Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ადმინისტრაციისგან' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობა ერთი თვის წინ შეიცვალა. რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის შემდეგ, ქვეყნის მართვა დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გადაიბარა. ყოველი ასეთი ცვლილების დროს ჩნდება კითხვა, თუ როგორი საგარეო პოლიტიკა ექნება ახალ ადმინისტრაციას. ეს შეკითხვა, სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და საქართველოს მიმართაც ისმის. პრეზიდენტი ბაიდენი, კარგად იცნობს საქართველოს. ის ორჯერაა ქვეყანაში ნამყოფი და საქართველოსთვის მხარდაჭერა პირადად აქვს გამოცხადებული. 2008 წელს, როცა რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბაიდენი თბილისში ჩავიდა, ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარე იყო. მაშინ ნათქვამი სიტყვები „მე თქვენ არასდროს მიგატოვებთ“ საქართველოში დღემდე ახსოვთ. 2009 წელს ჯო ბაიდენი უკვე ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჩავიდა საქართველოში და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ქვეყნის პარლამენტს პირადად გადასცა. გარდა, ამისა, ბოლო 40 წელზე მეტი, ბაიდენი ამერიკის პოლიტიკაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა და თავისი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, კარგად იცნობს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს. თუმცა, არის თუ არა საკმარისი ახალი პრეზიდენტის მიერ რეგიონის ცოდნა იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიამ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტული როლი დაიკავოს? ექნება თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი, მკაფიო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიისადმი და განიხილება თუ არა ის ცალკე რეგიონად და არა რუსეთის, ან ევროპის რეგიონის პოლიტიკის ნაწილად? სვანტე კორნელი, "კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის" დირექტორი ამბობს, რომ ამერიკის წინა რამდენიმე პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ჰქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ. „ტრამპის ადმინისტრაციამ სპეციფიკური სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა ცენტრალური აზიის რეგიონისთვის... თუმცა, ასეთი დოკუმენტი არ გვინახავს სამხრეთ კავკასიის შემთხვევაში. რამდენადაც მე ვიცი, ყველაზე ახლოს, რაც კი სტრატეგიის მსგავსად შეიძლება აღვიქვათ, იყო პოლიტიკური განცხადებები სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან, რომლებიც ძალიან იშვიათად ფოკუსირდებოდნენ სამხრეთ კავკასიაზე, როგორც რეგიონზე“, - ამბობს კორნელი. მისი აზრით, სამხრეთ კავკასია ცალკე რეგიონად უნდა განიხილიბოდეს და საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ, ამერიკას ერთიანი პოლიტიკა და სტრატეგია უნდა ჰქონდეს. კორნელი ამბობს, რომ აქამდე ეს ქვეყნები სხვა რეგიონების ჭრილში ცალ-ცალკე განიხილებოდა და ისინი დიდი ქვეყნების მიმართ ამერიკის პოლიტიკის ერთგვარ დამატებად მოიაზრებოდა. „საქართველოს შემთხვევაში ეს იყო რუსეთი, თურქეთთან ერთად განიხილებოდა სომხეთის საკითხი, აზერბაიჯანი კი, ხანდახან ავღანეთის მიმართ პოლიტიკის ნაწილი იყო“, - ამბობს კორნელი. ბაიდენის ადმინისტრაციაში ყველა საკვანძო თანამდებობის პირი დამტკიცებული ჯერ არ არის. შესაბამისად, არც ბოლომდე ჩამოყალიბებული პოლიტიკა და მიდგომებია ცნობილი. ახლა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა შეცვლის თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია ძველ მიდგომას. „პიროვნებებს მნიშვნელობა აქვთ“ ამერიკის მთავრობაში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი არ მუშაობს. ამ მხრივ გადაწყვეტილებები, შესაძლოა, მოდიოდეს თეთრი სახლიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ეროვნული უსაფრთხოების საკონსულოდან და ა.შ. ამიტომ, როგორც სფეროს ექსპერტები ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ მაღალ თანამდებობებზე ამ მიმართულებით, ისეთი ადამიანები იყვნენ, ვისაც წარმოდგენა აქვთ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და იცნობენ იქ არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე მოვლენებს. საგარეო ურთიერთობების მხრივ, ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი სახელმწიფო დეპარტამენტია. ამ უწყების ხელმძღვანელად, სახელმწიფო მდივნად ბაიდენმა ენტონი ბლინკელი დაასახელა. ბლინკენი ცნობილია თავისი განცხადებებით საქართველოზე როგორც წარსულში, ისე სულ ცოტა ხნის წინ, თანამდებობაზე წარდგენის შემდეგაც. ამერიკის პირველი დიპლომატი საქართველოს ნატოში გაერთიანების მომხრეა და ამაზე მან ბოლოს სენატში, მის დანიშვნასთან დაკავშირებულ მოსმენებზე ისაუბრა. ბლინკენმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ნატოში წევრობას ემხრობა, თუ „ქვეყანა წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს“. კლერ კაისერი, "მაკლარტის ასოშიეტსის" სტრატეგიული ინიციატივების დირექტორი ამბობს, რომ რეგიონის მცოდნე ადამიანების წამყვან პოზიციებზე დასახელება უკვე კარგის ნიშანია. „ბაიდენის საგარეო საქმეთა ურთიერთობების გუნდი, ისევე როგორც თავად პრეზიდენტი ბაიდენი, ნამდვილად არ არიან უცხოები სამხრეთ კავკასიისთვის და ვფიქრობ, ეს კარგი ახალი ამბავი უნდა იყოს. მათი [გამოცდილება] სცდება მხოლოდ ობამას ადმინისტრაციის დროს მუშაობას. პრეზიდენტის შემთხვევაში კი, ეს რა თქმა უნდა, მოიცავს სენატში მუშაობის წლებს და საქართველოში ორჯერ ვიზიტს, ისევე როგორც, აქტიურ ჩართულობას რეგიონში არსებულ გამოწვევებში“, - ამბობს კაისერი. „პიროვნებებს მნიშვნელობა აქვთ“, ამბობს მარკ სიმაკოვსკი, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი. ის ეთანხმება კაისერს იმაში, რომ მნიშნელოვანია იმ პიროვნებებს, ვინც საგარეო პოლიტიკის მხრივ გადაწყვეტილებებს იღებენ, სამხრეთ კავკასიის შესახებ წარმოდგენა ჰქონდეთ. სიმაკოვსკი თვლის, რომ ის ადამიანები, ვინც ამ დროისთვის თანამდებობებს იკავებენ არიან საკმაოდ გამოცდილები იმისთვის, რომ ამერიკა-სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე იმუშაონ. თუმცა, ამავდროულად, ეს ადამიანები ამერიკის ადმინისტრაციაში „აბრუნებენ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს“. სიმაკოვსკი თვლის, რომ სწორედ ამ პრინციპიების უზენაესობის გათვალისწინებით ჩამოყალიბდება ამერიკის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისამდი. „მგონია, რომ ე.წ. მკაცრი სიყვარულის გამოხატულებას ვნახავთ. თუ ამერიკა გადაწყვეტს უფრო მეტ ჩართულობას [სამხრეთ კავკასიაში], მაშინ მას ენდომება იმის დანახვა, რომ ამ ძალიან სტრატეგიულ რეგიონში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მხრივ სიტუაცია უმჯობესდება“, - ამბობს სიმაკოვსკი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები თანხმდებიან ბაიდენის ადმინისტრაციაში, ბევრია საგარეო ურთიერთობებზე მომუშავე ადამიანი, ვინც საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონს იცნობს, მათ მაინც ეჭვი ეპარებათ, რომ ეს რეგიონი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. პრიორიტეტი თუ სხვა რეგიონების პოლიტიკის ნაწილი „მთავარი გამოწვევა სამხრეთ კავკასიისთვის ის არის, თუ სად მოხვდებიან ისინი ამერიკის პრიორიტეტებს შორის. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, [რასთან გამკლავებაც ახალ ადმინისტრაციას მოუწევს], ეკონომიკა, კლიმატი, კოვიდი, ჩინეთი, რუსეთი, ვშიშობ, რომ სამხრეთ კავკასია სიის თავში არ მოხვდება“, - ამბობს სკოტ კალინანი, „ამერიკა-ევროპის ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი. კალინანის მსგავსად, სამხრეთ კავკასიის პრიორიტეტად ყოფნაში ეჭვი ეპარება კლერ კაისერსაც. ის ამბობს, რომ გაუკვირდება, თუ რეგიონი ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტებში მოხვდება იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც თავად ამერიკაში და ევროპის რეგიონის დიდ მოთამაშეებთან ხდება. მარკ სიმაკოვსკიც თვლის, რომ უკრაინის და რუსეთის საკითხები გაცილებით უფრო დიდი და ყურადსაღები იქნება ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთის, ვიდრე სამხრეთ კავკასია. გარდა ამისა, სიმაკოვსკი ამბობს, რომ ყურადღების ის ნაწილი, რომელსაც ამერიკა ამ რეგიონის მიმართ გამოიჩენს, შესაძლოა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს, სულაც არ მოეწონოთ. მკვლევარი თვლის, რომ ამერიკა ყოველთვის გაამახავილებს ყურადღებას იმ დემოკრატიული ინსტიტუტების არასათანადო მუშაობასა, თუ ადამიანის უფლებების დაღრვევებზე, რომლებიც ამ ქვეყნებში სხვადასხვა სახითაა გამოკვეთილი. მიუხედავად პოლიტიკისა და ყურადღების რაოდენობისა, სიმაკოვსკის აზრით, ამერიკა, ამ ქვეყნებს ყოველთვის მოთხოვს ამ თემებზე მუშაობას. ჯერ უცნობია, როგორი იქნება, ან იქნება თუ არა, საერთოდ, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ცალკე, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა. მანამდე კი, საქართველო და ამერიკა სტრატეგიულ პარტნიორებად და მოკავშირეებად რჩებიან. ცოტა ხნის წინ, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს. 12 თებერვალს, აქტის წარდგენის შემდეგ, კინზინგერმა თავის "ტვიტერ" გვერდზე დაწერა, რომ „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის, წინა ხაზზე იბრძვის“. ის ფაქტი, რომ მხარდამჭერი აქტი, კონგრესში დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ერთად წარადგინეს, ამერიკის საქართველოსადმი ორპარტიულ მხარდაჭერას უსვამს ხაზს. https://www.amerikiskhma.com/