Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'აირჩიეს' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. საქართველოს რაგბის კავშირმა 10 მარტს ერთადერთი კანდიდატი იოსებ ტყემალაძე ახალ პრეზიდენტად აირჩია. პრეზიდენტის არჩევა დაპირისპირების ფონზე წარიმართა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ტყემალაძისა და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები დაპირისპირდნენ. აბუსერიძემ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, როგორც „უკანონოს“ და თქვა, რომ პროცესში პოლიტიკურ ჩარევას ჰქონდა ადგილი. ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე 2020 წლის 30 დეკემბერს რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მას რაგბის კავშირის წესდების დარღვევის გამო რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. დაპირისპირების განმუხტვაში პოლიცია მას შემდეგ ჩაერია, რაც დაძაბულობა იმ ფონზე გამწვავდა, რაც ყველა მონაწილე დელეგატმა (25-მა სუბიექტმა ხმების საერთო რაოდენობით – 42, 74-იდან) ხმა ტყემალაძეს მისცა. არჩევნების შემდეგ ირაკლი აბუსერიძემ მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ პროტესტი გაგრძელდება, ვინაიდან ტყემალაძე, რომელიც, მისი თქმით, ძალადობრივი გზით მოვიდა, დიდხანს ვერ დარჩება პოსტზე. აბუსერიძე დ მისი მხარდამჭერები საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას დაელოდებიან. ისინი ასევე გეგმავენ, რომ სასამართლოს მიმართონ. თავის მხრივ, იოსებ ტყემალაძემ ოპონენტებს სიმშვიდისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მისი კარი ღიაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მასთან კომუნიკაცია. კრიზისის პრეისტორია ხანგრძლივი კრიზისი 2020 წლის იანვარში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით დაიწყო, სადაც მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე იყვნენ კანდიდატები. არჩევნები 2020 წლის 24 თებერვლისთვის გადაიდო, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა. იმავდროულად, პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ თანამდებობა 2020 წლის ივლისში დატოვა, სავარაუდოდ, რაგბის კავშირში არსებული შიდა დაპირისპირებისა და კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ჩემპიონატის განუახლებლობის გამო. 30 დეკემბერს ირაკლი აბუსერიძის არჩევის შემდეგ, მისმა მეტოქემ, ბაჩო ხურციძემ საჯარო რეესტრს მიმართ. ამ უკანასკნელმა კი – აბუსერიძის პრეზიდენტად დარეგისტრირებაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზად „პროცედურული დარღვევები“ დაასახელა. არჩევნების ჩატარების კიდევ ერთი მცდელობა 2021 წლის 24 თებერვალს იყო, სადაც ტყემალაძე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი და ქართული ოცნების დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია, ერთადერთი კანდიდატი იყო. თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო არჩევნები კვლავ ჩაიშალა. გარდა არსებული შიდა დაპირისპირებისა, რაგბის კავშირი სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე დგას 6 მილიონიანი ვალით და გაკოტრებული რაგბის კლუბებით, რომელთაც გადაუდებელი ფინანსური დახმარება ესაჭიროებათ. სავარაუდო პოლიტიკური სარჩული ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ კრიზისში პოლიტიკური ჩარევის ნიშნები არსებობს და აღნიშნეს, ტყემალაძე მმართველი პარტიის ფავორიტი კანდიდატია. მათივე თქმით, საარჩევნო კამპანიის დაწყებიდანვე აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები სახელმწიფოს მხრიდან „სერიოზულ ზეწოლას“ განიცდიდნენ. მათ ასევე აღნიშნეს, რომ რაგბის კლუბის „არმიას“ პრეზიდენტი ირაკლი სულთანიშვილი იძულებული გახდა გადამდგარიყო და ის იმ ადამიანმა შეცვალა, რომელმაც კენჭისყრის დროს იოსებ ტყემალაძეს დაუჭირა მხარი. რაგბის კავშირში არსებული დავის პოლიტიკურ სარჩულზე თებერვლის დასაწყისში, „ტელეკომპანია პირველიც“ იუწყებოდა, აღნიშნავდა რა, რომ აბუსერიძეს თბილისის მერი კახა კალაძე, ხოლო მის ყოფილ ოპონენტს 30 დეკემბრის არჩევნებზე, ბაჩო ხურციძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ლობირებდა. ირაკლი აბუსერიძის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ვეტერანმა მორაგბემ, ირაკლი მაჩხანელმა განაცხადა, რომ გია კობახიძე (ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მამა და რაგბის კავშირის გამგეობის წევრი), ასევე ქართული ოცნების დეპუტატი გივი ჭიჭინაძე და განათლებისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პირადად ჩაერივნენ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში, რათა მას ირაკლი აბუსერიძის ახალ პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. „ტელეკომპანია პირველმა“ რაგბის კავშირში არსებული დაპირისპირება მმართველი პარტიის ლიდერებს შორის შიდა შუღლს დაუკავშირა და განაცხადა, რომ რაგბის კავშირში ერთმანეთს მმართველი პარტიის წარმომაადგენლების „ინტერესები დაეჯახა“. ტყემალაძემ ივანიშვილთან ახლო კავშირების შესახებ ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ მისი ურთიერთობა მმართველი პარტიის დამფუძნებელთან „გახსნილია“. „რაგბთან კავშირი ბატონ ბიძინას ჩემამდეც ჰქონდა, მერეც ექნება“, – აღნიშნა მან.
  2. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ნენსი პელოსი მეოთხედ აირჩიეს. წელს, პალატაში მცირე უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ. "როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიყო ამ წმინდა განახლების რიტუალის მონაწილე მაშინ, როდესაც დემოკრატიის ტაძრის ჭერქვეშ შევიკრიბეთ, რათა 117-ე კონგრესი დაიწყოს", თქვა პელოსიმ. დემოკრატიული პარტიის წევრი კალიფორნიიდან, ამერიკის ისტორიაში ერთადერთი ქალი სპიკერია. ის თავის პარტიას წარმოადგენელთა პალატაში 2003 წლიდან ხელმძღვანელობს. კვირას, კენჭისყრის დროს მან 216 ხმა მიიღო. ორმა დემოკრატმა ხმა სხვა კანდიდატს დაუჭირა, რამდენიმემ კი ვერ მიიღო მონაწილეობა კორონავირუსის დიაგნოზისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. დემოკრატებს წლევანდელ პალატაში ძალიან მცირე უპირატესობა აქვთ. 117-ე კონგრესში მათ 222 წარმომადგენელი ჰყავთ, ხოლო რესპუბლიკელებს 211. პელოსიმ ახალი კონგრესის სესია კვირას გახსნა და კანონმდებლებს თავიანთი როლის მნიშვნელობა შეახსენა კორონავირუსის პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის შედეგებთან ბრძოლაში. თავის სიტყვით გამოსვლაში, პელოსიმ, ასევე პატივი მიაგო ელაია ქამინგს და ჯონ ლუისს, წარმომადგენლებს, რომლებმაც ათეულობით წელი იმუშავეს კონგრესში და იბრძოდნენ ადამიანის უფლებებისთვის. ქამინგსი 2019, ხოლო ლუისი 2020 წელს გარდაიცვალნენ. 2020 წელს გარდაიცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგიც, რომლის ხსოვნასა და საქმიანობასაც პელოსიმ თავის მისასალმებელ სიტყვაში პატივი მიაგო. ახალ კონგრესს ბევრ გამოწვევასთან მოუწევს გამკლავება, მათ შორის პრიორიტეტული კი პანდემიის დამარცხება იქნება, რომელმაც 350,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამერიკაში და დაანგრია ქვეყნის ეკონომიკა. 80 წლის პელოსიმ, გააკეთა მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ 2-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საკუთარ კანდიდატურას აღარ წარადგენს წარმომადგელეთა პალატის სპიკერობაზე. ეს 2018 წელს დემოკრატიულ პარტიასთან დადებული შეთანხმების ნაწილია. მაშინ პარტიას სურდა, რომ პელოსის საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა, რაც მან არ გააკეთა.