ფორუმელი Moor Posted 3 ნოემბერი, 2021 Posted 3 ნოემბერი, 2021 წინასაარჩევნოდ ცესკომ საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადება გადაწყვიტა admin Wed, 11/03/2021 - 14:15 წინასაარჩევნოდ ცესკომ საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადება გადაწყვიტა, რომლითაც მაღალი პროფესიონალიზმის მქონე იმიჯურ ორგანიზაციად უნდა წარმოჩენილიყო. ვიდეოს სცენარში 31,070 ლარი დაიხარჯა, ხოლო თავად ვიდეორგოლის დასამზადებლად 155,350 ლარი. იმიჯზე ზრუნვის პარალელურად, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ცესკომ დარღვევებით ჩაატარა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. 2017-2021 წლებში ცესკო 325,203,900 ლარით დაფინანსდა, საიდანაც 136,451,300 ლარი დასაქმებულთა შრომის ანაზრაურებაზე დაიხარჯა. ცესკომ წინასაარჩევნოდ, საიმიჯო ვიდეორგოლის დასამზადებლად 186,420 ლარი დახარჯა. ვიდეორგოლის დამზადების მიზნით, ცესკომ გამარტივებული შესყიდვის წესით ხელშეკრულება 13 აგვისტოს შპს სტუდია მარველთან გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელს 3 ვიდეორგოლი უნდა დაემზადებინა, მათგან ერთი საიმიჯო ვიდეორგოლი უნდა ყოფილიყო, დანარჩენი 2 ვიდეორგოლის თემა კი “არჩევნები და პანდემია” და “ მოწოდება მოდი არჩევნებზე” იყო. ვიდეორგოლების დასამზადებლად თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა: საიმიჯო სარეკლამო ვიდეორგოლი “ცესკო როგორც მაღალი პროფესიონალიზმის მქონე იმიჯური ორგანიზაცია” - 186,420 ლარი სარეკლამო ვიდეორგოლი “პანდემია და არჩევნები” - 155,350 ლარი სარეკლამო ვიდეორგოლი “მოწოდება მოდი არჩევნებზე” - 93,210 ლარი ყველაზე დიდი ოდენობის თანხა ცესკომ საკუთარი საიმიჯო ვიდეორგოლის შესაქმნელად დახარჯა. ხელშეკრულებით თანახმად მიმწოდებელს ჯერ დაევალა სცენარის შექმნა, სადაც ცესკო წარმოდგენილი იქნებოდა, როგორც მაღალი პროფესიონალიზმის მქონე იმიჯური ორგანიზაცია, შემდეგ კი შპს მარველს სცენარის შესაბამისად უნდა დაემზადებინა ვიდეორგოლი. სცენარის დასამზადებლად 31,070 ლარი გამოიყო, ხოლო ვიდეორგოლის დასამზადებლად 155,350 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ცესკოსთვის წინასწარვეა ცნობილი არჩევნების ჩატარების ფაქტი და მოსამზადებლადაც საკმარისი დრო აქვს, ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა, მან პირდაპირი შესყიდვის წესით, უკონკურენტო გარემოში გაუფორმა ხელშეკრულებას შპს მარველს. აღსანიშნავია, რომ გამარტივებული შესყიდვები კორუფციულ რისკს წარმოშობს, ამასთანავე თანხების მინიმალიზაციის მიზნით უმჯობესია შესყიდვა ტენდერის მეშვეობით, კონკურენტულ გარემოში განხორციელდეს. აღსანიშნავია, რომ ცესკოს პროფესიონალიზმს არა ვიდეორგოლი, არამედ ჩატარებული არჩევნები განსაზღვრავს. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. “TI საქართველო” არჩევნების შედეგების შეფასებისას აღნიშნავს, რომ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა დღის მანძილზე, მათ შორის აღსანიშნავია დარღვევები, სადაც განსაკუთრებთ მაღალია იყო ცესკოს კომპეტენცია და ვალდებულება, თავიდან აერიდებინა მსგავსი შემთხვევები. ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის შემთხვევა, დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა – ეს ის დარღვევებია, სადაც ცესკოს პირდაპირი ვალდებულება ჰქონდა, თავიდან აერიდებინა მსგავსი შემთხვევები, ან დროული და ეფექტური რეაგირება მოეხდინა. აღსანიშნავია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისიის შედეგებიც. საია-მ არაერთი დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის მარკირების წესების უგულებელყოფის, გადასატანი ყუთით და, ზოგადად, ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის შემთხვევები, არასათანადო დოკუმენტით უბანზე შემოსვლის ფაქტები. რაც შეეხება მეორე ტურს, კვლავ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის წილისყრის პროცედურის, მარკირებისა და ხმის მიცემის წესების დარღვევა, COVID-19-ის რეგულაციების დაუცველობა, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ შევსება/გამოქვეყნება. ცესკოს პროფესიონალიზმის მიმართ უნდობლობას მრავალი ფაქტი იწვევს, მთ შორის ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან მოსახლეობას კარგად დაამახსოვრდა დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში, როდესაც საარჩევნო სუბი ექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. ISFED-ის მიერ შესწავლილ იქნა 850 უბნის შემაჯამებელი ოქმები, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 8% შემთხვევაში შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი იყო. დარღვევების პარალელურად, უნდა აღინიშნოს, ერთის მხრივ თავად ცესკოს მისია, რომლის თანახმადაც ცესკოს ამოცანაა უზრუნველყოს საარჩევნო პროცესების უსაფრთხოდ და სანდოობის საერთაშორისო სტანდარტით წარმართვა. სწორედ ამ მიზნის უზრუნველსაყოფად ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2017-2021 წლებში, ცესკო ცენტრალური ბიუჯეტიდან 325,203,900 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული წლების განმავლობაში ცესკოში დასაქმებულთა რაოდენობა 500-დან 531-მდე მერყეობდა, ხოლო მათი შრომის ასანაზრაურებლად ჯამში 136,451,300 ლარი დაიხარჯა. წელი/დაფინანსება/დასაქმებულთა რაოდენობა/შრომის ანაზრაურება 2017-64,259,700/500/26,220,700 2018-77,214,500/500/36,237,200 2019-31,762,500/531/12,780,000 2020 - 77,511,400/531/29,485,800 2021 - 74,455,800/528/31,727,600 წყარო შესყიდვა CMR210096079 TI საქართველო https://bit.ly/3mu2yXE საია https://bit.ly/3mlbGha საია II ტური https://bit.ly/3CAAkB4 ISFED https://bit.ly/3FiL212 ბიუჯეტი https://bit.ly/3jUjrtW Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-11/252025289_3081029075505855_5671491148306384607_n.jpegნოემბერი 2021 2021 Author სალომე კვირიკაშვილი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა