Jump to content
×
×
  • Create New...

ბათუმში ახალი სპორტკომპლექსის ასაშენებლად $20 მილიონი გამოიყო. 2019-ში დასასრულებელი მშენებლობა გაჩერებულია


Recommended Posts

  • ფორუმელი
ბათუმში ახალი სპორტკომპლექსის ასაშენებლად $20 მილიონი გამოიყო. 2019-ში დასასრულებელი მშენებლობა გაჩერებულია admin Thu, 12/09/2021 - 11:35

2018 წელს ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის 20 მილიონ დოლარამდე გამოიყო, რა თანხითაც საცურაო აუზი და ყინულის მოედანი უნდა აშენებულიყო. 

სპორტკომპლექსი დაიგეგმა ტერიტორიაზე, სადაც 2011 წლიდან ოლიმპიური სტანდარტების ყინულის სასახლე მდებარეობდა და საჭირო გახდა მისი დემონტაჟი. 

კომპანია “ვესტინკორ ლიმითედ საქართველო” მუდმივად არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და შედეგად, 2020 წელს ხელშეკრულება შეწყდა. 

ვესტინკორის ქვეკონტრაქტორი იყო შპს ანაგი, რომლის მიერაც 144 მილიონ ლარად აშენებული ბათუმის სტადიონი 2 მატჩის შემდეგ გაფუჭდა. 

სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2 წელი გავიდა და მშენებლობა კვლავ შეჩერებულია.

მიმდინარე მონაცემებით მშენებლობაზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება განსაზღვრული არ არის.

2018 წელს ბათუმის მერიამ ლადო ასათიანის ქუჩაზე ყინულის არენისა და საცურაო აუზის აშენება გადაწყვიტა. მერიის ახალი გეგმები გარკვეულ ცვლილებებსა და გადაადგილებებს ითვალისწინებდა. ბათუმში, ჯერ კიდევ 2011 წლიდან არსებობდა ოლიმპიური სტანდარტების ყინულის სასახლე, რომელიც ახალ ბულვარში მდებარეობდა. ბათუმის მერიამ კი აღნიშნული ყინულის სასახლის ადგილზე საცურაო აუზის აშენება გადაწყვიტა, შესაბამისად საჭირო გახდა უკვე არსებული ყინულის მოედნის დემონტაჟი და სხვა ადგილზე გადატანა. 

დასახული მიზნების განსახორციელებლად, 2018 წელს სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსათა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს სტადიონსა და Westincor limited-ის საქართველოს ფილიალს- ვესთინკორ ლიმითედ საქართველოს შორის. შპს სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიაა, ხოლო მიმწოდებელი კანადური კომპანიაა, რომელმაც თავისი ფილიალი – „ვესტინკორ ლიმითედ საქართველო“ 2018 წლის პირველ თებერვალს დააფუძნა თბილისში. 

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების ღირებულება 19,990,002 აშშ დოლარი იყო და ყინულის მოედნისა და საცურაო აუზის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სრულად განხორციელებას ითვალისწინებდა. ამავე ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელ კომპანიას ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის ვადაში შემსყიდველისთვის უნდა მიეწოდებინა ყინულის არენისა და საცურაო აუზის არქიტექტურული ესკიზები, 4 თვეში უნდა წარედგინა საპროექტო დოკუმენტაცია, 5 თვეში სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და დადებითი ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის 1 აპრილს უნდა დაესრულებინა. თუმცა საცურაო აუზისა და ყინულის არენის მშენებლობა ჯერაც არ არის დასრულებული და შესაბამისად არ ფუნქციონირებს. 

სამუშაოების განხორციელების ეტაპზე ვესთინკორ ლიმითედ საქართველოს რამდენიმე ქვეკონტრაქტორი კომპანია ჰყავდა, რომელთა შორის იყოს შპს ანაგიც. სწორედ ამ პერიოდში, შპს ანაგი, ბათუმის სტადიონის სამშენებლო სამუშაოებსაც ასრულებდა, რაშიც 144 მლნ ლარი მიიღო და სტადიონი 2 მატჩის შემდეგ გაფუჭდა, დეტალურად იხილეთ წყაროში.  

ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს წინასწარ ავანსის სახით გადაეცა 3,998,000 ლარი, ხოლო საბანკო გარანტიის სახით 999,500. თუმცა კომპანია, როგორც მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, მუდმივად არღვევდა ხელშეკრულების პირობებს რის შედეგადაც 2020 წლის აპრილში  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსათა და ეკონომიკის სამინისტრომ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, უკან იქნა გამოთხოვილი ავანსი და საბანკო გარანტია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მონაცემებით განსაზღვრული არ არის ყინულის არენისა და საცურაო აუზის დარბაზის მშენებლობაზე ფაქტობრივად  შესრულებული სამუშაოების ღირებულება, შესაბამისად კომპანიისათვის ჯერ რაიმე თანხა გადახდილი არ არის. 

 

წყარო:

 

  1. პასუხი https://bit.ly/3yZW4V0 

  2. ფლანგვის დეტექტორი https://bit.ly/2U7buYO 

  3. გამარტივებული შესყიდვა CMR180064915

  4. factcheck https://bit.ly/2VBJgWe 

Language Georgian
დეკემბერი 2021აჭარა 2021 Author ლიზა ქორიძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share