Jump to content
×
×
  • Create New...

რატომაა თვითგანადგურება მოდაში?


სამურაი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, მძინავს said:

ვაა რა კაცი როგორ ხარ ? 

არამიშავს.. რომელი ხარ შენ?

Share on other sites

  • ფორუმელი

@არავინ- ჩაარტყი ხელი ძმის გულო უფ ნასვამი ვარ ცოტა გიყვარს პირდაპირ ბოთლიდან დალევა ? :shampan:ჩემი ძმა ხარ <3 

Share on other sites

  • ფორუმელი

 

Spoiler

ჰედონიზმის განხილვა მაინცდამაინც ნძრევის ასპექტში რატომ მოისურვე, ვერ გავიგე, მაგრამ რადგან ასე გსურს...:D

დავუბრუნდეთ იმას, რომ ჰედონიზმი კომპლექსური ცნებაა, ღირებულებების ერთობლიობა, რომელიც მთავარ მიზნად პირად სიამოვნებას აღიარებს. 

მოიცავს უამრავ ქცევას/მისწრაფებას: გემრიელი ჭამა, სექსი/მასტურბაცია, ჰობი, ოჯახი, აღიარება, რეპუტაცია, ძალაუფლება, სპორტი, ექსტრიმი,  ფუფუნების ნივთები... იმ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, რაც გაქვს გარშემო, იდეალში ისე, რომ საზოგადოებაშიც მოიტანო სარგებელი.

კი, ცხოველური ინსტინქტები ავტომატურად შედის ჰედონიზმის სტარტერ პეკში, (მერე უკვე გააჩნია ვის რა მიზანი და ბექგრაუნდი აქვს )იმიტომ რომ ეს ადამიანური ბუნების ნაწილია.

  • რაღაც მომენტში, ნონკონფორმიზმსაც შემიძლია გავუტოლო; ძირითადად კი, დოვლათს ასეთი ადამიანები ქმნიან და გლობალური მნიშვნელობის მოვლენებსაც ინიცირებენ. თუნდაც პატივმოყვარეობა ან განდიდების მანია იყოს ამის საფუძველი.
  •  გარდა ამისა, ჩვენ მიჩვეული ვართ, სოციუმის სასარგებლოდ და მასზე მორგებით აზროვნებას. ეს იდეოლოგია კიდევ პირიქით, სოციალური ნორმის, კოლქტიური აზროვნების ნაცვლად, ცალკეული ინდივიდის ინტერესებს იცავს. 

offtopic :

Spoiler

თუნდაც მთელი სახელმწიფოს გამო 1 ადამიანი რატომ უნდა იჭყლიტებოდეს? მერე რა რომ ერთია. მეფეები მახსენდება ამ თემაზე. კერძოდ, გმირთა ვარამი რომ წავიკითხე, ძაან დამაფიქრა. ყველა იმსახურებს რომ თავისი წილი ცხოვრება იცხოვროს და ცოდოა ის ვინც, კოლექტიური ინტერესების გამო იწირება. ანასტეიშა კოელიო:lol:

შენს მაგალითს რომ მივყვეთ, სერიულ მკვლელებს ეგრე ხალხის კვლა სიამოვნებთ.  ეგ ჰედონიზმში უნდა გავიყვანო?- არ მგონია. ფსიქიკურ გადახრასთან გვაქვს უკვე მანდ საქმე. 

იგივე ნძრევაზე. 365/24/7 ონანისტი არსებობს? თუ არსებობს, მაშინ ჰედონიზმი კი არა,- გადახრაა. კონკრ დროის მონაკვეთში თუ ისიამოვნა, მერე რა? თვითშეცნობის ერთ-ერთი ხერხია.ენერგიის დაგროვებებზე და ეზოთერულ წიწღსვლებში არ წამიყვან ეხლა იმედია.

კიდევ, მე პირადად მგონია, რომ ჰედონიზმი თავისი არსით, ფინანსურად მაღალ ეშელონებზე მყოფი საზოგადოების მონაპოვარი უფროა.

ფინანსები ბევრად მეტ დამოუკიდებლობას და გასაქანს გაძლევს და იმიტომ.
 

Spoiler

დაბალ სოც. რგოლზე ჰედონიზმის ხსენებაზე კიდევ, ძაან მეცინება. 400 ლარზე მომუშავე ადამიანს, რომელიც სახლი-სამსახურის გარდა არაფერს ხედავს, ინერციულად  ცხოვრობს, ჰობი არ გააჩნია, რა ჰედონიზმი და ლიბერტარიანელობა მოსთხოვე. 1 ნძრევა დარჩა და მაგასაც უკრძალავ :lol: 

აი, ასტრას მაგივრად კენტს რო მოწევ ეგაა ჰედონიზმი? ან 200 ლარიანი ხელფასით 400 ლარიან კაბას რომ იყიდი? კი, მომენტში გისწორდება და არარაციონალურ ქცევებს, “ერთხელ ვცხოვრობ, მკიდია”-თი აპრავებ. პირადი მაგალითებით ვიცი ;დდდდ მაგრამ აი რა ჰედონიზმიი კაი რა.

ნუ, იმ გამონაკლისის გარდა, თუ ხელოვანია ადამიანი და მატერიალური რაღაცები ძაან კიდია. მისი შთაგონებით, და არსებული რეალობიდან რეტრანსლირებული პროდუქტით თუ ცხოვრობს, ეგ არის კი ჰედონისტი.

ცხადია, როგორც ყველაფერს, ამასაც აქვს თავისი რისკები და უარყ. მხარეები:

  • პრივილეგირებულ კასტის ფორმირება გარდაუვალია და დროთა განმავლობაში კიდევ, ყველას უნდა პრივილეგირებულ ფენას ეკუთვნოდეს.
  • საბოლოოდ, ესეც უმრავლესობას შექმნის;დ
  •  შეიძლება ანარქიაც გამოიწვიოს, ხზ.; სტრესების  და "მეც მინდა კაი ცხოვრება" -ს ნიადაგზე. თან როცა მცირე პროცენტი ჰედონისტობს, მაგის ინდივიდუალიზმს დაიცავ და 100 დან 95 რო ჰედოა, უკვე იმ სოციუმს ქმნის, რომლისგანაც დავიცავით ზემოთ ინდივიდის ინტერესები.
  • სოციალური აუტსაიდერობა რო ახლავს, ნუ ეგ ფაქტია, იმიტომ რომ "მოვალეობა ხდება" ჰედონისტი იყო, წარმატებას მიაღწიო... უფრო მატერიალურზე გამახვილდება ყურადღება; ზემოთ რაც დავწერე იქიდან გამომდინარე, მდიდრების პრივილეგია უფროა თქო. ეს ორი ცნება აირევა ერთმანეთში და საშუალო ფენა მიიჭყლიტება როგორც ყოველთვის. თუ მდიდარი არ ხარ= ჰედონისტი ვერ ხარ=უბედური ხარ. (მარა ეს ჰედონიზმის გარეშეც ესეა ;დ)
  • ჰიპერჰედონიზმში შეიძლება გადაიზარდოს;

 ეს ყველაფერი კიდევ იმიტომ ხდება, რომ საზოგადოება აფასებს არა ინდივიდს და მის შინაგან რაღაც ძალას, ბირთვს, არ ვიცი რაღაცას, არამედ იმას, თუ რაში და რამდენად მიაღწია მან წარმატებას.

კაროჩე, ამდენი ვიმსჯელე და ეხლა მე თვითონ დავიბენი რა მინდა:lol:

დასკვნა: ჰედონიზმი სრულყოფილი ვერ არის, მაგრამ აქვს ბიგ აიდია და არსებობის საფუძველი. თუ სწორი ფორმულირებით მიეწოდება ინფო საზოგადოებას მაშინ მეტნაკლებად ოქეი იქნება ყველაფერი, ასე მგონია. თან თუ გაიმიჯნება, რომ სიმდიდრე/წარმატება = ჰედონიზმს და ბედნიერებას, შენი პირადი ჰარმონია უნდა ეძიო, იქ დამკვიდრდე და ისიამოვნო;

არაჰედონისტი ავტომატურად არ უდრის ლუზერს და ჰედონისტი არ ნიშნავს რაც აგიდგება ყველაფერი გააპრავო.

იდეალური კიდევ არცერთი ცნება, წყობა, მიმდინარეობა არ არის და რომც იყოს, ადამიანები ჩვენით დავამახინჯებთ, ჩვენებურ "ტრაქტოვკას" მივცემთ და რა აზრი აქვს?

 ის მანკიერებები და რისკები რაც ჩამოვთვალე კიდევ, ყველა დროში არსებობდა, იმიტომ რომ თანასწორნი ყველა არასდროს ვყოფილვართ, სამწუხაროდ.

@მფრინავი.სამურაივერტალიოწიკ, ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის, ძალიან სერიოზულად მივუდექი და დრო წაიღო;დდდდდდ

ესე მგონია ეროვნულების თემა დავწერე, და მეტი არ მინდ აარ წაიკითხო?! :მად: 

იმას დავამატებდი, რომ თემის სათური და შემდგომი შინაარსი კორელაციაში არ მოდის ერთმანეთთან.

აბსოლუტურად ყოფით რაღაცებს აღწერ და დესტრუქციას მიაწერ, მარა კაი დავიკიდეთ, ჩაუჯექი ჩემს პოსტს ;დდდდდდ

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
5 საათის წინ, Damnoc said:

პირდაპირი" ჰედონიზმი არის რაც ზემოთ დავწერე. ა ლა "ახლა მინდა ტორტი, კოკაინი და 2 პუტანკა, მერე რა იქნება მკიდია".

ეგ ჰედონიზმი კი არა, მომენტში ყოფნის სურვილი და ინდივიდუალური "კარგი ცხოვრებისკენ" სწრაფვაა. ადამიანის ბუნების ნაწილია.

+ თქვენ რაც მოგყავთ მაგალითად, პრაგმატიზმის ქონა ან არ ქონაა +პრიორიტეტების განსხვავებულობა.

მე პირადად, არ ვარ რაციონალური და პრაგმატული, ბოლო 20 ლარი მაქვს და მინდა ტორტი ? წავალ და ვიყიდი, იმიტომ რომ ახლა მინდა!

ხვალ შეიძლება აღარ ვიყო ვაბშე და ჯერ დავხარჯავ და მერე მოვიფიქრებ, დამატებითი შემოსავალი საიდან მოვიძიო. თუ 2 არჩევანი მაქვს ტორტი ვიყიდო თუ ბავშვის საფენი, მაშინ არ მქონია ალტერნატივა და რას ვწერ ამდენს.

ან მარტივად: ორივეს გვაქვს ხელფასი 2000 ლარი.

თქვენ დებთ ფულს ანაბარზე, სტანდარტული ხარჯები გაქვთ და დადიხართ სიტყვაზე- ჰუავეით.

მე არ მინდა ჰუავეი და განვადებით გამომაქვს აიფოუნ 11 პირობითად.

 ვიხდი თვეში 200 ლარ პრემიას. ვხვდები, რომ შეიძლება სადღაც გამჭედოს მერე, და მომავალში რაღაცის მოკლება დამჭირდეს, მაგრამ მინდა და ვსიო. ყიდვის მომენტში და უახლოეს პერიოდში მსიამოვნებს რომ დავისაკუთრე ის რაც მინდოდა, მიუხედავად ირაციონალობისა. ანუ ჰედონისტი კი არა, მფლანგველი და ქარაფშუტა ვარ. მომწონს და ვარ:blush::Dჯერ გამდის.

კოკაინი, ალკოჰოლი და კრაკადზილი კიდევ რავი...არარელევანტური მგონია აბსტინენციური მაგალითების მოყვანა. დაავადებებია ეგენი ჩვეულებრივი. მომენტში რო ასწორებს და შორეულ პერსპექტივას ვერ საზღვრავ ეგრე შეიძლება დაუცველი სექსიც იყოს 16 წლის ასაკში. ხოდა ჰედონიზმი კი არა გაუნათლებლობა და უპასიხისმგებლობაა ეგ

5 საათის წინ, Damnoc said:

ამიტომ ორიენტაცია აქვთ ისეთ სიამოვნებაზე რომელიც თავისზე მეტ ტანჯვას არ გიჩენს ცხოვრებაში.

ეგეთი შარავანდედმოსილობაც მაგარი სიდებილე მგონია; პოლო ალტო ხო ძაან მევასება, ტრენდსეტერი კერა ხოა, მარა აი 6-ის მერე არაფერი არ მუშაობს :lol:ყავაზე ვერ გახვალ კაფეში და თუ ვინმე ლაქშერი მანქანით ჩაგრიალდა, რუსია ;დდდ  და როგორც გოიმს ისე უყურებენ( არ ვარ ნამყოფი, დოკუმენტურები გავიზეპირე:lol:)მარტო მუშაობაზე და ახალი პროგრამების დაწერაზე არიან ჩაციკლულები, აი რავი რა. შეიძლება მე ვარ პრიმიტიული და მაგიტომ არ მესმის.

 

Edited by კიჭარტი

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
11 საათის წინ, მძინავს said:

კარგი კითხვაა აი ეს კაცი გიპასუხებს @საწყალი ოსვალდო რიოსი

მოდაში კი არაა, ადვილია უბრალოდ :uxe:

და ისე - მერავი

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, კიჭარტი said:

ეგ ჰედონიზმი კი არა

სასამართლოზე განიხილავენ საქმეს სადაც კაცი მესამედ დაიჭირეს ნასვამი საჭესთან.

ეს კაცი ამბობს, ბატონო მოსამართლევ, ნასვამი კი არა გადაკრული ვიყავიო.

მოსამართლე ჩაფიქრდება და პასუხობს, კარგი, მაგის გათვალისწინებით ორი კვირის მაგივრად 14 დღე გაგიშვებ ციხეშიო :boli:

 

რაც არ უნდა დაარქვა მაგ განწყობა-დამოკიდებულება-მდგომარეობას მაინც ის არის რაც არის, და კი, ზუსტად მაგაზე ვსაუბრობ, თემაც მაგაზეა გახსნილი ჩემი აზრით.

რატომ არის იცი ჩემი აზრით ჰედონიზმის ყველაზე დაბალი საფეხური? იმიტომ რომ ზუსტად ისეთი რეჟიმია ოპერირების როგორიც ნებისმიერ სხვა ცხოველს ექნებოდა და აქვს კიდეც.

მამენტ დიდ სურათში კი არაფერს ვერჩი, მაგრამ ის უნდა იცოდე რომ ადამიანის მთავარი იარაღის გამოუყენებლობა გამოდის. იარაღი რომ გქონდეს დატენილი და გასროლის მაგივრად ხალხს თავში ურტყავდე, დაახლოებით ეგრე.

ერთერთი ევოლუციური ბიოლოგი განიხილავდა პრინციპულად განსხვავებული რ აქვთ ადამიანებს სხვა ცხოველებისგანო და იმ დასკვნამდე მივიდა რომ ეს იყო ძალიან გრძელვადიანი გეგმების დალაგება-შესრულების უნარი. რაც ხშირად შეიცავს სიამოვნების გადავადებას.

Marshmallow test არ გაგიგონია?

 

ისეთი თემაა დაახლოებით, ვთქვათ შენი ცხოვრების მიზანი რომ იყოს ბევრი ფულის გაკეთება და სტრატეგია გქონდეს რომ ამ წამში ვინც ყველაზე მეტ ფულს შემოგთავაზებს რაღაცის გაკეთებაში, ის შესაძლებლობა აიღო.

ცხოვრების ბოლომდე მუშა, ან, ქალის შემთხვევაში ცოტა სხვანაირი მუშა დარჩებოდი. მაშინ როცა რეალურად დიდი ფული სულ სხვანაირად კეთდება.

 

ჩემი აზრით იგივე სიტუაციაა სიამოვნებაშიც. მაგალითად, ყველაზე დიდი სიამოვნება რაც საჭმელიდან მიმიღია, იყო როცა 6 დღე შიმშილის შემდეგ ეზოში ერთი ცალი ალუჩა მოვწყვიტე და ჩავკბიჩე.

შენი მიდგომით, უბრალოდ ვერასდროს გამოცდი ისეთ და იმ სიამოვნებებს რომლებიც პრინციპულად სხვანაირად მიიღწევა და შეიძლება რამდენიმე თავით ჯობდეს შენს ამჟამინდელ გამოცდილებებს.


ჰედონიზმი არის იმის აღიარება რომ ცხოვრებაში მთავარია სიამოვნება. ანუ იდეაში არის ის რასაც მაქსიმიზაციის პრობლემა ქვია "როგორ მივიღო მაქსიმალური რაოდენობით X". ხოდა მაგ ჩარჩოში, როგორც ზემოთ ფულზე მოვიყვანე მაგალითი, ჩემი აზრით ფარდობითად არაეფექტურ გზას ადგახარ :boli:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share