Jump to content
×
×
  • Create New...

ჭინჭყლობის ეფექტი ქართულ პოლიტიკაში


Recommended Posts

  • ფორუმელი

@Seth კარგად ვიცი მთავრობა ვის რას უშვრება, ისიც ვიცი რომ ეს მთლად კერძო ბიზნესი არაა. პოლიტ ინტერესების მქონე ტელევიზიაა. ამის გამო უარესად იტისკება. მარა იმასაც ვხედავ რომ რიგ შემთხვევებში ჭიანჭველასგან სპილოს აგენერირებენ. 

აი თქვენ კი პრინციპულად არ გსურთ გაიგოთ რასაც ვამბობ. ამიტომ მოდით შევწყვიტოთ მე და თქვენ ეს დიალოგი:yes:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
28 minutes წინ, Freeman said:

ათეისტი კაცი ღმერთისკენ მიმაბრუნა, უფალო დაგვასისტემრესთორე, ემანსიპაციამდეთქო მოვთქვამდი 

:rolf::up:

29 minutes წინ, Freeman said:

ჯასთ დამღლელია რაა.

ზუსტად ეგაა ერთ-ერთი გათვლაც სენიორ, უნდა დაიღალო, აღარ არ უნდა მიაქციო ყურადღება არაფერს. აღარ უნდა გააპროტესტო. ესენი კი იმას გააკეთებენ რაც უნდათ და როგორც უნდათ. 

იმ გერმანელ პასტორზე ხომ გახსოვთ - აღარავინ დარჩაო. ჰოდა ეგრე იქნება ჩვენთანაც. ყველას შეეხება ადრე თუ გვიან, და მერე გვიანი იქნება.

რამდენსაც არ გავაპროტესტებთ სენიორ, რაც არ უნდა უმნიშვნელო იყოს მით უფრო უარესის წინაშე დავდგებით მომავალში.

30 minutes წინ, Mulan said:

აი თქვენ კი პრინციპულად არ გსურთ გაიგოთ რასაც ვამბობ

:დ ანუ კანონს რომ თავზე გვახევს მთავრობა ეს ჭიანჭველა ყოფილა. რას გვთავაზობთ? გადაიხადოს ვაიპროკურორმა 112 კ არ ატეხოს ჭყლოპინი და საერთოდ ნაკლებად შეგვაწუხოს? :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Seth ისევ და ისევ სენიორ

ყველა მთავრობა თავზე გვახევდა კანონებს, ისიც და ესეც, მაშინ რუსთავი ორი აეხა მესაკუთრეებს, ახლა 112 კათი ჯარიმდება ტვ არაფრის გამო, სხვა რამეს ვამბობ, არ უარვყოფ რომ პოლიტ ნიშნით მოხდა მათი დაჯარიმება, უბრალოდ იი ტელევიზია დაგვეხურება ამ ჯარიმის გამო არის ისტერიკები! თუ და სავარაუდოდ არ გადაიხდიან წავა ცალკე სასამართლო დავები... ეს უნდათ და საზ აზრის ფორმირება და ტონუსში ყოფნა მუდმივად დუღილის ტემპერატურის შესანარჩუნებლად. რაზე მეჭუჭყუნებით გვარამიასავით ვერ ვხვდები :lol:

 

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

არც ზოგადად და არც კონკრეტულად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ შემთხვევაში უკანონოდ "გატისკული" ტიპის ყვირილის მოტივაციას. უფრო სწორად არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. რაც არ უნდა იყოს ეს მოტივაცია მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.

გაცილებით და შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანია მთავრობის მოქმედების კანონიერება ვიდრე "გატისკულის" სავარაუდო გათვლები. ქართველებამდე უნდა დავიდეს  რომ - ა) მთავრობის მიერ ჩადენილი უკანონობა ნებისმიერი კონკრეტული პირის წინააღმდეგ არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილი უკანონობა; ბ) არანაირი მიზეზით არ შეიძლება გაუტარო მთავრობას უკანონობა (ნებისმიერი დოზისა და ნებისმიერი ხარისხის); გ) მთავრობის ან/და მისი წარმომადგენლის მიერ ჩადენილი უკანონობა ან/და კორუფციული ქმედება შეუდარებლად უფრო აღმატებული ხარისხისაა ვიდრე ნებისმიერი კერძო სუბიექტის მიერ ჩადენილი იგივე ქმედება და შესაბამისად გაცილებით უფრო სერიოზული სასჯელით (როგორც სისხლის სამართლებრივი კუთხით, ასევე საზოგადოების რეაქციის მხრივ) უნდა ისჯებოდეს.

მანამდე სანამ ამ სამ მარტივ რაღაცას არ გავიგებთ და არ გავითავისებთ, მანამდე იმასგვიზამს ნებისმიერი მთავრობა და ეს ჩვენი ბრალი იქნება და არა მათი.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი

მაგალითი: პოლიციელის მიერ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება 10 პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის გამოძიების საქმეში, ავტომატურად იწვევს საქმის სასამართლოზე არგატანას პროკურორის მხრიდან (მინიმუმ) და/ან ამ პირის განთავისუფლებას (მაქსიმუმ), აგრეთვე როგორც ამ ასევე ყველა ამ საქმეში ჩართულ  პოლიციელზე შიდა გამოძიების დაწყებას. + ამ საქმეს დაატრიალებს ყველა ტელევიზია და ყველა ე.წ. "საზოგადოებრივი სპიკერი" სულ დედის იმის გინებით ილაპარაკებს პოლიციელების მიერ ჩადენილ სავარაუდო უკანონობაზე და აქედან გამომდინარე საფრთხეებზე.

რატომ? იმიტომ რომ ცივილიზებული საზ-ბა დიდი ხანია მიხვდა, რომ სახელმწიფოს მიერ ჩადენილი უკანონობა თუნდაც 10 პირის სავარაუდო მკვლელის მიმართ, გაცილებით უფრო საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის. აი ასე მარტივადაა ეს ამბავი.

 

პ.ს. საერთოდ არაფერს ვამბობ იმაზე რომ მაგალითად იუქეის ყოფილ იუსტიციის მინისტრს (ეხლა პარლამენტარია), სულ დედის ის ადგილი აგინეს იმის გამო რომ მისი კერძო საქმიანობისთვის იყენებდა პარლამენტარის ბიუროს ოთახს და ინტერნეტს :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Seth said:

მაგარი სიცოცხლისუნარიანი სერიალი ყოფილა ეს :დ 

ჰეეჰ :) კარგი პასუხი იყო მუსიე სეტ !!!

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share