Jump to content
×
×
  • Create New...

2017-19 წლებში ჭიდაობის ფედერაცია სახელმწიფოსგან დაახლოებით 20.5 მილიონი ლარით დაფინანსდა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
2017-19 წლებში ჭიდაობის ფედერაცია სახელმწიფოსგან დაახლოებით 20.5 მილიონი ლარით დაფინანსდა admin Mon, 10/18/2021 - 13:06

2017-19 წლებში ჭიდაობის ფედერაცია სახელმწიფოსგან დაახლოებით 20.5 მილიონი ლარით დაფინანსდა, თუმცა აუდიტის სამსახურის ცნობით, პრემიები და ფულადი ჯილდოები გაუმჭვირვალედ და დაუსაბუთებლად განაწილდა.

მაგალითად, 2017 წელს ჭიდაობის ფედერაციამ 33,717 ლარის ოდენობის პრემია ამ პოზიციაზე 4 თვით ადრე დანიშნულ ადმინისტრაციის უფროსს მისცა, ხოლო 2018 წელს გენმდივანმა 18,750 ლარის პრემია ფედერაციაში მისვლიდან 2 თვეში მიიღო.

ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ კორუფციაზე სერბეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი საუბრობდა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

ჭიდაობის ფედერაციის სახელმწიფო დაფინანსება, რომელსაც ის სპორტის მხარდამჭერი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში იღებს, წლების განმავლობაში იზრდებოდა, მან 2017 წელს 5,289,838 ლარი შეადგინა, 2018 წელს 7,063,473 ლარი, ხოლო 2019 წელს - 8,143,860 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჭიდაობის ფედერაციის საქმიანობის სწორედ ეს წლები შეისწავლა და რამდენიმე პრობლემა გამოავლინა, მათ შორის პრემიებისა და ხელფასების გაცემა, რომელსაც უწყება პრობლემურად ახასიათებს და წერს, რომ პრემიები და ფულადი ჯილდოები ფედერაციაში დასაქმებულ ადამიანებზე გაუმჭვირვალედ და სათანადო დასაბუთების გარეშე არის გადანაწილებული.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრემიები თანაშრომლებზე სათანადოდ არ ნაწილდება და თანხის უმეტესობა მხოლოდ ვიწრო ჯგუფს გადაეცემა.

აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017-2019 წლებში სხვადასხვა ტურნიზე მიღწეული წარმატებების გამო მოჭიდავეებსა და ადმინისტრაციულ პერსონალზე ჯამში - 1,268,352 ლარი იყო გამოყოფილი, აქედან ადმინისტრაციული პერსონალისთვის 422,050 ლარი. თუმცა, პერსონალზე გაცემული თანხის ნახევარზე მეტი ყოველ წელს სტაბილურად ფედერაციის გენერალურ მდივანს, ადმინისტრაციის უფროსს, ფინანსურს მრჩეველსა და ნაკრების მენეჯერს ხვდებოდათ.

ჭიდაობის ფედერაციაში 2017 წელს 19 ადამიანი, 2018 წელს 22 ადამიანი, ხოლო 2019 წელს - 21 იყო დასაქმებული.

2017 წლის მონაცემების მიხედვით, ადმინსიტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი საპრემიო 105,060 ლარიდან - 8,750 ლარი გენერალურ მდივანს გადაეცა, 33,717 ლარი ადმინისტრაციის უფროსს, მენეჯერს კი - 33,717 ლარი. მათთვის მიცემულმა პრემიებმა მთლიანი თანხის 72% შეადგინა.

2018 წელს პერსონალისთვის გამოყოფილი იყო 103,870 ლარი, საიდანაც გენერალურმა მდივანმა წინა წელთან შედარებით ბევრად მეტი თანხა - 18,750 ლარი მიიღო, ადამინისტრაციის უფროსმაც ასევე 18,750 ლარი, მენეჯერმა 9,620 ლარი მიიღო, ხოლო ფინანსურმა მრჩეველმა - 12,500 ლარი. მათთვის მიცემულმა პრემიებმა მთლიანი თანხის 52% შეადგინა.

2019 წელს პერსონალისთვის გამოყოფილი საპრემიო თანხა გასულ წლებთან შეადრებით დაახლოებით 60 000 ლარით გაიზარდა და 165,750 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან გენერალურმა მდივანმა 20,897 ლარის პრემია მიიღო, ადმინისტრაციის უფროსს 21,329 ლარი მისცეს, მენეჯერმა 20,897 ლარი მიიღო, ხოლო ფინანსურმა მრჩეველმა - 20,897 ლარი.

აუდიტის სამსახური პრემიების გაცემის ნაწილში გამოკვეთს კიდევ ერთ პრობლემას, რომ თანხას იღებენ ისეთი ადამიანებიც, რომლესაც ფედერაციაში მუშაობა ორი, ან ოთხი თვით ადრე აქვთ დაწყებული და მათთვის პრემიის მიცემის მიზნობრიობა დასაბუთებული არ არის. მაგალითისთვის, 2017 წელს ფედერაციამ 33,717 ლარის ოდენობის პრემია ადმინისტრაციის უფროსს მაშინ მისცა, როდესაც ოთხი თვის წინ იყო შესაბამის პოზიციაზე მისული. გამოვიდა, რომ მან თვეში დაახლოებით 8,500 ლარის ოდენობის პრემია მიიღო. ხოლო 2018 წელს გენერალურმა მდივანმა პრემიის სახით 18,750 ლარი ფედერაციაში მისვლიდან 2 თვეში მიიღო. გამოვიდა, რომ მას თვეში დამატებით 9,375 ლარი გადაუხადეს.

“ბიუჯეტიდან პრემიების და ფულადი ჯილდოს სახით გამოყოფილი ფულადი თანხების ადმინისტრაციულ პერსონალზე განაწილების პროცესი არ არის გამჭვირვალე და შეიცავს არათანაბარი მიდგომის რისკებს”, – წერს აუდიტის სამსახური დასკვნის სახით.

ჭიდაობის ფედერაციაში, რომ კორუფციის რისკები არსებობს ამაზე წლების განმავლობაში წერდნენ არასამათავრობო ორგანიზაციები, თუმცა ბოლო დროის ყველაზე გახმაურებელი ამბავი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეეხება, რომელსაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი - გეგა გეგეშიძე დაუპირისპირდა, ორჯერ ბლაგვი საგანი ჩაარტყა და თავი გაუტეხა. ამის შემდეგ, დათუნაშვილმა ისაუბრა ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ კორუფციულ და ნეპოტისტურ სქემაზე და დაწერა, რომ ამაში გარდა უშუალოდ თანამშრომლებისა პრეზიდენტის ძმაც, ვლადიმერ გეგეშიძეც არის ჩართული.

მისი ბრალდებების საფუძველზე გამოძიება არ დაწყებულა, გეგა გეგეშიძე სასამართლომ 5,000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა და ის დღემდე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე რჩება, ზურაბ დათუნაშვილმა კი საქართველო დატოვა და ასპარაზობას სერბეთის სახელით აგრძელებს.

წყაროები:

აუდიტის სამსახური - https://sao.ge/.../%E1%83%90(%E1%83%90)%E1%83%98%E1%83%9E...

ზურაბ დათუნაშვილი - http://go.on.ge/1eib

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-10/245256793_3067390063536423_4642641066166480263_n.jpegოქტომბერი 2021 2021 Author ანა აბაშიძე

 

 
Share on other sites

Posted (შესწორებული)
48 minutes წინ, Moor said:

წერს აუდიტის სამსახური დასკვნის სახით.

და ესენიც პრემიებს იღებენ დასკვნებში რომლებსაც ჩვენს გარდა არავინ კითხულობს

 

და ჩვენს გარდა ყველა ყველაფერში პრემიებს იღებს იტოკში)

Edited by Eric
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share