ფორუმელი კიჭარტი Posted 29 ნოემბერი, 2021 Posted 29 ნოემბერი, 2021 არ ვიცი არის თუ არა ასეთი თემა უკვე, მაგრამ აქ დავწეროთ რეკომენდაციები და ჩამოვაყალიბოთ “to go list”-ი. 50 თბილისური კაფე/რესტორანი სადაც უნდა იყო ნამყოფი. ასევე, კრიტერიუმებითაც შევაფასოთ. მომსახურება: ხედი: კერძები: მუსიკა: ინტერიერი: თუ რამე კრიტერიუმი დაგაკლდათ, დაწერეთ და ჩავასწორებ. სასურველია თუ დაურთავთ ფოტომასალას, და მიუთითებთ ტიპს. მაღალი დონის რესტორანია, სახინკლე ტიპის, ლაუნჯი, ბარი და ა.შ. Spoiler პ.ს გამწარებული ვეძებ თბილისში მაღალი დონის რესტორანს. ოღონდ აი, იმინნა მაღალი დონის, ლამის მეტრდოტელი რომ გედგება თავზე მასეთს. არსებობს ეგეთი? ბარბარეზე ამბობენ მასეთიაო, მაგრამ გული არ მიმდის რატომღაც, სადღაც მიწურში როა. იდეაში, სადაც დავდივარ, თითქმის ყველგან დავაკვირდი რომ მარტო view fee ვიხდი. მომსახურება სტანდარტულად ერთნაირია, 1-2 შემთხვევის გარდა. რომ ვთქვა სადმე ვიყავი და გადავღვრთოვანდი, -არა. ყველაფერი მეტნაკლებად მაინც ერთ ყაიდაზეა. განსხვავებული მენიუ, არასტანდარტული კერძები ან გამორჩეული მომსახურება და ა.შ რა გახსენდებათ? მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 29 ნოემბერი, 2021 Posted 29 ნოემბერი, 2021 @amyმოდი, შენი თემა გაიჩითა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Katie Posted 29 ნოემბერი, 2021 Posted 29 ნოემბერი, 2021 @კიჭარტი ვარაზის ზევთან არის ორი, ორივეს აქებენ @Mulan კაი პურის ჭამა კაია :დ მე კუსკუსა, რეტრო, ეზოიანი კაფეები მიყვარს, თუმცა ძველ თბილისში რომ არის ეგეთები არა ბოლოს კანაპეში ვიყავი, მთელი სკოლის პერიოდი სულ კანაპე მესმოდა, ხოდა ბოლოს რამდენჯერაც წავედი აი, ეგეთი მარაზმი საჭმელი/სასმელი მე არ მინახავს 'nothing ever happened, not even this' Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბაყბაყდევი Posted 29 ნოემბერი, 2021 Posted 29 ნოემბერი, 2021 ვაფშე აღარ ვიცი თბილისის კაფეები ბოლო 2 წელია აღარ დავდივარ და მიმავიწყდა დაყარეთ აბა რეკომენდაციები This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი კიჭარტი Posted 29 ნოემბერი, 2021 Author Posted 29 ნოემბერი, 2021 @amy არასდროს არ მიყვარდა კანაპე და მსგავსი კონცეფციის კაფეები. როცა რამე მჭირდება, მაინცდამაინც მაშინ ვერ ვიხსენებ ხოლმე, ამიტომ გუგლ დოკში მაქვს უნივერსალური ფაილი და ვამატებ ხოლმე რაღაცებს როცა მახსენდება და არ მეზარება ;დდდდდ მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბაყბაყდევი Posted 29 ნოემბერი, 2021 Posted 29 ნოემბერი, 2021 1 minute წინ, კიჭარტი said: ამიტომ გუგლ დოკში მაქვს უნივერსალური ფაილი 1 minute წინ, კიჭარტი said: ვამატებ ხოლმე რაღაცებს This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Katie Posted 29 ნოემბერი, 2021 Posted 29 ნოემბერი, 2021 @კიჭარტი აუ, იქნებ გახსოვდეს ან იცოდე ვიყავი ერთ კაფეში, მარტო ადგილი მახსოვს, არც სახელი არაფერი ვაბშე :დ ხოდა მინდა არადა ისევ წასვლა, ფბზე იმდენი კაფე მაქვს დალაიქებული მასე ვერ ვიპოვნი. მოკლედ, მარჯანიშვილზე რომ რაღაც მაღალი ბიზნეს ოფისია მაგას უნდა ჩაუყვე ბოლომდე თითქმის და მოპირდაპირე მხარეს არის ეგ კაფე. აქვს ძალიან კარგი შიდა ეზო. 'nothing ever happened, not even this' Share on other sites More sharing options...
ფორუმელი კიჭარტი Posted 29 ნოემბერი, 2021 Author Posted 29 ნოემბერი, 2021 @ბაყბაყდევი ეხლაც ვერ ვიხსენებ დიდად ვერაფერს, მაგრამ დავუყვეთ ხედიანებს: რესპუბლიკა (გრილ ბარი არა, ვარდების მოედანზე როა ეგ):მომწონს ეგ ადგილი. ინტერიერი ნორმ, ხედი კარგი, მენიუ დიდად არ მახსოვს, მაგრამ ძაან მრავალფეროვანიც არ იყო. ქათმის ჩხირები აქვთ ძაან გემრიელი. მუსიკა- გემოვნებიანი, მომსახურება- ოკ, ვერც მიედავები, ვერც გადაირევი. ტუალეტში სელფის სარკე კაია. მერკურის ტერასა 360: ხედი-ლამაზი, მაგაში იხდი პრინციპში. თორემ არც მენიუ და არც კერძები დიდი არაფერი, პორციები-იასნია პატარა. ჩიზქეიქი და ჰუმუსი კარგი აქვთ. მუსიკა არ აქვთ. მომსახურება- ნორმალური + კარგისკენ. რო არ დამჭირვებოდა თხოვნა, ბოთლი გამიხსენით და ა.შ უკეთესი იქნებოდა ;დ ღუმელი: იასნია აქაც პორციები პატარა, კერძები არაფერი არ მომეწონა, კოქტეილიც არ მომეწონა, მუსიკა კარგი, ხედი სასწაული, ინტერიერი- სტანდარტული. მომსახურება აქაც ნორმალური +. ესეც მიყვარს მაინც. ფასები ლოკაციის შესაბამისი. ვერანდა დოქის ქუჩაზე: ცოტა დებილური მისაგნებია, პარკინგის შანსი 0. ცოტა ცუდი ასასვლელია. კერძები- გემრიელი პრინციპში, მე პიცაზე შევითხლიშე სოკოსი ;დ ხედი- სასწაული, შიდა და გარე სივრცე კაია, გათბობებიც არის. შიგნით გალერიასავითაა მოწყობილი და ძაან ქოზი გარემოა, მუსიკა არ არის, მომსახურებაც კაი. ნუ, ზედებთან შედარებით ეს ბარია და თავის ნიშაში კარგად ოპერირებს. ფასები- ძვირი მე ვიტყოდი, მენიუ- ნუ, დიდი არ არის მაგრამ კონცეპტუალურად გამართლებულია. 144 stairs cafe: ხედი სასწაული, მენიუ აქაც მწირი, დასაჯდომი მარტო ღია სივრცე, მენიუ- ნორმალური +, მომსახურებაც ასევე კონცეპტის შესაბამისი, ფასები აქაც ტურისტული იყო რამდენადაც მახსოვს და ასევე ჩემთვის ძაან დიდი ნაკლია, კატები საკვებ ობიექტზე ეს ბოლო ორი ობიექტი ჰგავს ძაან ერთმანეთს კონცეპტუალურად. ივერიას ტერასა: მენიუ არ მახსოვს როგორი იყო, კერძები არ მომეწონა, მუსიკა - დიჯეი იყო და ძაან ხმამაღლა, ვეხვეწებოდით დაეწიათ;დ მომსახურება კარგი +, ხედი კარგი. საბოლოოდ, ეს ადგილი მაინც მომწონს მე პირადად. ეტაპობრივად დავამატებ კიდევ ;დ 1 მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა