Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ ვჯერდებით მინიმუმს?


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

გაბედულების დეფიციტი / კომფორტის სიყვარული, მოდით ვისაუბროთ ამ მავნებლობაზე რომელიც ბევრ შესაძლებლობას გვიკლავს მხოლოდ იმიტომ რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა გვეშინია თუ არ გვინდა...

რა თემაა, ვინ როგორ ხედავთ? 

საერთოდ უნდა ვებრძოლოთ კი ამ მიდრეკილებას თუ ეგდოს ერთი მაგისიც? 

 

რატომ ვჯერდებით მინიმუმს როცა მაქსიმუმიც შეგვიძლია მივიღოთ? რა ტიპის პრობლეებია ჩვენში თუ გარემოში? გავშალოთ თემა მოკლედ...

 

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
38 minutes წინ, Mulan said:

მოდით ვისაუბროთ ამ მავნებლობაზე

მინდა რომ ეს განავრცო, რატომ არის მავნებლობა როცა მინიმუმს სჯერდები?

შემიძლია შემოგიტრიალო კითხვა და გკითხო
ძილის, თავისუფალი დროის, გარეთ სეირნობის, კითხვის, ვარჯიშის და უბრალოდ საყვარელ ადამიანებთან ყოფნის ხარჯზე ადამიანები მისდევენ "წარმატებას" რომელიც არასდროსაა აწმყო და როგორც წესი ყოველთვის სხვაგანაა, რადგან რამეს რომ მიაღწევ ზემოთჩმოთვლილი რამეების ხარჯზე, ყოველთვის ახალი მიზანი გამოჩნდება და მერე იმაზე იმტვრევ თავს და ნერვებს რომ იმას მიაღწიე რაც მიზნად დაისახე, არ დაგავიწყდეს ამ ყველაფერს იმ პირობებში აკეთებ რომელ პირობებსაც მთავრობები გიდგენენ, ამას პლიუს სოც ქსელები გატენილია წარმატებებზე მოწოდებებით, რომ წარმატება ცუდია წარუმატებლობა კარგი. ტიპები ძირშივე ცდებიან რადგან კარგიც და ცუდიც სუბიექტურია, რადგან რეალობაა სუბიექტური, თან ის ტიპები აბრეხვებენ ესეთ სისულელეებს ვისაც "სიტყვა ეთქმით". ამას წინათ ვნახე საქ. ბანკის რეკლამა ფბ ზე, გოგიჩაიშვილი რო ლაპარაკობს, წარმატება კარგია წარუმატებლობა ცუდი, სწავლა კარგია უსწავლელობა ცუდი და ა.შ ანუ ვინ განსაზღვრა რა არის კარგი? ან ვინ მიგდია ეგ გოგიჩაიშვილი ეგრე რო მმოძღვრავს მე მაგალითად? 

ჩვენ რაღაც გამოგონილ ბედნიერებებზე ველაპარაკებით ერთმანეთს  რომელიც როგორც წესი დოღს უფრო ემსგავსება და სხვასთან ჭიდაობას რომ მან არ გაჯობოს წარმატებულობაში და გვავიწყდება ის რომ ყველაფერი წარმავალია, გვავიწყდება ის რომ არ არსებობს რამე მიზანი ან რამე გეგმა, ის რომ ყველაფერი გონების მოგონილია, უბრალოდ ვინც არაა მეტად თვითმყოფადი, ყოველთვის ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშაა და ყოველთვის ის განცდა აქვს რომ რაღაც გრანდიოზულ ცხოვრებისეულ მიზანს ვერ მიაღწევს...

არ ვამბობ რომ არაფერი უნდა ვაკეთოთ, ვამბობ რომ უნდა ვაკეთოთ ის რაც ჰარმონიას გვანიჭებს. რომ იპოვო ის საქმე რაც ჰარმონიას განიჭებს, როგორც მინიმუმ არ უნდა უსმინო არავის, გარდა საკუთარი თავისა

 

რატომ არის აუცილებელი რომ წარმატებული ვიყო?

Edited by მფრინავი.სამურაი
Share on other sites

  • ფორუმელი

@მფრინავი.სამურაი ეგ პრობლემატიკა ახალი არაა არც მეოცე საუკუნეში იყო უცხო და ახალი https://www.imdb.com/title/tt0065088/  იხ ლინდსი ანდერსონის კლასიკა თუ არ გინახავს.

საერთოდ არ მიხსენებია წარმატებაიმ კლასიკური გაგებით რა გაგებითაც შენ გესმის და ყოველ ჯერზე როცა გესმის ფსიხდები :lol:

ქიმერების დევნა არ მგონია მთლად სწორი მარა არც საწოლზე გდება და რეალობის მიერ ინერციით შემოტენილი საქმიანობებით დაკავება მგონია გონივრული...

ნეთფლიქსმა ყველა შენი თავისუფალი დროის გონივრულად ათვისება მოინდომა, ფმ მა ნახა რო მისი რეიტინგი ახალგაზრდებშ ეცემა და მეტავერსი შემოგთავაზა, ყველა შენს თავისუფალ დროზე, განა მხოლოდ თავისუფალზე, შენზე როგორც ენერგიის წყაროზე და მომხმარებელზე ნადირობს, იმიტომ უნდა იარსებო რომ მოსახმარებელი გაქვს ათასობით პროდუქცია და შენ ეგ მარკეტოლოგებმა თუ რესურსიანმა შენზე ჭკვიანმა ტიპებმა შემოგტენეს, სანამ შენ მშვიდად გძინავს თუ თან ჭამ და თან ნეთფლიქსის მორიგ სერიალს უყურებდი. ჰო და ამიხსენი რატომ უნდა ვიყო უტვინო ჩლუნგი მომხმარებელი და ვჯერდებოდე მინიმუმს როცა შემიძლია გამოვიდე კომფორტის ზონიდან, ჩემნაირები ვიპოვო გავერთიანდე რამე გავაეკთო და თუნდაც მეც შევტენო სხვას ჩემი დღის წესრიგი თუ ცხოვრების წესრიგი? არა და მეტნკალებად იდენტური გონებრივი შესაძლებლობებით ვიბადებით ყველანი, წარმოიდგინე ყველას რომ კარგი მშობელი ყავდეს სწორად ავითარებდეს და მართავდეს შვილების რესურსს როგორი უკეთესები ვიქნებოდით... 

და ბოდიში მარა ჩემზე რომელმაც უნივერსიტეტიც კია რ დაამთავრა და მიუხედავად ამისა ღლეზე დაიკიდა უამრავი სამსახურის შემოთავაზება წლების მანძილზე იმას ვერავინ იტყვის წარმატების კუდში მადევარი ტიპური ღლექალააო :mulan: ისე ვცხოვრობ როგორც მისწორდება და აჩყ-ს თუ ვინმესთვის სათანადოდ გაბზიკინებული ძნ სწორი ადამიანი თუ არ ვარ... ეგღა მაკლია ერთი ცხოვრება ჩემ სურვილებს არ მივახარჯო რა. სიცოცხლე შემეცნების პოცესია ამიტომ მის ბოლოს რაღაც დასკვნებზე უნდა გავიდე და ძილში გავლიე სიცოცხლე თქო ეს განცდა არ მინდა მქონდეს...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ამიტომ შენი გზა უნდ აიპოვო თუ არ გინდა სტატისტიკის ნაწილი იყო და ღლეზე დაიკიდო სხვები რას ამბობენ მაგრამ ამისთვის ტრაკი, ენერგია და ბრძოლა დაგჭრდება! პაციფისტები უწიპუწი სულიერი განცდების მქონე სასტავი ამას ვერ გაიგებს...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, მფრინავი.სამურაი said:

@Mulan

მე პირადად მინიმუმს ვჯერდები, რატომაა ეს პრობლემა?

ყველა თუ მინიმუმს დავჯერდებით და ეგრე ყურებჩამოყრილები და ჯასთ მომხმარებლები ვიქნებით აქედან იმ ''დიად მამაც სამყარომდე'' აბსოლუტურ მორჩილებაში სომას წრუპვამდე დიდი დრო არ დარჩება. თორემ შენ სიცოცხლეს და ენერგიას რასაც გინდა იმას უზამ, ოკ ამის უფლება გაქვს...

მოდი დავიწყოთ შენი მდგომარეობის ანალიზი, რატომ ჯერდები მინიმუმს? ხო გაქვს ხედვა განწყობები რატოც იქცევი ასე? 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ჩემთვის ბრძლის ველზე ათასჯერ სასიკვდილოდ დაჭრა უფრო მისაღებია ვიდრე ბუჩქებში ჯდომა, მე ვაფასებ ყველა იმ ადამიანს რომელიც იბრძვის, იბრძვის თავისი სიცოცხლისთვის, თავისი საქმისთვის, თავისი იდეებისთვის, ირჩევს გზას და აწვება მას ბოლომდე მიუხედავად ბევრი მარცხისა, რა ვქნა ამაზე სექსუალური არაფერია და ვის თუ არა კაცს ეს შემართება კიდევ უფრო ასექსუალურებს...

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  

1 minute წინ, Mulan said:

ოკ ამის უფლება გაქვს...

აჰ, დიდზე დიდი მადლობა :boli:

1 minute წინ, Mulan said:

ყველა თუ მინიმუმს დავჯერდებით

საქმეც მაგაშია რომ ყველა არასდროს დასჯერდება მინიმუმს
რადგან ბუნებაში ეგრე არასდროს მომხდარა რომ ყველა ერთ აზრზე იყოს
მეტიც, მგონია რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტ ნაწილს ის სტანჯავს რომ ბევრი უნდა 
ფუფუნების საგნები და ა.შ, მაგრამ არ აქვს 

2 minutes წინ, Mulan said:

რატომ ჯერდები მინიმუმს?

იმიტომ რომ მეტის სურვილი არ მაქვს 
იმიტომ რომ ფუფუნების საგნები და ეს წარმატებულობანა ვიცი სულიერ ჰარმონიას ვერ მომიტანს

ალბათ იმიტომ რომ ვხედავ ამ ყოველივე სიყალბეს

 

მაგრამ შენც მათსავით ფიქრობ, ამიტომ არ მგონია ჩვენ რამეზე შევთანხმდეთ 

შენც ფიქრობ რომ ადამიანი "უნდა" აკეთებდეს ყველაფერს

მე კი გეტყვი რომ ეს "უნდა" არ არსებობს არსად გარდა ჩვენი გონებისა

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share