Jump to content
×
×
  • Create New...

ბიძინა ივანიშვილის “ნაჩუქარი” საკონცერტო დარბაზის შენახვა და დასაქმებულთა ხელფასები სახელმწიფოს 2017-2020 წლებში 29 მილიონ ლარამდე დაუჯდა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ბიძინა ივანიშვილის “ნაჩუქარი” საკონცერტო დარბაზის შენახვა და დასაქმებულთა ხელფასები სახელმწიფოს 2017-2020 წლებში 29 მილიონ ლარამდე დაუჯდა admin Tue, 10/19/2021 - 20:48

ბიძინა ივანიშვილის “ნაჩუქარი” საკონცერტო დარბაზის შენახვა და დასაქმებულთა ხელფასები სახელმწიფოს 2017-2020 წლებში 29 მილიონ ლარამდე დაუჯდა.

საკონცერტო დარბაზში ბოლო ორი წელია ღონისძიება არ გამართულა, მხოლოდ შენობის შენახვაში კი წელიწადში 5 მილიონ ლარამდე ვიხდით.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებები არ ჩატარებულა, 2019 წელთან შედარებით, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია.

მომსახურე პერსონალის ხელფასებმა მხოლოდ 2020 წელს 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

2017-2020 წლებში ბლექ სი არენამ დაახლოებით 33 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

ამავე წლებში ბლექ სი არენას აკუმულირებულმა ზარალმა ჯამში 18.4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

კომპანია ბლექ სი არენა ჯორჯია 2019 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაშია. კომპანიის შემოსავლის ძირითად წყარო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებაა, რომელიც შემოსავლის 93%-ს შეადგენს.

ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ Black Sea Arena წლიდან წლამდე ზარალზე მუშაობს, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონები საკონცერტო დარბაზის შენახვასა და დასაქმებულთა ხელფასებში იხარჯება.

2017-2020 წლებში ბლექ სი არენა ჯორჯიასთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 32,718,627 ლარის სუბსიდია გამოიყო. წლების მიხედვით გამოყოფილი სუბსიდია კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

2017 წელი - 11,944,998 ლარი

2018 წელი - 7,755,629 ლარი

2019 წელი - 9,500,000 ლარი

2020 წელი - 3,518,000 ლარი

კომპანიის ძირითად საქმიანობას კულტურის, ხელოვნების და გართობის ინდუსტრიის სფეროში ღონისძიებების ორგანიზება წარმოადგენს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა კომპანიას ამ მხრივ განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. თუმცა, ბლექ სი არენა ჯორჯია ზედიზედ ბოლო ოთხ წელს ზარალით ასრულებს. 2020 წელიც კომპანიის 4,573,000 ლარის ზარალით დასრულდა. წლების მიხედვით კომპანიის ზარალი შემდეგნაირად გამოიყურება:

2017- 7,077,029 ლარი

2018- 4,349,000 ლარი

2019- 2,218,000 ლარი

2020- 4,573,000 ლარი

კომპანიის დაარსების დღიდან 2020 წლამდე პერიოდში აკუმულირებულმა ზარალმა ჯამში 18.4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა (18,415,000 ლ).

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ბლექ სი არენა ჯორჯიაში 2020 წლიდან აღარ ტარდება არცერთი დაგეგმილი ღონისძიება. თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიაში გაიცემა ხელფასები და დასაქმებულთა რაოდენობაც იმატებს.

2019 წელს კომპანიაში 116 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო 2020 წელს კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით ბლექ სი არენა ჯორჯიაში სეზონზე საშუალოდ 121 ადამიანი იყო დასაქმებული.

2020 წელს კომპანიამ შრომით ანაზღაურებაში 2,113,000 ლარი გადაიხადა. თუ წლების მიხედვით გაცემულ შრომით ანაზღაურებას შევადარებთ დაახლოებით იმდენივე თანხას ხარჯავს ხელფასებში, რამდენსაც საკონცეტრო დარბაზის მუშაობის დროს ხარჯავდა.

შრომის ანაზღაურება წლების მიხედვით:

2017- 2,308,000 ლარი

2018-2,919,892 ლარი

2019- 2,536,000 ლარი

2020- 2,113,000 ლარი

დასაქმებულთა ხელფასების გარდა ასევე მსხვილი თანხა ჯდება წლიდან წლამდე შენობის შენახვა და მოვლა. 2020 წელს ცვეთა-ამორტიზაციის ხარჯებმა 4, 727,000 ლარი შეადგინა.

ცვეთა-ამორტიზაცია წლების მიხედვით:

2017- 4, 340,000 ლარი

2018- 4,806,000 ლარი

2019- 4,875,000 ლარი

2020- 4,727,000 ლარი

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილის საჩუქრის მოვლა/შენახვა სახელმწიფოს ყოველ წელს რამდენიმე მილიონი უჯდება. პროექტი რომლის მიზანიც ტურისტების და დამატებითი შემოსავლის მოზიდვა უნდა ყოფილიყო, პირიქით ზარალის მომტანი აღმოჩნდა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. სახელმწიფო საწარმოში ყოველწლიურად დახარჯული სუბსიდიით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი, ვიდრე ცარიელი შენობის მოვლა-პატრონობა.

შპს ბლექ სი არენა ჯორჯია 2016 წლის ივლისში დაფუძნდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, კომპანიაში დირექტორის თანამდებობას ტარიელ ხარჩილავა იკავებს, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაში შედის კომპანიის სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა და გადაწყვეტილებების ზედამხედველობა. 2019 წლიდან ბლექ სი არენა მართვის უფლებით გადაეცა განათლებისა და კულტურის სამინისტროს.

კომპანია 2016 წლიდან ყოველწლიურად მასპინძლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს, მიზანი ტურისტული პოტენციალის გაზრდა იყო, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში (2020-21) ბლექ სი არენაზე კონცერტები აღარ ჩატარებულა, რაც თავის მხრივ ქვეყანაში შექმნილმა ეპიდეიოლოგიურმა ვითარებამ განაპირობა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის ივნისში Black Sea Arena-მ გაავრცელა განცხადება, რომ დაგეგმილი კონცერტები 1 წლით გადაიდებოდა და მათ, ვისაც კონცერტზე დასასწრები ბილეთები უკვე შეძენილი ჰქონდა, ორი გამოსავალი შესთავაზა: შეენახათ ბილეთები 2021 წელს გადატანილი კონცერტებისთვის ან დაებრუნებინათ. კონცერტები არც 2021 წლის ზაფხულში ჩატარებულა. დღევანდელი მონაცემებით, 2022 წლის ზაფხულისთვის უკვე რამდენმე კონცერტი არის დაგეგმილი, თუმცა უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა მათი ჩატარება.

წყარო:

კომპანიის 2017 წლის ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები:

https://reportal.ge/ka/Reports/

კომპანიის 2018 წლის ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები:

https://reportal.ge/ka/Reports

კომპანიის 2019 წლის ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები:

https://reportal.ge/ka/Reports

კომპანიის 2020 წლის ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები:

https://reportal.ge/Forms.

ფლანგვის დეტექტორი: 2020 წელს აჭარელ სოცდაუცველ ბავშვებზე ბიუჯეტიდან 1,5 მილიონი დაიხარჯა, ბლექ სი არენაზე კი 3,5 მილიონი

http://www.sadplan.ge/

შედარებისთვის:

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემების მიხედვით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 336,500 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა 19,834-ია, ხოლო 55,494 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის მონაცემების თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 25,916 ბავშვი (0-18) არის სოციალურად დაუცველი.

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=332

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=1540

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-10/246814245_3070992146509548_6497823966383040645_n.jpegოქტომბერი 2021აჭარა 2021 Author ხატია ნიკოლაიშვილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share