Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

Queen (ქართ. დედოფალი) — ბრიტანული როკ-ჯგუფი, დაარსებული ლონდონში 1971 წელს. მასში შედიოდნენ: ფრედი მერკური (ვოკალი, ფორტეპიანო), ბრაიან მეი (გიტარები, ვოკალი), ჯონ დიკონი (ბას გიტარა) და როჯერ ტეილორი (დასარტყმელი საკრავები, ვოკალი). Queen-ის პირველ ჩანაწერებში იგრძნობოდა პროგრესული როკის გავლენა. 1970-იან წლებში კოლექტივი გადაერთო უფრო მეტად რადიოეთერზე ორიენტირებულ სიმღერებზე, რამაც მათ დიდი კომერციული წარმატება მოუტანა.[1] ჯგუფის ერთგვარ ნიშნად იქცა ის, რომ იგი იყენებდა სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს, როგორიც არის ვოდევილი, გოსპელი, ელექტრონული მუსიკა და ფანკი.

ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა ერთმანეთი ჯგუფით Smile გაიცნეს. ფრედი მერკური (რომელიც ჯერ კიდევ ნამდვილი სახელით ფაროჰ ბულსარა იყო ცნობილი) ამ ჯგუფის დიდი მოყვარული იყო და შესთავაზა მათ უფრო ფართო სცენაზე გასვლა. ფრედი მოგვიანებით შეუერთდა Smile-ს, შეუცვალა სახელი და სასცენო ფსევდონიმი, „მერკური“ აირჩია. ჯონ დიკონი ჯგუფს შეუერთდა პირველი ალბომის ჩაწერამდე. 1970-იან წლებში Queen-ს წარმატება მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში ჰქონდა, თუმცა ალბომების Sheer Heart Attack (1974) და A Night at the Opera (1975) შემდეგ მან საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.[2] ამ უკანასკნელში შეტანილია „Bohemian Rhapsody“, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ჩარტის პირველ ადგილზე 9 კვირის მანძილზე იმყოფებოდა.[3] 1991 წელს მერკური გარდაიცვალა ბრონქოპნევმონიის დიაგნოზით, რომელიც შიდსი-ს შედეგად განვითარდა. 1997 წელს დარჩენილი სამეული დიკონმა დატოვა.[4] ამ პერიოდიდან მეი და ტეილორი კვლავ თანამშრომლობდნენ. აღსანიშნავია მათი გაერთიანება პოლ როჯერსთან, პროექტის Queen + Paul Rodgers ფარგლებში.[5]

მთლიანი ისტორიის მანძილზე გამოვიდა ჯგუფის 18 ალბომი, რომელიც ჩარტების #1 პოზიციაზე ხვდებოდა, 18 #1 სინგლი და 10 #1 DVD. მთლიანობაში გაიყიდა Queen-ის 150 მილიონ დისკზე მეტი ასლი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ეს რიცხვი 300 მილიონს აღემატება,[6][7][8][9] რითაც იგი ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ კოლექტივად. მას რამდენიმეჯერ გადაეცა აივორ ნოველოს სახელობის ჯილდო. 2001 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

 

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/Queen

 

 

 

 

 

2ee7e28761891c8a2ecdd89937b6c6fe.jpg

 

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share