Jump to content
×
×
  • Create New...

ღამის ცხოვრება

Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ღამეული ოკეანის წყვდიადში მანათობელი ბაგირი უხმოდ იძირება 30 მეტრის სიღრმეზე.

რამდენიმე წუთის შემდეგ მას მყვინთავებიც მიჰყვებიან. აკვალანგით, განათებებითა და წყალგამძლე DSLR კამერებით აღჭურვილი დევიდ დუბილე და ჯენიფერ ჰეისი ჯადოსნურ სამყაროში ეშვებიან.

„წყალში ჩასვლისას თავდაპირველად მანათობელ გალაქტიკაში აღმოჩნდები“, – ამბობს დუბილე ოკეანეში ღამეულ ყვინთვაზე. ხედავ დანარჩენ მყვინთავებს, რომლებიც განათების სხვადასხვანაირ, მოძრავ სვეტებს ასხივებენ და თავი კოსმოსში გგონია.

MM8431_160610_11181-1024x576.jpg
ST0012_171210_0129-1024x576.jpg

ზოოპლანქტონი – მაგალითად, მედუზა (მარცხნივ) და ციცქნა, კრევეტისებრი ამფიპოდებით გარშემორტყმული ლარვულ სტადიაში მყოფი ლომთევზა (მარჯვნივ) – საკვების საძიებლად ღამით ხშირად სიღრმეებიდან ზედაპირისკენ ამოდის. ღია ოკეანეში მზის ჩასვლის შემდგომ ყვინთვა „სამყაროში ყველაზე უცნაური და ეგზოტიკური არსებების აღლუმზე დასაკვირვებლად საუკეთესო საშუალებაა“, – ამბობს დუბილე.

სიბნელეში – ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის სარგასოს ზღვაში იქნება თუ ინდონეზიაში მდებარე რაჯა-ამპატის არქიპელაგის ტროპიკულ წყლებში – დუბილე და ჰეისი ისეთი რაღაცების მომსწრენი ხდებიან, რასაც ბევრი ვერასოდეს იხილავს, – „ღამის ზღვაში ხომ ყველაფერი უცნაური ცეკვავს“, – ამბობს დუბილე.

  • STOCK_MM9696_INDONESIA-2018-J-HAYES-Raja
    გალერეის გახსნა
  • MM8063B_130710_0071-1024x576.jpg

  • ST0012_171210_0123-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • ST0012_171208_0039-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • ST0012_171212_0364-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • ST0012_171210_0138-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM8431_160531_9480-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ჰეისმა ინდონეზიის სანაპიროსთან ახალგაზრდა ხოკერა (Lactoria cornuta) გადაიღო. დუბილეს აზრით, საზღვაო დინებებში ღამეული ყვინთვა კოსმოსში ფრენას ჰგავს. „მხოლოდ ჰაერის ბუშტუკების მოძრაობის მიმართულება თუ მიგახვედრებს, რომ თავდაყირა ხარ“, – ამბობს იგი.

ულამაზესი შეფერილობის მფრინავი თევზის გამოსახულება ბერმუდის სანაპიროსთან ზღვის ზედაპირზეა არეკლილი. მკერდის ფარფლების ფრთებივით გაშლის წყალობით ამ თევზებს ჰაერში 200 მეტრამდე მანძილის პლანირებით დაფარვა შეუძლიათ.

ზღვის კალმარი მელნის ღრუბელს გამოყოფს და ინდონეზიური წყლების სიღრმეებში უჩინარდება. დუბილეს თქმით, ღამის ზღვა მომაჯადოებელია, თუმცა ფოტოგრაფისთვის ზოგჯერ ძალიან დამთრგუნველიც შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან მისი ბინადრების დიდი ნაწილი ერთი ციდა და მფრთხალია: „სანამ ფოკუსს გაასწორებ, ცხოველი ხან იქით გადაბზრიალდება, ხან აქეთ და სასურველი კადრი მარტივად შეიძლება ხელიდან გაგისხლტეს“.

ნეკის ფრჩხილისოდენა უკვდავი მედუზა, რომელსაც დაზიანების შემთხვევაში რეგენერაციის უნარი აქვს

ღამით ყვინთვა ჰეისის თქმით „დაუსრულებელი თავგადასავალია, რადგან ყოველ ჯერზე ახალ არსებებს გადაეყრები“.

ლარვულ სტადიაში მყოფი სტავრიდისებრი, რომელიც სციფოიდური მედუზის ქოლგას მიეკრა და ისე დაემგზავრა

მედუზაზე ამხედრებული ამფიპოდი

გაურკვეველი სახეობის ქვირითის მოტივტივე მასა.

ღამით ზღვაში უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ცხოველები მოულოდნელ ალიანსებს ქმნიან. ამ ახალგაზრდა სტავრიდისებრმა (caranx hippos) მედუზას შეაფარა თავი და მას თითქოს მოტორიანი ნავივით მართავს. მედუზა მას მტაცებლებისგან იცავს, თევზმა კი, სამაგიეროდ, მასზე მიმაგრებული პარაზიტები შეიძლება მოაშოროს და შეჭამოს. „იშვიათად თუ შეხვდები რამე ისეთს, რომ არ აღგაფრთოვანოს, – ამბობს ჰეისი, – ეს მართლაც ზღვის სიღრმისკენ მიმართული ახალი მაკროსკოპული ლინზაა“.

გააზიარეთ ფოტო

ფოტოგრაფები ლარვულ სტადიაში მყოფი სხვადასხვა სახეობის იშვიათ ფოტოებს იღებენ და აკვირდებიან ჭკვიანურ ხერხებს, რომლებსაც ცხოველები ღამით თავის გადასარჩენად იყენებენ, როგორც, მაგალითად, მედუზის უკან დამალული ნორჩი სტავრიდისებრი (caranx hippos), ამავდროულად, მყვინთავებს დინება მიათრევს და ისინი მხოლოდ ჰაერის ბუშტუკების დახმარებით თუ ხვდებიან, საითაა ზედაპირი; არც მანათობელ ბაგირს კარგავენ მხედველობიდან, რათა გემს ძალიან არ დაშორდნენ. „ყველაფერი დინებაზეა დამოკიდებული, – ამბობს ჰეისი, – მას მიუყვები და გამართლებაზეა, რამეს თუ გადაეყრები“.

thumbnail_DoubiletHayesFINAL-1024x576.jp

The National Geographic Society-ს მიზანია ჩვენი სამყაროს საოცრებათა გაშუქება და დაცვა. ეს ორგანიზაცია 2012 წლიდან აფინანსებს მკვლევარ დევიდ დუბილეს. წელს, National Geographic-ისთვის შესრულებული მისი პირველი ფოტოგრაფიული დავალებიდან, 50 წელი შესრულდა. დუბილე და ჯენიფერ ჰეისი აშუქებენ როგორც ჩვენი ოკეანეების სილამაზეს, ისე მისთვის მიყენებულ ზიანს.
ილუსტრაცია: ჯო მაკკენდრი

The post ღამის ცხოვრება appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share