Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'არჩევნების' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ეუთო/ოდირის) 5 მარტს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს მისი მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებული დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში რიგ რეკომენდაციებსაც მოიცავს, რომელთა მიზანიც „იმ ძალისხმევის მხარდაჭერაა, რომელიც საქართველოში საარჩევნო პროცესს ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან, ასევე სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდართებთან შესაბამისობაში მოიყვანს“. ანგარიშის თანახმად, პრიორიტეტული რეკომენდაციებია: თანმიმდევრული საარჩევნო კანონმდებლობის უზრუნველყოფა, რომლის გადახედვაც ინკლუზიური კონსულტაციების გზით მომდევნო არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე უნდა მოხდეს; საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის გადახედვა მისი მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობისა და უფრო დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაზრდელად; ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის კოლეგიალურად და საჯარო სხდომებზე განხილვა; იმ ბრალდებების სათანადო გამოძიება, რომლებიც ამომრჩეველთა და საარჩევნო შტაბის თანამშრომელთა დაშინებას ეხება; საარჩევნო დავების გადაწყვეტის შესახებ კანონმდებლობის გამარტივება, რათა მოქალაქეებმა თავად შეძლონ საჩივრის შეტანა; კომისიების მიერ საარჩევნო დავების კოლეგიალურად და ღია სხდომებზე განხილვა; საარჩევნო კოდექსში ხმების გადათვლისა და შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმების განსაზღვრა; უფასო საეთერო დროის გამოყოფისა და სარეკლამო თანხების გაცემის არსებული სისტემის გადახედვა, რათა ყველას საარჩევნო კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობები მიეცეს. ქვემოთ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაციის დეტალური შეჯამებაა მოცემული: არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განხორციელებული საარჩევნო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში 2020 წლის ივნისში, ივლისსა და სექტემბერში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ცვლილებების მიღება არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ანგარიშის თანახმად, ცვლილებები ტექნიკურად შევიდა კანონმდებლობაში, მაგრამ ბევრი დებულების განმეორებითმა და გარდამავალმა ბუნებამ განახლებული სამართლებრივი ჩარჩო გარკვეულწილად არათანმიმდევრული და არასტაბილური გახადა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, ოდირისა და ვენეციის კომისიის რიგი წინა რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული, მათ შორის, ისინი, რომლებიც უკავშირდება – საარჩევნო კანპანიის განხორციელებას, საარჩევნო ადმინისტრაციას, კამპანიის დაფინანსებას, მედიას, ასევე საჩივრებისა და სარჩელების პროცესს და ხმების გადათვლისა და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის ნორმატიულ ხარვეზს. საარჩევნო ადმინისტრაცია ანგარიშის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის „დომინანტური წარმომადგენლობა“, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე, „უარყოფითად აისახა“ საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ მართალია საუბნო კომისიების თავმჯდომარეების უმეტესობა არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებოდა, 455 თავმჯდომარე, რომლებიც პარტიების მიერ დასახელებული წევრებიდან აირჩიეს, „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. საარჩევნო კამპანია, არჩევნების დღე დოკუმენტში ნათქვამია, საარჩევნო კამპანიის დროს, „მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო“. ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რამდენიმე ისეთი განცხადება გააკეთეს, რომლებიც „ხმების მოსყიდვად“ იქნა აღქმული. დოკუმენტის თანახმად, „მართალია, კონსტიტუცია ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევებას ითვალისწინებს, ხოლო საარჩევნო კოდექსი რელიგიური ორგანიზაციების მიერ საარჩევნო კამპანიის წარმოებას კრძალავს, მმართველმა პარტიამ ზოგიერთ წინასაარჩევნო რეკლამაში ამომრჩევლებისადმი მიმართვისას რელიგიური გამოსახულებები გამოიყენა, ხოლო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს ესწრებოდა“. რაც შეეხება არჩევნების დღეს, ანგარიში აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნების მახლობლად პარტიების კოორდინატორებისa და აქტივისტების ყოფნა შეინიშნებოდა, რაც სავარაუდოდ ამომრჩევლების დაშინებას იწვევდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია, საარჩევნო ჯიხურებში ხმის მიცემის ფარულობა ძირითადად დაცული იყო, მონიტორინგს დაქვემდებარებულ ზოგიერთ უბანზე ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის პროცესის მუდმივი ვიდეო და ფოტოგადაღება პოტენციურად დაშინების გარემოს შექმნას უწყობდა ხელს. საჩივრები ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო დავების მოგვარების სამართლებრივი ჩარჩო „რთული და მეტისმეტად შემზღუდველია“, ხოლო განხილვის ვადები – ძალიან მოკლე. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ბევრი მომჩივანი საჩივრის შეტანისას ტექნიკურ დაბრკოლებებს წააწყდა. ანგარიშის თანახმად, საჩივრების განხილვის პროცესი დიდწილად ზედაპირული იყო და არ ხდებოდა შეუსაბამობების სათანადო განხილვა და გამოძიება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ გამოიყენეს საკუთარი ფართო უფლებამოსილება, რათა საარჩევნო პროცესის კანონიერება უზრუნველეყოთ და ის საჩივრები განეხილათ, რომლებიც ტექნიკური მიზეზებით განუხილველად იყო დატოვებული. „საჩივრების დაკმაყოფილებაზე სისტემატურმა უარმა მნიშვნელოვნად შეზღუდა სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების ძიების შესაძლებლობა“, – ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, „სასამართლო არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს იღებდა ხმების გადათვლასთან დაკავშირებით“. ანგარიშში მაგალითად მოყვანილია მარნეულის ოლქში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, რომელზეც სასამართლოებმა არასათანადო გადაწყვეტილება გამოიტანეს. „სასამართლოს გადაწყვეტილებები ორივე დონეზე, ზოგადად, არ იყო კარგად დასაბუთებული“, – ნათქვამია დოკუმენტში.
  2. ინტერვიუს უძღვება ნინო სამხარაძე, უმცროსი პოლიტიკის ანალიტიკოსი, GIP “რაც შეეხება ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, თქვენი ურთიერთობების განვითარება გრძელი პროცესი იქნება. ყველაზე კარგი რამ, რაც ქართველებმა შეიძლება გააკეთონ ამ პროცესის ხელშესაწყობად, შიდა ინსტიტუტების განვითარებაა.” http://gip.ge/wp-content/uploads/2021/02/neil-macfarlane_I.pngპროფესორი ნილ მაკფარლეინი იკვლევს რუსეთის საგარეო პოლიტიკასა და ყოფილ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით, მისი სამხრეთით განვითარებულ რეგიონულ დინამიკას. 1996 წელს აირჩიეს ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ლესტერ ბ. პირსონის პროფესორად. 2005-2010 წლებში პროფესორი მაკფარლეინი ხელმძღვანელობდა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. 2008-2010 წლებში ის ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე იყო. იგი [ოქსფორდის] უნივერსიტეტის საბჭოსა და არაერთი საუნივერსიტეტო კომიტეტის წევრია. პროფესორი მაკფარლეინი Chatham House-ის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებული მკვლევარია და იკავებდა, ასევე, სოციალური მეცნიერებების ცენტრის (თბილისი, საქართველო) საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას. პროფესორი მაკფარლეინი დაგვთანხმდა ონლაინ დისკუსიაზე ზუმის პლატფორმის გამოყენებით და უპასუხა ჩვენს კითხვებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული განვითარების, სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გავლენის შესახებ მათზე. ნახვა გადმოწერა The post საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ: ინტერვიუ პროფესორ ნილ მაკფარლეინთან appeared first on GIP.
  3. კვირას გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი წინა დღით, ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს ესაუბრა. დონალდ ტრამპი მას არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლას სთხოვდა და ამ მიზნით, შტატის ოფიციალურ პირზე ზეწოლას ახორციელებდა. "აი, შეხედე, მე რაც მინდა, სულ ეს არის. მინდა, რომ მხოლოდ 11 780 ხმა იპოვო... რადგან ჩვენ შტატი მოვიგეთ" - ეუბნება პრეზიდენტი ბრედ რაფენსპერგერს. შემდეგ კი შეახსენებს მას, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯიაში ხმების გაყალბება მოხდა, ეს კი დანაშაულებრივი ქმედებაა. ჩანაწერი "ვაშინგტონ პოსტმა" მოიპოვა და გამოაქვეყნა. გაზეთის ვებგვერდზე მისი სრული ტექსტიცაა გაშიფრული. ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრედ რეფენსპერგერი ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტი ხან შეურაცხყოფას აყენებს ჯორჯიის შტატის ოფიციალურ პირს, ხან აქებს მას. პრეზიდენტი მაინც არ აღიარებს, რომ ჯორჯიაში ხმების სამჯერ გადათვლის შედეგად, შტატი მისმა დემოკრატმა ოპონენტმა, ჯო ბაიდენმა მოიგო. ტრადიციულად რესპუბლიკური შტატი 1992 წლის შემდეგ დემოკრატს არ მოუგია. კვირას ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა: "გუშინ ვესაუბრე ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგერს ფულტონის საგრაფოზე და ჯორჯიაში გაყალბებულ არჩევნებზე. მან არ ისურვა, ან ვერ შეძლო ეპასუხა ისეთ კითხვებზე, როგორიცაა 'მაგიდის ქვეშ შეწყობილი' ბიულეტენების ხრიკი, ბიულეტენების შეფერხება, სხვა შტატის 'ამომრჩევლები', კენჭისყრაში მონაწილე მიცვალებულები და სხვა. მას წარმოდგენა არ აქვს"! რამდენიმე საათში პრეზიდენტს რაფენსპერგერმა "ტვიტერზევე" უპასუხა. "პატივისცემით, პრეზიდენტო ტრამპ, რასაც თქვენ ამბობთ, სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე გამოაშკარავდება". შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მიხედვით, ამერიკელებმა არაპირდაპირი კენჭისყრის წესით, ხმა დემოკრატ ჯო ბაიდენს მისცეს. მან მოიპოვა როგორც უშუალოდ ხმების უმეტესი რაოდენობა, ისე საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმები (306-ით 232), რაც ამერიკაში გადამწყვეტია. ჯორჯიის შტატში ბაიდენმა თექვსმეტივე ელექტორის ხმა მოიგო. ოთხშაბათს, შეერთებული შტატების კონგრესი ბაიდენის მოგებას გაერთიანებულ სხდომაზე ფორმალურად დაამტკიცებს. სხდომის თავმჯდომარე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იქნება. რესპუბლიკელ კანონმდებელთა მცირე ნაწილი ამბობს, რომ სერტიფიცირების წინააღმდეგ წავა. ასევე ნახეთ: 6 იანვარი - ამერიკული არჩევნების ფინალური აკორდი კონგრესში ვაშინგტონში მოელიან, რომ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელების მცდელობა ჩავარდება. ბოლო ორ თვეში ტრამპის კამპანიის ათეულობით საჩივარი გაქარწყლდა როგორც შტატების დონეზე, ისე უზენაეს სასამართლოში. უმეტეს შემთხვევაში, მიზეზი მტკიცებულებების არქონა იყო. პრეზიდენტ ტრამპის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს აკრიტიკებენ როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები. მისი მოტივი ბევრისთვის გაუგებარია, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ამას დამატებითი სახსრების მოსაზიდად აკეთებს. ასევე ნახეთ: ტრამპმა $207 მილიონის ოდენობის სახსრები მოიზიდა არჩევნების შედეგის შესაცვლელად საქმე იმაშია, რომ ჯორჯიის შტატი ტრამპს რომც მოეგო, ეს არჩევნების შედეგებს არ შეცვლის. ბაიდენს მაინც ექნება კოლეგიის წევრთა 270-ზე მეტი ხმა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მოგებისთვისაა აუცილებელი. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ჯორჯიის შტატში სენატორთა არჩევნების მეორე ტურის მოსაგებად ხდება. ჯორჯიის შტატში გამარჯვება სენატზე კონტროლის ბედს გადაწყვეტს. წარმომადგენელთა პალატას დემოკრატები აკონტროლებენ და მისი სპიკერი კვლავ დემოკრატი ნენსი პელოსია. რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა "სასოწარკვეთის ხმა" უწოდა პრეზიდენტის აუდიოჩანაწერს. პროფესიით იურისტი კალიფორნიის ყოფილი გენერალური პროკურორი ამბობს, რომ ეს "შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან, ძალაუფლების უხეში გადამეტებაა". "სრულიად აღმაშფოთებელი" უწოდა ამ ფაქტს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ილინოისის შტატიდან, ადამ კინზინგერმა. გუშინ მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ კონგრესის ნებისმიერი წევრისთვის შეუძლებელი უნდა იყოს არჩევნების შედეგების წინააღმდეგ "სუფთა სინდისით" წასვლა. #RestoreOurGOP - დაწერა მან, რაც ნიშნავს: აღადგინე ჩვენი რესპუბლიკური პარტია. მას შემდეგ, რაც კონგრესში კენჭისყრის შედეგები დამტკიცდება, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე ფიცს დადებენ. ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. ==== შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "უბრალოდ, აშკარად ცდება", როცა ის ჯორჯიის არჩევნებზე მომხდარ დარღვევებზე საუბრობს - განაცხადა დღეს პრეზიდენტის თანაპარტიელმა, ბრედ რეფენსპერგერმა - ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელმა სახელმწიფო მდივანმა. განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც კვირას, "ვაშინგტონ პოსტმა" მისი და პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. აუდიო ჩანაწერიდან ჩანს, რომ შაბათს, ტრამპი ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლას სთხოვდა და მასზე ზეწოლას ახორციელებდა. "აი, შეხედე, მე რაც მინდა, სულ ეს არის. მინდა, რომ მხოლოდ 11 780 ხმა იპოვო... რადგან ჩვენ შტატი მოვიგეთ" - უთხრა პრეზიდენტმა ბრედ რაფენსპერგერს, თან უმეორებდა, რომ ჯორჯიაში ხმების გაყალბება მოხდა, რაც დანაშაულებრივი ქმედებაა. ასევე ნახეთ: გამოქვეყნდა ტრამპის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ის ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს არჩევნების შედეგების შეცვლას სთხოვს ამერიკის სამხრეთში მდებარე შტატის სახელმწიფო მდივანმა ორშაბათს ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "ეი-ბი-სის", სადაც თქვა, რომ პრეზიდენტთან გამართულ თითქმის ერთსაათიან საუბარში აშკარად ჩანდა, რომ ტრამპს კვლავ სჯერა უსაფუძვლო თეორიების, თითქოს ამერიკაში არჩევნები გაყალბდა და ჯორჯიაში ბაიდენისთვის საარჩევნო კოლეგიის 16 წევრის ხმის გადაცემა შეცდომა იყო. "უმეტესად ის საუბრობდა. ჩვენ კი ვუსმენდით" - აღნიშნავს რაფენსპერგერი. "ის მონაცემები რაც მას აქვს, უბრალოდ, აშკარად მცდარია... მას არასწორი მონაცემები აქვს" - თქვა ჯორჯიის სახელმწიფო მდივანმა. ის ყვება, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე ამ ჭორებთან ბრძოლა უწევდათ და შტატში ხმების გადათვლა სამჯერ მოუწიათ. ასევე ნახეთ: ბაიდენმა ტრადიციულად რესპუბლიკური შტატი-ჯორჯია მოიგო "აშკარა გახდა, რომ თითოეული ეს თეორია გავანადგურეთ, რაც კი გავრცელდა. მაგრამ, პრეზიდენტ ტრამპს კვლავ სჯერა მათი... ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ სიმართლე მნიშვნელოვანია" - აღნიშნავს ბრედ რეფენსპერგერი. ჯორჯიაში ახლა არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან. 5 იანვარს სწორედ ჯორჯიაში გადაწყდება სენატზე კონტროლის ბედი. წარმომადგენელთა პალატაში დომინირება დემოკრატებმა შეინარჩუნეს და სპიკერად კვლავ დემოკრატი ნენსი პელოსი აირჩიეს. ასევე ნახეთ: როგორი იქნება ძალთა ბალანსი სენატში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხების აღიარებაზე, კვლავ უარს ამბობს. ის დღეს "ტვიტერზე" ძველებურად უსაფუძვლოდ აცხადებდა არჩევნების გაყალბებაზე და ამბობდა, რომ კენჭისყრის "ნამდვილ მონაცემებს" გამოაქვეყნებს. 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ტრამპის კამპანიამ ფედერალურ და უზენაეს სასამართლოებში ათეულობით საჩივარი შეიტანა. უმეტეს შემთხვევაში, სასამართლოებმა საქმეებს მსვლელობა, მტკიცებულებათა არქონის გამო არ მისცა. ასევე ნახეთ: უზენაესმა სასამართლომ ტრამპის მოკავშირეების სარჩელი არ მიიღო ორ დღეში, 6 იანვარს, კონგრესში არჩევნების შედეგების ფორმალური დამტკიცება იგეგმება. კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გაუძღვება. კონგრესში საარჩევნო ხმების სერტიფიცირება, ზოგადად რუტინული და ფორმალური პროცესია. მაგრამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებამ, სხდომის მიმართ ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება გამოიწვია. რესპუბლიკელი კანონმდებლების მცირე ჯგუფის მხრიდან მოსალოდნელი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვაშინგტონში მოელიან, რომ ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი იქნება, კამალა ჰარისი კი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი გახდება. ცერემონიული ნაწილი 20 იანვარს ინაუგურაციით და ფიცის საზეიმოდ დადებით დასრულდება. ასევე ნახეთ: ბაიდენის ინაუგურაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება