ფორუმელი Moor Posted 26 დეკემბერი, 2020 Posted 26 დეკემბერი, 2020 სოფელ იყალთოში, თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი ურთიერთშელაპარაკების დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთ ოჯახში, დაბადების დღის სუფრის შემდეგ, ქუჩაში დაიწყო. თვითმხილველების ინფორმაციით, იყო ორმხრივი სროლა, რა დროსაც ხელის არეში ასევე დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი, რომელსაც პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია. საქმეს კახეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ____________________________ თელავში გუშინ მომხდარი მკვლელობა სამოქალაქო აქტივისტებმა შსს-ს შენობასთან გააპროტესტეს. მათი თქმით, პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა მთლიანად მინისტრ ვახტანგ გომელაურს ეკისრება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცავი უწყება ჩამოშლილია და მაშინ, როცა თავად პოლიციელები სჩადიან დანაშაულს, ჩვეულებრივი მოქალაქეები საერთოდ დაუცველები რჩებიან. “ქართული ოცნების მმართველობის პირობებში გამოუძიებელი საქმეები მრავლადაა, რომელსაც მმართველი გუნდი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქცია შსს-სთან. ფოტო:ფორმულასრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა