Jump to content
×
×
  • Create New...

„დაე, ხალხმა გადაწყვიტოს“ – სომხეთის პრემიერი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა


 Share

Recommended Posts

Pahinyan.jpg

სომხეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, 2021 წელს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.  

„მზად ვარ, ხალხის მოთხოვნით, თანამდებობა დავტოვო, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოქალაქეები თავად მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას“, – დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე, ნიკოლ ფაშინიანმა. 

17 ოპოზიციური პარტია 10 ნოემბრიდან მოყოლებული, ერევანში, საპროტესტო აქციებს მართავს და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს – მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ სამმხრივ შეთანხმებას. 

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ნიკოლი „მოღალატეობრივ შეთქმულებაზე“ წავიდა და ნებაყოფლობით ჩააბარა აზერბაიჯანს ყარაბაღის ტერიტორიები. 

პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას, რადგან პოსტი ხალხის ნების თანახმად დაიკავა და მასზე უარის თქმა, მხოლოდ იმავე ნების შემთხვევაში შეუძლია. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საკუთარ პოსტში, ფაშინიანი წერს, რომ ოპოზიციის საპროტესტო მოძრაობამ, რომელიც მის გადადგომას ითხოვს, ვერ მოიპოვა მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა – მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრით, ოპოზიციას „უზარმაზარი ფინანსური, მედია და ორგანიზაციული რესურსები გააჩნია საპროტესტო აქციების ორგანიზებისათვის“.  

„მე, პრემიერის სავარძელს არ ვებღაუჭები, მაგრამ არ შემიძლია დაუდევრად მოვეპყრო პრემიერის თანამდებობას, რომელიც ხალხმა მარგუნა“, – დაწერა ფაშინიანმა და ხაზი გაუსვა, რომ მზად არის, მოსახლეობის სურვილით, პოსტი დატოვოს, მაგრამ მზადაა, გააგრძელოს მუშაობა, თუკი ნდობის ვოტუმს კვლავ მიიღებს. 

სრულად ნახვა

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share