Jump to content
×
×
  • Create New...

რატომაა თვითგანადგურება მოდაში?


სამურაი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Mulan said:
9 minutes წინ, Mulan said:

არა ეგ მომენტი არ მაქვს უბრალოდ რაღაც უნდა მომინდეს, ძალიან მომინდეს - მერე ვაკეთებ :givi:

 რაც არ უნდა განვითარებული იყოს კაცი მაინც ჩმორი დამორჩილებული მონა ურჩევნია...

ხო ნუ შენ ვაჟაკი ხარ უფრო ეტყობა, მე - ვედომაია. ურთიერთობებშიც ამრეკლავი ვარ, როგორც ჩემს მიმართ ხარ, ანალოგიურად მეც. :უპ: 

—-

იმიტომ რომ ოჯახის მენეჯმენტი ეგრე მარტივია უფრო:yes: ვინც იხდის მუსიკასაც ეგ უკვეთავს ;დდდდდ დამოკიდებული როა კამანდა ქმრებზე და მათ შემოსავალზე მერე ვეღარ უტრაკებენ, თავს უხრიან ბევრ რამეზე.  ან ბარტერი აქვთ რა, 1 ფულით ყიდულობს დეკორაციას და ეგოს იბუსტავს, მეორე კიდევ პალაჟენიას ყიდულობს და თავმოყვარეობა ჰკიდია. მთავარია ბირკინი აქვს.

აუ, ესკორტნიცებზე ვუყურე რაღაც ინტერვიუს ადრე. მანდ ყვებოდა ერთი გოგო, დუბაიშია ვიღაც შეიხი, რომელსაც აქვს კბილების ჩამტვრევის ფეტიში :lol: და გოგოები კისრისტეხით მიდიან, იმიტომ რომ იმ კბილებსაც აგინაზღაურებს და კიდევ ბევრ რაღაცასაც . რა პიზდეცია... ;დ

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, კიჭარტი said:

ვობშემც, დავაკვირდი და  ყოველთვის ვიღაც მაგალითი და ინსპირაცია მჭირდება, რომ ვუყურო და მერე მისი გავლენით, რეტრანსლირებულად მოვიქცე და ჩემი ხაზი გავავითარო.

ეს ზოგადად მნიშვნელოვანი უნარია.

ეძებო და იპოვო შესაბამისი მენტორი.

ადამიანი ყველაფრის ცოდნით არ იბადება 

ასევე, შეუძლებელია ყველაფერში ერთიანად გაერკვე და სიღრმეებში წახვიდე. აქ შემოდის ზუსტად მენტორის როლი და შთაგონების მიღება.

მაგარი ტასკაა ყველა კვანძის გახსნა შენ რომ გიწეევს და ბევრ რთულ რაღაცაზე ერთობლივად ფიქრი. თუ ვინმეს იპოვი, ვინც ცხოვრების გზაზე რჩევებს გაძლევს და კარგ მაგალითებს, ჩათვალა ერთ სუპერ ძალას უკვე ფლობ რა.

ლიტერატურაშიც და კინოშიც მთავარი მოქმედი გმირის არქეტიპებს ყოველთვის ჰყავთ ვიღაც მრჩეველი, რომლებსაც ცხოვრების გზაგასაყარზე კრიტიკული შეკითხვებით მიმართავენ. გინდა გენდალფი იყოს, გინდა ბიძია ბენი, ან ჩემი ხელმოწერის ავტორი.

 

Edited by ბაყბაყდევი
This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი

@ბაყბაყდევი ფილმებში ბევრი რამ ხდება ისეთი რაც რეალში მთლად ეგრე არაა, ჰიპერბოლიზებულია ხშირად რეალური ადამიანური მომენტები...

მეორეც, რატო გგონია რომ საჭიროა ნასტავნიკი? ნასტავნიკის არსებობა შეცდომებისგან გიცავს, პასუხისმგებლობისგანაც, მარტივად შეგიძლია შეტენო ყვრლაფერი მას და რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი აიღებს თავის თავზე  სხვა ადამიანის ნასტავნიკობას? მეორე თემაა როცა ჭკვიანი და სანდო ადამიანი გყავს გვერდით რონელიც ნასტავნიკი კი არა  უბრალოდ ფილტრის როლს ასრულებს რიგ სიტუაციებში როცა რჩევით მიმართავ ან  აზრს კითხავ რამესთან დაკავშირებით... 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan

ონლაინ, Mulan said:

ფილმებში ბევრი რამ ხდება ისეთი რაც რეალში მთლად ეგრე არაა, ჰიპერბოლიზებულია ხშირად რეალური ადამიანური მომენტები...

ცოტა შორიდან მოვუვლი. ფილმებში და წიგნებში ბევრი რამე ხდება და გასაგებია რომ ჰიპერბოლიზებულია ხოლმე, მაგრამ მე ერთ რაღაცას დავაკვირდი ამ ბოლო დროს რაც საინტერესო მგონია:

რაც არ უნდა გაზვიადებული იყოს რაღაც მომენტები რელიგიურ წიგნებში, ლიტერატურაში თუ ფილმებში, ყველგან, აი საბოლოოდ თუ დაწურავ და გააშიშვლებ, თითქოს ერთი და იგივე ''სქემას'' (უკეთესი სახელი ვერ მოვიფიქრე) აწყდები. რაღაც ზოგად ნარატივს, რომელიც ყოველთვის ერთი და იგივეა. ჩემი აზრით, ზუსტად ეს ''სქემა'' თუ ''ნარატივი'' არის ის ბირთვი, რომელიც ასე გვიზიდავს და პოპულარულს ხდის სუპერ გმირებზე ფილმებს, ჰარი პოტერს, ბეჭდების მბრძანებელს და ა.შ. ამ ''ნარატივს'', მე რამდენადაც ვხვდები, აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომ გმირი მოგვეწონოს და საკულტო გახდეს:

1. გმირი იწყებს თავის თავში გამორკვევას და იწყებს რეალურ მოგზაურობას (მოძრაობას) ცხოვრების გზაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ იწყებს თავგადასავალს. ცხოვრება თავგადასავალია. ეს თავგადასავლის დაწყებაც ძველი ტექსტებიდან მოდის და ამ ''სქემაში'' ბიბლიიდანაა მოხვედრილი.

აბრაამის ისტორია ძველ აღთქმაში იწყება ამ წინადადებით. პირველივე წინადადებაა: ''უთხრა უფალმა აბრაამს წადი შენი ქვეყნიდან, წადი მამაშენი სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ''. ანუ ფაქტობრივად, რაც უთხრა არის დაიწყე რეალური ცხოვრებაო ანუ დაწერე შენი თავგადასავალიო.

 

2. გმირი ემსახურება ჭეშმარიტებას და სიმართლეს და იღებს პასუხისმგებლობას. ანუ სიკეთის მხარესაა. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მისი ერთგული დარჩეს. ხშირად არღვევს წესებს და კანონებს, რაც გამართლებულია როცა სიმართლეს ემსახურები.

 

3. გმირი იღებს მსხვერპლს. ამაზე ზევით ვილაპარაკე.

 

4. ჰყავს მენტორი. დამბლდორი, გენდალფი, მულანის დრაკონი :) რავი ბევრია

 

შეიძლება რაც ჩამოვთვალე, ამას გარდა კიდევ რაღაც მახასიათებლებია. ჯერ მეტი ვერ მოვიფიქრე, მაგრამ უეჭველად ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის რა.

 

24 minutes წინ, Mulan said:

მეორეც, რატო გგონია რომ საჭიროა ნასტავნიკი? ნასტავნიკის არსებობა შეცდომებისგან გიცავს, პასუხისმგებლობისგანაც, მარტივად შეგიძლია შეტენო ყვრლაფერი მას და რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი აიღებს თავის თავზე  სხვა ადამიანის ნასტავნიკობას? მეორე თემაა როცა ჭკვიანი და სანდო ადამიანი გყავს გვერდით რონელიც ნასტავნიკი კი არა  უბრალოდ ფილტრის როლს ასრულებს რიგ სიტუაციებში როცა რჩევით მიმართავ ან  აზრს კითხავ რამესთან დაკავშირებით...

რა თქმა უნდა აქ პასუხისმგებლობის არიდებაზე არ ვსაუბრობ. რაც ბოლო წინადადებაში გიწერია ისაა რა.

საბოლოო ჯამში ინდივიდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შედეგების სხვაზე გადაბრალება არასერიოზულია. 

შეცდომებისგან დაცვას რაც შეეხება, კი ბატონო, დამიცვას. კარგი გარემოცვავც რაღაც მხრივ მაგას ემსახურება არა? მეგობარი მაგალითად. 

შეცდომებზე ვსწავლობთ და საჭიროა კი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რაც არ უნდა ჭკუა გვარიგონ გენიოსებმა, ჩვენს წილ დასაშვებ შეცდომებს მაინც დავუშებთ, ასე რომ მაგაზე არ იდარდო. 

 

 

 

 

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი
On 9/27/2021 at 3:42 PM, კიჭარტი said:

სადღაც რაღაც ფრუსტრაციამდე უეჭველი მიხვალ, სადაც პიროვნების გარდატეხა და ღირებულელების გადაფასება ხდება. ასე მგონია...

ძირითადში გეთანხმები, მაგრამ რომელიღაც სიმღერაშია "tel me quando quando quando"-ო :boli:

როცა უკვე 65-ის ხარ, ცხოვრება რაღაცას შეალიე და მტვრის ღრუბლებს აკუებ (queef მინდოდა მეხმარა აქ მაგრამ ქართული შესატყვისი ვერ მოვიძიე), მაგ დროს მგონი ჯობს აღარ გადააფასო არაფერი. ტყუილად მოიშლი ნერვებს.

 

On 9/27/2021 at 3:52 PM, Mulan said:

სხვა პირობებში ძნც შესაძლებელი იყო დაგეკმაყოფილებინა ეგ ცხოველური მოთხოვნილებები

სადავოა.

მხოლოდ ის რომ გლეხის ამბიცია და რესურსი ძირითადად მარტო თვითგადარჩენას წვდებოდა, ჩემი აზრით არ ნიშნავს რომ მაგ საფეხურ-დაკმაყოფილებული გლეხი მერე გადაწვებოდა და იყო კმაყოფილი.

იგივე უსასრულო კიბეზე ცდილობდნენ ახოხებას მაგრამ ბევრად უფრო ნელა და ბევრს ბუქსაობდნენ.

მაგრამ კი, თავისთავად მაშინ ინსტაგრამში ვერ ხედავდნენ ვიღაც ტიპი იახტაზე როგორ ასხამს $35000-იან შამპანურს მოდელის სამაგალითო ძუძუებზე და შესაბამისად შედარებით უფრო მშვიდად იყვნენ. მათი შორეული მიზნები ბევრად უფრო ახლოს იყო.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share