Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

King Crimson  ინგლისური როკ-ჯგუფი, დაარსებული ლონდონში 1968 წელს. მისმა შემადგენლობამ მრავალი ცვლილება განიცადა, საერთო ჯამში სხვადასხვა დროს 21 მუსიკოსის გაწევრიანებით თუ ჯგუფიდან წასვლით. 2017 წლის იანვრიდან მასში შედიან რობერტ ფრიპი, ჯაკო ჯეკზიკი, ტონი ლევინი, მელ კოლინზი, პეტ მასტელოტო, გევინ ჰარისონი, ბილ რიფლინი და ჯერემი სტეისი. ფრიპი King Crimson-ის ერთადერთი მუდმივი წევრია, ისევ, როგორც ლიდერი. ჯგუფი საკულტო სტატუსს ატარებს.[1] VH1-ის „მძიმე როკის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში“ მას 87-ე ადგილი უკავია.[5]

წარმოშობილი წარუმატებელი ტრიოდან Giles, Giles and Fripp, King Crimson, განსაკუთრებით არსებობის პირველი ხუთი წლის განმავლობაში, პროგრესულ როკში გავლენიან კოლექტივად იქცა[6] - საკუთარი ინსტრუმენტული სტანდარტებით და სიმღერების რთული სტრუქტურებით. სადებიუტო ალბომი, In the Court of the Crimson King (1969), კვლავ მათი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი დისკია, ჯაზის, კლასიკური და ექსპერიმენტული მუსიკის ელემენტებით.[7] წარმატებას მოჰყვა 1969 წელს ლონდონის ჰაიდ-პარკში როლინგ სტოუნზის მხარდამჭერი ჯგუფის სახით გამოსვლა. ნაკლებად წარმატებული იყო შემდგომი ალბომები - In the Wake of Poseidon (1970), Lizard (1970) და Islands (1971), თუმცა ჯგუფმა ახალ შემოქმედებით მწვერვალს მიაღწია ალბომებით Larks' Tongues in Aspic (1973), Starless and Bible Black (1974) და Red (1974). ფრიპმა King Crimson 1974 წელს დაშალა.

1981 წელს ჯგუფი აღდგა, ახალი მუსიკალური მიმართულებით და შემდეგი სამი წელი იარსება, გამოსცა რა ალბომების სამეული - Discipline (1981), Beat (1982) და Three of a Perfect Pair (1984). ათწლიანი შესვენების შემდეგ 1994 წელს King Crimson დაბრუნდა და გამოსცა Thrak (1995). 1997 წლიდან ოფიციალურად არსებობს როგორც ჯგუფის წევრებისგან, ასევე სხვა მუსიკოსებისგან შემდგარი კოლექტივები საერთო სახელწოდებით ProjeKCts. 2000 წელს გამოვიდა ალბომი The Construkction of Light, ხოლო 2003 წელს - The Power to Believe. უკანასკნელ წლებში King Crimson მართავს ტურნეებს, რომელთა ფარგლებში ასრულებს მასალას ყველა ალბომიდან.

 

 

 

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/King_Crimson

 

 

 

ჩემი აზრით შედევრი:

 

 

 

King-Crimson.jpg

Edited by ბაყბაყდევი
This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share