ფორუმელი Moor Posted 26 დეკემბერი, 2020 Posted 26 დეკემბერი, 2020 2021 წლის პირველი კვირიდან, ყარაბაღში მუშაობას დაიწყებს რუსულ-თურქული ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი. იმისთვის, რომ ცენტრში იმსახურონ, თურქეთიდან აზერბაიჯანში არაერთი სამხედრო გაემგზავრა. მათი რაოდენობა 60 ადამიანს შეადგენს. სომხური ოპოზიცია ქვეყანაში ახალი რუსული ბაზის აშენების ინიციატივით გამოდის შარაგზის მოკავშირეები. რა ფასი დაუჯდა სომხეთს რუსეთის ერთგულება აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილი 12 ადამიანის ცხედრები ერთმანეთში აერიათ როგორც თურქული ტელეკომპანია NTV იტყობინება, ამ დროისთვის, აზერბაიჯანში უკვე ჩავიდა, დაახლოებით, 25 თურქი სამხედრო მოსამსახურე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თურქეთიდან მონიტორინგის ცენტრში, კიდევ 45 ადამიანი ჩავა. აღდამში განთავსებულ რუსულ-თურქულ ერთობლივ ცენტრში, ერთდროულად შეისწავლიან ინფორმაციას რეგიონში ბოლო პერიოდში არსებული ვითარების შესახებ, რომელსაც მათ რუსული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები და რუსული სამშვიდობო ძალები მიაწვდიან უპილოტო თვითმფრინავების მეშვეობით. გარკვეული ინციდენტების წარმოქმნის შემთხვევაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევასთან იქნება დაკავშირებული, პირდაპირი კონტაქტი დამყარდება მოსკოვსა და ანკარას შორის ისე, როგორც ბაქოსა და ერევანს შორის, რათა მიღებული ზომები ზავის პირობებს შეესაბამებოდეს. რეგიონში არსებული ვითარების მონიტორინგის გარდა, თურქი სამხედროები თანამშრომლობის ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და ტერიტორიების განაღმვის პროცესში. 10 ნოემბერს, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი ერთობლივი რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრი ითვალისწინებს ერთობლივ მუშაობას მხარეებს შორის. ამ დოკუმენტზე ხელმოწერით დასრულდა ყარაბაღის მეორე ომი, რომელიც 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა