Jump to content
×
×
  • Create New...

ვინტაჟური ბუმი


Recommended Posts

  • ფორუმელი

აშკარად მეორადი ტანსაცმლის ბუმი მძვინვარებს ქვეყანაში. გასაკეთილშობილებლად ვინტაჟადაც მოიხსენიებენ, მაგრამ მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ-მეორადი იზ მეორადი.

ნუ, ზოგადადაც, სამყარო გადადის ტანსაცმლის “გაცნობიერებულ” მოხმარებაზე და ეკომეგობრულობას აწვება. შესაბამისად ჩვენებმაც აიტაცეს ტრენდი,+ უფულობის კაი გაპრავებაა და ასევე, “ორიგინალური რაღაცები იყიდება” მესმის ხშირად არგუმენტად.

და ადრე, თუ მალავდნენ ახლა ყველა მეორე “ნაშა” გოგო რილსებს ან ტიკტოკებს იღებს, როგორ/სად/რამდენად იშოპინგა მეორადებში.

ასევე, პარალელურად უფრო პრემიუმ ხაზი: ფაბერ ქონსაინმენთი იხოდება. წეღან ვათვალიერებდი და მაინც ვერაფრით ჩავწვდი, რატომ უნდა ვიყიდო ვიღაცის ნახმარი ფეხსაცმელი, ჩანთა, ზედა და ა.შ 2000/4000+ ლარად? მერე რა რო ბოტეგა ვენეტაა ან გუჩი.

ოკ, მომწონს, კაია, მაგრამ არ ვიყიდიდი, 200ც რო ღირდეს. 

ჩემშია პრობლემა?

თქვენ რას ფიქრობთ? გიყიდიათ მეორადი ნივთები? 

ექსპერიმენტულად მაინტერესებს ისე, ჩემს დაქალს ვეხვეწები წამიყვანოს და თუ არ დამეზარა, უნდა გავტესტო რა შეგრძნებაა 1. 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, კიჭარტი said:

თქვენ რას ფიქრობთ? გიყიდიათ მეორადი ნივთები? 

 

მე ყოველთვის ყველაზე ძვირინებს ვარჩევ ხოლმე :boli:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, კიჭარტი said:

გიყიდიათ მეორადი ნივთები? 

კი, სათხილამურო შარვალი და თოვლში სასიარულო დიდი სპეციალური ჩექმები ვიყიდე ერთხელ

მანქანა მყავს კიდე მეორადი, ოღონდ მე არ მიყიდია

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი

მარა ვინტაჟური ბუმი არა ის! :uxe:

იცეკვე, გაერთე

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
23 minutes წინ, კიჭარტი said:

ნუ, ზოგადადაც, სამყარო გადადის ტანსაცმლის “გაცნობიერებულ” მოხმარებაზე და ეკომეგობრულობას აწვება.

ესეც დროებითია ხუნხულ :givi:

24 minutes წინ, კიჭარტი said:

და ადრე, თუ მალავდნენ ახლა ყველა მეორე “ნაშა” გოგო რილსებს ან ტიკტოკებს იღებს, როგორ/სად/რამდენად იშოპინგა მეორადებში.

 

ამათ რატო უყურებ? რას გაძლევს? 

 

24 minutes წინ, კიჭარტი said:

2000/4000+ ლარად? მერე რა რო ბოტეგა ვენეტაა ან გუჩი.

ამდენი ღირს ნახმარიც კი? :rolf:

 

24 minutes წინ, კიჭარტი said:

თქვენ რას ფიქრობთ? გიყიდიათ მეორადი ნივთები? 

 

კი სალაშქრო ფეხსაცმელებს სულ ეგრე ვყიდულობ, სოლომონები და ლოვები სულ ეგრე მაქვს ნაყიდი, რატო? რამდენჯერაც არ გამოვწერე ვერ მოვირგე, ორიგინალები აქ არ იყიდება, ნახმარები ცუდი ნახმარები არ არის და ადგილზეა, ირგებ და ზუსტად იცი აღმართში არ დაგაგდებს, პლუს დადეზინფექციებულია შენც რეცხავ სპეც მეთოდით (სალაშქრო ბაჩიებს სარეცხ მანქანაში არ ვრეცხავთ) ამიტომ არ არის საშიში მარა ოკ არც ეგენი ღირს იაფი აქ, 200 + არ ტეხავს ადეკვატურ ფასში რამე ნორმალურის ყიდვა კნუწიკ, უბრალოდ 2 კა მეორადში და ტრენდულ ნაგავში  რომელიც 20კაც რომ ღირდა მაშინაც ნაგავი იყო - უგუნურებაა...

 

მე მაგალითად გააზრებულად ვყიდულობ ტანსაცმელს, უიი რა ლამაზიაა ეგრე არ ვდგები და არ ვყიდულობ, მაქვს ბაზისები და მაქვს გამოსასვლელი ტანსაცმელი, ანუ ჰიპერმოდური ტრენდები მკიდია, ვყიდულობ და ვიწერ იმას რაც ჩემ გემოვნებაში ზის და მიხდება, რასაც წლები ჩავიცვამ ისე შემიყვარდება და ჩემთან იქნება ასოცირებული. ერთი დაქალი მყავს, შემთხვევით გავიგე წაუბლატავია ერთგან რომ ერთსა და იმავეს არ ვიცვამ დღესასწაულებზეო, ჩემთან მსგავს საუბრებს ვერ ბედავს და არც ეგაა სიმართლე რომ თითქოს ეგრე იქცევა,ვაფშე ეს რა სალაპარაკო თემაა ვერც ამას ვხვდები, ისე გავბრაზდი როცა ვნახავ ჩამოვაგდებ ამაზე სიტყვას, მე ვერ მეტიპება და  იმას წაეტიპა ვისთანაც გაბედა, ყველა შემთხვევაშ გოიმობაა ეგეთი ღლექალური ღირებულებები! რა კარგად თამაშობენ ადამიანები ვგიჟდები უბრალოდ... სწორად ინვესტირებაა საჭირო ხარისხიან და გემოვნებიან ტანსაცმელში რომელიც წლები გაგიძლებს, და რომელსაც სიყვარულით გარეცხავ ხოლმე ხელით რეცხვის რეჟიმზე და გაფენისას დააკვირდები ხომ არაფერი მოუვიდა შენს სიფაფუკეს და სიხუნხულეს :love:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
30 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

იცეკვე, გაერთე

არვარხასიათზედღეს.

3 minutes წინ, Mulan said:

ამათ რატო უყურებ? რას გაძლევს? 

Just აღვნიშნე. მკიდია.

@Mulanaha gadaxede.

ესენი კაი ვიდზეა,ლაქშერი ხაზია, მაგრამ აი იზაბელ მარანტები ან გაცვეთილი მარკ ჯეიკობსი 600 ლარად იმიტომ უნდა ვიყიდო რო სალომე ღვინიქშვილს ან ნინო ელიავას ეცვაათ? ფლიზ. ზარალას კი მეძახიან მეგობრები, მაგრამ კიდე კაი ეგეთი ბნედაც არ დამმართნია. 

 უნდა გავიარო ამ სექენდებში, მაინტერესებს რა ხდება. ყველაფერი უნდა გამოსცადო ვჟიზნე:lol:იქნებ მართლა ლუზერი ვარ. 

AEFDDE6D-82E5-467F-B196-EAE42BC769D0.png

8FAD16CB-1A6B-4BCB-B1CF-3B984D6DF94C.png

7B7A0364-1F7D-4D93-8F45-D2EEDACB1CCD.png

A208C58A-7D02-4E37-A8B6-5ABA567EE52F.png

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი

@კიჭარტი :rolf:

 

ძნ გოიმობებია. ჯერ ლოგოებიანი საერთოდ რამე როგორ უნდა ჩაიცვა. მერე რა ფასები აქვს და რას თან:lol:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@კიჭარტი

ეხლა ნახე რა ხდება

 

მეორადი იზ მეორადი. ბაზარი არაა. ძალიან პოპულარულია მეორადები იმის გამო, რომ ქვეყანაში მასიურად სიღარიბეა.

ბრენდის მაღაზიები როგორ მუშაობენ მართლა მიკვირს.

არაა გასაკვირი მასიურად რომ ტოვებენ ბაზარს. რამდენი ბრენდი გავიდა ან მაღაზიათა რაოდენობა შეამცირა.

 

ხელმოკლეობის გამო მეორადებზე სერიოზული ბუმია.

ნაცნობმა მირჩია ვაგზალზე გადი რაღაც დიდი აუთლეტიაო და კაი რაღაცები იჩითეობა.

ნუ კაი გავედი და ჯერ ერთი აუთლეტი არ იყო, მეორადების უზარმაზარი ბაზრობა იყო. მერე მეორე იქ რამე რომ მენახა თვალი გაჩვეული უნდა გქონდეს. ერთი შეხდვით ყველაფერი ძონძია, მაგრამ თუ მაგრად დააკვირდები შეიძლება რაღაცა ნახო.

მე არ მიღირდა იქ თვალიერება და წამოვედი.

 

მეორე მომენტია მეორადის ზომები. ძალიან უნდა გაგიმართლოს რომ მოგერგოს ან გადაკეთებას დაექვემდებაროს. მაგიტომაც ბევრს აცვია დიდი ზომის ტანსაცმელები. ეგ ეხლა პრავდება ოვერსაიზ სტილიაო. არადა სტილი კი არა დიდი გაქ შეჩემა.

 

 

ეხლა რაც შეეხება სხვა მიდგომასაც მეორადებთან დაკავშირებით. გავარკვიეთ, რომ ძირითადად მეორადებზე ჩვენთან წეწევაა იმიტომ რომ ხალხს ფული არ აქვს.

მაგრამ ვიცი კატეგორია ხალხის (ფულიანების), ვისაც უბრალოდ ვინტაჟური ტანსაცმელი ევასება.

მაგალითად, კაცების კუთხით გეტყვი. გასულ საუკუნეში რა პიჯაკებიც და შარვლებიც გამოდიოდა (ჭრის სტილი და სხვა) ეხლა უბრალოდ აღარ იშოვება. ვისაც მაგრად ევასება წინა საუკუნის მოდა, ის ყიდულობს მეორადებში რათა იმ სტილის ტანსაცმელი ჰქონდეს, რომელიც ევასება და ახალი უბრალოდ აღარ იყიდება. ამ კუთხით იბეიზე სერიოზული ვაჭრობა მიდის. 

 

 

 

და ისე ზოგადად რავიცი, ალბათ, მართლა ჯობია თუ ფული არ გაქვს კორსო იტალიაში 40 ლარიანი ფეხსაცმლების ყიდვას იგივე თანხით მეორადი და ხარისხიანი იყიდო

Edited by ბაყბაყდევი
This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   313 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 312 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(7)