ფორუმელი Moor Posted 11 ნოემბერი, 2021 Posted 11 ნოემბერი, 2021 მილიონ ლარად შეძენილი ნაძვის ხის განახლება თბილისის მერიის კომპანიას 2020 წელს 103,850 ლარი დაუჯდა admin Thu, 11/11/2021 - 12:33 მილიონ ლარად შეძენილი ნაძვის ხის განახლება თბილისის მერიის კომპანიას 2020 წელს 103,850 ლარი დაუჯდა, წელს დამატებით - 64,000 ლარი. 2021 წელს, დამატებით 36,000 ლარი საახალწლო ნათურებსა და აქსესუარებზე დაიხარჯება, 107,000 ლარი კი საახალწლო თემატიკის დეკორატიულ მატარებელზე. ნაძვის ხე თბილისის მერიამ 2019 წელს შეიძინა და ეს შენაძენი, ქუჩების მორთვასთან ერთად, ჯამში რეკორდული 3.17 მილიონი დაგვიჯდა. 2020 წელს მაინც საჭირო გახდა დამატებით 616 ათასის გადახდა საახალწლო გირლიანდებში, განათებებსა და ნაძვის ხის ახალ ტოტებში. 2017-2021 წლებში მხოლოდ საახალწლო განათებებში თბილისის მერიამ და მისმა კომპანიამ ჯამში 5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. მისაღებად მიგაჩნიათ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში ყოველ წელს დამატებით ასიათასების გადახდა ახალ ნათურებში ძველის გამოყენების ნაცვლად ქ.თბილისის მერია წლიდან წლამდე ასიათასობით ლარს ხარჯავს, საკუთარი ბიუჯეტიდან, თბილისის ქუჩების საახალწლოდ მორთვასა და გაფორმებაში. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ლარი იხარჯება საახალწლო გირლიანდებსა და ნათურებში, მათი რაოდენობა არასდროს არის საკმარისი, რის შედეგადაც ბიუჯეტიდან ხდება დამატებითი თანხების მობილიზება აღნიშნულის შესყიდვისთვის. 2021 წელს შპს თბილსერვის ჯგუფმა გამოაცხადა სამი ელექტრონული ტენდერი, რომლის საერთო ღირებულება 207,000 ლარია. პირველი ტენდერის შესყიდვის საგანი ნაძვის ხის მორთვისთვის საჭირო საახალწლო ნათურები და აქსესუარებია. ელექტრონული ტენდერი შპს თბილსერვის ჯგუფმა 3 ნოემბერს გამოაცხადა, ხოლო წინადადების მიღება დასრულდება 15 ნოემბერს. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება 36,000 ლარს შეადგენს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საახალწლო განათებები და ნაძვის ხის სათამაშოები 2021 წლის 10 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს თბილსერვის ჯგუფს. კომპანიის მიერ გამოქვენებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით იგეგმება ქ. თბილისის პარლამენტის შენობის წინ დასადგამი ნაძვის ხის განახლება. კერძოდ კი მისი მორთვა და სხვადასხვა ტიპის სათამაშოებით გაფორმება. ხოლო, რაც შეეხება მეორე ელექტრონული ტენდერს, სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ თბილისის მერია წელსაც გეგმავს 2019 წელს შეძენილი მილიონ ლარად ღირებული ნაძვის ხის განახლებას და ტოტების დამატება. კერძოდ კი მოხდება ნაძვის ხისთვის 160 ტოტის დამატება და ახალი სათამაშოებით მორთვა. ასევე, განახლდება ნაძვის ხის ქვედა ნაწილიც. ჯამში შესყიდივის სავარაუდო ღირებულება 64,000 ლარს შეადგენს. გამარჯვებული კომპანიის შერჩევა კი 22 ნოემბრიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2020 წელს განაახლა აღნიშნული ნაძვის ხე და ახალი ტოტები დაამატა, რაც თბილისის მერიის კომპანიას 103,850 ლარი დაუჯდა. მილიონ ლარად შეძენილი ნაძვის ხე 2019 წელს ყველაზე ძვირადღირებული საახალწლო შენაძენი იყო, რომლის განახლებასა და ტოტების დამატებაში, ახალი შესყიდვის გათვალისწინებით, ჯამში დაახლოებით 160,000 ლარი იქნება დახარჯული. მესამე ელექტრონული შესყიდვის შეშვეობით კი საახალაწლო თემატიკის დეკორატიული მატარების შეძენა სურს თბილისის მერიას. აღნიშნული მატარებლის სავარაუდო ღირებულება 107,000 ლარი იქნება. ტენდერზე წინადადების მიღება და კომპანიის შერჩევა 15 ნოემბერს დაიწყება. 2020 წელს თბილისის მერიის კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი (616,000 ლარი) დახარჯა საახალწლო განათებებსა და ქუჩების გაფორმების სამუშაოებზე. ხოლო 2019 წელს საახალწლოდ თბილისის ქუჩების გაფორმება და საშოაბაო ნაძვის ხის შეძენა თბილისის მერიას 3,177,944 ლარი დაუჯდა. რასაკვირველია, თბილისის ქუჩების საახალწლოდ გაფორმება და ნაძვის ხის დადგმა მნიშვნელოვანია თბილისის მოსახლეობისთვის. თუმცა, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარების გათვალისწინებით საკითხავია, რამდენად რაციონალურია წლიდან წლამდე 100,000-ობით ლარის გადახდა ბიუჯეტიდან საახალწლო ნათურების შეძენაში, როდესაც შეიძლება უკვე არსებულის გამოყენება. ხოლო, დაზოგილი თანხის მოხმარება სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე, რომლებიც სარგებლის მომტანი იქნება თბილისის მოსახლეობისთვის. წყარო: სახელმწიფო ტენდერის კოდი, შპს თბილსერვის ჯგუფი: NAT210020786 სახელმწიფო ტენდერის კოდი, შპ ს თბილსერვის ჯგუფი: NAT210020785 სახელმწიფო ტენდერის კოდი, შპს თბილსერვის ჯგუფი: NAT210020787 ფლანგვის დეტექტორი:თბილისის მერია დამატებით 616 ათასს ლარს დახარჯავს თბილისის ცარიელი ქუჩების საახალწლო განათებაში: https://m.facebook.com/.../a.1887513.../2819125538362878/... Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-11/256050389_3087916991483730_5005689444127831924_n.jpegნოემბერი 2021 2021 Author ხატია ნიკოლაიშვილი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა