ფორუმელი ჯეიკობი Posted 2 ოქტომბერი, 2021 Posted 2 ოქტომბერი, 2021 მიმდინარე პროცესების ათვლის წერტილის მოძებნა წარმოუდგენლად მიმაჩნია. სიტუაცია იმდენად დატოტილია და ისეთი განშტოებებით მიმდინარეობს, რომ საწყისი წერტილი ვერაფერს ვერ მოვუძებნე. ვერც პროცესის წარმოქმნის და განვითარების ჯაჭვი ავაგე, თუმცა ამ საკითხებზე ასეთნაირად ფიქრის პროცესში მოვისმინე ინფორმაცია, რომელიც მესამეს დაკავების ფაქტს ეხება. შესაბამისი უწყებების, უმაღლესი პირის და იმათი განცხადებების მიხედვით, ვინც ოპერაციის საქმის კურსში არ იყო (Deep Fake), გვეფიქრება, რომ ოპერაცია დაიწყო უკრაინიდან. სხვა სიტყვებით, ოპერაციის დაწყების დრო ტერიტორიულად იყო უკრაინაში და ნამდვილი დროის თვალსაზრისით 29 სექტემბრამდე. სპეც. ოპერაცია რომ ჩატარდა უტყუარი ფაქტია, თუმცა უტყუარია იმ გარემოებაში, როცა ის დაიწყო 1 ოქტომბერს და საეჭვოა, რომ დაიწყო 29 სექტემბრამდე. ოპერაცია უკრაინაში რომ ვერ ჩატარდებოდა ცხადია. საზღვარგარეთ მისი „ტექნიკური“ ნეიტრალიზებაც ვერ მოხდებოდა. ამიტომ ოპერაციის 29 სექტემბრამდე დაწყებაში იგულისხმება ინფორმაციის არსებობა და პირის კონტროლზე აყვანა. ვფიქრობ, რომ მიმდინარე ვითარებაში მეტწილად პირველი ვერსია (რასაც ოფიციალები გვთავაზობენ), მუშაობს. მეორე ვერსიის შემთხვევაში “მესამე“ წარმომიდგენია როგორც ჯოკერი საკანში გამოკეტილი რომ შემეძლოს უზენაეს ძალასთან მხოლოდ ამ თემაზე 1 კითხვის დასმა, ვკითხავდი: როდის დაიწყო სპეც. ოპერაცია ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ჯეიკობი Posted 3 ოქტომბერი, 2021 Author Posted 3 ოქტომბერი, 2021 ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციის (დაუზუსტებელი) მიხედვით “მესამე“ ჩამოიყვანა ვინმე ე. ცომაიამ, რომელიც წარმოშობით ქ. სოხუმის რ-ნი სოფ. იაშთხვა-დან არის. შსს განცხადებით დაკავებულია 1958 წელს დაბადებული პირი, რაც ემთხვევა ე. ცომაიას დაბადების თარიღს (23.01.1958). გარდა ამისა, ე. ცომაიას ფაქტობრივი მისამართი არის ქ. თბილისი, ნაძალადევის რ-ნი, ერწოს ქ. N3 (საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი). როგორც ცნობილია “მესამე“ სადღაც გლდანი-ნაძალადევის რაიონში აიყვანეს და დააკავეს იმავე ბინის მეპატრონე, სადაც “მესამე“ იმალებოდა. აბა, რა ვითარებაა ?! რა მოქმედებაა ?! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ჯეიკობი Posted 4 ოქტომბერი, 2021 Author Posted 4 ოქტომბერი, 2021 ფოთის პორტში ამჟამად იმყოფება თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, რომელიც რამოდენიმე დღის წინ წამოვიდა სამსუნის პორტიდან. სამსუნის პორტში საიდან შევიდა ?! და HIKMET K რა ტიპის გადაზიდვებს ახორციელებს ?! რომელ ლოჯისტიკურ კომპანიებთან მუშაობს ?! როდის შემოვიდა ფოთის პორტში ?! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 5 ოქტომბერი, 2021 Posted 5 ოქტომბერი, 2021 @ჯეიკობი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს, რომლებიც ფოთის ტერმინალის თანამშრომლები არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა