ფორუმელი Rossi Posted 8 დეკემბერი, 2021 Posted 8 დეკემბერი, 2021 2 500 IT სპეციალისტის უფასო გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო! აირჩიე შენთვის სასურველი პროგრამა 45 კურსიდან და მიიღე შესაძლებლობა აიღო საერთაშორისო სერტიფიკატი. გაიარე რეგისტრაცია 30 დეკემბრამდე ვებ-გვერდზე: https://ict.gov.ge/ https://ict.gov.ge/trainings/?ge 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Rossi Posted 8 დეკემბერი, 2021 Author Posted 8 დეკემბერი, 2021 რაც GITA შეიქმნა იმ დღიდან დადის მთავრობის სხვადასხვა ჩინოვნიკების თავებში ეს სულელური და პოპულისტური იდეა რომ მათ ათასობით IT სპეციალისტი უნდა გადაამზადონ.წლების განმავლობაში, უამრავი ასეთი მცდელობა იყო, მილიონობით ლარი გადაიყარა და რეალური შედეგი მე არ მახსოვს, არც ეხლა მჯერა რომ თქვენ ადგებით და 5000 კაცს, ასე სისტემურად გადაამზადებთ. ეს მხოლოდ პიარულად გჭირდებათ, თქვენი წინამორბედნი უფრო ამბიციურები იყვნენ და 20 000 დეველოპერზე იქაჩებოდნენ.ხოდა ერთ დღეს ავდექით მე და Herman Szabó, პატარა ექსპერიმენტი ჩავატარეთ, დეველოპერებს მხოლოდ მიმართულება და სასწავლო მასალები მივეცით და ვუთხარით რომ დანარჩენი თვითონ უნდა ექნათ. მოტივაციისთვის კი კარიერული განვითარების გზა დავანახეთ წარმატებული დეველოპერების ისტორიების მოყოლით. ამ ყველაფერში 0 ლარი და ჩვენი დროის 1-2% დავხარჯეთ სულ. დღეს ამ ექსპერიმენტს BitCamp ჰქვია და ყველა თქვენი სამთავრობო პროგრამა ხომ ჩავხიეთ ჩვენი შედეგებით და ყველაზე მასიური და ეფექტური საგანმანათლებლო პროექტი გავაჩინეთ ქვეყანაში.ორმა გირჩელმა, 0 დანახარჯით, ყველა კომპონენტში ისე გაჯობეთ, ვერცერთი სამთავრობო პროგრამით რომ ვერ დაგვეწევით, ვერასდროს. ჩვენი პროგრამის მონაწილენი ყოველდღიურად საქმდებიან Tech კომპანიებში და თქვენი პროგრამების მონაწილენი, ანონიმურად მწერენ როგორ დაკარგეს თქვენს კურსებზე დრო 🤷♂️დღეს BitCamp - ში 17 ათასი წევრია და ეს რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება. ოთარ ზაკალაშვილი https://www.linkedin.com/posts/otarza_რაც-gita-შეიქმნა-იმ-დღიდან-დადის-მთავრობის-activity-6869167133163622400-sPiP 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Vermillion Posted 8 დეკემბერი, 2021 Posted 8 დეკემბერი, 2021 უაზრო პოპულიზმი ყოველთვის ფულის ყრაა ვისაც უნდა განვითარება, ისედაც ისწავლის პროექტი დაუფინანსე, გრანტი მიეცი, ეგაა საქმე და არა უფასო ფაკულტეტები, კურსები და პროგრამები საიდანაც 1% თუ იზამს რამეს. 1 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა