Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'აქვს' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 7 results

  1. დანიშნულების არმქონე ტანსაცმლით მოდების ჩვენების მოწყობას? რა სისულელეა რა ქვეტექსტს უნდა ატარებდეს ამხელა ოთხკუთხედი ხავერდის ქურთუკი? ასევე, ეს იქით იყოს და ყველაფერი რომ ტოპი და უმხრებო, ვიწრო და ძალიან მოკლე იყიდება ხოლმე ზაფხულში, ვერ ამოვხსენი, რა დისკრიმინაციას აქვს ადგილი და რატომ
  2. bodycount-ს, ანუ იმას, თუ რამდენ ადამიანთან ჰქონია სექსი, პატრნიორის არჩევისას და რატომ? მხოლოდ მამაკაცებს არ ეხებათ ეს კითხვა. ქალბატონების აზრიც საინტერესოა, კონკრეტულად ქალის bodycount-ის შესახებ.
  3. ავტორი: ზურაბ კეკელიძე ასწლეულების განმავლობაში შეიარაღებული მოსახლეობის რაოდენობა პირდაპირ კავშირში იყო სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობასთან. თუმცა, დრო გავიდა, კაცობრიობა ტექნოლოგიურად განვითარდა და დრონების ეპოქაში მოსახლეობის მფლობელობაში საბჭოთა თუ ნატოს სტანდარტის ერთეულოვანი კარაბინების არსებობა სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე დიდ გავლენას ვეღარ ახდენს. Sebastian Pociechaუახლესი მონაცემებით, საქართველოში 270 000 სამოქალაქო იარაღია რეგისტრირებული – როგორც სანადირო ნახევრად ავტომატური კარაბინები, ასევე მოკლელულიანი თავდაცვის იარაღი. საქართველოში იარაღის მფლობელთა დიდი ნაწილი უბრალოდ მონადირეა და ძირითადად სანადირო გლუვლულიან იარაღს იყენებს. ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ტიპის ღია სასროლეთი, სადაც მსურველს სპორტული სროლის მაღალ დონეზე ათვისება შეეძლება. თავდაცვის მოკლელულიანი იარაღის მფლობელებს მისი საკუთრების მიღმა გატანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს შეიარაღებული მოსახლეობის დიდი ნაწილი საბრძოლო მოქმედებებში გამოუცდელია, რაც ნიშნავს, რომ მათი არსებობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ვერ ეხმარება. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, შეიარაღებულ მოსახლეობას ისეთი პირობები შეუქმნან, რომ მათმა არსებობამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაზარდოს. ამის კარგი მაგალითია შვეიცარია. რა როლი აქვს შეიარაღებულ საზოგადოებას უსაფრთხო და მაღალი თავდაცვისუნარიანი სახელმწიფოს მშენებლობაში? ამ საკითხზე გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი პაატა გიგაური გვესაუბრება: „პირადი ცეცხლსასროლი იარაღის როლი თანამედროვე ომში მინიმუმზეა დაყვანილი, ამიტომ სახლებში „სამოქალაქო იარაღის“ დიდი რაოდენობით არსებობა ბევრს არაფერს ნიშნავს თავდაცვის სისტემისთვის. ღია სასროლეთები და მსროლელთა კლუბების არსებობა აუცილებელია, რადგან სროლა სპორტი და ძალიან საინტერესო ჰობია. ამასთან, ეს კლუბები ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესების გაზრდას შეუწყობენ ხელს. რაც შეეხება პირად უსაფრთხოებას, კანონმორჩილ, შემოწმებულ და გაწვრთნილ მოქალაქეს, უფლება უნდა ჰქონდეს, ფარულად ატაროს მოკლელულიანი იარაღი, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეგულაციების მკაცრი დაცვის პირობით. იარაღი შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ დაგჭირდეს, მაგრამ ამით საკუთარი ან სხვისი სიცოცხლე გადაარჩინო“. რამდენად რეალურია საქართველოში შვეიცარიის მსგავსი მოდელის დანერგვა, რომელიც უკვე წლებია ეფექტიანად მუშაობს. პაატა გიგაურის აზრით, ეს თეორიულად შესაძლებელია, თუმცა, ამისთვის თავდაცვის სისტემის ძირეული გადაწყობა იქნება საჭირო: „შვეიცარიის სამხედრო მოდელი უნივერსალური არაა. მსგავსი მოდელი სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება: ისრაელში, შვედეთში, ფინეთში, სამხრეთ კორეაში და ა.შ. ის ეფუძნება საყოველთაო სამხედრო სავალდებულო სამსახურს (გრძელდება დაახლოებით 9 თვის განმავლობაში), რითაც კარგად გაწვრთნილი რეზერვი გროვდება. ასევე, ამ მოდელისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სამხედრო რეგიონებად დაყოფა, რაც საჭიროების შემთხვევაში, დივიზიების სწრაფად შევსებას შეუწყობს ხელს“. ფაქტია, რომ შვეიცარია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მილიტარისტული სახელმწიფოა. საქართველოსა შვეიცარიას შორის მთავარი განსხვავება საკითხისადმი მიდგომაშია. ჩვენგან განსხვავებით, მათ მოახერხეს და შექმნეს ისეთი მოდელი, სადაც შეიარაღებულ ადამიანს ეროვნული უსაფრთხოების გამაგრებაში მონაწილეობა შეუძლია. ჩვენი ქვეყნის რელიეფიდან გამომდინარე, საინტერესოა, რამდენად ეფექტიანი იქნება პარტიზანულ ომში შეიარაღებული მოსახლეობის ჩართვა. ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა, ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, წარმატების შანსები მაღალი ნამდვილად არ იქნება. შეიარაღებული მოსახლეობა ქმედუნარიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არსებული იარაღის კულტურა განვითარდება, გაჩნდება ცოდნის ამაღლების მეტი შესაძლებლობა და კანონმდებლობა უფრო მეტად ლიბერალური გახდება. შესაბამისი უნარებისა და გამოცდილების გარეშე შეიარაღებული მოსახლეობა, უბრალოდ, სტატისტიკის ნაწილია და ეროვნული უსაფრთხოების დონეზე მინიმალური გავლენის მოხდენა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ იარაღის კულტურის განვითარება თავდაცვისუნარიანობის გაზრდის გარდა, შესაძლოა, კარგი ეკონომიკური სარგებლის მომტანიც იყოს. ფაქტია, რომ ჩვენი სამეზობლო იარაღის მიმართ ლიბერალური კანონმდებლობით არ გამოირჩევა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რეგიონში გავხდეთ ერთადერთი ქვეყანა, სადაც სამოქალაქო პირები იარაღის შესახებ მაღალკვალიფიციური ცოდნის მიღებას შეძლებენ. ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები გააჩენს ახალ ინდუსტრიას, რომელიც ეკონომიკასა და თავდაცვისუნარიანობაზე პოზიტიურად აისახება. The post აქვს თუ არა გავლენა შეიარაღებულ მოსახლეობას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე appeared first on BusinessFeed.
  4. ქვეყანაში სალომბარდე სესხი 307 000 ადამიანს აქვს აღებული - საქსტატი ეკონომიკა პუბლიკა12:40, 29 მარტი, 2021 საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ ლომბარდებში 2020 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 307 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 99.9%) ფიზიკური პირია. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს მსესხებელთა პროცენტულ განაწილებას რეგიონების მიხედვით: სტატისტიკის სამსახურის ცნობით, სესხის საშუალოწლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 27.8% შეადგინა. საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში – 27.9%, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 24.3% შეადგენდა. საშუალოწლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 36.0% – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 22.3% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით 2020 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 193 მოქმედი (ფილიალების გარეშე) ორგანიზაცია დაფიქსირდა. აქედან 46.1% თბილისში მდებარეობს, 14.5% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14.0% – იმერეთის რეგიონში, 12.4% – აჭარაში, ხოლო დანარჩენი 13% სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ. 2020 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 322.8 მლნ. ლარი შეადგინა (მათ შორის 87.1 პროცენტი – ეროვნულ, ხოლო 12.9 პროცენტი – უცხოურ ვალუტაში). გაცემული სესხების 87.5 პროცენტი ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 12.5 პროცენტი – იურიდიულ პირებზე მოდის. ლომბარდების საკუთრებაში არსებული ფიქსირებული და არამატერიალური აქტივების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 29.7 მლნ. ლარი შეადგინა. 2020 წლის ბოლოსათვის ნასესხები ფულადი რესურსების მოცულობამ 264.8 მლნ. ლარი შეადგინა. მათ შორის 60.8 პროცენტი ეროვნულ ვალუტაშია ნასესხები.
  5. 09.12.2020 15:12 „საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ შექმნას სტაბილური დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, რომელიც მთელ საზოგადოებას მოუტანს სარგებელს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვერც ერთი სხვა ქვეყანა ისე თანაბარზომიერად ვერ გრძნობს დასავლეთის ყოფნას და მის მხარდაჭერას, როგორც საქართველო“, - აცხადებს საქართველოში გერმანიის ელჩი, Europetime-თან ინტერვიუში. ჰუბერტ ქნირში Europetime-ს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებზე, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებსა და საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მოკავშირეობის საკითხზე ესაუბრა. _ბატონო ელჩო,მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ რიგში _როგორ შეაფასებთ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, საინტერესოა ასევე თქვენი შეფასება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმების შესახებ, რომელიც მოიცავს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობასაც, რამდენად შეძლო ქვეყანამ ამ რესურსის ათვისება და გამოყენება? საქართველოს და გერმანიას ბევრი რამ აკავშირებთ - მინდა აღვნიშნო ტრადიცია, რომლის თანახმად, ქართველი სტუდენტები და სტიპენდიანტები გერმანიაში განათლებას იღებენ. ეს პროცესი ამ ეპოქაშიც ძალიან აქტიურად გრძელდება. საქართველოსთან გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან კარგ დონეზე ვითარდება და ამ პოტენციალის ფართოდ გამოყენებაზე ვართ ფოკუსირებული. ამისთვის, ასოცირების შეთანხმება კარგ ჩარჩოს იძლევა, თუმცა ქართველ მეწარმეებსა და მენეჯერებზეა დამოკიდებული, გამოიყენონ შესაძლებლობები, კონკრეტული ბიზნეს პროექტის შესაქმნელად. ჩემი აზრით, საქართველო პროგრესს აღწევს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირების თვალსაზრისით. გერმანიასთან თანამშრომლობა საქართველოს პროფესიული განათლების გაუმჯობესებაში ეხმარება, რაც საჭიროა ქვეყანაში ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებისთვის. _2024 წლისთვის, საქართველო გეგმავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას, თქვენი აზრით, პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა და ეკონომიკურმა კრიზისმა,შესაძლებელია, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხი შეაფერხოს? კრიზისულ ვითარებაშიც კი მომავლისკენ მზერა მნიშვნელოვანია. ჩემთვის, ახლო მომავალი დატვირთული იქნება ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სამუშაოთი, კონკრეტული და პრაქტიკული მიმართულებით. მათ შორის ეს გულისხმობს კანონმდებლობის დაახლოებას, ვაჭრობის ზრდას, ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას, ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას. ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის. _ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში, ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყველაზე დიდი მეკავშირე უნდა იყოს გერმანია, საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ასევე მნიშვნელოვანია გერმანიის მხარდაჭერა, რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით? მოხარული ვარ, რომ რამდენიმე ხნის წინ გენერალ ჰოჯესს შევხვდი თბილისში. ეს არის ადამიანი, რომელიც თამამად საუბრობს ევროატლანტიკურ პარტნიორობაზე, ეს ადამიანი მეგობარია, როგორც გერმანიის, ისე საქართველოსი. თანამშრომლობა, რომელსაც ის მხარს უჭერს, არის საკმაოდ ძლიერი და NATO-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილიც ამისთვის საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს. ეს კი დიდწილად, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხდება, რომელშიც გერმანიას მოწინავე როლი აქვს. _თუ გადავხედავთ როგორც რეგიონში მიმდინარე, ასევე შიდაპოლიტიკურ პროცესებსაც, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დასავლეთი უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი რეგიონში და უფრო მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს რიგ საკითხებთან, თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით? დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია. ევროკავშირი და ქვეყნები, რომლებიც უკვე შეუერთდნენ NATO-ს, შესაძლებლობების კარგ მაგალითს ქმნიან. საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ შექმნას სტაბილური დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, რომელიც მთელ საზოგადოებას მოუტანს სარგებელს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვერც ერთი სხვა ქვეყანა ისე თანაბარზომიერად ვერ გრძნობს დასავლეთის ყოფნას და მის მხარდაჭერას, როგორც საქართველო“.
  6. იან ბრემერი, გლობალური რისკების ანალიზის ფირმა "ევრაზიის ჯგუფის" და GZERO ციფრული მედიის დამფუძნებელი „ევრაზიის ჯგუფის“ დამფუძნებელი იან ბრემერი ამბობს, რომ საქართველო ძალიან პატარა ბაზარია, რომელსაც ინვესტორების მიზიდვა მხოლოდ კარგი მმართველობით შეუძლია. ის ასევე ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის საგარეო იმიჯს აზიანებს და რომ ქვეყანამ, რომელიც საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში თითქმის არასოდეს ხვდება, საკუთარ თავს უარყოფით ჰედლაინებში მოხვედრის უფლება უბრალოდ არ უნდა მისცეს. ბრემერი ასევე ამბობს, რომ დიდი ძალების კონკურენციის ფონზე, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა დღითიდღე კლებულობს და სწორედ ამიტომ, ქვეყანამ ინვესტორებს ის უნდა დანაახოს, რომ სხვა ქვეყნებზე მეტად სანდო, მეტად დემოკრატიული და მეტად სტაბილურია. მისი თქმით, საქართველოს მსოფლიოსთვის კარგი მმართველობის დემონსტრირების მიღმა შესათავაზებელი ბევრი რესურსი არ აქვს. იან ბრმერს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. საქართველოში, როგორც იცით, პოლიტიკური კრიზისი მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესებს ეკონომიკური პრიზმიდან რომ შევხედოთ — კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, შეიძლება, თუ არა შიდა პროცესებს გავლენა ჰქონდეს უცხოური ინვესტიციების მოძიებაზე? ვფიქრობ, ის სიმართლეა, რომ საქართველო ერთი ბეწო ბაზარია, რომ ის ახალი უცნობი ბაზარია და ის სუსტი გულის მქონე ინვესტორებისთვის არაა. მაგრამ, ვინც ასეთ პერიფერიულ ბაზრებს უყურებს, ყველამ იცის, რომ საქართველოს ბიზნეს გარემო იმაზე მეგობრულია უცხოური ინვესტიციებისთვის, ვიდრე ყველა სხვა მისი მეზობლის. ეს ყველამ ვიცით. მაგრამ ბოლო წლის და ბოლო კვირების მოვლენები კითხვებს აჩენს, განსაკუთრებით, სასამართლოსთან დაკავშირებით, სასამართლოს პოლიტიზირებასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, მოექცევიან თუ არა ინვესტორებს სამართლიანად დავის გაჩენის შემთხვევაში. ქვეყანა ჯერ არ არის ამ ეტაპზე, მაგრამ მე დავიწყებდი იმაზე ნერვიულობას, რომ ახლო მომავალში საქართველო არ მივიდეს იმ ეტაპამდე, როცა მისი, როგორც კორუფციის შედარებით დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნის რეპუტაცია გაქრება. ცხადია, შიდა დეტალებზე საუბარს არ გთხოვთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი არაერთი კრიზისი გინახავთ ბევრ სხვა ქვეყანაში, სად ხედავთ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალს? როგორ შეიძლება ეს კრიზისი დამთავრდეს? ვფიქრობ, საქართველოში, განსაკუთრებით, რუსეთის სამხედრო ჩარევის ისტორიის გათვალისწინებით, ვერ ვხედავ იმის ალბათობას, რომ საქართველო უცებ მოსკოვის მოკავშირე გახდეს. ეს არ მგონია შესაძლებელი იყოს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საქართველოს ევრო-ატლანტიკური თეატრის მიმართ ერთგულება აქვს დაფიქსირებული. ამასთან, შეერთებული შტატები და ევროპა საქართველოს ჯერ ისევ მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებენ. თუმცა, ვფიქრობ, დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბული იქნება. ამერიკელები და ევროპელები საქართველოს სანქციებს არ დაუწესებენ იმის გამო, რომ ეს რუსეთთან ურთიერთობაში მათ პოზიციას შეასუსტებს. მაგრამ ისინი არ იქნებიან კმაყოფილი ამ შედეგით. საქართველოს წარმატება მათთვის მნიშვნელოვანია. რა აქვს საქართველოს? მახსოვს მაგისტრატურაზე, რომ ვსწავლობდი ასე ვამბობდით, რომ სომხებს დიასპორა ჰყავთ, აზერბაიჯანელებს ნავთობი აქვთ, საქართველოს კი შევარდნაძე ჰყავსო. ეს სინამდვილეში იმაზე მეტყველებს, რომ ქართველები რთულ სიტუაციაში არიან. მათ ბევრი არაფერი აქვთ, რის შეთავაზებაც საერთაშორისო გარემოსთვის შეუძლიათ. ქართველების წარმატება, ყველაზე მეტად, შედარებით პოლიტიკაზეა დაფუძნებული. მათი წარმატება წვრილი კორუფციის აღმოფხვრა და სხვა მსგავსი ნაბიჯები იყო. ის, რაც დღეს ხდება ჩავარდნაა, რადგან პარტიები საქართველოში პერსონალიების და თეატრის გარშემო აშენდა იმის ნაცვლად, რომ ეს პოლიტიკისა და ინსტიტუტების გარშემო მომხდარიყო. და როცა ასე ხდება, ეს სასამართლოს, სამართალდამცავების დამოუკიდებლობას ძირს უთხრის. მაგალითისთვის, იგივე ხდება დღეს ელ სალვადორში. ეს, განსაკუთრებით, ისეთი ქვეყნების ინსტიტუტებს ასუსტებს, რომლებიც შედარებით სუსტი და ღარიბია. ეს არის დღეს საფრთხე საქართველოსთვის და მსოფლიოს გარშემო საქართველოს ბევრი მეგობარი, და მათ შორის მეც ვარ, უბრალოდ ინტერესს დაკარგავენ ამ არაჩვეულებრივი, პატარა ქვეყნის მიმართ, თუ მათ ამ გზაზე სვლა გააგრძელეს. თქვენ მოკლედ შეეხეთ სანქციების თემას. ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების თემა საქართველოში პოლიტიკური განხილვების მნიშვნელოვან საკითხად იქცა. თქვენ კარგად იცნობთ ამერიკის პოზიციას სხვა მსგავს შემთხვევებში. რამდენად რეალისტურია ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება? ვფიქრობ, ეს ძალიან არარეალისტურია. ვფიქრობ, როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი პოლიტიკის მწარმოებლები ამას შეხედავენ როგორც უკუპროდუქტიულს სიტუაციის დეესკალაციის თვალსაზრისით. საქართველო არ არის ირანი, ეს არ არის თურქეთი, რომელიც შეერთებულ შტატებს ბევრ გადაწყვეტილებაში ეწინააღმდეგება. აქ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო დაახლოებას ცდილობს. ამიტომ, ვფიქრობ, სანქციებს უკუპროდუქტიულად შეაფასებენ. რა არის რისკები, რომლებსაც ინვესტორები ითვალისწინებენ, როდესაც ქვეყანაში შედიან? თქვენ სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანობის განცდა ახსენეთ. კიდევ რას ითვალისწინებენ ისინი? ყველა ინვესტორი მზადაა რისკზე წავიდეს, მაგრამ მათ ამის სანაცვლოდ ანაზღაურება სურთ. რაც უფრო მაღალია რისკი, მით მაღალია მათი შემოსავლის ზრდის მოლოდინი. თუ საქართველო ვერ სთავაზობს ინვესტორებს წარმოუდგენლად სახარბიელო ზრდას, როგორც პატარა ბაზარი, მაშინ მათ უფრო მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სხვებს აჯობონ, მაგალითად მარეგულირებელი გარემოს შექმნით. მათ სურთ იცოდნენ, რომ ფულის ჩადება საქართველოში რადიკალურად არ განსხვავდება კანადაში ფულის ჩადებისგან. ინვესტორებს სურთ იცოდნენ, რომ ბიზნეს საქმიანობა შესაძლებელი იქნება, რომ იშოვიან მაღალ-უნარიან დასასაქმებელ ადამიანებს, რომ ინტერნეტი უწყვეტად იმუშავებს, რომ რაღაც მომსახურება არ გაეთიშებათ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ სურთ იცოდნენ, რომ ადგილობრივი პოლიციელი მათ წილში არ ჩაუჯდება, ან რომ ვიღაცას ქვეყანაში არალეგალური ბიზნესი არ აქვს, რომელიც მათი კონკურენტი იქნება. ბევრი სხვა მსგავსი ფაქტორია. როდესაც საუბრობ ისეთ ქვეყნებზე, სადაც ბევრი ადამიანი არ მოგზაურობს, ფაქტობრივად ისეთ ინვესტორებსა და ადამიანებზე ამყარებ იმედებს, რომლებიც ან იქიდან არიან წარმოშობით, ან უკვე წლებია იცნობენ ქვეყანას ან ოჯახური კავშირები აქვთ და ასე აქვთ შექმნილი საკუთარი ქსელი და აქედან აქვთ რაღაც სახის უფრო ღრმა კავშირი, რომელიც იმას უზრუნველყოფს, რომ თუ რაღაც პრობლემა გაჩნდა, მისი გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება. როდესაც ინვესტიციას ისეთ ქვეყანაში დებ, როგორიც საქართველოა, წინასწარ იცი, რომ პრობლემები იქნება. ინვესტორისთვის ეს ძალიან განსხვავდება იმ სისტემებისგან, რომლებსაც ისინი მიჩვეული არიან. ასევე ნახეთ: საქართველოს ეკონომიკა - დღევანდელი მდგომარეობა და პროგნოზები კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ძალიან პატარა ბაზარია, რომელსაც დამატებითი რესურსები არ აქვს. თუმცა, საქართველო შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობის მქონე ქვეყანაა, რომელიც საინტერესო ადგილზე მდებარეობს, არაჩვეულებრივი სამზარეულო აქვს, დიდებული ისტორიის მქონე ქვეყანაა და ტურისტებისთვის ძალიან კარგი დანიშნულების წერტილია. ეს ყველაფერი დადებითი ფაქტორებია. მაგრამ საქართველო ერთი ბეწოა, ძალიან პატარაა. ამიტომ, საქართველო ყველას უნდა სჯობდეს. თქვენ რომ ანგოლა იყოთ, არავისზე უკეთესობა არ დაგჭირდებოდათ, უბრალოდ კონტრაქტს მოაწერდით ხელს. ვიღაც მოვიდოდა, მიწიდან რესურსს ამოიღებდა, გაყიდდა და ფულს მოგცემდათ. როცა საქართველო ხარ, რეალურად უნდა შექმნა საინვესტიციო გარემო, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს შენით გრძელვადიანად დააინტერესებს. თქვენ თქვით, რომ საქართველო საინტერესო ადგილზე მდებარეობს. ქართველებს აქვთ შეხედულება, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანაა. ამერიკასა და ჩინეთს შორის დიდი ძალების კონკურენციას თუ გავითვალისწინებთ, სად ხედავთ საქართველოს? სად უნდა ხედავდეს საქართველო საკუთარ თავს სტრატეგიული თვალსაზრისით? საქართველოს მდებარეობა უფრო და უფრო ნაკლებად სტრატეგიული ხდება ყოველ დღე, ყოველ საათს. დარწმუნებული ვარ, გსმენიათ აზიისკენ გადახრაზე, რაც ობამას დროს გამოცხადებული პოლიტიკა იყო. ეს ახლა ხდება. ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც ყველა რესპუბლიკელი, აცნობიერებს, რომ საგარეო პოლიტიკაში ჩინეთთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტი, ყველაზე მნიშვნელოვანი ანტაგონისტია ამერიკისთვის. ამას ის ერთვის, რომ გლობალური ეკონომიკის მიზიდულობის ძალა სწორედ ჩინეთშია. ახლო აღმოსავლეთი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, რუსეთი დაღმავლობის გზაზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად საქართველო ცივილიზაციების გზაჯვარედინი იყო, დღეს ის გეოპოლიტიკური გარეუბანი ხდება. ეს რეალობა იმას ნიშნავს, რომ ისეთმა ქვეყანამ როგორიც საქართველოა, საკუთარი თავი სხვა მეთოდებით უნდა წარმოაჩინოს. მან საკუთარი ბრენდირება სხვაგვარად უნდა მოახდინოს. რა არის საქართველო დღეს, როცა შევარდნაძე აღარ არსებობს? ვფიქრობ, რომ დღეს ბევრი რამ აქვს საქართველოს ისეთი, რაც მას საერთაშორისო დონეზე სხვებისგან განასხვავებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა გადაძალოს იმან, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაიჭირეს, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და რომ ამერიკელები და ევროპელები მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებენ. თქვენ საკუთარ თავს უარყოფით ჰედლაინებში ყოფნის უფლება არ უნდა მისცეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი ქვეყანა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში თითქმის არასოდეს არის. უბრალოდ მართლა არ შეგიძლიათ. საინტერესოა თქვენი ნათქვამი, რომ სტრატეგიულად საქართველო უფრო და უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება. შესაძლებელია, რომ რუსეთი ცდილობდეს იმას, რომ საქართველოში არსებული დასავლეთი ბოლომდე შეავიწროვოს და განდევნოს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა დღეს რუსეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ჰყავს ჯარი განლაგებული. რის გაკეთება შეიძლება ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად? კიდევ ერთხელ, უკეთესი მმართველობა და დასავლეთისთვის უფრო მეტად მიმზიდველ ქვეყნად ყოფნა. ამის მიღმა საქართველოს ძალიან ცოტა რამ აქვს შესათავაზებელი.
  7. /files/pictures/mirian-745.jpg /files/pictures/logo-usaid.jpg ლევან სეფისკვერაძე როგორც მეღვინეების უმეტესობამ, რაჭველმა მირიან ჭიღვარიამაც ღვინის დაყენება ოჯახში დაიწყო და თავიდან რთველისას სულ რაღაც 80 კილოგრამ ყურძენს წურავდა. დღეს მირიანი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში მდებარე „ჭრებალოს მარნის“ თანამფლობელია და იმის გარდა, რომ პარტნიორებთან ერთად ცნობილ ნახევრადტკბილ „ხვანჭკარას“ აყენებს, უკვე აქვს საკუთარი მიმართულებაც და სულ მალე ბაზარზე „ჭიღვარიას ღვინის მარნის“ სახელით გამოჩნდება „ბიო“ მეთოდებით მოვლილი ვენახიდან მოწეული ყურძნისგან დამზადებული ღვინოები: ხვანჭკარა, ალექსანდროული, თეთრა, უსახელაური, ტვიში, ბარაკონი, ქვევრის ალექსანდროული, ქვევრის ცოლიკაური-მწვანე და ასევე ჭაჭაც. მირიან ჭიღვარია დიდი ხანია ჩართულია ღვინის ტურიზმში და ტურისტების მიღება და გამასპინძლება მისი ერთ-ერთ მთავარი მიმართულებაა. ჭრებალოში მარნის განვითარების პარალელურად მიმდინარეობს სამზარეულოს კეთილმოწყობაც, რაც მთლიანად ტურისტული კუთხით დაიტვირთება. მირიანი პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ერთ-ერთი ბენეფეციარია და აღნიშნული პროექტის ფარგლებში რაჭაში „ღვინის კლუბის“ მიერ გამართული ლექცია-სემინარები სწორედ მის „ღვინის სახლში“ იმართება. მირიან ჭიღვარია, „ჭრებალოს მარანი“: „თავიდან ბევრის მსგავსად მეც ოჯახში ღვინის დაყენებით დავიწყე მეღვინეობასთან ზიარება, მაგრამ როცა მივხვდი, რომ სახლში ღვინის დაყენებით არაფერი გამოვიდოდა, საქმეს უფრო სერიოზულად მოვკიდე ხელი. შემდეგ მეგობარი გახდა პარტნიორი. ხოლო 2019 წელს ჩემი ნათესავების თანადგომით შევქმენით ღვინის კომპანია „ჭრებალოს მარანი“, რომლის ბრენდქვეშ ვაყენებთ კლასიკურ, ნახევრად ტკბილ „ხვანჭკარას“. - რამდენადაც ვიცი, „ბიო“ მევენახეობა-მეღვინეიბითაც ხართ დაინტერესებული... - დიახ, პარალელურად მაქვს ჩემი მიმართულება და ვაყენებ ნატურალურ ღვინოებს ბიოვენახიდან მოწეული ყურძნებიდან. ეს ღვინოები ჯერ არ ჩამომისხია და 2021 წელი იქნება პირველი წელი, როდესაც შევძლებ სახელდობრ ჩემი ღვინის ბოთლში ჩამოსხმას და ბაზარზე გამოტანას. მაქვს ალექსანდროული, მუჯურეთული, რაჭული მწვანე და სხვა... ასევე გაშენებული მაქვს სადედე ვენახი, სადაც არის ძველი რაჭული ჯიში ბეროულა, რომელსაც ჯერ არ მოუცია ნიშანი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ გადაშენების პირას მყოფ ჯიშზე გავაკეთებ სწორებას და ბეროულა იქნება ჩემი მარნის ერთგვარი სავიზიტო ბარათი. - ღვინის ტურიზმით როდიდან დაინტერესდით? - ღვინის ტურიზმით 2012 წელს დავინტერესდი, როდესაც მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში. იქ ვიყავი მარკეტოლოგიც და ხელმძღვანელიც. მაშინ საკმაო განმოცდილება დამიგროვდა და ახლა უკვე სერიოზულად ვთანამშრომლობ ტუროპერატორებთან. ეს ჩემი ღვინის სახლი სოფელ ჭრებალოში არის ღვინის ტურიზმზე და გასტროტურიზმზე მორგებული. - მცირე მარნებში ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის თქვენი აზრით რა არის ყველაზე ნიშვნელოვანი? - ღვინის ტურიზმში დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას, კონტაქტებს და ცნობადობას. მიხარია, რომ თანდათან უფრო მეტი ადამიანი იგებს ჩვენს შესახებ და ვცდილობ ყველანაირად შევუწყოთ ხელი ჩვენი მარნის ტურისტულად განვითარებას. სხვანაირად წინსვლა ვერ იქნება. გარდა ამისა, როგორც უკვე გითხარით, გვაქვს ბიო-ვენახი, რომელსაც მომავალი წლიდან ჩავსვამ აგროტურიზმის მიმართულებაში. ტურისტებს შეეძლებათ მოვიდნენ ვენახში, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სავენახე ოპერაციში და იქვე დააგემოვნონ რაჭული ხილი. - რა გეგმები გაქვთ 2021 წელს? - 2021 წლის თებერვალი-მარტიდან ვგეგმავ განვავითარო გასტრონომიული ტურიზმის მიმართულება. დაწყებული გვაქვს სამზარეულოს მოწყობა და გვექნება ტურისტებზე მორგებული გასტრო-ობიექტი. გვინდა, რომ ჩვენს ახალ რესტორნაში და მარანში როგორც ღვინოზე, ასევე კერძებზე ფასებიც ნორმალური და მისაღები გვქონდეს. - პანდემიამ თქვენს საქმიანობას რა პრობლემები შეუქმნა? - ჩვენი მარანი ამბროლაურიდან 17 კილომეტრითაა დაშორებული და იმის გამო, რომ ტურისტს ხშირად ეზარებოდა მანძილის გავლა - ჭრებალომდე ვერ ჩამოდიოდა. ჩვენ ამან არ შეგვაშინა და პატარა სადეგუსტაციო სივრცე გავხსენით აბროლაურშიც, სადაც შესაძლებელი იყო ღვინის დაგემოვნება და მცირე დეგუსტაცია. სამწუხაროდ, პანდემიის გამო იმ ობიექტის დახურვა მოგვიწია. ჩვენი პრობლემაა ისიც, რომ არ გვაქვს საკუთარი საოჯახო სასტუმრო. ამიტომ ვფიქრობ ვითანამშრომლო რამდენიმე ადგილობრივ საოჯახო სასტუმროსთან, რომლებიც მიიღებენ ჩვენგან წასულ ტურისტებს და ამგვარად გამოვა ერთიანი პროდუქტი - ტურისტებს შევთავაზებთ ღვინოსაც, კერძებსაც და სასტუმროსაც“. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.