Jump to content
×
×
  • Create New...

პატარა საოცრებები


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

დანტე ლორეტა მშვიდად ემზადება იმ 17 წამისთვის, რომლისთვისაც უკანასკნელი 16 წელი მუშაობდა.

არიზონის უნივერსიტეტის პლანეტოლოგი დანტე ლორეტა ყურადღებით უყურებს მონიტორს, რომელზეც ვარსკვლავების ზღვაში მოლივლივე, ბზრიალას ფორმის ობიექტის სამი მოდელირებული ხედია გამოსახული. ეს გახლავთ ასტეროიდი, სახელად 101955 ბენუ და მეცნიერი მას კოლორადოს შტატში მდებარე ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული შენობიდან აკვირდება, რომელიც ჩვეულებრივი ოფისი შეიძლება გეგონოთ; თუმცა, კოსმოსური თემატიკის ილუსტრაციები კედლებზე და თითოეული სამუშაო სივრცის თავზე განთავსებული წარწერები – „ელექტროენერგია, ტელეკომი, დახმარება, ნავიგაცია და კონტროლი“ – შენობის რეალურ ფუნქციას ააშკარავებს: ეს Lockheed Martin Space-ის ფრენათა მართვის ცენტრია.

2020 წლის 20 ოქტომბრის ნაშუადღევია, 13:49. ეკრანზე ჩანს, რომ ბენუ მწვანე რგოლშია მოქცეული, რომელიც NASA-ს კოსმოსური აპარატის, OSIRIS-Rex-ის ორბიტას წარმოადგენს. ეს რობოტი-ემისარი 3 საათზე ნაკლებ დროში შეეცდება ბენუს ზედაპირზე დაშვებას და, იდეალურ შემთხვევაში, უცხო პლანეტის მტვრისა და კენჭების ნიმუშების შეგროვებას დედამიწაზე წამოსაღებად.

2016 წელს გაშვებულ OSIRIS-Rex-ს ორჯერ მოუწია მზის ორბიტის შემოვლა, რათა ოქტომბრის იმ მნიშვნელოვან დღეს 300 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ბენუს დასწეოდა. დაახლოებით ნახევარი კილომეტრის დიამეტრის მქონე ბენუ ყველაზე პატარა ციური სხეულია, რომლის ორბიტაზეც კოსმოსური აპარატი მოხვედრილა. ზედაპირი იმდენად უსწორმასწორო აქვს, რომ უსაფრთხო დაშვების პუნქტის შესარჩევად ლორეტას გუნდმა მთელი წელი მოანდომა მისი რუკის შედგენას. ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელი დღე დაძაბული უნდა იყოს, თუმცა ამ მილიარდდოლარიანი მისიის კულმინაციას ლორეტა აუღელვებლად ელის.

„ჩვენი კოსმოსური აპარატი დღეს მშვენიერ ხასიათზეა“, – მეუბნება იგი.

STOCK_MM9411_21-00210_Lucy_Solar_Deploy_მზეზე მომუშავე კოლორადოში, Lockheed Martin-ის ლაბორატორიაში, NASA-ს კოსმოსური ხომალდის, „ლუსის“ მზის პანელებს ამოწმებენ. „ლუსის“ გაშვება ოქტომბერშია დაგეგმილი და მას ორი ასეთი მოწყობილობა დასჭირდება იუპიტერის ასტეროიდების – ტროელების – კვლევის 12-წლიანი მისიის განმავლობაში. მათ შეიძლება მიგვანიშნონ, როგორი იყო მზის სისტემის თავდაპირველი კონფიგურაცია. პატრიკ ჰ. კორკერი, LOCKHEED MARTIN გამხსნელი ფოტო: ველიმირ პოპოვი და ემილ ივანოვი, ირიდას ობსერვატორია

ამდენი რატომ უნდა იწვალო ორი კილოგრამი მტვრისა და ქვა-ღორღისთვის? ჯერ მარტო იმიტომ, რომ ასტეროიდის შემადგენელი ელემენტები მზის სისტემის გარიჟრაჟზე, 4,5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა. ეს ქანები, რომლებიც ნახშირბადის შემცველობაზე მიანიშნებს, ხელუხლებელი არქივია იმისა, თუ როგორ შეიქმნა დედამიწა და საიდან მოვიდა სიცოცხლის საშენი მასალა. „სამეცნიერო თვალსაზრისით ეს მდიდარი მადნეულია“, – ამბობს ლორეტა.

გარდა იმისა, რომ ეს ასტეროიდი სამყაროს შექმნის ინფორმაციის მატარებელია, მას გამანადგურებელი ძალაც აქვს. ბენუ დედამიწას საკმაოდ უახლოვდება და, ასტრონომების შეფასებით, დედამიწასთან მისი შეჯახების ალბათობა პატარაა – 2700-დან ერთი, თუმცა, თუ ეს მოხდა, სავარაუდოდ 2175-2199 წლებს შორის პერიოდში, სერიოზული საფრთხის მომტანიც იქნება.  OSIRIS-Rex-ის მიერ ჩამოტანილი ნიმუშები მთელი რეგიონის ან კონტინენტის გამანადგურებელი შეჯახებისგან თავდაცვის მექანიზმის შექმნაში შეიძლება დაგვეხმაროს.

უფრო მასშტაბურად რომ შევხედოთ, ბენუ და OSIRIS-Rex-ი თანამედროვე ასტრონომიაში მომხდარ ორ რევოლუციას განასახიერებენ, რაც მზის სისტემის შესახებ დამკვიდრებულ ძველ წარმოდგენებს თავდაყირა აყენებს. დღევანდელი ტელესკოპები გაცილებით მეტ მცირე ზომის, მკრთალ ობიექტს ხედავენ, ვიდრე ოდესმე; ამიტომ ასტრონომებს რვა პლანეტის გარშემო არსებული მანამდე უცნობი კოსმოსური სხეულების აღწერაც შეუძლიათ. ოცი წლის წინ ადამიანისთვის ცნობილი იყო მზის სისტემის საშუალოდ 100 000 ციური სხეული, 2021 წლის დასაწყისში კი უკვე მილიონზე მეტი გვაქვს კატალოგში შეტანილი.

ამავდროულად, მსოფლიოს სხვადასხვა კოსმოსურმა სააგენტომ შეიმუშავა ისეთი ხელსაწყოები და ტექნოლოგიები, რომლებიც უცხო სამყაროებს სტუმრობს და იქიდან დედამიწაზე ნიმუშებიც მოაქვს შესასწავლად.

მზის სისტემა იმ სახით, რომელიც სკოლაში გაგვაცნეს, სავსებით ლოგიკური აგებულების გვეჩვენება, თუმცა ასტრონომები და პლანეტოლოგები ამას უკვე ათწლეულების განმავლობაში უყურებენ ეჭვის თვალით – თითქოს ყველაფერი რიგზე არ არის: უკიდურესად რთული ასახსნელია, როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყვნენ ურანი და ნეპტუნი თავიანთ დღევანდელ ორბიტაზე; როგორც ჩანს, ჩვენს კოსმოსურ ოჯახში არ გვხვდებიან სხვა ვარსკვლავურ სისტემებში საკმაოდ გავრცელებული ტიპის პლანეტები; 2021 წლის მონაცემებით, დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომელზეც სიცოცხლე არსებობს.

STOCK_MM9411_6ba68ad8a38bcd5433977ac495e
MM9411_210409_0000118_1-1024x576.jpg

დედამიწაზე

2020 წლის 6 დეკემბერს იაპონური კოსმოსური ხომალდიდან Hayabusa2 გამოშვებული კაფსულა ავსტრალიის დაუსახლებელი რეგიონის მიწაზე დაეშვა. კონტეინერი შეიცავდა ასტეროიდ რიუგუდან 2019 წელს მოპოვებულ მასალას, რომელიც ახლა იაპონიაში, არამიწიერი ნიმუშების დამუშავების ცენტრში (მარჯვნივ) ინახება. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ეს მასალა ადრეული პლანეტების ფორმირებასა და დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობაზეც კი მოგვცემს ინფორმაციას. Hayabusa2-ის მისია გრძელდება და ის კიდევ ერთ ასტეროიდს ესტუმრება 2031 წელს.

იაპონიის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტო (მარცხნივ); ნორიკო ჰაიაში (მარჯვნივ)

მაშ, როგორ გაჩნდა მზის სისტემა და მისი ბინადრები?

ბენუს მსგავს მცირე ზომის ციურ სხეულებს დიდი ხნის განმავლობაში ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ და პლანეტების წარმოშობის პროცესის უბრალო ნარჩენებად განიხილავდნენ, ახლა კი მკვლევრები მათ მნიშვნელობას სათანადოდ აფასებენ. ისინი, პრაქტიკულად, დროის კაფსულებს წარმოადგენენ, რადგან ჩვენი მზის დაბადებიდან უცვლელები არიან. ამ პირველყოფილი სამყაროების შესწავლა დაგვეხმარება გავიგოთ, საიდან მოვდივართ და, იმედია, იმასაც შევძლებთ, რომ წინ აღვუდგეთ მათ მიერ ჩვენს განადგურებას.

პატარა ციური სხეულები – ანუ მზის გარშემო მბრუნავი ყველა ბუნებრივი ობიექტი, რომელიც არ წარმოადგენს პლანეტას, ჯუჯა პლანეტას, ან მთვარეს. ათასწლეულების განმავლობაში მსოფლიოს მრავალი კულტურის წარმომადგენლები ღამის ცაზე ხილულ კომეტებსა და მეტეორებს შენიშნავდნენ ხოლმე და მათ კეთილის თუ ბოროტის მომასწავებლად აღიქვამდნენ. მეტის გაკეთება არ შეეძლოთ, რადგან პატარა ზომების გამო ეს ციური სხეულები მცირე ოდენობით მზის სხივს ირეკლავენ, შესაბამისად, კოსმოსის წყვდიადში მათი გარჩევა რთულია.

XX საუკუნის დასაწყისისთვის მზის ორბიტაზე უკვე აღმოჩენილი იყო დაახლოებით 500 ასტეროიდი; პირველი გახლდათ 1801 წელს გამოვლენილი ცერერა. 1980-90-იან წლებში ტელესკოპების დახვეწამ მკვეთრად დააჩქარა აღმოჩენების ტემპი. 1992 წელს ასტრონომებმა ნეპტუნის ორბიტის მიღმა შენიშნეს პირველი სამყარო – პლუტონის და მისი ერთ-ერთი მთვარის გარდა – რითაც დაადასტურეს დღეს უკვე კოიპერის სარტყლის სახელით ცნობილი, მზის სისტემის გარე ზონის არსებობის თეორიები. ამჟამად უკვე ცნობილია, რომ ეს შორეული რეგიონი სავსეა მრავალი ათასი ყინულოვანი ციური სხეულით.

თუმცა, თუ მცირე სხეულებთან დაკავშირებული ნამდვილი აჟიოტაჟის დაწყების ზუსტი თარიღი გაინტერესებთ, ალბათ, ეს 1998 წლის 11 მარტი იქნებოდა. ამ დღეს აშშ-ში არსებულმა მცირე პლანეტების ცენტრმა ავისმომასწავებელი პრესრელიზი გამოაქვეყნა: ერთ-ერთი ასტეროიდი, 2028 წელს შეჯახების მცირე შანსით, დედამიწის ზედაპირს 42 000 კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება.

ეს ცნობა მთელ მსოფლიოს მოედო და ფართო საზოგადოება სულ უფრო მეტად ერკვეოდა, რა მასშტაბის ზიანი შეეძლო გამოეწვია ასტეროიდს. რამდენიმე წლით ადრე გეოლოგებს უკვე გამოვლენილი ჰქონდათ კრატერი, რომელიც ასტეროიდის შეჯახებამ 66 მილიონი წლის წინ დატოვა დედამიწაზე; ეს ის ასტეროიდი იყო, დინოზავრები რომ გადააშენა. მორიგი ასტეროიდიც იმავეს მოასწავებდა?

STOCK_MM9411_STOCK_MM9411_bennu_spin_v3_მცირე სამიზნე ასტეროიდი ბენუ უმცირესი ციური სხეულია, რომლის ორბიტაზეც ოდესმე გასულა კოსმოსური ხომალდი. 2020 წლის 20 ოქტომბერს NASA-ს ხომალდმა OSIRIS-Rex-მა მექანიკური ხელით (ფოტოს ჩანართზე) მისი ზედაპირიდან მტვერი და კენჭები მოაგროვა. ასტეროიდებიდან ნიმუშის მოპოვების ეს სულ მესამე შემთხვევა იყო. ამ მასალის შემცველი კაფსულა დედამიწაზე 2023 წელს დაეშვება. ვიზუალიზაცია: კენ ელკინსი, NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრი; NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრი/არიზონის უნივერსიტეტი (ჩანართი)

ასტრონომებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოთვლების გადამოწმება. მომდევნო დღეს NASA-ს Jet Propulsion Laboratory-ს თანამშრომლებმა, დონ იომანსმა და პოლ ჩოდასმა გამოიანგარიშეს, რომ ასტეროიდი უწყინრად ჩაუფრენდა დედამიწას 960 000 კმ დისტანციაზე. შვებით ამოვისუნთქეთ, თუმცა ამ მსჯელობამ გამოააშკარავა, თუ რამდენად მცირე ყურადღება ეთმობოდა მკვლელი ასტეროიდების ძიებას.

1998 წლის მაისში კონგრესმა NASA-ს დაავალა, მოეძებნა მზიდან 195 მლნ კილომეტრის რადიუსში არსებულ იმ ასტეროიდთა 90%, რომელთა დიამეტრი კილომეტრს აჭარბებდა და ეს ათი წლის ვადაში უნდა გაეკეთებინათ. ივლისში NASA-ს უკვე ასტეროიდების საძიებო საგანგებო ოფისი ჰქონდა.

საჭირო ტექნოლოგიაც უკვე არსებობდა. 1990-იანი წლების ბოლოს ციფრული ფოტოკამერების სენსორები უკვე იმაზე უკეთ ასრულებდნენ სამუშაოს, ვიდრე უზარმაზარი მინის ფირფიტები, რომლებსაც წინამორბედ ათწლეულებში იყენებდნენ ღამის ცის ფოტოების გადასაღებად. ტელესკოპებმაც უფრო პატარა, მკრთალი და შორეული ობიექტების აღქმა გახადა შესაძლებელი, ხოლო რადგან ეს ახალი მონაცემები ციფრულად გროვდებოდა, მკვლევრებს მათი გაანალიზება კომპიუტერული პროგრამებით შეეძლოთ და პროცესიც გამარტივდა.

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომი მაიკ ბრაუნი შემდეგ განვითარებული მოვლენების უშუალო მომსწრე გახდა. 2002 წელს ბრაუნმა და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, კალიფორნიის პალომარის ობსერვატორიის 1,2 მეტრი დიამეტრის მქონე ტელესკოპი დიდი ციფრული კამერით აღეჭურვათ. ბრაუნმა ხელსაწყო კოიპერის სარტყლისკენ მიმართა იმ იმედით, რომ ამ რეგიონის რამდენიმე ასეული ცნობილი ბინადრის გარდა კიდევ უფრო დიდ და კაშკაშა ობიექტებს დაინახავდა; ასტრონომების თვალწინ უამრავი ახალი სამყარო გადაიშალა.

ბრაუნის აღმოჩენებს შორის იყო პლუტონის ნახევარი დიამეტრის მქონე სამი ობიექტი და ერთიც – მასზე მასიური, რომელსაც ბერძნული ქალღმერთის სახელი – ერისი უწოდეს. ასე რომ, 2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ხმათა უმრავლესობით გადაწყდა ახალი, „ჯუჯა პლანეტების“ კატეგორიის შექმნა, რომელსაც ახლა პლუტონიც მიეკუთვნება. მას შემდეგ, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ასტრონომებმა ნეპტუნს მიღმა კიდევ უამრავი ობიექტი აღმოაჩინეს და შეისწავლეს, თუ რამდენად განსხვავებულად მოძრაობენ ისინი მზის გარშემო.

ამ ყინულოვან მოზაიკაში ზოგი ობიექტის სტაბილური, მოსაწყენი ორბიტა იმას გვაფიქრებინებს, რომ ისინი დღესაც იქვე არიან, სადაც წარმოიშვნენ. ზოგი, ნეპტუნის გრავიტაციის ძალით, არარეგულარულ ორბიტებზეა გაფანტული. იშვიათად გვხვდება ასევე მზის გარშემო ისეთ გაწელილ ორბიტებზე მოძრავი ობიექტებიც, რომლებზეც, ალბათ, არც ერთი ცნობილი პლანეტის გრავიტაცია არ მოქმედებს.

ამ „მოწყვეტილი“ პატარა სხეულების ასერიგად უჩვეულო ხასიათი ბრაუნსა და რამდენიმე ასტრონომში ბადებს ეჭვს, რომ მზიდან ათობით მილიარდი კილომეტრის დაშორებით ჩვენთვის ჯერ კიდევ უხილავი, დედამიწაზე ერთი-ორჯერ უფრო მასიური პლანეტა უნდა არსებობდეს.

რადგან ჩვენს ხელთ არსებულ საუკეთესო ტელესკოპებსაც კი შეზღუდული ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ მზის სისტემის ევოლუციის შესახებ, სრული სურათის მისაღებად საჭირო იყო კოსმოსური სხეულების შემადგენელი ნაწილების დედამიწაზე ჩამოტანა.

  • STOCK_MM9411_F_S20131212S0315_stokesdc_r
    გალერეის გახსნა
  • STOCK_MM9411_E_S20160318S0279_persistcor
    გალერეის გახსნა
  • STOCK_MM9411_D_S20180311S0377_podc_disto
    გალერეის გახსნა
  • STOCK_MM9411_C_S20170809S0044_podc_disto
    გალერეის გახსნა
  • STOCK_MM9411_G_S20180405S0070_podc_disto
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

პლანეტების ინკუბატორი ჩილეში მდებარე ტელე-სკოპით ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში მიღებული გამოსახულება ასახავს სხვა ვარსკვლავების გარშემო არსებული პლანეტების ნაშთებს. ახალგაზრდა ვარსკვლავებს (ფოტოზე დაფარულია) კლდოვან-ყინულოვანი ნამსხვრევებისგან შეკრული დისკოები აკრავს გარშემო. ისინი ნეპტუნის ორბიტის მიღმა არსებულ კოიპერის სარტყელს მოგვაგონებს.

ხუთი კადრი INTERNATIONAL GEMINI OBSERVATORY/NOIRLAB/GPIES/ტ. ესპოზიტო, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)

პლანეტების ინკუბატორი ჩილეში მდებარე ტელე-სკოპით ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში მიღებული გამოსახულება ასახავს სხვა ვარსკვლავების გარშემო არსებული პლანეტების ნაშთებს. ახალგაზრდა ვარსკვლავებს (ფოტოზე დაფარულია) კლდოვან-ყინულოვანი ნამსხვრევებისგან შეკრული დისკოები აკრავს გარშემო. ისინი ნეპტუნის ორბიტის მიღმა არსებულ კოიპერის სარტყელს მოგვაგონებს.

ხუთი კადრი INTERNATIONAL GEMINI OBSERVATORY/NOIRLAB/GPIES/ტ. ესპოზიტო, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)

პლანეტების ინკუბატორი ჩილეში მდებარე ტელე-სკოპით ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში მიღებული გამოსახულება ასახავს სხვა ვარსკვლავების გარშემო არსებული პლანეტების ნაშთებს. ახალგაზრდა ვარსკვლავებს (ფოტოზე დაფარულია) კლდოვან-ყინულოვანი ნამსხვრევებისგან შეკრული დისკოები აკრავს გარშემო. ისინი ნეპტუნის ორბიტის მიღმა არსებულ კოიპერის სარტყელს მოგვაგონებს.

ხუთი კადრი INTERNATIONAL GEMINI OBSERVATORY/NOIRLAB/GPIES/ტ. ესპოზიტო, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)

პლანეტების ინკუბატორი ჩილეში მდებარე ტელე-სკოპით ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში მიღებული გამოსახულება ასახავს სხვა ვარსკვლავების გარშემო არსებული პლანეტების ნაშთებს. ახალგაზრდა ვარსკვლავებს (ფოტოზე დაფარულია) კლდოვან-ყინულოვანი ნამსხვრევებისგან შეკრული დისკოები აკრავს გარშემო. ისინი ნეპტუნის ორბიტის მიღმა არსებულ კოიპერის სარტყელს მოგვაგონებს.

ხუთი კადრი INTERNATIONAL GEMINI OBSERVATORY/NOIRLAB/GPIES/ტ. ესპოზიტო, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)

პლანეტების ინკუბატორი ჩილეში მდებარე ტელე-სკოპით ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში მიღებული გამოსახულება ასახავს სხვა ვარსკვლავების გარშემო არსებული პლანეტების ნაშთებს. ახალგაზრდა ვარსკვლავებს (ფოტოზე დაფარულია) კლდოვან-ყინულოვანი ნამსხვრევებისგან შეკრული დისკოები აკრავს გარშემო. ისინი ნეპტუნის ორბიტის მიღმა არსებულ კოიპერის სარტყელს მოგვაგონებს.

ხუთი კადრი INTERNATIONAL GEMINI OBSERVATORY/NOIRLAB/GPIES/ტ. ესპოზიტო, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)

გააზიარეთ ფოტო
  • STOCK_MM9411_F_S20131212S0315_stokesdc_r
  • STOCK_MM9411_E_S20160318S0279_persistcor
  • STOCK_MM9411_D_S20180311S0377_podc_disto
  • STOCK_MM9411_C_S20170809S0044_podc_disto
  • STOCK_MM9411_G_S20180405S0070_podc_disto
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

პლანეტების ინკუბატორი ჩილეში მდებარე ტელე-სკოპით ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში მიღებული გამოსახულება ასახავს სხვა ვარსკვლავების გარშემო არსებული პლანეტების ნაშთებს. ახალგაზრდა ვარსკვლავებს (ფოტოზე დაფარულია) კლდოვან-ყინულოვანი ნამსხვრევებისგან შეკრული დისკოები აკრავს გარშემო. ისინი ნეპტუნის ორბიტის მიღმა არსებულ კოიპერის სარტყელს მოგვაგონებს.

ხუთი კადრი INTERNATIONAL GEMINI OBSERVATORY/NOIRLAB/GPIES/ტ. ესპოზიტო, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)

პლანეტების ინკუბატორი ჩილეში მდებარე ტელე-სკოპით ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში მიღებული გამოსახულება ასახავს სხვა ვარსკვლავების გარშემო არსებული პლანეტების ნაშთებს. ახალგაზრდა ვარსკვლავებს (ფოტოზე დაფარულია) კლდოვან-ყინულოვანი ნამსხვრევებისგან შეკრული დისკოები აკრავს გარშემო. ისინი ნეპტუნის ორბიტის მიღმა არსებულ კოიპერის სარტყელს მოგვაგონებს.

ხუთი კადრი INTERNATIONAL GEMINI OBSERVATORY/NOIRLAB/GPIES/ტ. ესპოზიტო, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)

პლანეტების ინკუბატორი ჩილეში მდებარე ტელე-სკოპით ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში მიღებული გამოსახულება ასახავს სხვა ვარსკვლავების გარშემო არსებული პლანეტების ნაშთებს. ახალგაზრდა ვარსკვლავებს (ფოტოზე დაფარულია) კლდოვან-ყინულოვანი ნამსხვრევებისგან შეკრული დისკოები აკრავს გარშემო. ისინი ნეპტუნის ორბიტის მიღმა არსებულ კოიპერის სარტყელს მოგვაგონებს.

ხუთი კადრი INTERNATIONAL GEMINI OBSERVATORY/NOIRLAB/GPIES/ტ. ესპოზიტო, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)

პლანეტების ინკუბატორი ჩილეში მდებარე ტელე-სკოპით ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში მიღებული გამოსახულება ასახავს სხვა ვარსკვლავების გარშემო არსებული პლანეტების ნაშთებს. ახალგაზრდა ვარსკვლავებს (ფოტოზე დაფარულია) კლდოვან-ყინულოვანი ნამსხვრევებისგან შეკრული დისკოები აკრავს გარშემო. ისინი ნეპტუნის ორბიტის მიღმა არსებულ კოიპერის სარტყელს მოგვაგონებს.

ხუთი კადრი INTERNATIONAL GEMINI OBSERVATORY/NOIRLAB/GPIES/ტ. ესპოზიტო, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)

პლანეტების ინკუბატორი ჩილეში მდებარე ტელე-სკოპით ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში მიღებული გამოსახულება ასახავს სხვა ვარსკვლავების გარშემო არსებული პლანეტების ნაშთებს. ახალგაზრდა ვარსკვლავებს (ფოტოზე დაფარულია) კლდოვან-ყინულოვანი ნამსხვრევებისგან შეკრული დისკოები აკრავს გარშემო. ისინი ნეპტუნის ორბიტის მიღმა არსებულ კოიპერის სარტყელს მოგვაგონებს.

ხუთი კადრი INTERNATIONAL GEMINI OBSERVATORY/NOIRLAB/GPIES/ტ. ესპოზიტო, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)

გამთენიისას, შოგო ტაჩიბანას ვერტმფრენი ავსტრალიაში, ვუმერას აკრძალულ ზონაში – ადელაიდის ჩრდილოეთით, 450 კილომეტრში არსებულ უკაცრიელ, მეჩხერ ბუჩქნარში – დაეშვა. 1947 წლიდან ეს ადგილი საცდელ პოლიგონად გამოცხადდა. ზაფხულის ამ დილას კი აქ ასტეროიდიდან დაბრუნებული კოსმოსური აპარატი დაჯდა.

ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერი ტაჩიბანა თავის გუნდთან ერთად ვუმერაში 40-სანტიმეტრიან კაფსულას დადევნებოდა. ამ პატარა მოწყობილობამ კოსმოსიდან წამოიღო თითქმის თვით მზის ასაკის პირველადი მტვერი და კენჭები. ასეთი რამ კაცობრიობის ისტორიაში სულ მეორედ მოხდა.

ათი წლით ადრე იაპონიის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტო (JAXA) პირველი იყო, რომელმაც ასტეროიდის ზედაპირიდან ნიმუშის მოპოვება შეძლო. Hayabusa-ს მისია ასტეროიდ 25143 იტოკავას 2005 წელს შეხვდა, თუმცა ნიმუშის აღების მანევრი გეგმის მიხედვით ვერ განახორციელა, 2010 წელს კი კაფსულა მტვრის მხოლოდ მცირე ნაწილაკებით დაეშვა ვუმერაში. მომდევნო მისია – Hayabusa2 – 2014 წელს გაემართა დედამიწის მახლობელ ასტეროიდზე სახელად 162173 რიუგუ. კოსმოსური ხომალდი ინჟინრებმა სრულად დააკომპლექტეს სამეცნიერო ხელსაწყოებით: დასაშვები აპარატი, სამი თვითმავალი, ჭურვი ხელოვნური კრატერის შესაქმნელად და ამ შეჯახების გადამღები კამერა. ეს აღჭურვილობა დაეხმარა Hayabusa2-ს, მიეღწია თავისი მიზნისთვის: ორჯერ მიახლოებოდა რიუგუს, ჩამოეგდო ჭურვი მის ზედაპირზე და შეჯახებისას გამოფრქვეული მტვერი შეეგროვებინა.

ავსტრალიიდან წამოღებული 5,4 გრამი კუპრივით შავი ასტეროიდის ნამცეცები უკვე ტოკიოს მახლობლად მდებარე ლაბორატორიაშია. კაცობრიობას პირველად მიეცა შესაძლებლობა, ასე ახლოს გაეცნო რიუგუ. შემდგომი კვლევები ფასდაუდებელ ინფორმაციას მოგვცემს მზის სისტემის ისტორიაზე.

Hayabusa2-ის მსგავს მისიებამდე მეცნიერები მზის სისტემის წარმოშობის საკვლევად მხოლოდ დედამიწაზე დაცემულ მეტეორიტებს ეყრდნობოდნენ. ამ არქაული ნატეხების ნაწილი იმაზე მიუთითებდა, რომ ასტეროიდების აგებულებაში გასაოცარი მოცულობით ფიქსირდებოდა წყლის შემცველი მინერალები და ასევე კარბონატები, რომლებიც სიცოცხლის ამგებ ელემენტებს შეიძლება დაედოს საფუძვლად, თუმცა მეტეორიტები პირველადი, ხელუხლებელი სახით მაინც არ მოდიან ჩვენამდე, რადგან ატმოსფეროს გავლით ალმოდებულები ეშვებიან დედამიწაზე.

როდესაც მეცნიერები თავად ეახლებიან ასტეროიდს, მეტი შესაძლებლობაა, პასუხი გაეცეს მარადიულ კითხვას: როგორ იქცა დედამიწის ზედაპირი სიცოცხლის ოაზისად მზესთან ასეთი სიახლოვის მიუხედავად? ჩვენმა სამყარომ, დედამიწამ, რომელიც დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა, ჯოჯოხეთურად ცხელი სიყმაწვილე გამოიარა, ახლა კი ის კოსმოსში მცურავი ერთი ცისფერი წერტილია – წყალსა და ნახშირბადზე დამოკიდებული ბიოლოგიური სავანე.

ზოგი კვლევის თანახმად, შიდა მზის სისტემაში ცხელი წარსულის მიუხედავად, ახალშობილი დედამიწის საშენ მასალაში შეიძლება საკმარისი რაოდენობის წყალბადი ყოფილიყო, ჩვენს პლანეტაზე დღეს არსებული წყლის დიდი წილის გაჩენის უზრუნველსაყოფად. მაგრამ მთელ მზის სისტემაში არსებული მეტეორიტები და მეტეორიტული კრატერები ჰიდრატაციის სხვა, პარადოქსულად ძალმომრეობით წყაროზე მიანიშნებენ: ასტეროიდებითა და კომეტებით დაბომბვა. პატარა ციურ სხეულებზე ამ დრომდე გაშვებული მისიები გვაწვდიან მინიშნებებს უძველესი შეჯახებების მიერ დედამიწის პრებიოტური ქიმიის ხელშეწყობის შესახებ.

Hayabusa-ს პირველი მისიის მიერ ასტეროიდ იტოკავაზე მოპოვებული მტვრის 1500 ნაწილაკი მიუთითებს, რომ ამ ასტეროიდის მინერალები შეიცავენ წყალს, რომელიც ქიმიურად დედამიწის წყლის მსგავსია. ევროპის კოსმოსური სააგენტოს Rosetta-ს მისიამ, რომელმაც პირველმა შეძლო კოსმოსური ზონდი კომეტაზე დაესვა, 2014-2016 წლებში გამოავლინა, რომ კომეტის მასის მეოთხედს არაცოცხალი პროცესებით ჩამოყალიბებული ორგანული მოლეკულები შეადგენს.

მცირე სხეულებს დიდი როლი აქვთ დედამიწის ევოლუციაში, თუმცა მათი განხილვა მხოლოდ დედამიწის ჭრილში არ იქნება მართებული. ასტეროიდები და კომეტები თავად არიან სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ისტორიის მქონე პაწაწინა სამყაროები. „მოულოდნელად გამოჩნდა მილიონობით ახალი ტიპის სამყარო, რომელიც შესასწავლია“, – ამბობს არიზონის უნივერსიტეტის პლანეტოლოგი ლინდი ელკინს-ტანტონი, NASA-ს მისიის მთავარი მკვლევარი, რომელმაც ასტეროიდი ფსიქე უნდა შეისწავლოს.

მზის სისტემის ფორმირებაში მცირე სხეულების როლზე მნიშვნელოვან ინფორმაციას, აგებულების გარდა, მათი მოძრაობაც გვაწვდის.

მდებარე იმავე შენობაში, სადაც OSIRIS-Rex-ის ფრენათა მართვის ცენტრია განთავსებული, არის ერთი დიდი ოთახი, რომელშიც ინჟინრები მუშაობენ NASA-ს სხვა მისიებზე. მათ შორისაა ერთგვარი რობოტი-პალეონტოლოგი, რომელიც მალე იუპიტერისკენ გაეშურება. ამ ხომალდის სანახავად შარშან ოქტომბერში თავით ფეხამდე გამოვეწყვე დამცავ კოსტიუმში და ისე შევედი დიდ, სუფთა ოთახში, რათა იქ არაფერი დამებინძურებინა. ჩემთან ერთად იყვნენ Southwest Research Institute-ის მეცნიერები: ჰალ ლევისონი და ქეთი ოლკინი.

STOCK_MM9411_Copernicus_1-1024x576.jpg
STOCK_MM9411_337001main_pg14_as12_49_727

ქვების წვიმა?
აპოლო-12-ის მისიის (მარჯვნივ) ფარგლებში ასტრონავტებმა პირველად აიღეს სხვა სამყაროს ხელუხლებელი ნიმუშები – მათ შორის ნიადაგის – მთვარის კოპერნიკის კრატერიდან (მარცხნივ). სინჯები იმაზე მიუთითებს, რომ კრატერი, სავარაუდოდ, ძლიერი ასტეროიდული წვიმის დროს გაჩნდა, რომელიც დაახლოებით 800 მილიონი წლის წინ თავს დაატყდა დედამიწას და მის ბუნებრივ თანამგზავრს.
იაპონიის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტო/SELENE (მარცხნივ); ჩარლზ კონრადი, უმცროსი, NASA (მარჯვნივ)

ლევისონი და ოლკინი იუპიტერის ასტეროიდების – ტროელების (პირველყოფილი ობიექტების ორი მჭიდრო ჯგუფი, რომლებიც ამ პლანეტას წინ და უკან დაჰყვებიან ორბიტაზე) შემსწავლელი პირველი მისიის მკვლევრები არიან. ოლკინი და ლევისონი ტროელებს მზის სისტემის „განამარხებულ ნაშთებად“ მოიაზრებენ და ოლკინის იდეა იყო ამ მისიისთვის „ლუსი“ ეწოდებინათ – ადამიანის მონათესავე შორეული წინაპრის, ავსტრალოპითეკის ცნობილი ჩონჩხის პატივსაცემად.

ამ კოსმოსურ აპარატს ლევისონიც პირველად ხედავს. სწორედ ჩვენი ვიზიტისას ცდიან „ლუსის“ მშენებელი ინჟინრები მის მთავარ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც ხომალდმა ასტეროიდის მაღალ სიჩქარეზე ჩავლის დროს თვალი არ უნდა მოსწყვიტოს დაკვირვების ობიექტს.

ხელსაწყოს გარშემო შემოვიკრიბეთ დისტანციის დაცვით და სანახაობის დაწყებას ველით. აპარატი ნელა, მეთოდურად მოძრაობს და ეს მცირე მოძრაობაც აღაფრთოვანებთ ოლკინს და ლევისონს: „ცოცხალია! ცოცხალია!“ – ხუმრობით შეჰყვირებს ლევისონი.

იუპიტერის ტროელები, რომლებიც `ლუსიმ“ უნდა შეისწავლოს, იქვე წარმოქმნილებს არ ჰგვანან, თუმცა მათ ორბიტებზე მოხვედრა, რომლებიც მიჰყვება ამ გიგანტური პლანეტის მზის გარშემო მოძრაობის მარშრუტს, ძალიან რთულია. ამჟამად რომელიმე მცირე სხეულს იუპიტერის ორბიტაზე შეჭრა რომ ეცადა, დიდი ალბათობით, ან შეეჯახებოდა ამ გიგანტს, ან მისი გრავიტაცია ისე აისხლეტდა, შეიძლება მზის სისტემიდანაც კი გაეძევებინა. აბა, როგორ შეიძინა იუპიტერმა ტროელების ეს ანტურაჟი?

2005 წელს ლევისონმა და მისმა კოლეგებმა ლაჟვარდოვანი სანაპიროს ობსერვატორიიდან (ნიცა, საფრანგეთი) გამოაქვეყნეს მნიშვნელოვანი ჰიპოთეზა, რომელსაც ახლა ნიცის მოდელს უწოდებენ. მათი ჰიპოთეზის თანახმად, მზის სისტემა თავდაპირველად უფრო მეტი მცირე სხეულისგან შედგებოდა, ხოლო იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი მზესთან უფრო ახლოს წარმოიშვნენ. აირის გიგანტებმა მცირე სხეულები მიიზიდეს და ამ პლანეტების ორბიტებიც იქამდე იცვლებოდა, სანამ არასტაბილურ კონფიგურაციაში აღმოჩნდებოდნენ.

ვარაუდობენ, რომ პლანეტებმა უეცრად განიცადეს დიდი ბიძგი და მათი ორბიტები გაფართოვდა დღევანდელ პოზიციამდე, სადაც იუპიტერს თავისი ტროელები ჰყავს დატყვევებული. ამ არასტაბილურობის ეპოქაში ბევრი მცირე სხეული მზის მიმართულებით გაიტყორცნა ან, პირიქით, მზის სისტემიდან განიდევნა. შედეგად, დაიბომბებოდა შიდა პლანეტები, დედამიწის ჩათვლით. „მზის სისტემა თითქოს ვიღაცამ აიღო და გემრიელად შეანჯღრია“, – ამბობს ლევისონი.

„ლუსი“, რომელსაც ამა წლის ოქტომბერში გაუშვებენ, რამდენიმე ტროელს ძალიან ახლოს ჩაუფრენს 2027-2033 წლების განმავლობაში. სხეულების ფერის, შემადგენლობის, სიმკვრივის და მათზე კრატერების განაწილების ცოდნა მკვლევრებს იმის დადგენაში დაეხმარება, თუ სად და როდის ჩამოყალიბდა თითოეული მათგანი, ამის საფუძველზე კი დანარჩენი ტროელების შესახებ ვარაუდების გამოთქმაც უფრო გაადვილდება. ეს მონაცემები ახალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენებს: ადრეული მზის სისტემის ფორმირების კომპიუტერულმა სიმულაციებმა უნდა გაიმეორონ ყველა ის თავისებურება, რასაც `ლუსი“ დააფიქსირებს.

„ეს გახლავთ მცირე პლანეტების უკანასკნელი სტაბილური პოპულაცია, რომელიც არ არის შესწავლილი, – ამბობს ოლკინი, – უკვე დროა“.

ასტრონომებმა მშვენივრად იციან, რომ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია – და კვლავაც უცნობია რასთან გვაქვს საქმე და რა სიკეთე ან საფრთხე შეიძლება იმალებოდეს კოსმოსურ წყვდიადში.

2023 წელს, როდესაც ჩილეში ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორია ამუშავდება, ათი წელი დაეთმობა სამხრეთის ღამის ცის დეტალური რუკის შედგენას. ამ პროექტში ჩართული ასტრონომი, ჟელკო ივეზიჩი, ხშირად ცის აზომვით სამუშაოებს „ყველა დროის საუკეთესო ფილმის“ გადაღებას ადარებს.

STOCK_MM9411_50213519682_40040899cd_o_1.მზერა ცისკენ ინჟინრები უტრიალებენ 64-სანტიმეტრიან სენსორს, რომელმაც რუბინის სახელობის ობსერვატორიის 3,2-გიგაპიქსელიანი ციფრული კამერა უნდა ამუშაოს. აშშ-ის მიერ დაფინანსებული ობსერვატორია ჩილეში შენდება და ასტრონომიის ისტორიაში უდიდესი კამერით იქნება აღჭურვილი, რომელიც 2023 წელს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სავარაუდოდ, 5 მილიონ ახალ ასტეროიდს, კომეტას და მცირე სხეულს აღმოაჩენს. ჟაკლინ ორელი, SLAC NATIONAL ACCELERATOR LABORATORY

2033 წლის მიწურულს მოსალოდნელია, რომ რუბინის სახელობის ობსერვატორია საგრძნობლად გაზრდის ჩვენთვის ცნობილი მცირე ციური სხეულების რიცხვს. პროგნოზის თანახმად, მათ შორის იქნება კიდევ 5 მილიონი ასტეროიდი ასტეროიდების მთავარ სარტყელში, იუპიტერის 300 ათასამდე ტროელი, 40 ათასი ნეპტუნს მიღმა ობიექტი და შორეული ვარსკვლავების გარშემო გაჩენილი 10-დან 100-მდე ობიექტი, რომლებიც ჩვენს მზის სისტემაში შემოივლის – ასეთი ორი უკვე დააფიქსირეს ასტრონომებმა 2017 წლიდან დღემდე.

რუბინის სახელობის ობსერვატორიის პოტენციური აღმოჩენები ახალი ზელანდიის კენტერბერის უნივერსიტეტის ასტრონომის, მიშელ ბანისტერის აღფრთოვანებას იწვევს: „აქამდე თითქოს სანაპიროზე მდგომი პატარა ბავშვები ვიყავით, რომლებიც ნიჟარებს ვაგროვებდით და მათი სილამაზით ვტკბებოდით, ახლა კი საშუალება გვეძლევა, ოკეანეში გავიდეთ და შევისწავლოთ“.

ვარსკვლავური ოკეანის რუკის შედგენის პროცესში მოსალოდნელია დედამიწის მახლობლად კიდევ 100 000 ასტეროიდის აღმოჩენა, რომლებიც მზიდან 195 მილიონი კილომეტრის რადიუსშია და რომელთაგან რამდენიმე შეიძლება ბენუსავით „პოტენციურად სახიფათო“ იყოს – ანუ ის ობიექტები, რომელთა დიამეტრი 150 მეტრს აჭარბებს და რომელთა ორბიტა დედამიწის მზის გარშემო მარშრუტს 7,5 მილიონი კილომეტრის დისტანციაზე უახლოვდება. კლიმატურ და სახეობათა გადაშენების კრიზისებზე რომ არაფერი ვთქვათ, COVID-19-ის პანდემიამაც შეგვახსენა, თუ რაოდენ მყიფეა თანამედროვე ცივილიზაცია. კოსმოსური ლოდის დაცემაღა გვაკლია.

„ცხადია, ასტეროიდებისა და კომეტების საფრთხე გაცილებით ნაკლებად მოსალოდნელი პრობლემაა, ვიდრე, მაგალითად, პანდემია, – ამბობს არიზონის უნივერსიტეტის პლანეტოლოგი ემი მაინცერი, – მაგრამ ადრე თუ გვიან, ნაკლებსავარაუდო მოვლენა მაინც მოხდება“.

ამგვარი საბედისწერო მოვლენისგან დედამიწის დაცვას ასტრონავტების რაზმის მობილიზება არ დასჭირდება – როგორც ეს ფილმებში ხდება. თუ ასტრონომები შეჯახების პროგნოზირებას საკმარისად ადრე შეძლებენ, ასტეროიდის უვნებელსაყოფად საკმარისი იქნება ერთი სწრაფი კოსმოსური საფრენი აპარატის გაშვება და მასთან შეჯახება. 2022 წელს NASA-ს მისია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელობით ამ მანევრის შესრულებას ცდის ხომალდით, სახელად DART. ის 24 000 კმ/სთ სიჩქარით დაეჯახება დედამიწის მახლობელი ასტეროიდის პაწაწინა მთვარეს და მის ორბიტას მთელი 10 წუთით შეამცირებს.

STOCK_MM9411_eso2106a_1-1024x576.jpg
STOCK_MM9411_IMG_8268_1-1024x576.jpg

კოსმოსის დამპყრობელი

2019 წელს ყირიმელმა კომეტებზე მონადირემ და ტელესკოპების ინჟინერმა გენადი ბორისოვმა (მარჯვნივ) ერთი ობიექტი შენიშნა, რომელიც მზის ორბიტაზე მოძრავი სხეულისთვის მეტად სწრაფი იყო. კომეტა (მარცხნივ), რომელსაც ახლა 2I/ბორისოვი ეწოდება, სხვა ვარსკვლავიდან მზის სისტემაში შემოჭრილი ჩვენთვის ცნობილი ორი დიდი ობიექტიდან ერთ-ერთია.

ო. ჰაინაუტი, ევროპის სამხრეთული ობსერვატორია (მარცხნივ); იულია ჟულიკოვა (მარჯვნივ)

თუ DART-ი გაამართლებს, მომავლის ადამიანებს მისი უფრო მასშტაბური ვერსია დასჭირდებათ ბენუს გასაკონტროლებლად. მანამდე კი ბენუს პაწაწინა ნამცეცები შემოაღწევს ჩვენს ატმოსფეროში – დენვერის გარეუბნიდან მართული კოსმოსური აპარატის მეშვეობით.

უკვე 16:13 და დანტე ლორეტას დიდი ხნის ნანატრმა 17-მა წამმა უცებ მოირბინა და გაირბინა – მისდა სასიხარულოდ.

ორი წუთით ადრე მან და მისმა გუნდმა მიიღეს გზავნილი, რომ OSIRIS-Rex-ი ბენუს ზედაპირიდან 5 მეტრში იყო და ხომალდის ბორტზე დამონტაჟებული სიგნალიზაციაც მწვანე შუქს უნთებდა. ლორეტა ყურებამდე იღიმება. კითხვაზე – როგორი შეგრძნებაა – ერთი სიტყვით პასუხობს: „ტრანსცენდენტური“.

შემდეგ სისტემური ინჟინერი ესტელ ჩერჩი ადასტურებს, რომ მისი გაცემული ბრძანებები შესრულებულია. დედამიწიდან მილიონობით კილომეტრის დაშორებით, OSIRIS-Rex-მა შეძლო სახლზე დიდი ლოდების მოგერიება, ნადავლის მოგროვება და უკან ბრუნდება.

OSIRIS-Rex-ის ნიმუშების შემგროვებელი ხელი ისე გაივსო ნამსხვრევებით, რომ ღია მდგომარეობაში გაიჭედა; გუნდს სასწრაფოდ დასჭირდა ჰერმეტულობადაკარგული კონტეინერის დალუქვა დედამიწაზე დასაბრუნებელ კაფსულაში. ამიტომ მათ ზუსტად არ იციან, ბენუს რა ნაწილი ჩამოვა დედამიწაზე, როდესაც 2023 წელს OSIRIS-Rex-ი კაფსულას ჩამოაგდებს, თუმცა თვლიან, რომ საკმარისი მასალა იქნება და მისი ქიმიური შესწავლა თავდაყირა დააყენებს წარმოდგენებს სიცოცხლის საწყისების შესახებ.

„სადმე სხვაგან, ჩვენს გალაქტიკაში ან, თუნდაც, შორეულ კოსმოსში სიცოცხლის არსებობის ალბათობას გაცილებით უკეთ გავიაზრებთ“, – ამბობს ლორეტა. როგორც კარლ სეიგანი იტყოდა, ჩვენ ვარსკვლავური მტვრით ვართ შექმნილნი, თუმცა, მზის სისტემის პროდუქტების გარდა, შეგვიძლია თავი მივიჩნიოთ ბენუს ძმებად, ფსიქეს დებად და კომეტების ბიძაშვილებად – იმ ასტეროიდებისა და კომეტების ნათესავებად, რომლებიც ჩვენი უშორესი წარსულის მემატიანეები არიან. გარკვეულწილად, ჩვენ მართლაც მზის მცირე სხეულები ვართ: უსასრულოდ მრავალფეროვანნი და მშვენიერნი, თვით სიცოცხლის საიდუმლოებათა მატარებლნი.

მაიკლ გრეშკო National Geographic-ის თანამშრომელია, რომელიც სამეცნიერო თემებზე წერს.

The post პატარა საოცრებები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   369 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 369 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Facebookexternalhit(6)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(2)