Jump to content
×
×
  • Create New...

“მინდა ახალი გირჩი იყოს მართლა გახსნილი” – ზურაბ ჯაფარიძემ ახალი გირჩი დააფუძნა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

124551828_3409018289186846_8453345739792

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი გირჩი დააფუძნა. პარტია დარეგისტრირდება სახელით “გირჩი – მეტი თავისუფლება”.

ყრილობაზე პოლიტსაბჭო და სარევიზიო კომისიის წევრები უკვე აირჩიეს. პარტიის თავმჯდომარე თავად ზურა ჯაფარიძე იქნება.

რაც შეეხება დროშასა და ლოგოს, როგორც ჯაფარიძემ ყრილობაზე აღნიშნა, ისინი უცვლელი იქნება.

ჯაფარიძის განცხადებით, ახალი გირჩის მთავარი განსხვავება ძველი გირჩისგან, მის ღიაობასა და გახსნილობაში იქნება:

“მე მინდა ახალი გირჩი იყოს მართლა გახსნილი, ღია პლატფორმა ამ ახალგაზრდებისთვის. ჩემი თავი, როგორც ცნობადობის მქონე ადამიანის, როგორც გირჩის ბრენდი, როგორც გირჩის ტელევიზია, ამ ადამიანებმა გამოიყენონ საკუთარი იდეების წინ წამოსაწევად და მათ შორის, სცადონ საკუთარი თავი ქართულ პოლიტიკაში”.

133341729_3526528420769165_3087119977090ზურა ჯაფარიძე ყრილობის დაყებამდე. ფოტო: ზურაბ ჯაფარიძის ფბ-გვერდი

ამჟამად პარტიაში 18 ადამიანია – 9 პოლიტსაბჭოში და 9 სარევიზიო კომისიაში.

“ახლა ვაკეთებთ პლატფორმას, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოვიდეს, თავისი თავი გამოსცადოს, როგორც პოლიტიკოსმა და იბრძოლოს მეტი თავისუფლებისთვის”, — განაცხადა On.ge-სთან პარტიის წარმომადგენელმა ნინა საჯაიამ.

________________________

● ფიტნესკლუბი, რომელიც რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს, “გირჩის” ლიდერმა იქირავა

_____________________________

რა მოხდა გირჩში

პოლიტიკური პარტია გირჩი 4 დეკემბერს გაიყო.

მაშინ მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუკზე დაწერა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ პარტიის სხვა ლიდერებთან – იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს.

კონკრეტულად რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ჯაფარიძე არ ამბობს. მისი თქმით, “ბევრი მიზეზი” არსებობს.

გირჩში განხეთქილება დროში დაემთხვა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით.

ჯაფარიძის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სკანდალი, რომელშიც პარტია ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებების გამო აღმოჩნდა.

მართალია, ჯაფარიძემ თავის პოსტში უარყო, თუმცა პარტიის გაყოფის სავარაუდო მიზეზად სწორედ იაგო ხვიჩიას პოსტი და მასზე გამოხმაურებები განიხილება.

კერძოდ, ხვიჩია გამოეხმაურა იმ ადამიანის დაკავებას, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა.

მან Facebook-ზე დაწერა: “პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს”. სწორედ ამ პოსტს მოჰყვა მოქალაქეების, მათ შორის გირჩის მხარდამჭერების უკმაყოფილება და ხვიჩიას მიმართ კრიტიკა.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share