Jump to content
×
×
  • Create New...

ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის დაპირება ქუთაისის მერიამ ჯერ კიდევ 2018 წელს გასცა.


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის დაპირება ქუთაისის მერიამ ჯერ კიდევ 2018 წელს გასცა. admin Thu, 10/21/2021 - 15:36

ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის დაპირება ქუთაისის მერიამ ჯერ კიდევ 2018 წელს გასცა.

მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შესადგენად ტენდერი 3-ჯერ, ხოლო კიბის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 2-ჯერ გამოაცხადა.

კიბეს ჯერაც არ ჩატარებია რეაბილიტაცია მაშინ, როცა ბოლო ტენდერი მერიამ 2021 წელს, წინასაარჩევნოდ გამოაცხადა.

საარჩევნო დაპირების შეუსრულებლობის მიუხედავად, ქუთაისის მერია წლიდან წლამდე გამოყოფილ ბიუჯეტს ვერ ითვისებს.

2020 წელს მერიას ინფრასტრუქტურის განვითარებაში 20 მილიონ ლარამდე უნდა დაეხარჯა, თუმცა მხოლოდ 16 მილიონის დახარჯვა მოახერხა.

2021 წლის პირველ ნახევარში კი გამოყოფილი 11 მილიონის ნაცვლად მხოლოდ 8.5 მილიონის ათვისება შეძლო.

ქუთაისის მერიამ 2018 წელს ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის დაპირება გასცა, თუმცა კიბეს დღემდე არ ჩატარებია რეაბილიტაცია. მერიას გაცემული დაპირება მხოლოდ 2021 წლის სექტემბერში, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაახსენდა და კიბის სარეაბილიტაციოდ სექტემბერში ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის ღირებულება 740,928 ლარი იყო. ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა, ბრიტანია ქონსთრაქშენმა, რომელმაც სამუშაოების განხორციელება მერიას 673,821 ლარად შესთავაზა. როგორც სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, 2021 წლის ბიუჯეტით ანაზღაურებული იქნება არაუმეტეს 80,446 ლარის შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხოლო დანარჩენი შესრულებული სამუშაოების ღირებულება კი ანაზღაურდება 2022 წლის ბიუჯეტით.

თუმცა, ეს პირველი ტენდერი არ არის. ქუთაისის მერიამ პირველი ტენდერი კიბის სარეაბილიტაციოდ 2020 წლის აპრილში გამოაცხადა. მაგრამ, მალევე, მას შემდეგ რაც გამარჯვებული კომპანიის ქართულ ოცნებასთან შესაძლო კავშირის შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, ტენდერი შეწყდა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიისათვის მარტივი, არც ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ყოფილა. 2019 წლის ივლისი-სექტემბრის თვეში მერიამ დოკუმენტების შესადგენად 3-ჯერ გამოაცხადა ტენდერი.

მერიის მიერ გამოცხადებული პირველი ორი ტენდერი, რომელთა ღირებულებაც 15,000 ლარი იყო არ შედგა. მესამე ტენდერი მერიამ 2019 წლის სექტემბერში გამოაცხადა და ტენდერის სავარაუდო ღირებულება 30,000 ლარამდე გაზარდა. ამჯერად ტენდერი შედგა და მასში ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე კომპანიამ, შპს გეოანალიტიკამ გაიმარჯვა, რომელმაც მერიას დოკუმენტების შედგენა 22,990 ლარად შესთავაზა.

დაპირების გაცემიდან დღემდე ასევე ცვლილებები შევიდა მერიის ესკიზებშიც. თავდაპირველი ესკიზის მიხედვით, რომელიც მერიამ 2018 წელს გაასაჯაროვა, დაგეგმილი იყო კიბის საფეხურების მიმდებარედ ამფითეატრის, თეთრი კოლონადების და შადრევნის მოწყობა. მიმდინარე მონაცემების მიხედვით კი პროექტი მეტ გამწვანებას, შეცვლილ განათებას და სხვა დეტალებს მოიცავს.

კიბის სარებილიტაციოდ ქუთაისის მერიას 3 წელზე მეტი დაჭირდა, ამ ეტაპზე ტენდერი დასრულებულია, თუმცა როდის დაიწყება და დასრულდება რეაბილიტაცია ჯერ უცნობია.

მერიის მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე, არა მხოლოდ კიბის რეაბილიტაციის დაპირების შეუსრულებლობა, არამედ სხვა მრავალი შემთხვევა მიუთითებს, მათ შორის თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დროშის სადგამის დამოტნაჟება, რომელზეც ტენდერი სულ რაღაც 6-ჯერ გამოაცხადეს. პარალელურად, ქუთაისის მერია წლიდან წლამდე მისთვის გამოყოფილ ბიუჯეტსაც კი ვერ ითვისებს.

მაგალითად, იხილეთ 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში:

ინფრასტრუქტურის განვითარება - ნაცვლად 19,629,700 ლარისა, აითვისეს 16,010,900, შესრულება 82%

განათლება - ნაცვლად 15,670,800 ლარისა, აითვისეს 12,272,800, შესრულება 78%

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - ნაცვლად 5,208,400 ლარისა, აითვისეს 4,577,000 ლარი, შესრულება 88%

ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - ნაცვლად 996,700 ლარისა, აითვისეს 805,000 ლარი, შესრულება 81%.

მდგომარეობა დიდად არც 2021 წელს შეცვლილა და 2021 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში 100% ათვისება მერიას მხოლოდ 2 პროგრამაში აქვს: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვალდებულებების მომსახურება და დაფარვის პროგრამა და ეკონომიკის სტიმულირ

ებისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა. ისეთ მნიშვნელოვანი პროგრამებში, როგორიც განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურული განვითარებაა, მერიას კვლავ რჩება აუთვისებელი თანხები.

მაგალითად, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ნაცვლად 10,822,000 ლარისა, მერიამ მხოლოდ 8,559,000 ლარის ათვისება შეძლო, შესაბამისად შესრულების მაჩვენებელი 79.1%-ია.

წყარო

NAT210017615

NAT200006780

NAT190015194

NAT190016301

NAT190020101

საწყისი ესკიზი - https://bit.ly/3AVWGLL

2020 წლის ტენდერი მედიაში https://bit.ly/3ASUCnS

დროშის სადგამი - https://bit.ly/3nd1vM0

ბიუჯეტის შესრულება - https://bit.ly/3C043TT

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-10/247483320_3072238963051533_6368136730431338850_n.jpegოქტომბერი 2021იმერეთი 2021 Author სალომე კვირიკაშვილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share