Jump to content
×
×
  • Create New...

ზურაბ ჯაფარიძე 31 დეკემბრის ღამეს ხალხს დაბადების დღეზე ეპატიჟება


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-46ca1ccd08aa919a7d73654912ae44a3.jpeg

ახალი პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში ე.წ. ივენთის (ღონისძიების) შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და 31 დეკემბრის ღამეს, მოქალაქეებს საკუთარ დაბადების დღეზე ეპატიჟება. „ჯერ სახლში, მერე ჯაფარასთან“ - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში უნდა გაიმართოს, მუსიკალურ გაფორმებას კი უზრუნველყოფენ დიჯეები: "რადგან მინდა, რომ ბევრნი მესტუმროთ, ყველამ ვეცადოთ დავიცვათ კოვიდპანდემიის პირობებში რეკომენდებული უსაფრთხოების წესები. გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ბევრ ჯანმრთელობას", - წერია ზურაბ ჯაფარიძის ფეისბუკის ივენთის აღწერაში. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებულია შეზღუდვები, მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი. თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამონაკლისი წესდება ორ - 31 დეკემბრისა და 6 იანვრის - ღამეზე.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share