Jump to content
×
×
  • Create New...

თელავის მერიის თანამშრომლის კომპანიამ მხოლოდ თელავის ბიუჯეტიდან 56,700 ლარი მიიღო, აქედან 47,702 ლარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით


Recommended Posts

  • ფორუმელი
თელავის მერიის თანამშრომლის კომპანიამ მხოლოდ თელავის ბიუჯეტიდან 56,700 ლარი მიიღო, აქედან 47,702 ლარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით admin Tue, 11/16/2021 - 12:57

თელავის მერიის თანამშრომლის კომპანიამ მხოლოდ თელავის ბიუჯეტიდან 56,700 ლარი მიიღო, აქედან 47,702 ლარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით.

გიორგი ბობღიაშვილი მერიის სამსახურსაც ხელმძღვანელობს და მისმა კერძო კომპანიამ თანხა მიიღო მომსახურებისთვის, რომლის გაწევაც მერიის სამსახურში მუშაობისას ევალება.

2019 წელს თელავის მერიამ 21,000 ლარი მის კომპანიას უხარისხოდ შესრულებულ მომსახურებაში გადაუხადა, რასაც სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია
.

2016 წელს თელავის მერიის მფლობელობაში არსებული შპს “თელავის მუნიციპალიტეტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიურო’’-ს დირექტორი გიორგი ბობღიაშვილი გახდა. აღნიშნული შპს-ს ფუნქციაა საინჟინრო, საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის.

2012-2020 წლებში მერიის მფლობელობაში არსებულ ამ შპს-ს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისგან და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სსხვადასხვა სსპ, ააიპებ-დან, გამარტივებული შესყიდვის გზით ჯამურად მიღებული აქვს 195,178 ლარი (მათ შორის 2016-2021 წლებში, როდესაც ბობღიაშვილი გახდა დირექტორი 100,555 ლარი).

ამის პარალელურად გიორგი ბობღიაშვილმა 2017 წლის იანვარში დააარსა

შპს “ნიუ ლაინი”, რომლის საქმიანობის სფერო, მსგავსად ბობღიაშვილის მოქმედი სამსახურისა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საინჟინრო, საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენა არის.

თელავის მერიის კომპანიაში არსებული საქმიანობის პარალერულად, ბობღიაშვილმა სახელმწიფო ტენდერებში ოპერირება საკუთარი კომპანიით დაიწყო, რის შედეგადაც 2017-2021 წლებში თელავის, ახმეტის და ყვარლის მუნიციპალიტეტებისგან ჯამში 170,462 ლარი მიიღო (56,700 მხოლოდ თელავიდან), საიდანაც 153,000 ლარი მას პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა, მათ შორის 47,702 ლარი მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტისგან.

ამ შესყიდვებს შორის აღსანიშნავია ერთი გამარტივებული შესყიდვა 20,900 ლარის ღირებულების. 2019 წლის 18 ივნისს თელავის მუნიციპალიტეტმა შპს ‘ნიუ ლაინს’ გაუფორმა აღნიშნული ხელშეკრულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვრო დოკუმენტაციის შესყიდვას ემსახურებოდა.

ბობღიაშვილის კომპანიამ აღნიშნული მომსახურება გასწია, რის შედეგადაც თელავის მერიამ 8 ტენდერი გამოაცხადა სხვადასხვა სკოლის რეაბილიტაციისთვის, თუმცა რვავე შეწყდა, ვინაიდან საპროექტო დოკუმენტაციაში ხარჯების კორექტირება მოხდა. როგორც აუდიტის სამსახური იუწყება ტენდერების შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზს აგრეთვე წარმოადგენდა ის რომ სამუშაოების დასრულება სწავლის დაწყებამდე (2019 წლის სექტემბრამდე) ვერ ესწრებოდა.

ამის შემდეგ 2019 წლის 2 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტმა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით 10 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა სკოლების სწავლის დაწყებამდე რეაბილიტაციისთვის, რისთვისაც ყოველგვარი ეკონომიის გარეშე ბიუჯეტიდან 490,000 ლარი დახარჯა. მიუხედავად ამისა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება სწავლის დაწყებამდე მაინც ვერ მოესწრო და ისინი 2019 წლის დეკემბერში დასრულდა. საბოლოო ჯამში ნაჩქარევად და ეკონომიის გარეშე დახარჯული 490,000 ლარი საერთოდ უშედეგო აღმოჩნდა და ბიუჯეტმა ზედმეტი თანხები გადაიხადა ისე, რომ შედეგს ვერ მიაღწია.

აუდიტის სამსახურის ცნობით სამუშაოების გაჭიანურება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ხარჯთაღრიცხვები საჭიროებდა ხშირ კორექტირებებს. შესაბამისად, მოცემული ხარჯთაღრიცხვები იყო უხარისხო. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა დამპროექტებელი ორგანიზაციის მიმართ არ გაატარა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

დასკვნა

საბოლოო ჯამში, თელავის მერიის თანამშრომელს, რომელმაც ბიუჯეტიდან პირდაპირი შესყიდვის გზით 21,000 ლარი მიიღო საპროექტო დოკუმენტაციის უხარისხოდ შესრულებაში, არ დაეკისრა არანაირი პასუხისმგებლობა, რითაც ერ

თის მხრივ მისთვის გადახდილი ეს თანხა აღმოჩნდა გაფლანგული და მეორეს მხრივ, უხარისხოდ შედგენილი დოკუმენტაციის გამო, მუნიციპალიტეტს მოუწია ნაჩქარევად გამოეცხადებინა პირდაპირი შესყიდვები, რაშიც 490,000 ლარი გადაიხადა ყოველგვარი ტენდერისა და ეკონომიის გარეშე, თუმცა შედეგს მაინც ვერ მიაღწია და სამუშაოები არათუ სწავლის დაწყებამდე, არამედ 3 თვით გვიან, დეკემბერში დასრულდა.

საერთო ჯამში გიორგი ბობღიაშვილმა თელავის მერიის შპს-ში მუშაობის დროს, თელავის, ახმეტის და ყვარელის მუნიციპალიტეტებისგან ჯამში 94,555 ლარი მიიღო, ხოლო ამის პარალელურად დაარსებული კომპანიით მან იმავე მუნიციპალიტეტებისგან 2017-20 წლებში ჯამში 122,618 ლარი მიიღო, საიდანაც 105,484 ლარი ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით მიიღო.

წყარო:

431433335 - შპს ნიუ ლაინი

231169696 - თელავის მერიის შპს, სადაც ბობღიაშვილია დირექტორი, http://telavi.gov.ge/.../shps-telavis-municipalitetis...

CMR190113349 - 20,900 ლარიანი პირდაპირი შესყიდვა

https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge - ტენდერების საიტი

https://sao.ge/ka/ - აუდიტის სამსახური

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-11/257578049_3091821964426566_7828625532225156067_n.jpegნოემბერი 2021კახეთი 2021 Author დავით მჟავანაძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share