Jump to content
×
×
  • Create New...

2011-2021 წლებში შპს ზესტაფონპროექტმა ბიუჯეტიდან ჯამში 578,000 ლარი მიიღო


Recommended Posts

  • ფორუმელი
2011-2021 წლებში შპს ზესტაფონპროექტმა ბიუჯეტიდან ჯამში 578,000 ლარი მიიღო admin Tue, 12/07/2021 - 18:41

2011-2021 წლებში შპს ზესტაფონპროექტმა ბიუჯეტიდან ჯამში 578,000 ლარი მიიღო, აქეან 233,000 უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვით, დარჩენილი ტენდერების უმრავლესობა კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე.

შპს ზესტაფონპროექტის ერთი მფლობელი, თეიმურაზ წიწილაშვილი, 2007 წლიდან ზესტაფონის მერიის თანამშრომელია, ხოლო მეორე მფლობელის, ნოდარ მესხიშვილის შვილი 2013 წლიდან ზესტაფონიის მერიის მაღალჩინოსანია.

წარსულში იყო შემთხვევები, როდესაც შპს ზესტაფონპროექტის მიერ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება კომპანიის დირექტორის შვილს უნდა განეხორციელებინა.

ფლანგვის დეტექტორამდე აღნიშნული საკითხით “საერთაშორისო გამჭვირვალობაც” დაინტერესდა და ანტიკორუფციულ სააგენტოსაც მიმართა, თუმცა ამბავს რეაგირება არ მოჰყოლია.

უკანასკნელი კვლევა 2020 წლის ივნისში გამოქვეყნდა, თუმცა ამის შემდეგ შპს ზესტაფონპროექტმა ბიუჯეტიდან კიდევ 123,325 ლარის ხელშეკრულება მიიღო, აქედან 27,700 ლარი – ისევ გამარტივებული შესყიდვით.

შპს “ზესტაფონპროექტი” 2004 წელს შეიქმნა, მისი რეგისტრაციის მისამართია ზესტაფონი, ბიბილაშვილის ქუჩა #6. მის 30-30%-იან წილებს ნოდარი მესხიშვილი და ზაზა მახათაძე ფლობენ, ხოლო 40%-იანი წილის მფლობელი თეიმურაზ წიწილაშვილია. კომპანიის დირექტორი ნოდარი მესხიშვილია. კომპანიის საქმიანობის სფეროა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მომზადება სხვადასხვა სახის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისთვის.

ამ კომპანიის მფლობელები და მათი ოჯახის წევრები წლებია ზესტაფონის მერიის თანამშრომლები არიან, კერძოდ: თეიმურაზ წიწილაშვილი 2007 წლიდან, ხოლო ნოდარ მესხიშვილის შვილი დავით მესხიშვილი 2013 წლიდან სხვადასხვა თანამდებობას იკავებს მერიაში. ამჟამად ის ზესტაფონის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის უფროსია. ხოლო თეიმურაზ წიწილაშვილი ზესტაფონის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსია.

შპს “ზესტაფონპროექტი” 2011 წლიდან იწყებს აქტიურ საქმიანობას და ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მასთან აფორმებს ათიათასაობით ლარის პირდაპირ შესყიდვებს, ხოლო 2013 წლიდან ეს კომპანია ტენდერებშიც აქტიურად მონაწილეობს, სადაც ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებს.

2011-2021 წლებში ამ კომპანიამ ზესტაფონის მერიის მიერ გამოცხადებულ 85 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 58-ში გაიმარჯვა, ხოლო ამ 58 ტენდერიდან 74%-ში შპს “ზესტაფონპროექტმა” გაიმარჯვა ან უკონკურენტოდ ან კონკურეტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე (38 უკონკურენტო, 5 დისკვალიფიკაციის ხარჯზე). საერთო ჯამში ტენდერების გზით ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან ამ კომპანიამ 334,000 ლარი მიიღო .

რაც შეეხება გამარტივებული შესყიდვებს, 2011-21 წლებში ამ კომპანიას მიღებული აქვს 243,400 ლარი. აქედან 232,821 ლარი ზესტაფონის მუნიციპალიტეტისგან და მის დაქვემდებარაბეში მყოფი სხვადასხვა სამსახურებისგან, მათ შორის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლებისგან, ხოლო 10,580 ლარი ხარაგაულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებისგან მიიღო.

საერთო ჯამში 2011-2021 წლებში ზესტაფონის მერიის თანამშრომლების კომპანიამ ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით ბიუჯეტიდან მიიღო 577,402 ლარი, საიდანაც 566,822 ლარის ხელშეკრულება მასთან უშუალოდ ზესტაფონის მერიამ გააფორმა.

აღსანიშნავია 2018 წლის ნოემბერში ამ კომპანიის მიერ უკონკურენტოდ მოგებული ერთ-ერთი ტენდერი (SPA180001485), სადაც გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტი და კორუფციის რისკები, კერძოდ: 9,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომელიც შპს ზესტაფონპროექტთან გაფორმდა. ამ ხელშეკრულების მოსამზადებელ კომისიაში ერთ-ერთი წევრი თავად კომპანიის 30%იანი მეწილე თეიმურაზ წიწილაშვილი იყო, რომელიც თავდაპირველად დაესწრო წინადადების მიღების განსახილველ სხდომას, თუმცა იმ დღესვე დაწერა წერილი, რომ იმყოფებოდა ინტერესთა კონფლიქტში და საბოლოო ჯამში არ მიიღო მონაწილეობა ხელშეკრულების დადების პროცესში.

გამოცხადებულ ტენდერში ისეთი პირობები იყო ჩადებული, რომლებიც კონკურენციას სავარაუდოდ არასაჭიროდ ზღუდავდა. მაგალითად: პრეტენდენტს მოეთხოვებოდა სამწლიანი (2015, 2016, 2017) გამოცდილება, რომელსაც შპს ზესტაფონპროექტი სრულად აკმაყოფილებდა, ვინაიდან სწორედ 2015 წელს ჰქონდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან პირველი ხელშეკრულება დადებული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზესტაფონის მერიასა და შპს “ზესტაფონპროექტს” შორის გაფორმებული ხ

ელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებაზე შესრულების ინსპექტირება უნდა განეხორციელებინა ზესტაფონის მერიის არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურს, რომლის მაშინდელი და მოქმედი დირექტორიც არის შპს ზესტაფონპროექტის 40%-იანი წილის მფლობელის – ნოდარ მესხიშვილის შვილი, დავით მესხიშვილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლებშიც არა ერთი სტატია მომზადდა ხსენებულ საკითხზე. კერძოდ, 2018 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” საკითხი გამოიკვლია და სახელმწიფო შესყიდვების, ანტიკორფუციულ საააგენტოს, აგრეთვე აუდიტის სამსახურს მოუწოდა შესაძლო კორუფციული სქემები გამოევლინათ.

აგრეთვე, 2020 წლის ივნისის დასაწყისში “ფლანგვის დეტექტორი” წერდა აღნიშნულ საკითხზე და გამოვლენილი ჰქონდა ახალი გარემოებებიც, კერძოდ: 2020 წლის გაზაფხულზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე ამ კომპანიამ სამ ტენდერში გაიმარჯვა უკონკურენტოდ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა მასთან 38,130 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კი 2020 წლის 19 მარტს (პანდემიის პირობებში), ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა მისგან 13,659 ლარის პირდაპირი შესყიდვა განახორციელა.

მიუხედავად ამისა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს არ ჰქონიათ რეაგირება კვლევებსა და მოწოდებებზე. საბოლოო ჯამში დამკვიდრებული პრაქტიკა გაგრძელდა ზესტაფონის მერიაში და უკანასკნელი კვლევის გამოქვეყნებიდან, ე.ი 2020 წლის ივნისიდან დღემდე შპს “ზესტაფონპროექტთან” ზესტაფონის მერიამ 123,325 ლარის ხელშეკრულება გააფორმა, საიდანაც 27,700 ლარი იყო გამარტივებული შესყიდვა. ხოლო დარჩენილი 95,625 ლარის ტენდერიდან, კომპანიას უკვე მიღებული აქვს 85,725 ლარი.

წყარო:

230071953 - შპს ზესტაფონპროექტი

https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/129762 - დავით მესხიშვილი

https://www.transparency.ge/.../zestaponshi-tenderebs... 2018 ის კვლევა

https://www.facebook.com/squanderdetector/posts/2670202796588487/ - 2020 წლის კვლევა

https://tenders.procurement.gov.ge/ - შესყიდვები

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-12/265347426_3107393039536125_2560881919441791744_n.jpegდეკემბერი 2021იმერეთი 2021 Author დავით მჟავანაძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   251 all people including: 2 წევრი, 0 ანონიმური, 249 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Houston
    • YandexBot(5)
    • Facebookexternalhit(8)
    • t-90
    • Googlebot(5)