Jump to content
×
×
  • Create New...

საუკუნეების მაკავშირებელი ხიდი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

მაღლა, პერუს ანდებში მდებარე ვიწრო ხეობაში, მდინარე აპურიმაკის თავზე, თოკის ძველი, ჩაზნექილი ხიდი საშიშად ქანაობს.

ადგილობრივი თემები ყოველ გაზაფხულზე იკრიბებიან და განახლების ცერემონიას მართავენ. სოფლის მცხოვრებლები მდინარის ორივე ნაპირიდან მუშაობენ, რათა ძველ ხიდზე უზარმაზარი – 30 მეტრი სიგრძისა და ბარძაყის სისქის – თოკი გადონ. შემდეგ ძველ კონსტრუქციას ჭრიან და ხეობაში აგდებენ. სამდღიანი მუშაობის, ლოცვისა და ზეიმის შემდეგ მის ადგილს ახლად დაწნული ხიდი იკავებს.

კესვაჩაკას ხიდს ხუთი საუკუნეა მუდმივად აახლებენ.

ასწლეულების განმავლობაში პერუში, კანასის პროვინციაში მდებარე ამ მდინარის გაღმა და გამოღმა არსებულ სოფლებს მხოლოდ ეს ხიდი აკავშირებდა – ინკების იმპერიის ხანაში მსგავსი დაკიდებული ხიდები მრავლად აიგო, რამაც უზარმაზარი ტერიტორიები გააერთიანა; დღეს ისინი ინკების საგზაო სისტემის სახელითაა ცნობილი. გზა 40 000 კილომეტრს ფარავდა და მანამდე იზოლირებულ თემებს აკავშირებდა ერთმანეთთან, რამაც მეომრებს, შიკრიკებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს იმპერიის გადაკვეთის შესაძლებლობა მისცა.

18_06_08-qeswachaka-bridge-ceremony1501.კანიონს მდინარე აპურიმაკი კვეთს. ინკების იმპერიის ხანაში დაკიდებული ხიდები იზოლირებულ თემებს ერთმანეთთან აკავშირებდა.

სატრანსპორტო ქსელის განვითარება ინკებს თავიანთ მოვალეობად მიაჩნდათ; მათ სურდათ, „მსოფლიოში დაწინაურებულიყვნენ და ქაოსური პერიოდის შემდეგ სამყაროს მოწესრიგება ეთავათ“, – ამბობს ხოსე ბარეირო, სმითსონის ინსტიტუტის ამერიკელი ინდიელების ეროვნული მუზეუმის კვლევითი დირექტორის მოადგილე და ლათინური ამერიკის ოფისის ხელმძღვანელი.

„ასეთი ხიდები იგებოდა ანდების ურთულეს რელიეფზე და ემსახურებოდა იმპერიის გაფართოებას – კუსკოდან ოთხივე მიმართულებით“, – ამბობს იგი.

ესპანელი კოლონიზატორები, რომლებმაც იმპერია XVI საუკუნეში დაამხეს, ინჟინერიის შთამბეჭდავ მაგალითად იხსენიებდნენ დაკიდებულ ხიდებს. თუმცა, წლების განმავლობაში ახალი სამანქანო გზებისა და თანამედროვე ხიდების მშენებლობამ ისინი უფუნქციოდ დატოვა და გააქრო.

„ასეთი ხიდები იჭიმებოდა ანდების ურთულეს რელიეფზე და ემსახურებოდა იმპერიის გაფართოებას – კუსკოდან ოთხივე მიმართულებით“
ხოსე ბარეირო – სმითსონის ინსტიტუტი

18_06_08-qeswachaka-bridge-ceremony976.jკესვაჩაკას ხიდი ინკების დაკიდებულ ხიდთაგან უკანასკნელია. მას ხუთი საუკუნეა მუდმივად აახლებენ.

კესვაჩაკას ხიდის ტრადიცია კი შემორჩა – მეტწილად მისი იზოლირებული მდებარეობის შედეგად; ის დღემდე ერთმანეთთან აკავშირებს კეჩუას ენაზე მოლაპარაკე ოთხ თემს: ჰუინჩირის, ჩაუპიბანდას, ჩოკაიუასა და კოლანას. მართალია, მასთან ახლოს ახალი ლითონის ხიდიც აშენდა, რომლის საშუალებითაც მანქანები მდინარეს კვეთენ, მაგრამ მოსახლეობა ვაჭრობისა და სტუმრობისთვის ძველი თოკის ხიდზე მიმოსვლას აგრძელებს.

კესვაჩაკას ხიდი 2013 წელს UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშიც მოხვდა რეგიონში დღემდე მცხოვრები ხალხისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე.

18_06_06-qeswachaka-bridge-ceremony042-1კეჩუას თემის წევრი ხიდის გაჭიმვის ცერემონიის დაწყების წინა საღამოს შეწირვის რიტუალს ატარებს.

„დღესაც თვალნათლივ დაინახავთ ცოცხალ კულტურას, რომელიც 500 წელზე მეტს ითვლის“, – გვითხრა ბარეირომ. ამ კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი კოლექტიური შრომის იდეააო, ამბობს იგი. სოფლის მცხოვრებნი ერთობლივ პროექტებზე თანამშრომლობენ, რათა ამ შრომის შედეგით საბოლოოდ ყველამ ისარგებლოს.

ხიდის აგების მეთოდები თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

პროცესი ბალახის გრძელი ღეროების მოგროვებით იწყება, რომლებსაც შემდეგ თხელ ბაწრად გრეხენ. ამ ბაწარს თავის მხრივ უფრო სქელ თოკებად აერთიანებენ, რომლებსაც საბოლოოდ მძიმე ბაგირებად წნავენ და ხიდის გასაჭიმად იყენებენ. მდინარეზე გასადებ ბაგირებს სოფლები ერთად ამზადებენ.

  • 18_06_07-qeswachaka-bridge-ceremony341-1
    გალერეის გახსნა
  • 18_06_07-qeswachaka-bridge-ceremony920-1
    გალერეის გახსნა
  • 18_06_08-qeswachaka-bridge-ceremony1159-
    გალერეის გახსნა
  • 18_06_09-qeswachaka-bridge-ceremony2089-
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ხიდი ერთობლივი ძალისხმევით იგება და მის მშენებლობაში ყველა ოჯახს გარკვეული წვლილი შეაქვს. ბალახს, სახელად იჩუ,

თოკად დაგრეხამდე წყალში ალბობენ, შემდეგ სქელ ბაგირებად წნავენ და ახალი ხიდის გასადებად იყენებენ.

ხიდის გამოცვლის პროცესი ცერემონიებსა და ზეიმის ელემენტებს შეიცავს: კეჩუას ქურუმები ღვინის სახით სულიერ შესაწირს აშველებენ მშენებლობას,

სანამ ინჟინრები ხიდის გვერდებსა და ქვედა ნაწილს ერთმანეთს აქსოვენ, რაც განახლების უკანასკნელი ეტაპია.

გააზიარეთ ფოტო
  • 18_06_07-qeswachaka-bridge-ceremony341-1
  • 18_06_07-qeswachaka-bridge-ceremony920-1
  • 18_06_08-qeswachaka-bridge-ceremony1159-
  • 18_06_09-qeswachaka-bridge-ceremony2089-
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ხიდი ერთობლივი ძალისხმევით იგება და მის მშენებლობაში ყველა ოჯახს გარკვეული წვლილი შეაქვს. ბალახს, სახელად იჩუ,

თოკად დაგრეხამდე წყალში ალბობენ, შემდეგ სქელ ბაგირებად წნავენ და ახალი ხიდის გასადებად იყენებენ.

ხიდის გამოცვლის პროცესი ცერემონიებსა და ზეიმის ელემენტებს შეიცავს: კეჩუას ქურუმები ღვინის სახით სულიერ შესაწირს აშველებენ მშენებლობას,

სანამ ინჟინრები ხიდის გვერდებსა და ქვედა ნაწილს ერთმანეთს აქსოვენ, რაც განახლების უკანასკნელი ეტაპია.

ბაგირი ქვაზე მყარად მაგრდება და ხიდის აწყობაში გამოცდილი ადამიანები ნაპირებიდან იწყებენ მუშაობას, ხიდის მოაჯირებსა და სავალ ნაწილს ბოჭკოებითა და ჯოხებით წნავენ. როდესაც ერთმანეთს შუაში შეხვდებიან, შემდეგ უკვე ჭილოფს აგებენ და ახალი ხიდიც მზადაა.

ხიდის აგების მეთოდები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ფაქტობრივად არ შეცვლილა.

18_06_09-qeswachaka-bridge-ceremony1751-კეჩუას ტომის ქალები კანიონის თავზე სხედან და იჩუს ბალახისგან თოკებს გრეხენ. ცერემონიის განმავლობაში ქალებს კანიონში ჩასვლისა და ხიდთან მიახლოების უფლება არ აქვთ, რადგან ეს უბედურების მომტანად ითვლება.

ბარეიროს თქმით, ადრე მოსახლეობა ხიდს სამ წელიწადში ერთხელ ცვლიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იქამდე მისასვლელი გზებისა და ტურიზმის განვითარებამ მეტი მნახველი მოიზიდა, განახლება ყოველწლიურად გადაწყვიტეს. მხოლოდ 2020 წელი გამოტოვეს პანდემიის მიზეზით. გამოცვლის სიხშირეს ბარეირო უკავშირებს როგორც უსაფრთხოებაზე ზრუნვას, ასევე სოფლის მცხოვრებთა მიერ იმის გაცნობიერებას, რომ ყოველწლიური რიტუალი დამატებით ტურისტებს მოიზიდავს.

ხიდის განახლების დასრულებას მოსახლეობა მუსიკით, ლოცვითა და ზეიმით აღნიშნავს. კესვაჩაკას ხიდი ახლა მზადაა, კიდევ ერთი წელი ემსახუროს ხალხს.

The post საუკუნეების მაკავშირებელი ხიდი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   521 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 520 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(4)