Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

დეივიდ რობერტ ჯოუნსი ცნობილი, როგორც დეივიდ ბოუი (/ˈbi/),[2] (დ. 8 იანვარი, 1947 — გ. 10 იანვარი, 2016) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. პოპულარულ მუსიკაში იგი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, აღიარებული იქნა რა კრიტიკოსების და სხვა მუსიკოსების მიერ ნოვატორული შემოქმედებისთვის. მის კარიერაში იყო მრავალი გარდაქმნა თუ ვიზუალური წარდგენა, სიმღერებმა და სასცენო გაფორმებამ კი მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს პოპულარულ მუსიკაზე. ცხოვრების პერიოდში გაყიდული ჩანაწერების რაოდენობით (140 მილიონამდე) ბოუი იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად. ბრიტანეთში მის ალბომებს ცხრა გზის პლატინის სერტიფიცირება მიენიჭათ, ისევე, როგორც ცხრა ოქრო და რვა ვერცხლი. მის მიერ გამოცემულ ალბომებს შორის ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში 11 მოხვდა. აშშ-ში ბოუის ჩანაწერების სერტიფიცირების სახით მიღებული აქვს ხუთი პლატინა და შვიდი ვერცხლი. 1996 წელს მუსიკოსი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

ბოუი ბრიქსტონში, სამხრეთ ლონდონში დაიბადა. ინტერესი მუსიკისადმი უკვე ბავშვობაში გაუჩნდა. იგი სწავლობდა ხელოვნებას, მუსიკას და დიზაინს, ხოლო 1963 წელს მუსიკოსის პროფესიონალური კარიერა დაიწყო. 1969 წლის ივლისში გამოცემის შემდეგ „Space Oddity“ იქცა მისი ბრიტანეთის სინგლების ჩარტის საუკეთესო ხუთეულში პირველ წარმატებად. ექსპერიმენტების პერიოდის შემდეგ, იგი 1972 წელს, გლემ-როკის პერიოდში, დაბრუნდა უცნაური და ანდროგინული ალტერ ეგო „ზიგი სტარდასტის“ სახით. პერსონაჟს სახელი გაუთქვა სინგლმა „Starman“ და ალბომმა The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars. 1975 წელს ბოუის სტილი შეიცვალა სხვა განხრით, რომელსაც თავად „პლასტმასის სოულს“ უწოდებდა, განერიდა რა თავის ბრიტანელ მსმენელებს, მაგრამ აშშ-ში წარმატება მოიპოვა სინგლით „Fame“ და ალბომით Young Americans. 1976 წელს ბოუიმ მთავარი როლი შეასრულა ამჟამად საკულტო ფილმში „ადამიანი, რომელიც ჩამოვარდა დედამიწაზე“ და გამოსცა ალბომი Station to Station. შემდეგ წელს განაგრძო მუსიკალური ექსპერიმენტები, გამოუშვა რა ელექტრონული მუსიკით გაჯერებული Low (1977), პირველი ბრაიან ინოსთან თანამშრომლობებს შორის, რაც შემდგომში გადაიზარდა „ბერლინურ ტრილოგიაში“. მას მოჰყვა "Heroes" (1977) და Lodger (1979), რომელთაგან თითოეულმა ბრიტანეთის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა და დღემდე აღიარებულია კრიტიკოსების მიერ.

1970-იანების მიწურულს უმნიშვნელო კომერციული წარმატების შემდეგ, ბოუი ბრიტანეთის ჩარტის სათავეებში დაბრუნდა 1980 წლის სინგლით „Ashes to Ashes“, ალბომით Scary Monsters and Super Creeps და Queen-თან ერთად ჩაწერილი „Under Pressure“-ით. კომერციული წარმატების მწვერვალს მიაღწია 1983 წელს, ალბომით Let's Dance და სასათაურო სიმღერით, რომელიც როგორც ბრიტანეთის, ასევე აშშ-ის ჩარტების სათავეებში მოხვდა. 1990-იანებსა და 2000-იანებში დეივიდი განაგრძობდა ექსპერიმენტებს სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებით, შეიტანა რა საკუთარ სიმღერებში ინდუსტრიული მუსიკის და ჯანგლის ელემენტები. მან განაგრძო კინოკარიერაც. სხვადასხვა როლს შორის აღსანიშნავია: მაიორი სელერსი („გილოცავთ შობას, მისტერ ლოურენს“, 1983), გობლინების მეფე ჯარეთი („ლაბირინთი“, 1986); პილატე პონტოელი („ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“, 1988) და ნიკოლა ტესლა („პრესტიჟი“, 2006), ისევე, როგორც სხვა კინო და სატელევიზიო როლები. 2004 წელს ბოუიმ შეწყვიტა საკონცერტო მოღვაწეობა, უკანასკნელად კი 2006 წელს, საქველმოქმედო საღამოზე გამოვიდა. 2013 წელს იგი დაბრუნდა ათწლიანი პაუზის შემდეგ, საკონცერტო გამოსვლების გარეშე, მაგრამ ალბომით The Next Day. მუსიკალურად მუსიკოსი კვლავ აქტიური იყო, ხოლო საბოლოო ალბომი Blackstar (2016) გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე გამოუშვა.

 

 

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/დეივიდ_ბოუი

 

 

 

 

p01j3jyb.jpg

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   20 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 20 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(3)