Jump to content
×
×
  • Create New...

მოდით დავითვალოთ


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@კარქი გოგო არ ვიცი ჯერ რა უმჯობესია. მგონია რომ მაინც საბოლოოდ ანტისერიალისტი გავხდები. ტენდენცია არ მომწონს რომ ცდილობენ სადღაც შემითრიოს ინდუსტრიამ და მომწყვიტოს ჩემ რეალობას...

@Rossi არის ლოგიკა როზი მარა ინდკინოს დრო თუ წავიდა და ასეთი პირი უჩანს მაშინ გამოდის რომ სხვა არჩევანიც აღარ გრჩება რა გარდა იმისა კლასიკა იმეორო... რაც დაემართა ლიტერატურას იგივე მოუვა კლასიკურ კინოსაც...

გამარტივდა დღეს კინოწარმოება, ნებისმიერს შეგვიძლია დავფაცურდეთ რედი ვიქირაოთ და სეტისთვის გუნდი ავაწყოთ, მასკინოწარმოებამ და იმ სისტემამ რაც ნეტფლიქსმა დადო ჰოლივუდშიც კი გაამარტივა ეს პროცესი, პრეფროდაქშენის ბიუროკრატიული ბლაბლა დაიყვანა მინიმუმამდე, პოსტფროდაქშენის თავისტკივილებიც მათ აიღეს საკუთარ თავზე,  რეჟისორს ამასთან შემხებლობა აღარ აქვს, ფული აქვს, სტაფი ყავს, სცენარი აქვს. ანუ? თითქოს უფრო უნდა ასახულიყო ეს ინდ კინოს ხარისხზე მარა მინი სერიალების და სერიალების ცდუნებას ვერ უძლებენ იმიტომ რომ ზემოდან სხვა დაკვეთაა იციან რაც იყიდება, ის რაც იყიდება კიდევ აღლევებს რამდენად კაი კონტენტიც არ უნდა დაიდოს მაინც აღლევებს...

9 საათის წინ, ენცო said:

სამსახური რომ დროს ართმევს ადამიანს მაგ დონეზე სხვა არაფერი ართმევს

ერთხელ მოცემული ცხოვრება ისეთ სამსახურში არ უნდა გაფლანგო რომელიც დროს გართმევს და არაფერს გაძლევს ფულის გარდა. თუ ეს ასეა, შენი ბრალია. :moderi:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, Mulan said:

ერთხელ მოცემული ცხოვრება ისეთ სამსახურში არ უნდა გაფლანგო რომელიც დროს გართმევს და არაფერს გაძლევს ფულის გარდა. თუ ეს ასეა, შენი ბრალია.

ამას ასე მარტივად ნუ იტყვი. შენ ხელი შეგიწყო ცოტა გარემოებებმა, ცოტა ფინანსებმა,  ხასიათმა და თვისებებმა, მაგრამ ქვეყანაში ადამიანების 80% გადარჩენისთვის იბრძვის და არა სიამოვნებისთვის და მისგან მიღებული  შემოსავლისთვის. და დროც რომელსაც ეს 80% სამსახურში ატარებს, არ არის მათი არჩევანი. უბრალოდ ბრძოლაა რომ რაღაცა მცირე ადგილი დაიკავონ საზოგადოებაში. აქ არჩევანის საშუალება ნაკლებად არის. შეიძლება მე მინდა რომელიმე მაგარი ჟურნალისთვის ვწერდე სტატიებს, მაგრამ დაბალი ანაზღაურების გამო ვამბობდე უარს საყვარელ საქმეზე და შედარებით მაღალი ანაზღაურების გამო დილიდან შუაღამემდე ვეჯდე პრობლემურ მეილებს და ცხოვრებაც მეზიზღებოდეს  და თითოეული მათგანიც, ვისაც არ ეზარება ღამის სამ საათზე საფორთს მისწეროს დაკარგულ ამანათზე. სამაგიეროდ თვის ბოლოს მე შემიძლია გავაბედნიერო ბავშვები, ან თავი ვიგრძნო შედარებით მშვიდად და სტაბილურად. 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, კარქი გოგო said:

სამაგიეროდ თვის ბოლოს მე შემიძლია გავაბედნიერო ბავშვები, ან თავი ვიგრძნო შედარებით მშვიდად და სტაბილურად. 

თუ მინიმალურ ანაზღაურებაზე შეგიძლია იმუშაო და აკეთო ის რაც მოგწონს უკეთესის იმედით? 

საქმეც ამაშია, როცა იცი რაც გინდა, უფრო სწორად იცი რა არ გინდა(თავიდან არავინ იცის ვის რა უნდა), არ ირთულებ ცხოვრებას რა. ანუ ბავშვებს არ აჩენ, ვალდებულებებს არ იკიდებ და მარია კიურივით დღეში მხოლოდ  6 ცალ ალუბალს ჭამ რომ შენ მიზანს მიაღწიო... 

ჩემი ბრალი არაა თუ შემიძლია ბევრ რამეზე ვთქვა უარი იმ ხედვის და პრინციპების გამო რაც მაქვს, თუ ენთუზიაზმის გამო ხვალინდელი ქათმის ლოდინი და მისთვის ბრძოლა შემიძლია, შემიძლია ყველაფერი მოვიკლო და ბომჟივით ვიარო და მივლია კიდეც ოღონდ ის ვაკეთო რაც მომწონს. ხო ფრთხილი ვარ, ვალდებულებებს ასე მარტივად არ ვიკიდებ და როგორც ჩანს ჩემ ასაკში ეს უფრო სიძლიერეა ვიდრე სილაჩრე, როგორც მიპოზიციონირებდნენ ჩემ ამ თვისებას წლების წინ...

საერთოდ არ შემიწყო ხელი კიდევ გარემოებებმა, საგიჟეში გავიზარდე, ყველა გოგო ჩემ ადგილას 18 წლის ასაკშივე გათხოვდებოდა და თუ ოჯახის ფინანსებს ჩემი სწავლისთვის ვიყენებდი და არა დროსტარებისთვის და პონტაობისთვის იმაზე მეტყველებს რომ დებილი არ ვარ უბრალოდ... 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

კარგი თემაა

თავი რომ არ მისკდებოდეს

სერიალების პოზიტიურ თვისებებს ავღწერდი

მერე ბლექმირორის მაგალითებს მოვიყვანდი/გადავაფასებდი იდეებს

მერე ვიტყოდი, სერიალების დედაც

ინტერაქციული კინოს და

მაქსიმალურად ჩამთრევი თამაშის იდეა მაქვს

gameდეველოპერთა გუნდი და დიდი ფინანსები მჭირდება

 

პროსტა თავის მისკდება და Emily in Paris-ის მსგავს სლეობას ვუყურებ :sad:

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Vermillion said:

Emily in Paris-

ეს რა ღლეობააა პროსტა ვგიჟდები

გადავავლე თვალი და ღმეერთოოოოო

რა პოსტფროდაქშენი ქონდა, ყურადღება მიიქცია, წავლენ მერე პარიზებში და ეიფელის წინ დაიწყებენ პოზირებას გულისამრევად:facepalm:

3 minutes წინ, Vermillion said:

gameდეველოპერთა გუნდი და დიდი ფინანსები მჭირდება

 

წარმატებები, დიდი ფულია და საინტერესო თემაცაა პროსტა საჩემო არაა, შორს ვარ მსოფლმხედველობრივად და გემოვნებით ნებისმიერი ტიპის თამაშისგან...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Mulan said:

თუ მინიმალურ ანაზღაურებაზე შეგიძლია იმუშაო და აკეთო ის რაც მოგწონს უკეთესის იმედით? 

საქმეც ამაშია, როცა იცი რაც გინდა, უფრო სწორად იცი რა არ გინდა(თავიდან არავინ იცის ვის რა უნდა), არ ირთულებ ცხოვრებას რა. ანუ ბავშვებს არ აჩენ, ვალდებულებებს არ იკიდებ და მარია კიურივით დღეში მხოლოდ  6 ცალ ალუბალს ჭამ რომ შენ მიზანს მიაღწიო... 

ჩემი ბრალი არაა თუ შემიძლია ბევრ რამეზე ვთქვა უარი იმ ხედვის და პრინციპების გამო რაც მაქვს, თუ ენთუზიაზმის გამო ხვალინდელი ქათმის ლოდინი და მისთვის ბრძოლა შემიძლია, შემიძლია ყველაფერი მოვიკლო და ბომჟივით ვიარო და მივლია კიდეც ოღონდ ის ვაკეთო რაც მომწონს. ხო ფრთხილი ვარ, ვალდებულებებს ასე მარტივად არ ვიკიდებ და როგორც ჩანს ჩემ ასაკში ეს უფრო სიძლიერეა ვიდრე სილაჩრე, როგორც მიპოზიციონირებდნენ ჩემ ამ თვისებას წლების წინ...

საერთოდ არ შემიწყო ხელი კიდევ გარემოებებმა, საგიჟეში გავიზარდე, ყველა გოგო ჩემ ადგილას 18 წლის ასაკშივე გათხოვდებოდა და თუ ოჯახის ფინანსებს ჩემი სწავლისთვის ვიყენებდი და არა დროსტარებისთვის და პონტაობისთვის იმაზე მეტყველებს რომ დებილი არ ვარ უბრალოდ... 

ხანდახან მთავარ მამოტივირებელ ძალად ზუსტად  ის საგიჟეთი იქცევა, რომელშიც იზრდები. ამიტომ გავუსვი შენი ხასიათის თვისებებს ხაზი. ჩვენი ასაკის გოგოები და ბიჭები ყველა საგიჟეთში გავიზარდეთ, რადგან გარემო პირობები პირდაპირ აისახებოდა ჩვენს მშობლებზე, ამას დამატებული ის დამახინჯებული მიდგომები, რომელიც უფროსებს უმცროსებისადმი ჰქონდათ და რომელიც  ეხლა არსებულ პოზიტიურ მიდგომებს,  არაფრით არ ჰგავს. კიდევ მახსოვს რაღაცეები შენი მონაყოლი და ნათელია რომ შენ შედექი, ყოველ შემთხვევაში სხვები თუ გარბოდნენ და თხოვდებოდნენ, შენ შენი მაქსიმუმი სწავლას მოახმარე და შენი საქმე გაქვს, რომელიც გიყვარს და ეს საქმე სავარაუდოდ არ არის რაღაცა მაგალითად მსახიობის კარიერა, რომელიც შეიძლება სიგიჟემდე გიყვარდეს მაგრამ ვერაფერი ღირებული ვერ გააკეთო, უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორის გამო. ხომ ვიცით რომ  არსებობს მომგებიანი და არამომგებიანი პროფესიები და თუ ავირჩიე არამომგებიანი  მიუხედავად იმისა რომ მიყვარს, რით ვიცხოვრო?  ამაში ცოტა ხელი უნდა შემიწყოს სახელმწიფომაც და ცოტა იღბლიანიც უნდა ვიყო. აი წარმოიდგინე რომ ჩამოხვედი თბილისში, ვერ გეხმარება ვერავინ, ქირით ცხოვრობ და გაქვს არჩევანის საშუალება - მუშაობ 400 ლარზე და უკეთესი მომავლის იმედით თანხმდები ამ 400 ლარს, ოღონდ არ იცი რით იხდი ქირას, რით იხდი გადასახადებს და რას ჭამ ან იწყებ მუშაობას 1000  ლარზე, სადაც სახეს იძრობ იმიტომ რომ უნდა გაიტანო თავი. რა თქმა 

უნდა ძირითადი ნაწილი ირჩევს მეორეს ,  ეს არის რეალობა და შენ ნამდვილად შეიძლება აირჩიო პირველი, თავი მოიკლა, გაწირო და ბოლოს შედეგი დადო.

ეს უნარ-თვისება  და გამბედაობა ძალიან იშვიათია. ყველას არ გააჩნია და მე ვფიქრობ ვინც არ უშინდება ცხოვრებას და გამოწვევებს, ქვეყანაც მისია )) და ისე მაგარი მეტიჩრები ვართ. სოფელში რაღაცის შექმნას და კეთებას გვირჩევნია აქ ქირით ცხოვრება, იმის იმედად რომ ბინიან ტიპს ვიპოვით, და დავფუძნდებით. აქ რომ არ მეცხოვრა არც გამოვიხედებოდი თბილისისკენ, ავიშენებდი ერთ აუზიან სახლს, დიდი ვერანდით და ვიტრაჟებით, მექნებოდა სახლში უამრავი მცენარე, და თბილისში მხოლოდ ჩემი საყვარელი მხატვრების ნამუშევრების შესაძენად წამოვიდოდი. ნუ ტანსაცმელსაც აქ ვიყიდიდი. გასახდელში "იარლიკიანი" ტანსაცმლით, ფოტოების გადაღებაზე ვერც მაშინ ვიტყოდი უარს )))

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Mulan said:

ეს რა ღლეობააა პროსტა ვგიჟდები

ვუყურებ და ვფიქრობ რა ცარიელ ნაშად უნდა მიგაჩნდეს თავი

ემილისთან რომ თვითიდენტიფიცირებდე ;(

მაგრამ ამასობაში მეორე საზონიც დადეს.

7 minutes წინ, Mulan said:

შორს ვარ მსოფლმხედველობრივად და გემოვნებით ნებისმიერი ტიპის თამაშისგან...

გეიმერობის გამოცდილება კი მაქვს, მაგრამ დეველოპმენტში

თამაშის შექმნის პროცესია საინტერესო,

ვიქაჩები და ვერ გავიქაჩე ჯერ არ მიმართულებით :(

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Vermillion said:

ვუყურებ და ვფიქრობ რა ცარიელ ნაშად უნდა მიგაჩნდეს თავი

და არც არის იმ აღნაგობის და გარეგნობოს გოგო, რომ ემილისთან მოგინდეს იდენთიფიცირება

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share