Jump to content
×
×
  • Create New...

სამეცნიერო კომუნიკაცია მდგრადი განვითარებისთვის


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, რომელიც ეხება თანამშრომლობას კვლევასა და ინდუსტრიას შორის, COVID-19-ის პანდემიის პირველი პიკის დროს დაიწყო. ევროკავშირის ჩვენი ტრანსნაციონალური თანამშრომლობის პროექტი ერთგვარი ხიდია მეცნიერებასა და ბიზნესს შორის, რომელიც საფუძველს უყრის საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებას. დაძმობილების პროექტი წარმოადგენს შესაძლებლობების შექმნის, განვითარების და ნდობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების, კერძოდ ავსტრიის, გერმანიისა და ლატვიის მოქნილი კონსორციუმი აძლიერებს საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შესაძლებლობებს საგრანტო პროგრამების გადახედვით და გაუმჯობესებით, რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტების გათვალისწინებით. პროექტის ძირითადი საქმიანობიდან ზოგიერთი ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს მოიცავს, როგორიცაა მეცნიერებასა და ბიზნესს შორის კავშირები და სამეცნიერო კომუნიკაცია.

ახლახან შემუშავებული „ინოვაციების მოდელის ხუთმაგი სპირალი“ აჩვენებს თანამშრომლობის მნიშვნელობას ნებისმიერი საზოგადოების ხუთ მთავარ სექტორს შორის. ამასთან, მაღალი ხარისხის შედეგების მისაღწევად გრძელვადიანი თანამშრომლობა მოითხოვს ეფექტურ კომუნიკაციას განსაკუთრებული აქცენტით რეგულარულ და ლეგიტიმურ ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე. მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია ერთიანი სისტემის არსებობა, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა ჩართულ მხარეს, ითანამშრომლონ ერთმანეთთან საერთო ჩარჩოებში.

რას ნიშნავს „მეცნიერების კომუნიკაცია“?

კომუნიკაცია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და სტრატეგიული მიზნების წარმატებით მიღწევის ნაწილია, რაც, ძირითადად, დამოკიდებულია ადამიანებთან ურთიერთობაზე. მეცნიერები არა მარტო კვლევით და ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებით არიან დაკავებულნი, წარმატებული მეცნიერები ფართო თვალსაწიერის მქონენი და მოქნილნი არიან; ისინი წერენ ნაშრომებსა და პროექტებს, ურთიერთობენ სხვადასხვაგვარ აუდიტორიასთან, ასწავლიან სხვებს და, ზოგადად, დგანან საზოგადოების სამსახურში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო ცნობილი მეცნიერი ნიშნავს, შეგეძლოს პასუხისმგებლობის აღება კვლევებსა და კონკრეტულ ქმედებებზე და იყო ეფექტური  მოსაუბრე. სამეცნიერო კომუნიკაცია შეიძლება ასევე გულისხმობდეს ბიზნესსტრატეგიის, მოწინავე მარკეტინგული გეგმისა თუ დიზაინის შემუშავებას, საჯარო გამოსვლის ხელოვნების ფლობასა და საინვესტიციო გარემოს შექმნას. გარდა ამისა, მეცნიერება ხდება უფრო ინტერდისციპლინარული და დისციპლინებს შორის კომუნიკაციის შესაძლებლობა ხელს უწყობს თანამშრომლობასა და სიახლეების დანერგვას.

საინტერესოა, რომ როდესაც მეცნიერები უფრო ეფექტურად ურთიერთობენ, მეცნიერება საუკეთესოდ ვითარდება. ყალბი ახალი ამბები, როგორც ჩანს, ჩვენი ცხოვრების ახალი თანმდევი ფაქტორია. სამწუხაროდ, მეცნიერება ამისგან არ არის დაცული და უამრავი „ალტერნატიული“ სამეცნიერო ფაქტი ვრცელდება. სამეცნიერო საზოგადოებამ და სამეცნიერო კომუნიკაციამ უნდა შეავსონ ეს ხარვეზი განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ამა თუ იმ მიმართულებით. შესაბამისად, უფრო მეტი ეფექტური კომუნიკატორი-მეცნიერის ყოლა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მეცნიერებასა და საზოგადოებას.

სამეცნიერო კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერის მიერ შეტყობინება  გადმოცემული იყოს ადვილად გასაგები, მარტივი ლექსიკით და შინაარსი იყოს მნიშვნელობის მქონე კონკრეტული აუდიტორიისთვის. ეს საშუალებას აძლევს მეცნიერებს, აქტიურად ჩართონ საზოგადოება ამა თუ იმ საკითხში, აუდიტორიის ნდობა დაიმსახურონ, მასთან ურთიერთობა დაამყარონ და სამეცნიერო საკითხებზე დიალოგში მონაწილეობის მიღების საშუალება მისცენ.

სამეცნიერო კომუნიკაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის მეცნიერებისა და ბიზნესკომპანიების თანამშრომლობის მხარდაჭერა, რადგან ის ხელს უწყობს:

  • უკეთეს ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში დანერგილი ინოვაციების საშუალებით.
  • წარმოების ჯაჭვების ფორმირებას საქართველოში საექსპორტო ბაზრებზე გასვლით.
  • საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ხარისხის მოთხოვნების უკეთესად დაკმაყოფილებას.
  • საქართველოს ფარგლებში სტრატეგიული კვლევითი მიმართულებების დარგში თანამონაწილეობით გადაწყვეტილების მიღებას.
  • საქართველოს მასშტაბით კარგად განვითარებული ადამიანური რესურსების ეფექტურ გამოყენებას და ა.შ.

დაძმობილების პროექტის ფარგლებში გავესაუბრეთ პროექტში ჩართულ ორ ექსპერტს – ევროკავშირის მხრიდან გუნდის ჩამოყალიბების ავსტრიელ ინიციატორს, დოქტორ გილბერტ აჰამერს და პროექტის რეზიდენტ მრჩეველს, ინეს გავარანეს, რომელიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.

Gilbert-Ahamer_option02-1024x576.jpg

დოქტორმა
გილბერტ აჰამერმა

უნივერისტეტის პირველი საფეხური ფიზიკის მიმართულებით დაამთავრა და მოგვიანებით შეისწავლა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის დარგები. თუმცა, მისი აზრით, რეალური ცხოვრების სირთულეებსა და გლობალიზაციის პრობლემებს უკეთესად შეისწავლიან ისეთი ინტერდისციპლინარული დარგები, როგორებიცაა გეოგრაფია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები და დიდაქტიკა. 1990 წლიდან იგი მუშაობდა ეროვნულ და ტრანსნაციონალურ დაწესებულებებში – მათ შორის ექვს უნივერსიტეტში, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიაში, სისტემური ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტსა და ევროკომისიაში.

მან შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით ქართველი მეცნიერებისთვის ჩაატარა ტრენინგი სამეცნიერო კომუნიკაციებში. ბატონმა აჰამერმა შეიმუშავა ახალი დიდაქტიკური მეთოდი, რათა ტრენინგის მონაწილეებს ჰქონოდათ შესაძლებლობა ტრენინგის ბოლოს შეექმნათ, მოემზადებინათ და აესახათ სამეცნიერო კომუნიკაციისთვის განკუთვნილი საკუთარი მედიაპროდუქტები კოლეგა მეცნიერების, მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის. ამ ორდღიანი ტრენინგების შუალედში ქართველი მონაწილეები მიიწვიეს Pecha Kucha-ს შესაქმნელად, რომელიც სამეცნიერო კომუნიკაციის ერთ-ერთ თანამედროვე ინსტრუმენტს წარმოადგენს. ეს არის თხრობის ფორმატი, რომელშიც მომხსენებელი 20 სლაიდს აჩვენებს, თითოზე 20-წამიანი კომენტარით.

რა სარგებლობა მოაქვს  სამეცნიერო კომუნიკაციას საზოგადოებისთვის?

თუ იცით, რას ქმნიან და ავითარებენ თქვენი ქვეყნის მეცნიერები, შეგიძლიათ მათი იდეები გამოიყენოთ თქვენი ბიზნესისთვის და თქვენი ოცნების ასრულებისთვის.  ამრიგად, თქვენ საშუალება გაქვთ გაზარდოთ საკუთარი და თქვენი ერის ეკონომიკური წარმატება. თავის მხრივ, მეცნიერებს შეუძლიათ ეკონომიკურ პროცესებზე დაკვირვებით განსაზღვრონ, თუ რა კონკრეტულ სიახლეებს საჭიროებს დარგი.

რა როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და კულტურას ინოვაციების თვალსაზრისით?

კულტურა ჩემთვის განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა დამყარდეს ურთიერთობები ერთმანეთთან. თავისუფალმა კულტურამ იცის, როგორ გააუმჯობესოს საკუთარი ცხოვრება და რა არის საჭირო ყველა დონეზე უფრო დამაკმაყოფილებელი ცხოვრებისათვის. ფიზიკურ რეალობას ქმნის აზროვნება; ამის მაგალითია არქიტექტურა, ჯანდაცვა თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები. სინამდვილეში, ჰუმანიტარულმა მეცნიერებებმა შეიძლება უზრუნველყოს ისეთი ფასეულობები და ღირებულებები, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვისწავლოთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ ჩამოყალიბებული სისტემის მაგალითზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის შენახვაზე ორიენტირებული დაწესებულებიდან მსოფლიოში აღიარებულ ბრენდად იქცა და დღეს ხელს უწყობს მეცნიერებისა და ბიზნესის  თანამშრომლობას ინოვაციების მეხუთე სპირალში ჩართულ ყველა პარტნიორს შორის.

რას ურჩევდით ქართველ მეცნიერების კომუნიკატორებს თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე?

თამამად გააბით კონტაქტები და მიიღეთ რაც შეიძლება დიდი გამოცდილება. სამეცნიერო კომუნიკაცია და მეცნიერებისა და ბიზნესკომპანიების ურთიერთობა არის გონივრული და შეუფერხებელი თანამშრომლობის უწყვეტი სასწავლო პროცესი. ასევე, რაც შეიძლება მეტად წაახალისეთ სხვები; ეს დაგეხმარებათ საკუთარი თავის შთაგონებაშიც.

დოქტორმა
ინეს გავარანემ

ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა უნივერსიტეტში და შემდეგ შეისწავლა განათლების, ბიზნესადმინისტრირებისა და ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სპეციალობები. ათ წელიწადზე მეტ ხანს იმუშავა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაწესებულებებში და ითამაშა მნიშვნელოვანი როლი მრავალ ინტერდისციპლინარულ სამეცნიერო პროექტში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ინეს გავარანე დაჯილდოებულია მრავალი პრიზით, მათ შორის ინოვაციების განვითარებისთვის. მას აქვს დიდი გამოცდილება სამეცნიერო მენეჯმენტსა და სამეცნიერო კომუნიკაციებში. ამჟამად იგი არის დაძმობილების პროექტის რეზიდენტი მრჩეველი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.

როგორ ფიქრობთ, რა საერთო აქვთ ეფექტურ კომუნიკატორებს?

მათი საერთო დამახასიათებელი უნარი ძლიერება და ბუნებრიობაა. მათ აქვთ საკუთარი სიტყვის დიდი რწმენა და თავს მნიშვნელოვნად გაგრძნობინებენ. ისინი მომხიბლავი და ქარიზმატული ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ სხვების ყურადღების მიქცევა და გამოწვეული დაინტერესების შენარჩუნება.

რას იტყვით ეთიკაზე მეცნიერებისა და ბიზნესკომპანიების თანამშრომლობაში?

ეთიკა ეხება როგორც მეცნიერებას, ასევე ინდუსტრიას და ის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ორივე სექტორმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ რა პროექტებზე იწყებენ მუშაობას, იმ ადამიანებზე, ვისთანაც მუშაობენ და იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც ისინი მხარს უჭერენ ან ვისგანაც იღებენ დაფინანსებას. მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა იყოს მრავალმხრივი, ხოლო პროექტები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. მაგალითად, სტარტაპებს და კორპორაციულ კომპანიებს ისეთი განსხვავებული სამუშაო გარემო აქვთ, რომ აღწერაც კი ძნელია.

რა არის პროექტის მთავარი გზავნილი?

ჩვენი პროექტის ლოზუნგია „მეცნიერების ცოდნა – ბიზნესის ზრდა“. ჩვენ ვცდილობთ ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაში დახმარებას,  რომელიც ხელს შეუწყობს მეცნიერებას, გახდეს უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველი ყველა მონაწილე მხარისთვის. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს რეგიონალური ბიზნესცენტრი, რომელიც დააკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს.

საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც დაამტკიცა, რომ კულტურა და ტრადიციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის გრძელვადიან მდგრად განვითარებაში. მოხარულნი ვართ, დავეხმაროთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, რომელიც სწრაფად განვითარებადი დაწესებულებაა. ამ ფონდს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია კვლევასა და ინდუსტრიას შორის არსებული უფსკრულის აღმოფხვრაში მრავალფეროვანი დაფინანსების სქემების საშუალებით. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ მეცნიერება და ბიზნესი გახდეს უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური. შესაბამისად, საუკეთესო პრაქტიკის ინტეგრაციის გაგრძელება იდენტურობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, გამოიწვევს მდგრადი ბიზნესის ეკოსისტემის განვითარებას. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ქართველ პარტნიორებს თანამშრომლობისა და პროექტის საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის, ასევე მადლობას მოვახსენებთ დაძმობილების პროექტის ასისტენტებს, რომლებიც დიდ მხარდაჭერას გვიწევენ. გუნდის ჩამოყალიბება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მას შემდეგ, რაც გუნდი გაივლის ფორმირების, შტურმის და ნორმირების ეტაპებს და მიაღწევს სამუშაოს შესრულების საფეხურს, უკვე შესაძლებელია დიდი შედეგების მიღწევა.

The post სამეცნიერო კომუნიკაცია მდგრადი განვითარებისთვის appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   21 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 21 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(5)
    • Googlebot(1)