წინაზე, ინტერვიუს ვწერდი ერთ სლავ რესპონდენტთან და 20წუთიანი საუბრის შემედეგ მეუბნება:
-Девушка, а может вечер вместе проведем?
სახეზე კი მეწერა, ბიძაჩემო, მამად მეკუთვნი, თან ამ ოც წუთშიც არაფერი გითქვამს ჩემი აღფრთოვანება რომ გამოგეწვია. ჰოდა, საიდან ამხელა ამბიცია?! თუმცა, გადავიკისკისე და ბოდიში, დაკავებული საღამოს მელის-მეთქი.
ცოტა სექსისტური თემა კი გამოვიდა, თუმცა ასაკობრივ სხვაობას რომ ვერ იაზრებენ და სერიოზულ საკითხსაც (ომზე ინტერვიუს) ფლირტად აღიქვამენ, ამაზე ახლაც მეღიმება.
ნეტა, ქალებსაც თუ გვახასიათებს მსგავსი რამ?