Jump to content
×
×
  • Create New...

მხოლოდ აგვისტოსა და სექტემბერში ქართულ ოცნებას 7,715,432 ლარი შეწირეს


Recommended Posts

  • ფორუმელი
მხოლოდ აგვისტოსა და სექტემბერში ქართულ ოცნებას 7,715,432 ლარი შეწირეს admin Fri, 10/08/2021 - 20:45

მხოლოდ აგვისტოსა და სექტემბერში ქართულ ოცნებას 7,715,432 ლარი შეწირეს და ზოგმა შემომწირველმა თანხა ზედიზედ ორჯერ გადაიხადა.

სექტემბრის თვის შემომწირველებს შორისაც მრავლად არიან ისეთი პირები, რომელთა კომპანიებიც ძვირადღირებულ ტენდერებში, ხშირად უკონკურენტოდ იმარჯვებენ.

ასეთი კომპანიებს მიეკუთვნება შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N1 და N2, რომლებსაც საერთო მეწილეები ჰყავს.

შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N2-ის მეწილეებმა წინასაარჩევნოდ ქართულ ოცნებას ჯამში 45,000 ლარი შეწირეს.

ორივე კომპანია წლების განმავლობაში იგებდა ძვირადღირებულ ტენდერებს და საერთო ჯამში 215 მილიონი ლარი აქვთ მიღებული ელექტრონული შესყივებით.

როგორც უკვე ცნობილია, წინასაარჩევნოდ, მხოლოდ აგვისტოს თვეში პარტია ქართული ოცნების დაფინანსება დაახლოებით 4 მლნ ლარით გაიზარდა (3,996,585). თუმცა, აღსანიშნავია, რომ შემოწირულობები ამით არ დასრულებულა და სექტემბრის თვეშიც აქტიურაც გარძელდა. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, პარტიამ დამატებით 3,718,847 ლარი მიიღო, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პირმა ქართულ ოცნებას ერთ თვეში ორჯერ შესწირა თანხა, ზოგიერთ მათგანს კი აგვისტოშიც ჰქონდა შეწირული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის შემომწირველთა რიგებში გვხვდებიან ბიზნესპარტნიორები ავთანდილ კაჭკაჭიშვილი და ნუგზარ აბალაკი.

ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა ქართულ ოცნებას თანხა აგვისტოში შეწირა. მან პარტიას 20,000 ლარი გადაუხადა. რაც შეეხება ნუგზარ აბალაკს, მას საერთო ჯამში 85,000 ლარი აქვს გადახდილი პარტიისთვის, აქედან 60,000 ლარი 2016 წელს შეწირა, ხოლო 25,000 ლარი 2021 წლის სექტემბერში, არჩევნებამდე სამი კვირით ადრე.

ავთანდილ კაჭკაჭიშვილი და ნუგზარ აბალაკი წილებს ფლობენ შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N2-ში (ს/კ 424071168). ავთანდილ კაჭკაჭიშვილი აღნიშნული კომპანიის დირექტორი და 30%-იანი წილის მფლობელია, ნუგზარ აბალაკი კი 17,5 %-ს ფლობს. კომპანიას კიდევ ორი მეწილე ჰყავს, შოთა აბულაძე, რომელიც 35%-იანი წილის მფლობელია და ნუკრი აბალაკი, რომელიც ნუგზარ აბალაკის მსგავსად კომპანიის 17,5%-ს ფლობს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ნუკრი და ნუგზარ აბალაკები და შოთა აბულაძე შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-შიც (ს/კ 217890584) ფლობენ წილებს. შოთა აბულაძე ამ კომპანიაში დირექტორის თანამდებობას იკავებს, პარალელურად ფლობს კომპანიის 50%-ს, დანარჩენ 50%-ს კი თანაბრად ინაწილებენ ნუკრი და ნუგზარ აბალაკები.

აღსანიშნავია, რომ გარდა ავთანდილ კაჭკაჭიშვილის და ნუგზარ აბალაკისა, ქართულ ოცნებას ნუკრი აბალაკიც სწირავდა ფულს, მან 2016 წელს ქართულ ოცნებას 60,000 ლარი გადაუხადა. რაც შეეხება შოთა აბულაძეს, ის წარსულში, 2012 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწრიველი იყო.

რაც შეეხება კომპანიებს, შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N1 1998 წელს დაარსებული კომპანიაა. როგორც კომპანიის წესდებიდან ვიგებთ, მისი საქმიანობა ძირითადად მოიცავს საავტომობილო გზების მოვლა-შენახვას, შეკეთებას, მშენებლობასა და რეკონსტრუქციას, ასევე, წესდებითაა გათვალისწინებული ისიც, რომ კომპანიას შეუძლია განახორციელოს ყველა ის საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის. საგზაო სამშენებლო სამმართველო N1 სახელმწიფო შესყიდვებში 2010 წლიდან ჩნდება. 2010-2021 წლებში კომპანიამ 311 ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა. ამ პერიოდში მასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება თითქმის 200 მლნ ლარია (198,132,859 ლარი). აღნიშნული თანხიდან 52,067,647 ლარი ისე მიიღო კომპანიამ, რომ მას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია. ხოლო რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, 2012-2021 წლებში კომპანიამ ამ გზით 60-ზე მეტი ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა საერთო ღირებულება თითქმის 10 მლნ ლარია ( 9,999,053).

მხოლოდ 2021 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით კომპანიასთან 11 ხელშეკრულება გაფორმდა. გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ კი 15 მლნ ლარს გადააჭარბა (15,553,192). ერთ-ერთ შემთხვევაში კომპანიამ კონკურენტის დისკვალიფიკაციის ჯარზე გაიმარჯვა (NAT210000652).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო ორ ტენდერში გამარჯვებასა და კომპანიასთან ხელშეკრულებების გაფორმებას წინ უსწრებდა აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში კომპან

იასთან დაკავშირებული პირების მიერ მმართველი პარტიისთვის თანხის შეწირვა. ორივე შემთხვევაში შემსყიდველი გორის მუნიციპალიტეტის მერია იყო. (NAT210013766,NAT210013767).

რაც შეეხება მეორე კომპანიას, შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N2-ს, აღნიშნული კომპანია 2015 წელს დაფუძნდა. კომპანიის წესდებიდან ვიგებთ, რომ თავდაპირველად კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-იც იყო. საჯარო რეესტრის 2015 წლის ამონაწერის თანახმად, შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N1 კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელიც იყო.

კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად 2017 წლიდან გამოჩნდა, 2017 წლიდან დღემდე მან 130 ელ. ტენდერში მიიღო მონაწილეობა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 16,575,348 ლარი შეადგინა, საიდანაც კომპანიამ 3,735,144 ლარი სრულიად უკონკურენტო გარემოში მიიღო. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, ამ გზით დადებული ხელშეკრულებების ღირებულება 97,050 ლარია.

მიმდინარე წელს კომპანიამ 11 ტენდერში გაიმარჯვა და ამ პერიოდში მასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 2,321,346 ლარია.

წყაროები:

https://www.transparency.ge/politicald.../ge/donations/11245 -ავთანდილ კაჭკაჭიშვილის შემოწირულობა

https://www.transparency.ge/politicaldo.../ge/donations/5382 -ნუგზარ აბალაკი

https://www.transparency.ge/politicaldo.../ge/donations/6408 -ნუკრი აბალაკი

https://www.transparency.ge/politicaldon.../ge/donations/482 -შოთა აბულაძე

საგზაო სამშენებლო სამმართველო N1 (ს/კ 217890584)

საგზაო სამშენებლო სამმართველო N2 (ს/კ 424071168):

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...[VYkIIYyXDqomo1RePi6[5Jbf5CjnojMEB5ooa -საჯარო რეესტრის 2015 წლის ამონაწერი

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-10/244650502_3060798307528932_1076908023243971296_n.jpegოქტომბერი 2021 2021 Author ლიზა ქორიძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share