პასიური სახელმწიფო მოდელი - სახელმწიფო საერთოდ არ ერევა რელიგიურ სფეროში. მეორე კი როგორც რეგულაციური მოდელი - სახელმწიფო თავს შორს იჭერს რელიგიური შინაარსის აქტივობისგან, თუმცა რელიგიური აქტორების ქმედებების რეგულაციას ახდენს. ნეიტრალობის შენარჩუნება, ერთი მხრივ, ამცირებს სახელმწიფოს გავლენას რელიგიაზე და, მეორე მხრივ, რელიგიის გავლენას სახელმწიფოზე. მსგავსი რეგულაცია გვაქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამის კარგი ილუსტრაციაა, მაგ., ზემოთნახსენები ინგლისელი ქოუფერ თემპლის მიერ ჯერ კიდევ 1870 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, „სკოლები თავისუფალი უნდა იყოს ამა თუ იმ დენომინაციის მიერ განხორციელებული რელიგიური კატეხიზაციისგან“. ამგვარი ფორმულირება ნაყოფიერი აღმოჩნდა ინგლისის რელიგიური განათლების ისტორიაში. ასევე სიტყვათშეთანხმებამ „არაკონფესიური რელიგიური განათლება“ (ანუ რელიგიის შესახებ სწავლება) მნიშვნელოვნად განაპირობა შვეიცარიის საგანმანათლებლო სისტემის ნეიტრალობა რელიგიის სწავლების საკითხის მიმართ. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიც კი თანხმდებიან იმაზე, რომ არაკონფესიური რელიგიური განათლება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. სახელმწიფო საზღვრავს საგანმანათლებლო პოლიტიკას, მაგრამ დავას იწვევს საკითხი იმის შესახებ თუ როგორ და რა დოზით არის სახელმწიფოს პრეროგატივა კურიკულუმში რელიგიური საკითხების შეტანა და მათი ფორმულირება. დღესდღეობით დასავლეთის ქვეყნებში რელიგიური განათლება მოკრძალებული საგნის სახითაა წარმოდგენილი სკოლებში. სახელწმიფოს შეუძლია დააბრკოლოს ან წაახალისოს რელიგიური გაერთიანებების აქტივობა სკოლებში. რელიგიური განათლებასთან დაკავშირებული საკითხები ქვეყნის რელიგიური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ სეკულარული სახელმწიფოები ამჯობინებენ მხოლოდ რეგულაციური ფუნქციებით შემოიფარგლონ და შეინარჩუნონ მშვიდობა რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ ამ უკანასკნელთ აძლევენ უფლებას ორგანიზება გაუკეთონ რელიგიურ-შემეცნებით გაკვეთილებს საჯარო სკოლებში (როგორც წესი, სასკოლო კურიკულუმით გათვალისწინებული საგნების დასრულების შემდეგ ანუ დღის მეორე ნახევარში). ამრიგად, სეკულარული სახელმწიფოს სასკოლო განათლების სისტემა ვერ იქნება მიჩნეული ანტირელიგიურად, რადგან გარდა საჯარო სკოლებში დაშვებული არაკონფესიური ხასიათის რელიგიის გაკვეთილებისა (და კონფესიური გაკვეთილებისა საღამოობით), სახელმწიფო ასევე უშვებს კერძო სკოლების არსებობასაც, რომლებიც ამა თუ იმ კონფესიის მიერაა დაფუძნებული (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთ სკოლების რაოდენობა საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მაგ., საფრანგეთსა და ნიდერლანდებში). ასეთ კერძო სკოლებს დაფინანსების მიღებაც კი შეუძლიათ სახელმწიფოსგან. რელიგიის სწავლების სტანდარტიზაცია დენომინაციურად ორიენტირებული რელიგიური განათლება უფრო მოსწავლეთა იდენტობის ფორმირებისკენაა მიმართული (რა თქმა უნდა, აქ პირველ რიგში, სწორედ რელიგიური იდენტობა იგულისხმება). არაკონფესიური სწავლება კი სხვადასხვა რელიგიის შესახებ ბაზისური და დაბალანსებული ცოდნის, ინფორმაციის მიღებაზეა ორიენტირებული. როგორც იკვეთება, თითოეულ ქვეყანაში სასკოლო რელიგიური განათლება საკუთარ თავში ასახავს ქვეყნის მდგომარეობას რელიგიური მრავალფეროვნებისა და საზოგადოებაში გაბატონებული ტენდენციების მიხედვით. არის თუ არა განათლების მიზანი ბავშვის სულიერ-ზნეობრივი აღზრდა? თუ პასუხი დადებითია, მაშინ ჩნდება მომდევნო შეკითხვა: როგორ უნდა განხორციელდეს ეს სასკოლო განათლების ფარგლებში? ამასთან განათლების უპირველესი მიზანია განსხვავებული რელიგიური მრწამსისა და მსოფლმხედველობის ადამიანების პატივისცემის სწავლება. რელიგია არ გამქრალა ევროპაში, ის სახეცვლილი ფორმით განაგრძობს არსებობას. თანამედროვე ადამიანი შეიძლება არ მიაკუთვნებდეს თავს რომელიმე ინსტიტუციონიზირებულ რელიგიას, მაგრამ ის შინაგანად ხშირად სწორედ რელიგიური რჩება. ამრიგად, რელიგიურობა კვლავ ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელია. დასავლურ საზოგადოებებში არცერთი რელიგია აღარ არის ექსკლუზიურ ვითარებაში საჯარო არენაზე (საჯარო სკოლების სივრცის ჩათვლით). საკლასო ოთახებში პლურალური გარემო მთელი სისრულით მკვიდრდება და სულ უფრო მეტი მასწავლებელი ხდება მგრძნობიარე იმ მოსწავლეებისადმი, რომლებსაც განსხვავებული რწმენა აქვთ. რელიგიის განათლებაზე მომუშავე სპეციალისტთა შორის არსებობს დავა იმის შესახებ თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხიანი რელიგიური განათლება ყველა ქვეყანაში, მიუხედავად ამ ქვეყნების სპეციფიკური მდგომარეობისა. ფრიდრიხ შვეიცერმა ასეთი საერთაშორისო სტანდარტის განმაპირობებელი 5 მთავარი პრინციპი შემოგვთავაზა: რელიგიის სწავლება უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი განათლების კრიტერიუმებს (საგანმანათლებლო ხარისხი); რელიგიის სწავლება უნდა შეესაბამებოდეს საჯარო სივრცის ნორმებს (დამხმარე ფუნქცია ზოგადი განათლებისთვის); რელიგიური განათლება უნდა მოიცავდეს ინტერდენომინაციულ და ინტერრელიგიურ სწავლებას, რომელიც შეესაბამება მრავალ ქვეყანაში მზარდად პლურალისტულ მდგომარეობას (დიალოგურობაზე ორიენტირება; მშვიდობისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა); რელიგიის სწავლება უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის უფლებას მიიღოს რელიგიური განათლება (ბავშვზე ორიენტირება); რელიგიის მასწავლებლები უნდა იყვნენ პროფესიონალები და ჰქონდეთ შესაბამისი და მაღალი აკადემიური გამოცდილება (პროფესიონალური სწავლება). შესაძლოა, ეს არ იყოს ამგვარი პრინციპებისა სრული სია, თუმცა ის ძალზედ საჭირო ფუნდამენტია ზოგადი სტანდარტის შესაქმნელად, რომელიც ყველა ქვეყანაში წარმატებით იმუშავებს. ამრიგად, დისკუსია მიმდინარეობს და ის მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს თუ როგორ გაუმჯობესდეს რელიგიის სწავლება სკოლებში, მაგრამ სპეციალისტები ნაკლებად დავობენ უკვე იმის შესახებ, საჭიროა თუ არა საერთოდ რელიგიური განათლება სკოლებში. კვლევები (იხ. REDCo research project, 2008) ადასტურებს, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გარკვეული (ობიექტური) ცოდნა აქვთ მიღებული სხვადასხვა რელიგიაზე, უფრო ტოლერანტულები არიან, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც არავითარი ინფორმაცია არ აქვთ მათ შესახებ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რელიგიური განათლება ხელს უწყობს განსხვავებული კულტურებისადმი ინკლუზიური დამოკიდებულების განვითარებას ბავშვებში.