ფორუმელი Rossi Posted 8 დეკემბერი, 2021 Posted 8 დეკემბერი, 2021 (შესწორებული) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომლის მობილურ ტელეფონზე, ისრაელში შექმნილი პროგრამის საშუალებით, კიბერთავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას „როიტერი“ ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თავდასხმა ბოლო თვეების განმავლობაში ხორციელდებოდა. უცნობმა ჰაკერმა სახელმწიფო დეპარტამენტის სულ მცირე ცხრა თანამშრომლის „აიფონის“ ტელეფონში შეძლო შეღწევა. აღნიშნული თანამშრომლები უგანდაში ან აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ. პროგრამას, რომლის საშუალებითაც ჰაკერმა მობილურ მოწყობილობაში შეაღწია, არამხოლოდ შეტყობინებების, ფოტოებისა თუ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციის მოპოვება შეუძლია, არამედ გააჩნია ტელეფონის ჩამწერ მოწყობილობად გამოყენების შესაძლებლობა გარშემო არსებული ვითარების მონიტორინგისთვის. https://www.reuters.com/technology/exclusive-us-state-department-phones-hacked-with-israeli-company-spyware-sources-2021-12-03/?fbclid=IwAR1lOOBjxpgmGUhX7KOBReDItAdnW9C3i9Jn3GN3bterrGVjqcUT5wUHIsw Versions of NSO surveillance software, commonly known as Pegasus, could then be installed. Edited 8 დეკემბერი, 2021 by Rossi Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა