Jump to content
×
×
  • Create New...

სამცხე-ჯავახეთში ტენდერების ტანხამ 33 მილიონი შეადგინა


Recommended Posts

  • ფორუმელი
სამცხე-ჯავახეთში ტენდერების ტანხამ 33 მილიონი შეადგინა admin Fri, 11/05/2021 - 21:33

ირაკლი ღარიბაშვილი დროგამოშვებით მმართველი პარტიის მიერ საქართველოში რეგიონებში დაგებული გზების შესახებ საუბრობს.

მხოლოდ 2020 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 342 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ამ ფონდის ტენდერებს აქტიურად იგებენ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანიები.

მაგალითად, 2020 წელს ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნის და პარტიის შემწირველის მიერ დაარსებულმა კომპანიამ მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში 8 ტენდერი მოიგო.

ამ კომპანიას “საგზაო სამშენებლო სამმართველო N2” ჰქვია და სახელწიფო შესყიდვებით 5 მილიონ ლარამდე მიიღო ბიუჯეტიდან.

ასევე, 8 მილიონზე მეტი მიიღო შპს არალიმ, რომლის ყოფილ მესაკუთრეს პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვასა და სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვებაზე ედავებოდა.

კომპანია არალიმ მასზე დაკისრებული სამუშაოები, არაერთხელ უხარისხოდ შეასრულა, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურები ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას აგრძელებენ.

სამცხე-ჯავახეთში საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის თითქმის 30 მილიონი ლარი, თუმცა სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით დაგეგმილზე დაახლოებით 3 მილიონით მეტი გაიცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჭიათურაში მერობის კანდიდატის წარდგენის დროს ისაუბრა მმართველი პარტიის მიერ საქართველოში რეგიონებში დაგებული გზების შესახებ. მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება ამის შესახებ აქტიურად არ აშუქებდა ინფორმაციას, რადგან მოსახლეობის შეწუხება არ უნდოდა.

რეგიონების განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი შეიქმნა, საიდანაც ყოველწლიურად გამოიყოფოდა თანხა.

რეგიონალური განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ცხრა რეგიონში პროექტების ფონდიდან ჯამში 342,764,049 ლარი გამოიყო. აქედან, რეგიონების მიხედვით, მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე გამოიყო:

შიდა ქართლი- 31 830 087ლარი(დაგეგმილი პროექტი 48, აქედან განხორციელდა 42);

ქვემო ქართლი- 40 068 676ლარი(დაგეგმილი პროექტი 58, აქედან განხორციელდა 49);

სამეგრელო-ზემო სვანეთი- 60 923 723ლარი(დაგეგმილი პროექტი 153, აქედან განხორციელდა 141);

სამცხე-ჯავახეთი- 34 946 024ლარი(დაგეგმილი პროექტი 53, აქედან განხორციელდა 50);

მცხეთა-მთიანეთი - 22 156 663ლარი(დაგეგმილი პროექტი 37, აქედან განხორციელდა 34);

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი- 17 212 420 ლარი(დაგეგმილი პროექტი 24, აქედან განხორციელდა 20);

კახეთი -52 644 855ლარი(დაგეგმილი პროექტი 103, ქედან განხორციელდა 82);

გურია - 18 964 397ლარი (დაგეგმილი პროექტი 38, აქედან განხორციელდა 37);

იმერეთი-81 173 857ლარი(დაგეგმილი პროექტი 248, აქედან განხორციელდა 245).

რეგიონებში დაგეგმილი 762 პროექტის დიდი ნაწილი (700 პროექტი) 2020 წელს დასრულდა, ხოლო ნაწილი 2021 წელს დასრულდება .

ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა რეგიონებში საავტომობილო გზების სამშენებლო მიმართულებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. კომპანიებისა და სახ. შესყიდვების კვლევისას მნიშვნელოვანი რისკის მაჩვენებლები გამოიკვეთა. ამჯერად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოვლენილ ტენდენციებს და დარღვევებს შევაჯამებთ.

“საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” 2020 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონისათვის 34,946,024 ლარი გამოიყო, აქედან 29,359,493 ლარი საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის.

ბოლო მონაცემებით სულ 50 პროექტი განხორციელდა, რომლის განხორციელებაში სულ 13-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით აღნიშნულ პროექტებზე ჯამში დაგეგმილზე (დაახლოებით 2, 931425 ლარით მეტი) 32,290,918 ლარი დაიხარჯა.

ტენდერებში ხშირად ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანიები იმარჯვებენ. მათ შორის გამოვყოფთ ორ ყველაზე მსხვილ მიმწოდებელს, რომელთანაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყველაზე მეტი და მაღალი ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ეს კომპანიებია შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N2 და შპს არალი.

შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N2”

შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N2, რომლის ყოფილი და მოქმედი მესაკუთრეები სხვადასხვა დროს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები იყვნენ, 2020 წელს სამხე-ჯავახეთში რეგიონალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ 8 ტენდერში გაიმარჯვა, რის შედეგადაც ბიუჯეტიდან 4,934,490 ლარი მიიღო.

კომპანიის დამფუძნებლები და ყოფილი პარტნიორები სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში. სახეზეა მაღალი თანამდებობის პირების საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში გადასვლის შემთხვევა, იგივე “მბრუნავი კარის” პრობლემა. მბრუნავი კარის შემთხვევა კორუფციის წარმოშობი

ს რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.

კომპანია, შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N2, 2015 წელს დაარსდა. ის შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო №1-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის მიმდინარე და ყოფილი პარტნიორები ავთანდილ კაჭკაჭაშვილი და გიორგი ბალიაშვილი არიან. ისინი სხვადასხვა თანანმდებობას იკავებდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტში. 2015 წელს თანამდებობის ერთდროულად დატოვების შემდეგ ისინი გახდნენ ბიზნეს პარტნიორები. მათ დააფუძნეს რამდენიმე კომპანია და აქტიურად დაიწყეს მონაწილეობის მიღება სახელმწიფო შესყიდვებში.

კომპანიის დამფუძნებელი ავთანდილ კაჭკაჭაშვილი, მიმდინარე მონაცემებით კომპანიის 30%-იან წილს ფლობს და ამავდროულად კომპანიის დირექტორია. სამეწარმეო საქმიანობამდე იგი სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა 2013-2015 წლებში.

კომპანიის კიდევ ერთი ყოფილი დამფუძნებელია გიორგი ბალიაშვილია. გიორგი ბალიაშვილი ახალციხის მუნიციპალური შპს “კეთილმოწყობის” დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მან თანამდებობა 2015 წელს დატოვა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბალიაშვილის დედა, ზოია ბალიაშვილი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. საკრებულოში ის პარტია ქართულ ოცნებას წარმოადგენს.

მიმდინარე მონაცემებით კომპანიის რამდენიმე მესაკუთრე პარტია ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერები არიან.

კომპანიის დირექტორმა ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა 20,000 ლარი შეწირა მმართველ პარტიას 2021 წლის აგვისტოში. მსხვილი შემოწირულობა გააკეთეს ასევე კომპანიის მეწილეებმა, ნუგზარ და ნუკრი აბალაკებმა, 2016-2021 წლებში, ჯამში 145,000 ლარი შეწირეს ქართულ ოცნებას.

შპს ,,არალი"

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მოგებული ტენდერებით ლიდერობს შპს არალია. შპს არალიმ რეგიონალური ფონდის პროექტების ფარგლებში გამოცხადებულ 11 ტენდერში გაიმარჯვა, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8,723 146 ლარი მიიღო.

კომპანია 2004 წელს დაარსდა ოთარ და ოლეგი თათეშვილების მიერ. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მიმდინარე მონაცემებით კომპანიის სხვადასხვა წილების ოჯახის წევრები ფლობენ. კომპანიის დირექტორის პოსტს კი დემეტრე თათეშვილი იკავებს.

დემეტრე თათეშვილმა 2021 წლის 2 აგვისტოს 50,000 ლარი შესწირა პარტია ქართულ-ოცნებას. თავად კომპანიამ ქართულ ოცნებას 2017 წლს 40,000 ლარი შესწირა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ყოფილი მფლობელი ოთარი თათეშვილი მხოლოდ “ქართული ოცნების” შემომწირველი არ ყოფილა, მან ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც შესწირა 60 000 ლარი 2012 წელს.

კომპანია არალი ტენდერებში მონაწილეობას 2011 წლიდან იღებს. 2018 წელს კომპანიის ყოფილმა მესაკუთრემ ოთარ თათეშვილმა აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სახლის ასაშენებლად 450 კვ.მ. მიწა მიჰყიდა. ამის შემდეგ კომპანიის მიერ ტენდერებიდან მიღებული თანხები საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნული კომპანია, ასევე აქტიურად იყო ჩართული აბასთუმანში, ფონდ “ქართუს” მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ყოფილი დირექტორი ოთარ თათეშვილი 2017 წელს დააკავეს. გამოძიება თათეშვილს დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვასა და სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვებაზე ედავებოდა. ოთარ თათეშვილს დაკავებიდან მალევე გამამტყუენებლი განაჩენი გამოუტანეს, თუმცა კორუფციაში მხილებული ბიზნესმენის კომპანია შპს არალი კვლავ განაგრძობდა ტენდერებში მონაწილეობის მიღებას. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიამ მასზე დაკისრებული სამუშაოები, არაერთხელ განახორციელა უხარისხოდ. მათ შორის კომპანიის მიერ დაგებული გზები 2017-2019 წლებში მალევე დაზიანდა სოფელ ივლიტაში, ჭვინთაში, ბავრაში. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა სახელმწიფო ორგანოები კვლავ აქტიურად განაგრძობენ აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულებების გაფორმებას.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ოთარ თათეშვილი 2020 წელს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომპანია არალი აქტიურად აგრძელებს მონაწილეობის მიღებას სახელმწიფო შესყიდვებში და ძვირადღირებული ხელშეკრულებების გაფორმებას სახ. სტრუქტურებთან.

წყარო:

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაცია: https://bit.ly/2Qwndyi

შპს არალი 222725807 : https://www.tendermonitor.ge/ge/organization/36139

დემეტრე თათეშვილის მიერ ქართული ოცნებისთვის შეწირული თანხა:

https://transparency.ge/politicaldonat.../ge/donations/11411

უხარისხო სამუშაოები 2017 https://bit.ly/2VqVBwt

უხარისხო სამუშაოები 2018 https://bit.ly/3AacJFS

უხარისხო სამუშაოები 2019 https://bit.ly/3yrjSRL

შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N2 ს/კ:424071168: https://www.tendermonitor.ge/ge/organization/87125

ნუგზარ აბალაკის მიერ ქართული ოცნებისთვის შეწირული თანხა:

https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/5382

ნუკრი აბალაკსი მიერ ქართული ოცნებისთვის შეწირული თანხა:

https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/6408

ავთანდილ კაჭკაჭიშვილის მიერ ქართული ოცნებისთვის შეწირული თანხა: https://transparency.ge/politicaldonat.../ge/donations/11245

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: https://reginfo.ge/politics/item

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-11/252793708_3083897368552359_2186178993587326940_n.jpegნოემბერი 2021 2021 Author ხატია ნიკოლაიშვილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   312 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 312 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(8)