Jump to content
×
×
  • Create New...

ყინულოვანი სამყარო დნება


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

გასაბერი ნავი თოვლიან ნაპირს უახლოვდება და ნეკოს ყურეში მობინადრე სუბანტარქტიკული, იგივე პაპუის პინგვინები პირველად ხედავენ ადამიანს თითქმის წელიწადის განმავლობაში.

ტურისტების ჯგუფის ნაცვლად (რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო არ არიან) ნავიდან გადმოდის პინგვინების შემსწავლელი ბიოლოგი ტომ ჰარტი და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე მეცნიერი, რომლებიც ანტარქტიკის ნახევარკუნძულს 2021 წლის იანვარში უბრუნდებიან. პაპუის პინგვინების დაახლოებით 2000-ინდივიდიან კოლონიაში ჟივილ-ხივილი ისმის. პინგვინები ყურადღებას არ აქცევენ ჰარტს, როდესაც ის ტაიმ-ლაფსის გადამღებ ვიდეოკამერასთან მიდის.

ვიდეოკამერა პინგვინების ფოტოებს ყოველ საათში იღებდა, გამთენიიდან დაღამებამდე, მას შემდეგ, რაც ოთხი თვის წინ პინგვინები კვერცხების დასადებად და ბარტყების გასაზრდელად კოლონიური ბუდობის ადგილას დასახლდნენ. ის ერთ-ერთია ასამდე ვიდეოკამერიდან, რომლებიც 1340 კმ სიგრძის და 70 კმ სიგანის ნახევარკუნძულზეა განლაგებული და უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სამი სახეობის პინგვინის მობუდარ კოლონიებს აკვირდება.

STOCKPKG_MM9599_044_DSC_2580a%C2%A9Thomaწყლის ზედაპირზე ამ ბრტყელი აისბერგის 10%-ს ვხედავთ. მისი ჩაძირული მასის ნაწილი ფირუზისფრად ანათებს ანტარქტიკის სრუტის გამჭვირვალე წყლებში. უედელის ზღვაში ლარსენის შელფური მყინვარის C სეგმენტს მოწყვეტილი აისბერგები „აისბერგების სასაფლაოს“ სახელით ცნობილ სრუტეს მიუყვებიან. საველე ფოტოგადაღება დააფინანსა ფონდმა „გადავარჩინოთ ჩვენი ზღვები“.

ნახევარკუნძულზე პაპუის პინგვინების (Pygoscelis papua) რიცხვი სწრაფად გაიზარდა უკანასკნელ 30 წელიწადში, მრავალ ადგილზე – სამჯერ და უფრო მეტად. ფრინველები სამხრეთისკენ ვრცელდებიან ახალ რაიონებში, რომლებიც მანამდე მათთვის მეტად ყინულოვანი იყო. ამის საპირისპიროდ, მათი მონათესავე სახეობების – უფრო მცირე ზომის ანტარქტიკული პინგვინების (Pygoscelis antarcticus) და ელეგანტური, შავთავიანი ადელის პინგვინების (Pygoscelis adeliae) რიცხვი 75%-ზე მეტად შემცირდა მრავალ კოლონიაში, იქ, სადაც პაპუის პინგვინები წარმატებით მრავლდებიან.

„ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ვკარგავთ ერთ ანტარქტიკულ პინგვინს და ერთ ადელის პინგვინს და მათ ნაცვლად ვიძენთ ერთ პაპუის პინგვინს“, – ამბობს ჰარტი. 

პინგვინები მეტად მგრძნობიარენი არიან გარემოს ცვლილებების მიმართ და პროდუქტიული ზღვების და უხვი ნადავლის იმედზე არსებობენ. პინგვინების შემსწავლელი მეცნიერები არ ფიქრობენ, რომ ანტარქტიკული და ადელის პინგვინები პლანეტიდან გაქრებიან – ნახევარკუნძულის მიღმა ზოგიერთი კოლონიის რიცხვი სტაბილურია, ზოგიერთის რიცხოვნობა კი შეიძლება იზრდებოდეს კიდეც.

„ჩვენ მხოლოდ ის გვაშფოთებს, რომ მათი რიცხვი ასე მკვეთრად მცირდება ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე“, – ამბობს ეკოლოგი ჰეზერ ლინჩი. პინგვინის პოპულაციის ცვლილებები ანტარქტიდის წყლებში გამაფრთხილებელი ნიშნებია იმისა, რომ ეკოსისტემა ირღვევა. „ეს ნამდვილად გვეუბნება, რომ რაღაც შეიცვალა სამხრეთ ოკეანის მოწყობის პრინციპში და ეს, ყოველგვარი სიტყვებით თამაშის გარეშე, მხოლოდ აისბერგის მწვერვალია“. 

ეს ყინულოვანი სამყარო საფრთხის წინაშე იმყოფება – ანტარქტიკის ნახევარკუნძული ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი დათბობის ადგილია პლანეტაზე. 2020 წლის თებერვალში ანომალიური სიცხის დროს ჰაერის ტემპერატურამ არგენტინულ ესპერანსას ბაზაზე, ნახევარკუნძულის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილზე, რეკორდულ 18,3°C-ს მიაღწია (ზაფხულის ტემპერატურა, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე გრადუსით აღემატება გაყინვის ტემპერატურას). ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ნახევარკუნძულის ირგვლივ ზღვის ყინული იკლებს. 2016 წელს ის რეკორდულად შემცირდა მას შემდეგ, რაც XX საუკუნის 70-იან წლებში ყინულოვანი საფარის ცვლილებების თანამგზავრული მონიტორინგი დაიწყო.

STOCKPKG_MM9599_040_DSC_9343%C2%A9Thomasპაპუის პინგვინები ნეკოს ყურეში კვერცხებს ქვის ბუდეებში ჩეკენ და ბარტყებს ვეშაპის მალასთან ზრდიან. დღეს ვეშაპები დაცულნი არიან და ადამიანები მათ ნაცვლად კრილს იჭერენ, რომელიც ვეშაპების, თევზების, სელაპების და პინგვინების მთავარი საკვებია.

ეს პრობლემას ქმნის, რადგან ზღვის გაყინული წყალი ნეკის ზომის კიბოსნაირების – ანტარქტიკული კრილის თავშესაფარია, რომელიც სამხრეთ ოკეანეში კვებითი ქსელის უმნიშვნელოვანეს შემადგენელს წარმოადგენს. მცირე ზოლიანი ვეშაპები და კუზა ვეშაპები ამ ცხოველებით მთლიანად ივსებენ პირს. კრილს კალმარები, თევზები და პინგვინებიც მიირთმევენ, ხოლო მრავალი კრილისმჭამელი სახეობა, თავის მხრივ, უმაღლესი დონის მტაცებელთა მსხვერპლია. კრილის გარეშე მთელი ეკოსისტემა მოიშლება.

გაურკვეველია, რა რაოდენობის კრილი დაიკარგა დათბობის გამო. ამავდროულად, სამხრეთის ოკეანის წყლები ანტარქტიკის ნახევარკუნძულის ირგვლივ კრილის უმსხვილესი სამრეწველო მოპოვების წყაროა: თევზის გადამამუშავებელი გემები დღეში 725 ტონაზე მეტს მოიპოვებენ. ამ კიბოსნაირებს გადაამუშავებენ ისეთი პროდუქტების მისაღებად, როგორებიცაა მეცხოველეობაში გამოყენებული თევზის ფქვილი და კრილის ზეთი, რომელიც საკვები დანამატია.

ლინჩის თქმით „ზღვის ყინულის კლების გამო კრილის გადამამუშავებელ გემებს უფრო თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება“. 

ამგვარი ზემოქმედების გამო ანტარქტიკის შემსწავლელმა საერთაშორისო ჯგუფმა 670 კვადრატული კილომეტრი ფართობის ზღვების დასაცავად საზღვაო დაცული ტერიტორიის შექმნის გეგმა შეიმუშავა ანტარქტიკის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროსთან მიმართებაში.

STOCKPKG_MM9599_033_DSC_0078%C2%A9Thomasუედელის სელაპი ოკეანეში ნებივრობს. სელაპები ზღვის ყინულის ქვეშ ნადირობენ და გამოსცემენ ხმებს, რომლებიც შესაძლოა ექოლოკაციის მსგავსად მოქმედებდეს და მათ ბნელ წყალში ნადავლის აღმოჩენაში ეხმარებოდეს.

ასეთი დაცული ტერიტორიების შექმნის გადაწყვეტილებებს იღებს ანტარქტიკის ზღვის ცოცხალი რესურსების კონსერვაციის კომისია – 1982 წელს დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ზღვის ცოცხალი ორგანიზმების შენარჩუნება ანტარქტიკის წყლებში. კომისია მოქმედებს ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც 1959 წელს 12-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი, შეწყვიტეს რა ტერიტორიული დავები და ანტარქტიდა მშვიდობასა და მეცნიერებას დაუთმეს.

თითქმის ორი ათეული წლის წინ კომისიამ პირობა დადო, რომ სამხრეთის ოკეანეში დაცული ტერიტორიების ქსელს შექმნიდა.

პირველი დაცული ტერიტორია 2009 წელს დაარსდა და ის იცავს წყლებს სამხრეთ ორკნის კუნძულებთან – ანტარქტიკის ნახევარკუნძულის უკიდურესი ბოლოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 600 კილომეტრში. მეორე იცავს (2016) როსის ზღვის ნაწილს, კონტინენტის მეორე მხარეს. 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრაზე კომისიამ უნდა განიხილოს განაცხადი დასავლეთ ანტარქტიკის ნახევარკუნძულისა და კიდევ ორი ზონის შესახებ.

ანტარქტიკის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროსთვის გათვალისწინებული ღონისძიებები, ველური ბუნებისთვის განკუთვნილ მნიშვნელოვან წყლებს, ოთხ ძირითად დაცულ ზონაში აარიდებს კრილის სარეწ გემებს. მათგან ყველაზე დიდი სამხრეთში მდებარეობს. ამ ტერიტორიას არ ითვისებდნენ, რადგან ის ყინულითაა დაფარული. მომავალში აქ კომერციული თევზჭერა საერთოდ აიკრძალება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დანარჩენი დაცული ტერიტორიებით განისაზღვრება ის ზონა, სადაც კრილის მოპოვება განახლებული რეგულაციების შესაბამისად გაგრძელდება.

დაცული ტერიტორიების შექმნის მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯები მოიცავს სამეცნიერო მონაცემების შეგროვებას არსებული მდგომარეობის შესახებ. 2012 წლიდან ჩილელი და არგენტინელი მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე დაცული ტერიტორიის შექმნის სამუშაოს. დაცვის პრიორიტეტული სფეროების დასადგენად, კომპიუტერულმა პროგრამამ გააანალიზა სრული ინფორმაცია სამხრეთის ოკეანის ამ ნაწილში მობინადრე ცხოველების შესახებ.

  • STOCKPKG_MM9599_032_DSC_7697%C2%A9Thomas
    გალერეის გახსნა
  • STOCKPKG_MM9599_003_DSC_1871%C2%A9Thomas
    გალერეის გახსნა
  • STOCKPKG_MM9599_DSC_0642%C2%A9Thomas-Pes
    გალერეის გახსნა
  • STOCKPKG_MM9599_031_DSC_7658%C2%A9Thomas
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ქარი, მზე და თოვლი ერთად წარმოქმნიან ანტარქტიდის აისბერგების რთულ ფორმებს. ყინულის წარმოქმნისას მასში მოხვედრილი ჰაერის ბუშტუკები დნობის დროს გამოთავისუფლდება და სკულპტურულ კონტურებს სძენს მათ.

ყინულოვანი ზღვის პეიზაჟი მეტად დინამიკურია. „ჩვენ ვუყურეთ ერთ-ერთი ასეთი თაღის ჩამონგრევას“, – ამბობს ფოტოგრაფი და National Geographic-ის მკვლევარი თომას პეშაკი.

აისბერგები, როგორიც ეს რომბოიდია, რომელსაც ფირუზისფერი მდნარი წყლის აუზი აქვს თავზე მოქცეული, წყლის ზედაპირიდან მინიმუმ ხუთ მეტრზე არიან აღმართულები. დნობის შედეგად აისბერგები პატარა მოტივტივე ყინულებად გადაიქცევიან.

ცვალებადი ელემენტები სამხრეთის ოკეანის აისბერგებს ხელოვნების ეფემერულ ნიმუშებად გარდაქმნის. „არცერთი მათგანი არ არის ერთმანეთის მსგავსი, – ამბობს პეშაკი, – ისინი ყოველთვის იცვლებიან“.

გააზიარეთ ფოტო
  • STOCKPKG_MM9599_032_DSC_7697%C2%A9Thomas
  • STOCKPKG_MM9599_003_DSC_1871%C2%A9Thomas
  • STOCKPKG_MM9599_DSC_0642%C2%A9Thomas-Pes
  • STOCKPKG_MM9599_031_DSC_7658%C2%A9Thomas
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ქარი, მზე და თოვლი ერთად წარმოქმნიან ანტარქტიდის აისბერგების რთულ ფორმებს. ყინულის წარმოქმნისას მასში მოხვედრილი ჰაერის ბუშტუკები დნობის დროს გამოთავისუფლდება და სკულპტურულ კონტურებს სძენს მათ.

ყინულოვანი ზღვის პეიზაჟი მეტად დინამიკურია. „ჩვენ ვუყურეთ ერთ-ერთი ასეთი თაღის ჩამონგრევას“, – ამბობს ფოტოგრაფი და National Geographic-ის მკვლევარი თომას პეშაკი.

აისბერგები, როგორიც ეს რომბოიდია, რომელსაც ფირუზისფერი მდნარი წყლის აუზი აქვს თავზე მოქცეული, წყლის ზედაპირიდან მინიმუმ ხუთ მეტრზე არიან აღმართულები. დნობის შედეგად აისბერგები პატარა მოტივტივე ყინულებად გადაიქცევიან.

ცვალებადი ელემენტები სამხრეთის ოკეანის აისბერგებს ხელოვნების ეფემერულ ნიმუშებად გარდაქმნის. „არცერთი მათგანი არ არის ერთმანეთის მსგავსი, – ამბობს პეშაკი, – ისინი ყოველთვის იცვლებიან“.

არგენტინის და ჩილეს დელეგაციებმა ინფორმაცია მოითხოვეს სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც ასევე კომისიის წევრები არიან. „ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი იყო კოლექტიური ხედვის შექმნა“, – ამბობს მერსედეს სანტოსი, საზღვაო ბიოლოგი, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობდა როგორც არგენტინის ანტარქტიდის ინსტიტუტის მკვლევარი.

ერთ-ერთი მიზანია ნახევარკუნძულის ეკოსისტემების გამძლეობის უზრუნველყოფა ცვალებადი კლიმატის მიმართ – უპირველესად თევზჭერის ადგილების რეგულირებით.

„დაცული ტერიტორია ვერ შეაფერხებს კლიმატის ცვლილების გავლენას, მაგრამ შეამცირებს ეკოსისტემაზე ზეწოლას“, – ამბობს სანტოსი. 

კომისიამ დაადგინა კრილის მოპოვების ყოველწლიური კვოტა ანტარქტიკის ნახევარკუნძულის მიმდებარე წყლებში 155 000 ტონის ოდენობით, რაც სავარაუდო მარაგის – საერთო ბიომასის – ერთ პროცენტზე ნაკლებია. საერთო ჯამში, ექსპერტების თქმით, ეს ეკოლოგიურად მდგრადი თევზჭერა უნდა იყოს, აკმაყოფილებდეს ერთ პირობას: კრილის მოპოვება უნდა იყოს მიზნობრივი.

„საკვებგამოლეული პინგვინებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მოპოვებული კრილი რეგიონში არსებულის მხოლოდ მცირე პროცენტს შეადგენდა“, – ამბობს ლინჩი.

STOCKPKG_MM9599_035___DSC5347%C2%A9Thomaასიათასობით პინგვინი ბუდეს ბეილი-ჰედში, დესეპშენის კუნძულზე, ანტარქტიკის ნახევარკუნძულიდან ჩრდილოეთისკენ 110 კილომეტრში იკეთებს. მიწაზე, სადაც გეოთერმული ენერგიის წყალობით მყინვარები არ არის, მწვანე ხავსები და მღიერები იზრდება.

„თუ შეისწავლით თევზჭერის სქემებს უკანასკნელი 10 ან 15 წლის განმავლობაში, ნახავთ, რომ თევზსაჭერი ფლოტილიები მუდმივად ერთსა და იმავე ადგილებში დადიოდნენ“, – ამბობს სესარ კარდენასი ჩილეს ანტარქტიდის კვლევითი ინსტიტუტიდან. თევზმჭერი ფლოტილიები უპირატესობას კრილით მდიდარ ადგილებს ანიჭებენ, სადაც ვეშაპები და პინგვინები იკვებებიან. 2020 წელს ჩატარებულმა 30 წელიწადზე მეტი ხნის მონიტორინგის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ, თუ ადგილობრივი კრილის ჭერის მაჩვენებლები მაღალია, პინგვინების მდგომარეობა უარესდება, რაც აისახება მათი ნაშიერების წონასა და წარმატებულ გამრავლებაში. 

ტერიტორიის გარკვეულ ნაწილებში კრილის რეწვის შეზღუდვამ შეიძლება უზრუნველყოს კრილის პოპულაციის მდგრადობა იმ ადგილებში, სადაც მშობელი პინგვინები იკვებებიან.

STOCKPKG_MM9599_007_DSC_7392%C2%A9Thomasანტარქტიკული პინგვინების წყვილი ნისკარტებს ზევით იშვერს და, სავარაუდოდ, ამ შინაარსის ხმოვან სიგნალს გამოსცემს: „ეს ჩემი უბანია“. მეზობლებიც უერთდებიან ხმაურიანი ჟივილ-ხივილით, რომელიც ტალღებად გადაეცემა მთელ კოლონიას. ნახევარკუნძულის გასწვრივ ანტარქტიკული პინგვინების რიცხოვნობა მცირდება, რაც იმის ნიშანია, რომ სამხრეთის ოკეანის ეკოსისტემა მკვეთრად იცვლება, შესაძლოა, კლიმატის ცვლილებისა და კრილის კომერციული მოპოვების გამო.

შემდეგი ნაბიჯი ძირითადად პოლიტიკურ სფეროშია გადასადგმელი – კომისიის ყველა წევრს შორის კონსენსუსის მიღწევა. სავარაუდოდ, დღის წესრიგში დადგება აქტიური დისკუსია – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ როსის ზღვის რეგიონის საზღვაო დაცულ ტერიტორიასთან დაკავშირებული შეთანხმება, რომელიც ოთხი წლის წინ ამოქმედდა, რამე ინდიკატორს წარმოადგენს.

როსის ზღვა ანტარქტიდის ღრმა ყურეა კრაისტჩერჩის (ახალი ზელანდია) სამხრეთით 3700 კილომეტრში. ითვლება, რომ ეს დედამიწაზე შემორჩენილი ერთი-ერთი უკანასკნელი ხელუხლებელი ზღვის ეკოსისტემაა. მის წყლებში უდიდესი რაოდენობის მტაცებელი ცხოველი ბინადრობს.

„აქ უჩვეულო რაოდენობის ყველა ის საოცარი ზღვის არსებაა, რომლებითაც ვიცნობთ ანტარქტიდას“, – ამბობს კასანდრა ბრუქსი, საზღვაო მეცნიერი, რომელიც 2004 წლიდან მუშაობს სამხრეთის ოკეანეში. „ეს მართლაც ის ადგილი იყო, რომლის ირგვლივაც გაერთიანდა საერთაშორისო საზოგადოება“. 

როსის ზღვა დაცვის პრიორიტეტი გახდა კლიმატის ცვლილების და ანტარქტიკული კბილთევზას (Dissostichus mawsoni) კომერციული ჭერის გამო. ამის მიუხედავად, 10 წელიწადზე მეტი ხნის წინ როსის ზღვაში დაცული ტერიტორიის შესაქმნელად საჭირო გახდა სამეცნიერო დაგეგმარება და ხუთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკება კომისიის მხრიდან.

STOCKPKG_MM9599_011_DSC_4784%C2%A9Thomasპაპუის პიგვინები მოდრეიფე აისბერგზე ისვენებენ. ყინულზე ასასვლელად ისინი ფეხებზე არსებულ ბრჭყალებს იყენებენ. მათი რიცხვი ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე გასული ოთხი ათწლეულის განმავლობაში ექვსზე მეტჯერ გაიზარდა.

დისკუსიები თევზჭერის უფლებების და დაცული ტერიტორიის საზღვრების თაობაზე ჩიხში შევიდა და თავდაპირველი პარამეტრები თანდათანობით შეიცვალა. თევზჭერის ძირითადი ქვეყნები თანამშრომლობას მაშინ დათანხმდნენ, როდესაც დაცული ტერიტორიის ფართობი 40 პროცენტით შემცირდა (მოგვიანებით დამატებებმა აღადგინა მთლიანი ტერიტორიის ფართობი). როსის ზღვაში არ ხდება კრილის სამრეწველო მოპოვება, თუმცა ეს საკითხი ღია დარჩა. კრილის კვლევის ზონის დადგენამ და შეთანხმებამ იმის თაობაზე, რომ კრილის ჭერა შეიძლებოდა კბილთევზას რეწვის ზონაში, ჩინეთის მხარდაჭერა მოიპოვა 2015 წელს.

რუსეთი, უკანასკნელი მხარე, რომელიც თავს იკავებდა, თავმჯდომარეობდა კომისიის სხდომას 2016 წლის ოქტომბერში ჰობარტში (ტასმანია). საბოლოო შესწორება მოიცავდა 35 წლის შემდეგ ვადის გასვლის პირობას, როდესაც როსის ზღვის დაცვის საკითხის განხილვა ხელახლა მოხდება.

ორკვირიანი თათბირის შემდეგ, მონაწილეებმა როსის ზღვის დაცული ტერიტორიის დაარსების შესახებ გააკეთეს განცხადება. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი დაცული საზღვაო ტერიტორიაა დაახლოებით 1,5 მლნ კვ. კმ ფართობით და ასევე 474 000 კვ. კმ ფართობით როსის შელფური მყინვარის ქვეშ – საერთო ჯამში ის მექსიკის ფართობს უტოლდება.

STOCKPKG_MM9599_052_DSC_3650%C2%A9Thomasპინგვინებს შორის ადელის პინგვინები ყველაზე მეტად არიან ყინულზე დამოკიდებულნი ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც მათი რიცხოვნობა მცირდება, რადგან ყინული დნობას განაგრძობს. სამხრეთის ოკეანის ამ რეგიონის დაცვა „ვერ შეაფერხებს კლიმატის ცვლილების გავლენას, მაგრამ შეამცირებს ზეწოლას ეკოსისტემაზე“, – ამბობს არგენტინელი საზღვაო ბიოლოგი მერსედეს სანტოსი.

„ყველა ტაშს უკრავდა, ყვიროდა, ერთმანეთს ეხუტებოდა და ტიროდა“, – ამბობს ბრუქსი. „ეს მართლაც ღირსშესანიშნავი მომენტი იყო“. 

2021 წლის ივნისში დიდმა შვიდეულმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა კომისიის ინტერესს სამხრეთ ოკეანეში დაცული ტერიტორიების ქსელის შექმნის თაობაზე. ანტარქტიკის ნახევარკუნძულის განაცხადთან ერთად, კიდევ ორი რეგიონი განიხილება დაცული ტერიტორიის სტატუსისათვის – აღმოსავლეთი ანტარქტიკა და უედელის ზღვა.

2021 წლის ოქტომბრის სხდომა ონლაინ გაიმართა კორონავირუსის პანდემიის გამო. წელს სრულდება ანტარქტიკის ხელშეკრულების ამოქმედების 60 წლისთავი, რაც უფრო მეტ ოპტიმიზმს მატებს მათ, ვინც სამხრეთის ოკეანის უფრო მეტი დაცულობისკენ ისწრაფვის. როგორც მერსედეს სანტოსი ამბობს, „ეს შეხსენებაა, რომ კიდევ უნდა ვაკეთოთ დიადი საქმეები“.

ჰელენ სკეილზი საიმპერატორო პინგვინების წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ წერდა ჟურნალის 2020 წლის ივნისის ნომერში. ფოტოგრაფი თომას პეშაკი არის ფონდის „გადავარჩინოთ ჩვენი ზღვები“ მთავარი მთხრობელი.

The post ყინულოვანი სამყარო დნება appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   193 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 193 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(21)
    • YandexBot(18)
    • Facebookexternalhit(2)