Jump to content
×
×
  • Create New...

რომაული წარსულის ანარეკლები


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
IAH3321_JK_P-1024x576.jpgIV საუკუნის მონეტაზე გამოსახულნი არიან რომის ლეგენდარული დამაარსებლები, რომულუსი და რემუსი, თავიანთ გამომკვებავ ძუ მგელთან ერთად.

როდესაც ლიუბლიანაში მასშტაბური სამშენებლო პროექტი დაიწყო, არქეოლოგები ამ უძველეს ქალაქში, ბუნებრივია, საინტერესო აღმოჩენებსაც ელოდნენ,

მაგრამ არა იმას, რომ მათ წინაშე უჩვეულოდ წარდგებოდა ადრექრისტიანული თემი და მის ცენტრში მყოფი, ჯერაც დაუდგენელი ვინაობის წარჩინებული ქალი. როგორც ჩანს, ამ თემის წევრებს საიქიოში მასთან ახლოს ყოფნა სურდათ. 

სლოვენიის დედაქალაქი დაახლოებით 2000 წლის წინ დაარსდა. იმ დროს ის რომაული დასახლება იყო, სახელად ემონა, სადაც ჩრდილოეთ იტალიიდან მიწის სიმწირის გამო წამოსული ათასობით კოლონისტი და იმპერიის დამაარსებელი ვეტერანები ცხოვრობდნენ. ადგილობრივი ქრისტიანული თემის აღმავლობის ხანა ადრეულ 300-იან წლებში დაიწყო, ხოლო დასასრული V საუკუნეში დადგა, როდესაც ემონა ჰუნებმა გაანადგურეს. 

„საველე სამუშაოები საკმაოდ რთული იყო, – ამბობს არქეოლოგი მარტინ ხორვატი, – არც თუ ისე სასიამოვნოა, რამდენიმე მეტრში ავტობუსები რომ დაქრიან“.

IMG_3006-_JK_P-1024x576.jpgლიუბლიანის ცენტრის მიწისქვეშეთში ახ.წ. 14-15 წწ. აშენებული რომაული დასახლება ემონა იმალება. გოსპოსვეტსკას ქუჩის (მარჯვნივ) გათხრების დროს არქეოლოგებმა IV საუკუნის სასაფლაოს ნაშთებს მიაგნეს: 350 საძვალეს და 40-ზე მეტ სარკოფაგს.
მატია ლუკიჩი

გოსპოსვეტსკას ქუჩის გათხრები 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და გვიანრომაული ნეკროპოლისის აღმოჩენით დასრულდა. 350-ზე მეტი საფლავი: უბრალო სამარხი ორმოები, სარკოფაგები თუ საგვარეულო მავზოლეუმები გარს ერტყა ერთი ქალის დიდებულ სამარხს. სლოვენიელი არქეოლოგის, ანდრეი გასპარის თქმით, იქ დაკრძალული ქალი ძალიან გავლენიანი უნდა ყოფილიყო.

„საფლავების შესწავლა ერთ-ერთი ურთულესი საველე სამუშაოა“, – ამბობს გათხრების ხელმძღვანელი არქეოლოგი მარტინ ხორვატი. „სარკოფაგებისა თუ უბრალოდ ძვლების შემცველი სამარხების კონცენტრაცია უკიდურესად მაღალი იყო.  მასიური ქვის სარკოფაგები საქმეს ფიზიკურადაც ართულებდა და ლოგისტიკურადაც, რადგან ძალიან ფრთხილად იყო ამოსაღები და მუზეუმის საცავებში გადასატანი“.

IAH6000_JK_P-e1635406021159-646x1024.jpg40 წლამდე ქალის ნეშტი ნეკროპოლისის უძველეს ნაწილში აღმოაჩინეს. განსაკუთრებული სამარხის გარდა, ქალის მაღალ სტატუსზე მიანიშნებს მის სარკოფაგში მოთავსებული ლურჯი თასიც.

არქეოლოგებს აინტერესებთ, როგორ გაფართოვდა მთელი სასაფლაო ერთი ქალის სამარხის გარშემო. ვარაუდობენ, რომ მისი დაკრძალვის ათწლეულშივე დაანგრიეს კვადრატული შენობა და უფრო დიდი, 10×13 მეტრის პარამეტრების ნაგებობა დააშენეს მის სამარხს. ამ ახალ სივრცეში ემონის ქრისტიანული თემი მიმართავდა ტრადიციას, სახელად ad sanctos, რაც გულისხმობს გარდაცვლილის დაკრძალვას მარტვილთა სამარხების ან სხვა წმინდად მიჩნეული ნაშთების სიახლოვეს. ნაგებობის გვერდით მოგვიანებით მავზოლეუმი აშენდა.

ვინ იყო ქალი, რომელსაც ამ ნაგებობებით მიაგეს პატივი? თუ არქეოლოგები არ ცდებიან და მისი საფლავი ნეკროპოლში მართლაც პირველი და ცენტრალური მნიშვნელობის იყო, ის რომაულ ემონაში მეტად წარჩინებული ადამიანი იქნებოდა. მის წარმომავლობაზე, რელიგიურ კუთვნილებასა და სოციალურ სტატუსზე ჯერ მხოლოდ ვარაუდები არსებობს. ამ კითხვებზე პასუხი შეიძლება ნეშტის ანალიზების ჩატარების შემდეგ გავიგოთ.  

„აღმოვაჩინეთ ფრესკებისა და მოზაიკური იატაკის ფრაგმენტები, რომელიც, როგორც ჩანს, მთელ სივრცეში იყო დაგებული“, – ამბობს გასპარი მავზოლეუმის შესახებ. „შენობის გაყოლებაზე, განცალკევებული ფრესკების ფრაგმენტები მიუთითებს თაღოვან ნიშებზე, რომელთა დანიშნულება ჯერ გაურკვეველია“.  

skupna-ogrlica-ps_JK_P-1024x576.jpg
skupna-PSa222_JK_P-1024x576.jpg

(მარცხნივ) გვიანრომაული პერიოდის საფლავებში ან ძალიან ცოტა ნივთი გვხვდება, ან საერთოდ არაფერი, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. უბრალო სამარხ ორმოში დაკრძალულ ქალს მინისმძივებიანი ოქროს ყელსაბამი და ბრინჯაოს სამაჯურები ეკეთა.
(მარჯვნივ) ექვსი წლის გოგონას სარკოფაგი ემონის საფლავებს შორის ერთ-ერთია, რომელიც უძვირფასეს ნივთებს შეიცავს. გარდაცვლილი შემკული იყო ოქროსა და შავი მინის სამაჯურებით, მინისმძივებიანი ოქროს ყელსაბამით და აპატიტისთვლიანი ოქროს ბეჭდით.
ფოტო: არნე ხოდალიჩი და კატია ბიდოვეცი

შრეებში ალაგ-ალაგ აღმოჩენილი კერამიკისა და მინის ჭურჭლის ფრაგმენტები მიანიშნებს, რომ კომპლექსის სივრცე იქ დასაფლავებული ადამიანების ქელეხისა და გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავადაც გამოიყენებოდა. ეს ნადიმები წერილობით წყაროებშიც არის აღწერილი. ქრისტიანული თემისთვის სიკვდილი იყო dies natalis („დაბადების დღე“), დღე, როდესაც მორწმუნენი თავიდან იბადებიან და ახალ სიცოცხლეს იწყებენ.

  • SAH2193_JK_P-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • IAH2617_JK_P-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • SAH1886_JK_P-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

რომაულ ქალაქებში დასაფლავება არ იყო ნებადართული, ამიტომ სასაფლაოები ქალაქებისკენ მიმავალი გზის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული. კრემირებული ნაშთების ურნებით დაფვლის რომაული ტრადიცია დროთა განმავლობაში ნეშტის დაკრძალვამ ჩაანაცვლა.

ზოგიერთ სარკოფაგში კარგად შენახული ჩონჩხი ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის. ძვლების ანალიზით მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ, როგორ ცხოვრობდა ადამიანი და ზოგჯერ ისიც – თუ რა მიზეზით გარდაიცვალა.

ჟიგა შმიტი მინის თასს უტარებს ანალიზს. ფოტო: არნე ხოდალიჩი და კატია ბიდოვეცი

„ამ სასაფლაოზე მარხავდნენ მდიდრებსაც და ღარიბებსაც. შეძლებულთა ერთადერთი პრივილეგია სარკოფაგით დაკრძალვა იყო“, – ამბობს არქეოლოგი მოიცა ფრასი.

სარკოფაგს კირქვის ლოდისგან თლიდნენ. მთავარი ტექნიკური სირთულე იყო არქეოლოგებისა და სტუდენტების მიერ (მარჯვნივ) ამ მძიმე ქვის ყუთების გადაზიდვა მუზეუმის საცავში. მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სარკოფაგები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ნეშტს ამოასვენებდნენ და სარკოფაგს სხვას მიჰყიდდნენ ან გადასცემდნენ.

გააზიარეთ ფოტო
  • SAH2193_JK_P-1024x576.jpg
  • IAH2617_JK_P-1024x576.jpg
  • SAH1886_JK_P-1024x576.jpg
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

რომაულ ქალაქებში დასაფლავება არ იყო ნებადართული, ამიტომ სასაფლაოები ქალაქებისკენ მიმავალი გზის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული. კრემირებული ნაშთების ურნებით დაფვლის რომაული ტრადიცია დროთა განმავლობაში ნეშტის დაკრძალვამ ჩაანაცვლა.

ზოგიერთ სარკოფაგში კარგად შენახული ჩონჩხი ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის. ძვლების ანალიზით მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ, როგორ ცხოვრობდა ადამიანი და ზოგჯერ ისიც – თუ რა მიზეზით გარდაიცვალა.

ჟიგა შმიტი მინის თასს უტარებს ანალიზს. ფოტო: არნე ხოდალიჩი და კატია ბიდოვეცი

„ამ სასაფლაოზე მარხავდნენ მდიდრებსაც და ღარიბებსაც. შეძლებულთა ერთადერთი პრივილეგია სარკოფაგით დაკრძალვა იყო“, – ამბობს არქეოლოგი მოიცა ფრასი.

სარკოფაგს კირქვის ლოდისგან თლიდნენ. მთავარი ტექნიკური სირთულე იყო არქეოლოგებისა და სტუდენტების მიერ (მარჯვნივ) ამ მძიმე ქვის ყუთების გადაზიდვა მუზეუმის საცავში. მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სარკოფაგები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ნეშტს ამოასვენებდნენ და სარკოფაგს სხვას მიჰყიდდნენ ან გადასცემდნენ.

ყველაზე შთამბეჭდავი არტეფაქტი იყო ქალის საფლავში აღმოჩენილი გამჭვირვალე ლურჯი მინის თასი. 1700 წლის წინანდელი ეს ჭურჭელი გარედან მორთულია ვაზის ორნამენტებით. შიდა მხარეს ამოტვიფრული ბერძნული წარწერა კი ითარგმნება როგორც „შესვი მარადიული სიცოცხლისათვის!“  

ეს დახვეწილი თასი, დაკრძალვის ცერემონიალის გარდა, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება გამოეყენებინათ. ქიმიური ანალიზის საფუძველზე, ის ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში უნდა დაემზადებინათ. ვაზის თემა ქრისტიანულ ზიარებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ფესვები წარმართული ბერძნული აქვს და დიონისეს უკავშირდება. გოსპოსვეტსკას ქუჩის უძვირფასესი ექსპონატები ახლა ლიუბლიანის მუზეუმის საგანძურშია გამოფენილი.

მარიან ჟიბერნას ოცზე მეტი სტატია აქვს დაწერილი ჟურნალ National Geographic-ის სლოვენიური გამოცემისთვის, რომელშიც პირველად გამოქვეყნდა ეს სტატია. არნე ხოდალიჩი სლოვენიური გამოცემის ფოტორედაქტორი და ფოტოგრაფია.

The post რომაული წარსულის ანარეკლები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

 ძალიან კარგია ყელსაბამი რომ იპოვეს რომ იპოვეს რაც დიდი და ძლიერი კულტურის ნიშანია.

Edited by rand.dante
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   33 all people including: 0 წევრი, 4 ანონიმური, 29 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(1)