Jump to content
×
×
  • Create New...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარედ წარადგენს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-e20414dafbe59039c403e9c61ab5162c.jpeg

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 27 დეკემბრის ყრილობაზე ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად წარადგენს. ყრილობა 18:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ელექტრონული კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ნიკა მელიამ გაიმარჯვა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობა 20 779-მა პირმა მიიღო. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13 491 ხმა) დააგროვა, ხოლო ლევან ვარშალომიძემ - 35.1 პროცენტი (7 288 ხმა). „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ის არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   13 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 12 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • t-90
    • Googlebot(1)
    • YandexBot(2)