Jump to content
×
×
  • Create New...

ღირებულებების მასიური გადაფასება


Recommended Posts

  • ფორუმელი

გქონიათ?

რა მომენტში? თუ ფრეზენთ ქონთინიუსია ეგეც?

ასაკობრივია?- მაინც მილფობაში შევდივარ ნელნელა და რომ ვიცოდე:lol:

;(

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი

@კიჭარტი როგორც მამაშენი ამბობს ეგრე არ ხდება ეგ, ყოველ დღე ვერ გექნება...

რაღაც მნიშვნელოვანი პიზდეცი აიწევა, მიყვება მერე დომინოს პრინციპით ყველაფერი, დეკორაცია ემხობა, მსახიობებს მზის შუქი გრიმს უფუჭებს და შენთვისაც ყველაფერი ნათლდება... ეტაპობრივად ხდება რა. 

20 იანები ყველაზე მტკივნეული იყო, არ მეგონა ადამიანები ამდენ სისასტიკეზე წამსვლელნი თუ იყვნენ, ყველამ მატკინა ვისაც მივეცი ამის საშუალება. იასნად გრანდიოზული გადაფასებები მქონდა, 28 წლისას დავასრულე ახლა მხოლოდ ნიუანსობრივი ცვლილებების ეტაპი მაქვს ცხოვრებაში, მგონია რომ სანამ დედა არ გავხდები მანამ არაფერი ისეთი გრანდიოზული ცვლილება არ მოხდება. ეგ როლი ალბათ ბევრ რამეს სხვანაირად დამილაგებს შიგნითაც და გარეთაც...

როგორც წესი ამ ეტაპზე ბევრს ვემშვიდობებით ხოლმე ჩვენი ცხოვრებიდან რაც რა თქმა უნდა მარტივი და უმტკივნეულო პროცესი არაა. 

რაღაც მომენტში იაზრებ რომ სრულიად მარტო ხარ, ეს იქამდეც იცოდი მარა  აი აცნობიერებ, გინათდება და მანდ იწყება სხვა ეპოქა. მე ჩამკეტა ამ ეტაპმა. ჯერ ვერ მივდივარ წინ. სულ ასე ვერ იქნება მომიწევს სვლის გაგრძელება და უკვე ვგრძნობ რომ მალე მოხდება ეგ რაც მხოლოდ მახარებს :love:

 

 

Share on other sites

Quote

შავი პარასკევი — მადლიერების დღის მეორე დღე აშშ-ში. დღე, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია ამ დღეს აწყობს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს სხვადასხვა პროდუქციაზე. ზოგიერთ შტატში ითვლება დასვენების დღედ. მთელი წლის განმავლობაში, ვაჭრობის მხრივ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში.[1] ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გამოიყენეს გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად, მადლიერების დღის მეორე დღეს.[2][3] „შავი პარასკევი“ ხვდება 23-იდან 29 ნოემბრამდე შუალედში.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
50 minutes წინ, Mulan said:

28 წლისას

ვხდები მეც:drug: :((((( და მეც ბოლო 2 წელია აქტიურად მჭირს ეგ გადაფასებების მომენტი. რასაც ვაპროტესტებდი ან ვაიგნორებდი, ახლა ძაანაც ღირებული მეჩვენება და საინტერესო.

ოჯახი და ოჯახური ღირებულებები დავაფასე განსაკუთრებით. გაცნობიერებულად.

 

50 minutes წინ, Mulan said:

რაღაც მომენტში იაზრებ რომ სრულიად მარტო ხარ

აი მაგ აზრს ყველანაირად ვბლოკავ და ვერ ვეგუები! ვიცი რომ თავს ვიტყუებ, მაგრამ არ ვარ მზად თვალის გასასწორებლად. 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
12 საათის წინ, კიჭარტი said:

ოჯახი და ოჯახური ღირებულებები დავაფასე განსაკუთრებით. გაცნობიერებულად.

 

შენთვის მარტივია სიტუაცია. დედისერთა ხარ. მე მეორეხარისხოვანი შვილი ვიყავი სულ და ასე იქნება ყოველთვის. ამიტომ  სიმარტოვის განცდა ჩემთან ბეევრად მასშტაბურია სავარაუდოდ. ამის გამო ქვეყანასთან და ჩემ სახლთან დაკავშირებით მაქვს არაჯანსაღი მიჯაჭვულობა. მეგობრები ძნ მიყვარს მაგრამ ვიაზრებ რომ დროსთან ერთად შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. მოკლედ, ასეთ დროს ადამიანები შვილებს აჩენენ რომ მათ ჩამოეკიდონ, მე კიდევ ამასაც არ ვაკეთებ, ძაღლიც კი არ მომყავს :givi: სადიზმია თუ რა არ ვიცი მარა ვკაიფობ ამ ყველაფრით. ჯერ-ჯერობით. 

რაღაც მომენტში როცა აღმოაჩენ რომ ადამიანი არაა კაი არსება მაგ დროს არ უნდა გაბოროტდე ალბათ, მიუხედავად ამის აღმოჩენისა ამდენი სიყალბისა რაც გვახვევია ირგვლივ რაზეც მაქვს პრიტესტი მაინც მიყვარს ადამიანი, მათთან კომუნიკაცია, ცნობისმოყვარეობა მაქვს მათ მიმართ გულწრფელი. ემპათიაც წლებთან ერთად რაღაცნაირად გამომიმუშავდა. ბავშვობაში რომ მსჯიდნენ არ ვტიროდი, როგორც არ უნდა მტკენოდა, მახსოვს ეს ფრაზებიც და დედაჩემმაც ახსენა, ჩემი ძმა ეგრევე აღნავლდებოდა და მე ქვა და კლდე ვიყავი. ეტყობა ხასიათიცაა მაგრამ ახლა გამოვუშვი ადამიანური მე გარეთ და ბევრ რამეზე ვტირი და ვფშლუკუნებ უკვე, ასე უფრო მარტივიცაა თურმე. მსგავსი მნიშვნელოვანი დეტალების გადაფასებები ხდება ნელ-ნელა და უცებ იაზრებ რომ ჰოპ ჰაააჰ ნუთუ ეს მე ვარ :givi: 

მარა ეგ კრიზისები ჯერ ფსკერზე მიგვათრევს და თუ ძალა გყოფნის მერე აგრძელებ ზედაპირისკენ ცურვას, ღალატს, ორპირობას, სიმარტოვეს, შიმშილს, ყველაფერს ეცნობი და უცებ იჩითები საკუთარი პერსონალური ისტორიის და გამოცდილების თაიგულით რაც საააოოცრად მოგწონს :love:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Mulan said:

დედისერთა ხარ. მე მეორეხარისხოვანი შვილი ვიყავი სულ და ასე იქნება ყოველთვის

რა სისულელეა. ეგ განცდა უფრო შინაგანზეა დამოკიდებული და იმაზე რა დაგაკლდა ბავშვობაში. ანუ მშობლების მხრიდან ზრუნვა, მხარდაჭერა და ა.შ რამაც უნდა მოგცეს ზურგის ქონის განცდა და დაგაპიზიციონერებინოს შენი “მე”.

ახლა მოდაშია თან ყველაფრის ფსიქოლოგთან “დამუშავება” ;დ და იმის გაანალიზება ბავშვობის ტრავმა რა გაქვს ან გეშტალტი. საჭიროცაა. ხოდა ყველას გვაქვს ეგეთი რაღაც რაც გვინდოდა და დაგვაკლეს.

შენ რო შენმა ძმამ აგახია პირველობა, მე ჩემმა დეიდაშვილებმა ;დ უბრალოდ მკაფიოდ არ მიგრძვნია ეგ ბევრი რამის გამო. მაგრამ დღემდე ვერ ვხარშავ რომ დეიდაჩემებისთვის პირველი აღარ ვარ;დ ვსმისლე ვიცი რომ ვუყვარვარ, მაგრამ თავისი შვილები ხო უფრო უყვართ და ასეც უნდა იყოს. მაგრამ შინაგანად მაინც ვეჭვიანობ ხოლმე, ვაკონტროლებ უბრალოდ თავს რომ ეგ არაა ჯანსაღი. პროსტა ვაწვალებ ხოლმე დეიდაშვილებს, პირველი შვილი მაინც მე ვიყავი და მე უფრო დიდი ხანი ვუყვარვარ თქი:lol:

დედისერთობაც საერთოდ არაა კაი.

შეიძლება ნარკომანი ან ლუდომანი ძმა რო მყოლოდა ან ძიშოვკა და, ასე არ მეფიქრა, მაგრამ რომ არ მყვანან მგონია რომ ცუდია. ასაკში რომ ვიქნები, ის ვისი იმედიც მაქვს ისინი აღარ იქნებიან და მე უნდა ვიყო ჩემი თავისთვის მარტო, და-ძმას ვერ დავურეკავ, მაგ დროისთვის მეგობრებიდანაც ვინ მეყოლება შემორჩენილი ხზ. ჩემი დეიდაშვილებიც სადმე 9 მთას იქეთ იქნებიან და მაგათაც იქით უნდა ვუღუნო ტვინი... აბა ესე შეხედე ;დ

ასაკთან ერთად შეიძლება უფრო გადააფასოთ შენ და შენმა ძმამაც რაღაცები და უფრო ერთ გუნდად შეიკრათ. ვნახოთ.

 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, კიჭარტი said:

ა.შ რამაც უნდა მოგცეს ზურგის ქონის განცდა და დაგაპიზიციონერებინოს შენი “მე”.

ჰო და მე ეს არ მაქვს. 

შენ? 

ავდექი და მივაშურე წიგნებს. ამან გადამარჩინა ფიზიკურად.

11 minutes წინ, კიჭარტი said:

დღემდე ვერ ვხარშავ რომ დეიდაჩემებისთვის პირველი აღარ ვარ;დ

დედაზე მნიშვნელოვანია დეიდა? 

არა.

12 minutes წინ, კიჭარტი said:

ასაკთან ერთად შეიძლება უფრო გადააფასოთ შენ და შენმა ძმამაც რაღაცები და უფრო ერთ გუნდად შეიკრათ. ვნახოთ.

 

მე და ჩემი ძმა სულ ვჩხუბობთ, ვხოცავთ ერთმანეთს მარა ბოლო სამი დღე 39 ები ქონდა სიცხე, ანტივაქსერია და არ მიჯერებს აცრაზე, სუსტი ფილტვები აქვს ბაშვობიდან, ჰო და სანამ ორჯერ უარყოფითი პსრ არ მივიღეთ ეს დღეები მაშინ როცა თავზე მეყარა საქმე სამსახურში ღამეები არ მეძინა. წუხელ 13 საათი მეძინა სამაგიეროდ. ასე რომ მე და ეგ ეგრე დავბერდებით, სულ ომი გვექნება, რა თქმა უნდა ვუყვარვარ, თუ გაიგებს რამე მჭირს დღეში ასჯერ მირეკავს მაგრამ ამდენი წელია ცოლი ყავს, ყოველთვის როცა ვარდება სიტუცია, ხელისგულზეც რომ იდოს ჩემი სიმართლე მაინც არასდროს მაპაძერჟკებს, მალე მამა გახდება, შვილი კიდევ უფრო დაადისტანცირებს ჩემგან. ეს ასე ხდება ალბათ ყველგან, ბუნებრივად ლაგდება პრიორიტეტები. მე როგორ მოვიქცეოდი მის ადგილას სხვა თემაა მაგრამ ის რომ ჩემი ძმაა რომლის გამოც ბოლო 5 ღამე კოშმარები მესიზმრებოდა და დამამშვიდებლებს ვსვამდი, ძილის წამლებს ვსვამდი და მაინც ვერ ვიძინებდი ეგ ვიცი. დედისერთობას რა თქმა უნდა ჯობია გყავდეს ძმა რომელთან ერთადაც მუდმივად ომი გექნება. საბოლოო ჯამში მგონია რომ დედის და შვილის ურთიერთობა ბევრად უფრო გულწრფელი და უანგაროა ვიდრე ნებისმიერი სხვა ურთიერთობები რა. 

მეგობარს მამა გარდაეცვალა, დედამის და მამამის 7 წელი უყვარდათ ერთმანეთი სანამ დაოჯახდებოდნენ, ეს დაქალი ერთადერთია ჩემ გარემოცვაში ვისაც ვაუვ ოჯახი აქვს, ხმამაღალი სიტყვა არ ისმოდა არასდროს და არც ისმის ახლა მათთან, სულ ამბობდნენ ერთად უნდა მოვკვდეთო, დედა განადგურებულია, დაქალიც მამიკოს გოგოა და ისეთი ისტერიკები ქონდა ძლივს ვაწყნარებდით, გათიშული დედამისი პერიოდულად გადმოწევდა ხელს და შვილის ხელებს სინჯავდა ცივი ხო არ ქონდა რომ გაერკვია თან სამძიმარზე ჯდომისას. მაგ დროს ხვდები რომ ვაფშე სხვა ქიმიაა და გადაწყობილი შიდა მენტალური ღერძი დედაში რა. დედმამიშვილებს ყველას თავისი ცხოვრება აქვთ, მშობელი მთავარი არსებაა რომელიც იმაზე მეტს ნიშნავს ვიდრე შეიძლება ჩვენ ვიაზრებდეთ, ვერც დეიდა, ვერც ბებია ვერც მამიდა ვერასდროს ჩაგინაცვლებს მთავარს. 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   174 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 173 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • Googlebot(1)