Jump to content
×
×
  • Create New...

ევროკავშირში 27 დეკემბერიდან იწყება მოსობრივი ვაქცინაცია კოორნავირუსის წინააღმდეგ


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-06f34ac0649c90d84e3f6a1cc8d5487a.jpeg

ევროკავშირის ქვეყნებში 27 დეკემბრიდან იწყება მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაცია კომპანიების "ფაიზერისა" და "ბიონტექის" მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომლის პირველი პარტია უკვე დარიგდა აცრის ჩასატარებლად. რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, ავსტრიაში, პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, ესპანეთში, დანიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში ვაქცინის პირველი პარტია 26 დეკემბერს, პოლიციისა და სამხედროების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიტანეს. კვირას ვაქცინაცია იწყება გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და ესპანეთში. კორონავირუსის საწინააღმდეგი აცრის კომპანია 28 დეკემბრიდან იგეგმება ბულგარეთში, ბელგიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდში - 8 იანვრიდან. პირველ ეტაპზე ბლოკში შემავალი თითოეული ქვეყანა მიიღებს "ფაიზერის“ ვაქცინის 10 000 დოზას, რაც ძალიან ცოტაა 447 მილიონიანი ბლოკისთვის. პანდემიის პერიოდში კორონოვარუსით დაავადდა ევროკავშირის სულ მცირე 12 მილიონი მოქალაქე, 355 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. სპეციალისტების თქმით, პანდემიის შესაჩერებლად საჭიროა მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია. 2021 წლის ბოლომდე ევროკავშირის მიიღებს „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების დაახლოებით 180 მილიონ დოზას, რაც 90 მილიონი ადამიანის აცრისთვის იქნება საჭირო. კომპანიები "ფაიზერი" და "ბიონტექი" აცხადებენ, რომ მზად არიან ვაქცინის 12,5 მილიონი დოზა წლის ბოლომდე მიაწოდონ ევროკავშირს. 

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share