Jump to content
×
×
  • Create New...

ეგოიზმი


Recommended Posts

  • ფორუმელი

შვილის მოვლა-აღზრდა-განათლება და მასში ყველანაირი რესურსის ჩადება (თუ კარგი მშობელი ხარ) დიდ ძალისხმევას მოითხოვს და თავის მხრივ უკვე არის თავგანწირვა, რაც იდეაში უნდა გამორიცხავდეს ეგოიზმს.

მაგრამ!

იმ შვილს ხომ შენთვის აჩენ. გინდა შენი გვარი გააგრძელო, შენი პატარა ნაწილი გყავდეს, საყვარლობაა ბავშვი, სიბერეში წყლის მომწოდებელი გინდა, მერე მასში შენი ოცნებების რეალიზება გინდა, შენნაირად გინდა იაზროვნოს, შენ ვინც გინდა იმაზე დაოჯახდეს და ა.შ (ნუ ბოლო მივაუტრირე, მაგრამ ენივეი...)შენი ეგოს გამო გინდა და არა იმიტომ რომ სამყაროს რამე კარგს უკეთებ ამით. 

და მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელსაც არ უნდა შვილი. ზემოთჩამოთვლილი ეფორთის ჩადება ერთულება, არ აქვს ფინანსური ან მენტალური მზაობა ან უბრალოდ ურჩევნია საკუთარი თავისთვის ცხოვრება. ესეც ერთი მხრივ ეგოიზმია, თუმცა რო დაფიქრდე, დიდი ამბავი კონკრეტულად შენი 1 შვილი თუ არ გაჩნდა.

ინდოეთი აანაზღაურებს წამებში :D და ისედაც პლანეტა გადატვირთულია მოსახლეობით, ცუდი ეკოლოგიაა, ცხოვრებაც რთულია და იდეაში არიდებ ამ ყველაფერს შენს პოტენციურ შვილს.

ხოდა ვინმეს გაქვთ მკაფიო პასუხი, ეგოიზმი რეალურად შვილის გაჩენაა თუ პირიქით?

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share