Jump to content
×
×
  • Create New...

მზიურის პარკში ჰიპოპოტამის ქანდაკებაში თბილისის მერია 167 000 ლარს გადაიხდის


Recommended Posts

  • ფორუმელი
მზიურის პარკში ჰიპოპოტამის ქანდაკებაში თბილისის მერია 167 000 ლარს გადაიხდის admin Sat, 11/13/2021 - 15:11

ზუსტი მონაცემი დღემდე არ არის განსაზღვრული, თუმცა თბილისში გამწვანება თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული 9 კვადრატული მეტრი ერთ სულ მოსახლეზე.

შედარებისთვის, ევროსაბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 35.5 კვადრატული მეტრია.

მერის თქმით, გამწვანების მიმართულებით, თითოეულ თეთრს ეფექტურად დახარჯავდნენ, თუმცა კრიზისის დროს 168 ათასი ლარი პარკში დასადგმელი ჰიპოპოტამის დამზადებაზე გამოიყო.

თქვენი აზრით, რამდენად ეფექტიანია მერიის ხარჯები ქალაქის გამწვანებაზე.

ჯერ კიდევ 2018 წელს, თბილისის მერმა, კახი კალაძემ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა “ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ეფექტიანად დაიგეგმოს და განხორციელდეს გამწვანების ღონისძიებები და მიზნობრივად დაიხარჯოს თითოეული თეთრი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა კონკრეტულად ამ მიმართულებით“. აღნიშნულ განცხადებამდე და შემდგომშიც ეჭვქვეშ დადგა, რამდენად ეფექტიანად ხარჯავს თბილისის მერია თანხებს გამწვანების მიმართულებით, ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით.

მაგალითად, მოქალაქეებს კითხვები გაუჩნდათ მაშინ, როდესაც თბილისის მერიამ კუს ტბაზე კუს ქანდაკების განსათავსებლად 23,992 ლარი გადაიხადა, თუმცა ეს პარკში ძვირადღირებული ქანდაკების განთავსების ერთადერთი შემთხვევა არ იყო.

თბილისის მერიამ ამჯერად მზიურის პარკში ჰიპოპოტამის ქანდაკების დადგმა გადაწყვიტა. ქანდაკების დასამზადებლად ხელშეკრულება გამარტივებული წესით 2021 წლის აგვისტოში გააფორმა. სავარაუდოდ მზიურის დამსვენებლები ჰიპოპოტამის ქანდაკების ნახვას პარკში 2022 წლიდან შეძლებენ. ხელშეკრულების თანახმად თბილისის მერია 167,759 ლარს იხდის ჰიპოპოტამის ქანდაკების დამზადება და სამშენებლო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარებლად. ქანდაკება მზიურის პარკში ხელოვნურ ტბასა და პარკურის მოედანს შორის დაიდგმება. ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ კომპოზიცია შედგება 2 ფიგურისაგან: ჰიპოპოტამის და გაფრენილი მტრედების ალეგორიისაგან.

მოცემული შესყიდვა კიდევ ერთხელ გამოკვეთს არსებულ პრობლემებს. ნაცვლად გამწვანებაში თანხის დახარჯვისა, მერია 167 ათას ლარზე მეტს ჰიპოპოტამის ქანდაკებაში ხარჯავს. აღსანიშნავია, რომ ჰიპოპოტამის ქანდაკებაში დახარჯული თანხით მერია შეძლებდა შემდეგი რაოდენობის ხე მცენარეების შეძენას:

აღმოსავლური ჭადარი - 219 ნერგი

სამხრეთის აკაკი - 219 ნერგი

მინდვრის ნეკერჩხალი - 288 ნერგი

პარალელურად, სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის თანახმად "მნიშვნელოვანია, ქალაქების მაცხოვრებლებს ჰქონდეთ მარტივი წვდომა გამწვანებულ საჯარო ტერიტორიებზე. ერთ-ერთი ინდიკატორი, რომლითაც მსგავსი ხელმისაწვდომობა შეიძლება გაიზომოს, არის თანაფარდობა მწვანე სივრცესა და მოსახლეობის რაოდენობას შორის."თუმცა, თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი დღემდე არ არის განსაზღვრული.

2001 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობი 5.6 კვადრატული მეტრი იყო. უფრო განახლებული ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი კვადრატული მეტრი გამწვანება მოდის ერთ ადამიანზე ბოლო წლებისთვის, არ არსებობს. თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნული მაჩვენებელი გაუარესებულია. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობი 1980-იანებში 13 კვ.მ-ს შეადგენდა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, ევროპის საბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 35.5 მ2-ია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით კი, ქალაქში 1 სულ მოსახლეზე არანაკლებ 9 მ2 მწვანე საფარი უნდა მოდიოდეს. ეს სივრცე ისე უნდა გადანაწილდეს, რომ ყოველ 10, 15 წუთიან ფეხით სავალ მონაკვეთზე სკვერი, ბაღი, გამწვანებული სარეკრეაციო ზონა უნდა გხვდებოდეთ.

წყარო:

შესყიდვა CMR210099264

ხელშეკრულება https://cutt.ly/eToj7Pa

მერის განცხადება https://tbilisi.gov.ge/news/4830

სახალხო დამცველის ანგარიში https://cutt.ly/1Tokm9R

თბილისის “მწვანე” მო

მავალი https://cutt.ly/ETokARS

factcheck https://cutt.ly/2TokzN1

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-11/255260607_3088826878059408_6777111620185906985_n.jpegნოემბერი 2021 2021 Author სალომე კვირიკაშვილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   177 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 176 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Facebookexternalhit(6)
    • Houston
    • Googlebot(5)
    • Chrome(15)
    • YandexBot(4)