Jump to content
×
×
  • Create New...

აქაც ეგდოს გოიმებო


ცხენესი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

https://on.ge/story/87005-20-მილიონ-ადამიანზე-ჩატარებულმა-კვლევამ-ზოდიაქოს-ნიშნების-თავსებადობაზე-სიმართლე-გვიამბო

ვინმე ერთ დამადასტურებელ ფაქტს მაინც თუ მოიყვანს ნობელზე უშვებენ ;) 

=

გაგიკვირდებათ, თუ გაიგებთ, რამდენად ბევრს ადამიანს სჯერა ასტროლოგიური შეთავსებადობის: მოვლენის, როცა კონკრეტულ თვეებში დაბადებული ადამიანები ერთმანეთს უკეთ, ანდაც შესაძლოა სულაც ვერ ეწყობიან, ვინაიდან მილიონობით კილომეტრით დაშორებული ვარსკვლავები წყვეტს საქმეს.

ასტროლოგია პლანეტებსა და ვარსკვლავებს უკავშირდება, ამიტომაც შესაძლოა მეცნიერულად ჟღერდეს. 2018 წლის Pew-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით, ასტროლოგიის ამერიკელთა 29 პროცენტს სჯერა, თუმცა კი იმისიც დიდი შანსია, რომ ასტრონომიაში ურევდნენ.

ასტროლოგიასთან დაკავშირებით არაერთი სამეცნიერო შემოწმება ჩატარებულა, თუმცა მისი მხარდამჭერი არცერთი მტკიცებულება არაა გამოვლენილი. ამათგან ერთ ცნობილ შემთხვევაში, 2007 წელს უფროსმა მკვლევარმა მანჩესტერის უნივერსიტეტის აღწერისა და კვლევის ცენტრიდან, დოქროტმა დეივიდ ვოასმა, გადაწყვიტა ვარსკვლავის ნიშანთა თავსებადობის სტატისტიკური ანალიზი საკუთარ თავზე აეღო და ასტროლოგიის დღემდე ყველაზე მასშტაბური ტესტიც ჩაატარა.

ამის გასაკეთებლად მან აღწერითი მონაცემები გამოიყენა ინგლისიდან და უელსიდან, რომელიც დაქორწინებულ წყვილთა 20 მილიონ დაბადების თარიღს მოიცავდა.

"ყველაზე მცირე ტენდენციაც რომ არსებობდეს, რომლის მიხედვითაც ქალწულებს თხის რქები მოსწონთ, ან სასწორებს ლომები, ქორწინების სტატისტიკაში დავინახავდით", — განაცხადა ვოასმა — "როცა წყვილთა 10 მილიონიანი პოპულაცია გაქვს, ათასიდან ერთ წყვილზე მაინც რომ ახდენდეს ვარსკვლავები გავლენას, მაშინ მოსალოდნელზე 10 ათასით მეტი წყვილი გვეყოლებოდა ნიშანთა კონკრეტული კომბინაციებით".

შედეგების თანახმად, დაბადების თვეს მეწყვილის შერჩევისას არანაირი გავლენა არ აქვს. ვოასმა ვერ შეძლო მტკიცებულების პოვნა, რომ ადამიანები მიდრეკილები არიან, რომელიმე კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანებზე ქორწინდებოდნენ.

"ასეთი მტკიცებულება არ არსებობს: რიცხვები უბრალოდ ისაა, რასაც ალალბედზე ვიწინასწარმეტყველებდით", — განაცხადა მან.

ვოასმა აღნიშნა, რომ ასტროლოგიის შესახებ სამეცნიერო მტკიცებულებების ნაკლებობასა და მის პოპულარობას შორისაც არაა კავშირი: "ასტროლოგიის ასობით წინა კვლევას, რომლის მიზანიც ყალბი სენტიმენტალობის ჩამოცილება იყო, პიროვნულობის პროფილის შედგენის ტენდენცია ზოდიაქოს ნიშნებზე დაყრდნობით მაინც არ შეუსუსტებია".

ასტროლოგია, როგორც ყოველთვის, დღესაც ისეთივე პოპულარულია. თუმცა, ვოასმა და უთვალავმა სხვა კვლევამ დაასკვნა:

"ზოდიაქოს ნიშნებს რომ რაიმე გავლენა ჰქონოდა, როგორც არ უნდა მცირე, ამ უზარმაზარ საკვლევ ჯგუფზე გიგანტური გამადიდებელი შუშით დაკვირვება აუცილებლად გამოავლენდა. აქ არაფერია."

მოკლედ რომ ვთქვათ, ერთადერთი ვარსკვლავი, რომელიც თქვენს სასიყვარულო ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, მზეა და ეგეც იმიტომ, რომ სასიცოცხლო პირობების შესაქმნელად გვესაჭიროება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.

წყარო: IFLScience

Edited by Moor
Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, მძინავს said:

ერთადერთი ვარსკვლავი, რომელიც თქვენს სასიყვარულო ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, მზეა და ეგეც იმიტომ, რომ სასიცოცხლო პირობების შესაქმნელად გვესაჭიროება.

:D

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი

ასტროლოგოა პროსტა კაი სალაპარაკო თემაა ცალტვინა ქალებთან 

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი

აქაც განვმეორდები, საზეპიროდ გაქვთ ეს ციტატა:

თევზები ბიჭები გაათრიეთ. იმინა მკვდარზე ვენოკი ხალხია.

ქალწული ბიჭიც და გოგოც ზედ მიაყოლეთ, დაჟე ესენი უფრო გაათრიეთ:P უემოციო, ცივი, ცივსისხლიანი და ტვინის **** დაჯგუფებაა.

და მორიელიც მაგარი გველადზუაა.:P პროსტა ტემპერამენტის პონტში, კიდევ აიტან რა, სიცოცხლის ნიშან-წყალი მაინც ეტყობათ და გაიგებ რა სწყინთ რა უხარიათ ზედა 2-ისგან განსხვავებით.

 

ისწავლეთ, წლის ბოლოს გამოგკითხავთ.

 

@Mulan

მოდი ედომინანტე, მიუჩინე ამათ ადგილები.

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, ბაყბაყდევი said:

ასტროლოგოა პროსტა კაი სალაპარაკო თემაა ცალტვინა ქალებთან 

არაცალტვინა ქალებთან რა მნიშვნელოვან თემებს განიხილავ, გვაინტერესებს ბიჭებს:yeah:

 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, კიჭარტი said:

არაცალტვინა ქალებთან რა მნიშვნელოვან თემებს განიხილავ, გვაინტერესებს ბიჭებს

ამას ვერ გეტყვი. მრავალმხრივია და მრავალფეროვანი.

 

უფრო რომ დავაზუსტო, აი ქალთან საერთო ენას საერთოდ რომ ვერ პოულობ და აბსოლუტურად სტერილური გეჩვენება, ასტროლოგია მაშველი რგოლია და უმეტესად ამართლებს

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   336 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 336 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(6)
    • YandexBot(2)
    • Facebookexternalhit(1)