Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ ვჯერდებით მინიმუმს?


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

გენეტიკურ დონეზე დეტერმინირებული თავდაცვის მექანიზმით დაწყებული, ფსიქოტიოპით, აღზრდით და გარემოთი დამთავრებული ყველაფერი თამაშობს როლს.

  • შიში არის თავდაცვითი მექანიზმი, ორგანიზმი ყველანაირად ცდილობს ჰომეოსტაზი შეინარჩუნოს და უკვე გაკვალული გზით გატაროს სანამ/თუ ახალ სინაპსებს დაამახსოვრებინებ ტვინს.
  • არ გაქვს შინაგანი მყარი მე, იმიტომ რომ სიყვარული დაგაკლეს ბავშობაში და/ან ჩაგინერგეს, რომ მეზობლის აზრი ბევრად მნიშვნელოვანია;
  • უწევ ანგარიშს ოჯახს, გარემოს და ა.შ და გეშინია რამე ისეთი არ გააკეთო, რაც შეგარცხვენს მათ თვალში და წარმოდგენას დააკარგვინებს შენზე;
  • არ ხარ მომწიფებული რომ წინააღმდეგობა გაუწიო შესაძლო შედეგებს;

და არის კიდევ მეორე ვარიანტი: ყოველთვის ნამდვილად და მე მინდა ის რაც მინდა, თუ თავზე მოხვეული იდეოლოგიაა? იქნებ არ მჭირდება იახტა, კერძო თვითმფრინავი და არც პორშე.

იქნებ ტყეში გავარდნა და მიწათმოქმედება მაბედნიერებს. ანუ ჩემი ბედნიერების და შენი ბედნიერების სტანდარტი განსხვავდება (შესაძლოა) ამიტომ, ვის მეტი უნდა ვის ნაკლები არაა ობიექტური საზომი, ვის უფრო უნდა ეგოს დაბუსტვა და ვინ უფრო ქედმაღალია ეგ უფროა მგონი. 

ბოლომდე არ ვარ ამ საკითხში ჩამოყალიბებული, მაგრამ ძირითადად ძალიან აღმაფრთოვანებს ის ხალხი, ვისაც დებილობებით და უმარტივესი რაღაცებით შეუძლია ბედნიერების განცდა და დაკმაყოფილება.

 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share