Jump to content
×
×
  • Create New...

2019 -2021 წლებში ქუთაისის მერიამ 179 000 ლარი დახარჯა


Recommended Posts

  • ფორუმელი
2019 -2021 წლებში ქუთაისის მერიამ 179 000 ლარი დახარჯა admin Tue, 11/09/2021 - 15:28

იმავე წლებში ბიუჯეტიდან მხოლოდ 125,800 ლარი დაიხარჯა შშმ პირთა დახმარებისთვის, ხოლო 238,800 ლარი პანდემიის მართვისთვის.

ქუთაისში 8,077 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და რესტორნებში დახარჯული თანხა 248 მათგანის 1 წლის შემწეობას უდრის.

ქუთაისის მერია ქალაქ ქუთაისის მმართველი ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც ევალება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება. ქუთაისის მოსახლეობა 150,000 ადამიანს შეადგენს, ხოლო მერიის საშუალო ბიუჯეტი, ბოლო 3 წელიწადში, 70 მილიონი ლარია.

სხვადასხვა ხარჯებს შორის, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიწევა, აღსანიშნავია წარმომადგენლობითი ხარჯები, რომელიც მოიცავს მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხას.

2019-21 წლებში ქუთაისის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა ჯამში შეადგინა 348,129 ლარი.

2019 - 249,336 ლარი

2020 - 93,973 ლარი

2021 - 28,636 ლარი

აქედან სარესტორნო მომსახურების ხარჯებმა 178,820 ლარი შეადგინა, სუვენირების შეძენა ქუთაისის მერიას 90,367 ლარი დაუჯდა, 18,183 ლარი ტრანსპორტირების ხარჯებმა, ხოლო 7,500 ლარი სასმელი წყლის ხარჯებმა შეადგინა.

აღსანიშნავია იმავე წლებში ქუთაისის ბიუჯეტიდან შშმ პირთა დახმარებისთვის გაწეული ხარჯები, რომელმაც ჯამში 125,800 ლარი შეადგინამ ანუ გაცილებით ნაკლები ვიდრე მერიის მიერ რესტორნებში დახარჯული თანხა.

238,800 ლარი დაიხარჯა პანდემიის მართვისთვის ქუთაისის მერიიდან, რომელიც დაახლოებით იგივე თანხაა, რამდენიც მერიამ რესტორნებსა და სუვენირების შეძენაში დახარჯა.

ცნობისთვის ქუთაისში 8,077 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რომელთა თვიური საარსებო შემწეობა 60 ლარია. ქუთაისის მერიის მიერ რესტორანში დახარჯული თანხები 248 ადამიანის 1 წლის საარსებო შემწეობას უდრის.

2019 წელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია აღნიშნულ თემაზე აქციას მართავდა მერიის შენობასთან და ქუთაისის მერს მოუწოდებოდა ხანდახან სახლშიც ეჭამა საჭმელი.

წყარო:

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=437... - სოციალური შემწეობა

https://www.scribd.com/.../%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1...

https://www.scribd.com/.../%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1... - ქუთაისის მერიის პასუხი

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5086304?publication=0 - ქუთაისის ბიუჯეტი

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-11/254351925_3086908294917933_1344442860322191664_n.jpegნოემბერი 2021 2021 Author დავით მჟავანაძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   29 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 29 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(3)