Jump to content
×
×
  • Create New...

მეორე ტურის შედეგები


Recommended Posts

  • ფორუმელი
13 საათის წინ, Seth said:

:perv:

აშშ-ს საელჩო - ვიზიარებთ ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული, თუმცა ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და პოლარიზაციამ, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა

 

„ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ქართველმა ხალხმა 30 ოქტომბერს ხმა მისცა მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამომრჩევლებისა და საქმისადმი ერთგული საარჩევნო მუშაკების, საქართველოს პროფესიონალი ადგილობრივი საარჩევნო სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ, რომელთაც კოვიდ პანდემიისა და დაძაბული საარჩევნო გარემოს მიუხედავად [ამ პროცესში] მონაწილეობა მიიღეს.

ჩვენ ვიზიარებთ ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა. ოდირმა ასევე გამოთქვა წუხილი იმ განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქმედებდნენ, როგორც პარტიის მხარდამჭერები და დროდადრო ხელს უშლიდნენ პროცესს, ასევე ცალკეული ადამიანების ჯგუფები ზოგიერთი საარჩევნო უბნების გარეთ, სავარაუდოდ, ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. მიუხედავად ოდირის დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფები შეესწრო მსგავსი მიკერძოებისა და ჩარევის ფაქტებს რამდენიმე უბანზე.

როგორც ამ არჩევნებმა გვიჩვენა დემოკრატია მუდმივი ძალისხმევის პროცესია, რომელიც მოითხოვს ერთგულებას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიმართ და სიფხიზლეს მოქალაქეების დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ზოგიერთმა რეფორმამ, რომელიც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის შედეგად წლის დასაწყისში მიიღეს, როგორიც არის ავტომატური გადათვლის პროცესი და ელექტრონული ხმის მიცემა, მნიშვნელოვნად გაზარდა ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა.

სამწუხაროდ, ეს პოზიტიური ნაბიჯები შეასუსტა წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე. იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს: დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა, პოლიტიზებული მედია კი კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს.

ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია.

ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით.

თითოეული არჩევნები, ხარვეზიანიც კი, გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლისა და რეაგირების შესაძლებლობაა განმეორებად დარღვევებზე, რომელმაც დააზიანა ეს არჩევნები და თანდათანობით შეარყია ხალხის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს ყველა იმ დანარჩენი რეფორმის მიღებისა და განხორციელებისკენ, რომელიც რეკომენდებულია ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. აღნიშნული რეკომენდაციები პარლამენტის მოთხოვნის შედეგადაა წარმოდგენილი და წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი არჩევნების გაუმჯობესებისკენ.

ამერიკელი ხალხი მხარს უჭერდა და უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიონალი პლურალისტური მედიისა და ხალხის მიმართ გულისხმიერი მთავრობის ჩამოყალიბების ხანგრძლივ და გამოწვევებით აღსავსე პროცესში. ამ ბოლო არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სთავაზობს მეგობრობასა და მხარდაჭერას როგორც გულწრფელი პარტნიორი, რადგანაც გვჯერა საქართველოსი, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატიისა, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

https://www.interpressnews.ge/ka/article/681537-ashsh-s-saelcho-viziarebt-odiris-shepasebas-rom-archevnebi-iqo-kargad-organizebuli-tumca-braldebebi-amomrchevelta-dashinebisa-da-zecolis-shesaxeb-shenarchunda-da-polarizaciam-procesze-uarqopitad-imokmeda

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Say_or said:

ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის.

იეპ. ქვედა დონემ (საარჩევნომ) ისქნაო :დ ეხლა ვნახოთ რას იზამს ზედა დონეო :დ როგორც ვივარაუდეთ დაემთხვა ეუ-ს ოფისის და იანკების პოზიცია (ფრიცები განსხვავდება), შეიძლება ითქვას რომ იანკების ცოტა უფრო დამძიმებულია...

 

ეხლა ვნახოთ რას გვეტყვიან მარინა და მიქსერი :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
  • ფორუმელი
  • ფორუმელი
1 საათის წინ, Seth said:

იეპ. ქვედა დონემ (საარჩევნომ) ისქნაო :დ ეხლა ვნახოთ რას იზამს ზედა დონეო :დ როგორც ვივარაუდეთ დაემთხვა ეუ-ს ოფისის და იანკების პოზიცია (ფრიცები განსხვავდება), შეიძლება ითქვას რომ იანკების ცოტა უფრო დამძიმებულია...

 

ეხლა ვნახოთ რას გვეტყვიან მარინა და მიქსერი :დ

ეხლა გადავხედე საელჩოს შეფასებებს 2 ოქტომრბის არცევნებზე,

მეორე ტურთან დაავშირებით არსებითად იგივე ამბობენ, ოღონდ გაცილებით მოკლედ.

ტონი არ დაუმძიმებიათ ერთი სიტყვით.

ვნახოთ ბებრები რას უპასუხებენ :დ

1 საათის წინ, Seth said:

ნუ ეს სირცხვილიც აღარ არის,

უფრო ქვევით არიან ))

გადავიდეს ბარემ ოცნებაში, რანაირი ოპოზიციაა :crazy:

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Say_or said:

მეორე ტურთან დაავშირებით არსებითად იგივე ამბობენ, ოღონდ გაცილებით მოკლედ.

ტონი არ დაუმძიმებიათ ერთი სიტყვით.

მართალია. მე ვიგულისხმე რომ ევროკავშირის საელჩოს განცხადებასთან შედარებით არის ოდნავ დამძიმებული.

1 საათის წინ, Say_or said:

ნუ ეს სირცხვილიც აღარ არის,

უფრო ქვევით არიან ))

გადავიდეს ბარემ ოცნებაში, რანაირი ოპოზიციაა

აქაც მართალი ხართ, სირცხვილიც კი აღარ არის. აი როგორი რამეა იცით, ადამიანი რომელიც გაიყიდა იმანაც კი არ უნდა აკადროს თავის თავს მსგავსი რამ :დ მონობაა ეს უკვე.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, Seth said:

აქაც მართალი ხართ, სირცხვილიც კი აღარ არის. აი როგორი რამეა იცით, ადამიანი რომელიც გაიყიდა იმანაც კი არ უნდა აკადროს თავის თავს მსგავსი რამ :დ მონობაა ეს უკვე.

იეს :(

გურჯისტანში ხომ ყველაფერი დაბალ დონეზეა - დადგმა, შესრულება/თამაში,

უგემურად ყველაფერი.

ეჭვი მაქვს, ენაზეც არავინ ექაჩებოდა :დ

Life is serious.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   14 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 14 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(2)